24 ნოემბერი, კვირა, 2024

უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად აღარ მი­იჩ­ნე­ო­დეს – თე­რე­ზა ჩივჩიანი

spot_img

ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კუთხით და­ამ­თავ­რა. მა­შინ, მი­სი არ­ჩე­ვა­ნი ბევრს გა­უკ­ვირ­და, რად­გან სკო­ლი­დან­ვე უცხო­უ­რი ენე­ბის მი­მართ იჩენ­და ინ­ტე­რესს. ამ­ბობს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ფე­სი­ად უცხო ენე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად არ აირ­ჩია, რად­გან მა­თი სწავ­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შე­ეძ­ლო. ასეც მოხ­და – ხუთ ენას თა­ვი­სუფ­ლად ფლობს, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი თა­ვის­თა­ვად იგუ­ლის­ხ­მე­ბა. ინ­გ­ლი­სუ­რის ცოდ­ნა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე აუცი­ლე­ბე­ლი იყო, ზო­გი ლექ­ცია ინ­გ­ლი­სუ­რად ეკითხე­ბო­დათ, სომ­ხუ­რი მშობ­ლი­უ­რია, რუ­სუ­ლი სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ის­წავ­ლა, თურ­ქუ­ლიც – მოგ­ვი­ა­ნე­ბით… ეს თე­რე­ზა ჩივჩიანია, ახალ­ქა­ლა­ქის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი 2015 წლი­დან.

სკო­ლა: 65 სა­ჯა­რო; მოს­წავ­ლე: 7120; მას­წავ­ლე­ბე­ლი: 1250

🔗პან­დე­მია და სკო­ლა

ალ­ბათ არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ ვიტყ­ვი, რომ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა რა­ი­მე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ან გა­მოწ­ვე­ვა კი არა, შო­კი იყო ჩვენ­თ­ვი­საც. გარ­და იმი­სა, რომ ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა არა­ვის ჰქონ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ტექ­ნი­კუ­რა­დაც არ ვი­ყა­ვით ამის­თ­ვის მზად, ტე­ლე­ფო­ნე­ბის უქონ­ლო­ბა არ იყო პრობ­ლე­მა, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა უჭირ­და ყვე­ლას — მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელს, მშო­ბელს. ამი­ტომ, სკო­ლებ­ში იქ­მ­ნე­ბო­და ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ვა­ი­ბერ­ში, ვოთ­საფ­ში უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, უზი­ა­რებ­დ­ნენ მო­საზ­რე­ბებს. ვინც მა­ლე აუღო ალ­ღო, ას­წავ­ლი­და სხვებს  და ასე არას­რულ­ფა­სოვ­ნად, მაგ­რამ მა­ინც ტარ­დე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლე­ბი. შემ­დეგ, რო­ცა შევ­ძე­ლით დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის დატ­რე­ნინ­გე­ბა თიმ­სის და ზუ­მის პროგ­რა­მებ­ში მუ­შა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, საქ­მე გა­ი­ოლ­და, მშობ­ლე­ბიც ჩა­ერ­თ­ნენ ტრე­ნინ­გებ­ში. თუ ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა იყო (და ეს არც ისე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და) სკო­ლა­ში, მოს­წავ­ლე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან შე­ეძ­ლოთ (მას­წავ­ლებ­ლებს) გაკ­ვე­თილ­ზე ჩარ­თ­ვა. ერ­თი სიტყ­ვით, სირ­თუ­ლე­ე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ, ყვე­ლა მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბით, ვფიქ­რობ, თა­ვი გა­ვარ­თ­ვით. მიმ­დი­ნა­რე სა­წავ­ლო წელს ამ მხრივ უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხ­ვ­დით — სკო­ლებ­ში დრო­უ­ლად გა­ნა­წილ­და სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, პირ­ველ­კ­ლა­სელ­თათ­ვის გა­და­სა­ცე­მი პორ­ტა­ბე­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და სა­დე­ზი­ნფე­ქ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სრულ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე მხო­ლოდ სა­მი სკო­ლაა. იმე­დი მაქვს, ისი­ნი მა­ლე, ეტა­პობ­რი­ვად, პი­რის­პირ და­იწყე­ბენ სას­წავ­ლო პრო­ცესს.

🔗არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა

და­უ­ფიქ­რებ­ლად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნაა. მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ რო­მე­ლი­მე პე­და­გოგს ამის სურ­ვი­ლი ან ხელ­შეწყო­ბა არ აქვს, არა, მი­ზე­ზი სხვაა — კომ­პ­ლექ­სი, იმის ში­ში, რა­ი­მე შეც­დო­მით არ გა­მოთ­ქ­ვან. ენის შესწავ­ლი­სას გა­რე­მოს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ჩვენ­თან კი, მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქ­მის 80% სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნია. სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გე­ბით მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა ერ­თია და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა — მე­ო­რე. აი, ამ უკა­ნას­კ­ნე­ლი პი­რო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არ­თუ­ლებს საქ­მეს, თო­რემ ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი არა­ერ­თი კურ­სი აქვს გავ­ლი­ლი თი­თო­ე­ულ მათ­განს და ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტიც აქვთ, მაგ­რამ გა­მოწ­ვე­ვა გა­მოწ­ვე­ვად დარ­ჩა — მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­სას, ბევ­რ­მა ვერ მი­ი­ღო სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი.

სწო­რედ იმის გა­მო, რომ პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა (ან სა­თა­ნა­დოდ არცოდ­ნა) აფერ­ხებს, რე­გი­ონ­ში და კერ­ძოდ, ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არა­ერთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ისე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი. ჟვა­ნი­ას სკო­ლის, საჯაროდ სკო­ლებ­ში ან მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის შე­სა­ხებ იცი­ან ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ვე­ლებ­მა. ახ­ლაც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მას­შ­ტა­ბურ, გრძელ­ვა­დი­ან ტრე­ნინგს ახორ­ცი­ე­ლებს მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი იმ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვთ. ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი ჩვე­უ­ლი მონ­დო­მე­ბით ჩა­ერ­თ­ნენ პრო­ექ­ტ­ში.

ვფიქ­რობ, თქვენ­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმ პრო­ექ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი, რომ­ლე­ბიც, მიზ­ნობ­რი­ვად, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რად­გან ჩვენს რე­გი­ონ­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვართ. გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლია, რო­ცა ად­გილ­ზე იღე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, კერ­ძოდ, პე­და­გო­გე­ბი ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, ახალ­ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი უფა­სო ტრე­ნინ­გებს ატა­რებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის და ინ­გ­ლი­სუ­რის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის. ბაზ­რის კვლე­ვით აღ­მოჩ­ნ­და, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ბუ­ღალ­ტ­რებ­ზეა მოთხოვ­ნა და შე­სა­ბა­მი­სი კურ­სიც გა­იხ­ს­ნა, სამ­ხატ­ვ­რო სკო­ლა მუ­შა­ობს ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის. ყვე­ლა ამ სი­კე­თით, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს ნე­ბის­მი­ერ­მა პე­და­გოგ­მა და ასეც ხდე­ბა; რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­მა შე­არ­ჩია ორი სო­ფე­ლი, ქა­ლა­ქი­დან და­შო­რე­ბუ­ლი — გო­გა­შე­ნი და ხა­ვე­თი, სა­დაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გახ­ს­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე მოწყო­ბი­ლო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ნო­ვა­ცი­უ­რი ჰა­ბე­ბი, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ პე­და­გო­გე­ბიც და მოს­წავ­ლე­ე­ბიც, ეს მა­თი საყ­ვა­რე­ლი სივ­რ­ცე­ე­ბია; მი­ლე­ნი­უმს ჰქონ­და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი სტემ­პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის­თ­ვის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ ენის სწავ­ლე­ბის კუთხით, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბიც აიღეს ჩვენ­მა პე­და­გო­გებ­მა, ჩარ­თუ­ლო­ბა იყო ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბი­დან. ჩა­მოთ­ვ­ლა რომ არ გა­ვაგ­რ­ძე­ლო და მოკ­ლედ შე­ვა­ფა­სო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა და შე­დე­გი, თა­მა­მად ვიტყ­ვი, რომ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო დო­ნე­ზე, ჩვენს რე­გი­ონ­ში და, კერ­ძოდ, ახალ­ქა­ლაქ­ში ქარ­თუ­ლად თით­ქ­მის ყვე­ლას შე­უძ­ლია ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა, პრაქ­ტი­კის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო, ტეს­ტი­რე­ბებ­სა და გა­მოც­დებ­ზე შე­დე­გი ჯერ­ჯე­რო­ბით და­ბა­ლია. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ახალ­ქა­ლაქ­ში 3 მენ­ტო­რი, 701 უფ­რო­სი და 24 წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი გვყავს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი წე­ლი კი­დევ უფ­რო დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად აღარ მი­იჩ­ნე­ო­დეს.

🔗 რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

დე­ბუ­ლე­ბით გა­წე­რი­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია, ძი­რი­თა­დად, ეს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, სკო­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, პე­და­გო­გე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რაა. დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ნამ­დ­ვი­ლად მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ზრუნ­ვა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი უნ­და გახ­დეს ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და მათ აღ­ს­რუ­ლე­ბა­ზე რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტურ შე­დეგს მოგ­ვ­ცემს, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით სა­კითხე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­დაწყ­ვე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა. ჩვენ ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გი გვყავს, მათ შო­რის თქვე­ნი გა­ზე­თის ავ­ტო­რე­ბიც არი­ან, სა­თა­ნა­დო ხელ­შეწყო­ბის პი­რო­ბებ­ში კარ­გი კონ­სულ­ტან­ტე­ბი, კარ­გი ტრე­ნე­რე­ბი, კო­ლე­გე­ბის­თ­ვის სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი გა­ნა დღეს არ გვაქვს, მაგ­რამ ამას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი უნ­და მი­ე­ცეს და ერ­თ­მა­ნე­თის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის თა­ვად სკო­ლებ­საც უნ­და შე­ეძ­ლოთ ზრუნ­ვა. რო­გორც ვხე­დავ, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნი სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა ახ­ლო მო­მა­ვალ­ში.

გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას, აქ­ცენ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლა­ზე გა­ვა­კე­თე. ეს ნამ­დ­ვი­ლად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კითხია სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის­თ­ვის. მაგ­რამ კი­დევ ერთ პრობ­ლე­მას მინ­და შე­ვე­ხო, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­და­საწყ­ვე­ტია. ესაა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ახალ­ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში (მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია, გე­ოგ­რა­ფია) დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. ძი­რი­თა­დად, ეს ვი­თა­რე­ბა პენ­სი­ო­ნე­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ჯილ­დოს სა­ფა­სუ­რად, სკო­ლი­დან ორ ეტა­პად წას­ვ­ლამ შექ­მ­ნა. სა­კითხის მო­საგ­ვა­რებ­ლად აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, სა­დაც, სხვა­თა შო­რის, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე დი­დი არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს. ვა­კან­სია გა­მო­ვაცხა­დეთ, რამ­დე­ნი­მე გა­სა­უბ­რე­ბაც გვქონ­და, მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვა­კან­ტურ ად­გი­ლებს სხვა საგ­ნის პე­და­გო­გე­ბი ითავ­სე­ბენ.

🔗 ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი

ეს ის თე­მაა, რო­მე­ლიც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რია სკო­ლე­ბის­თ­ვის. ვიდ­რე ბო­ლო 5 წელ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე ვი­სა­უბ­რებ, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პან­დე­მი­ის გა­მო და­წე­სე­ბულ­მა რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა ამ ნა­წილ­შიც შეგ­ვიც­ვა­ლა გეგ­მე­ბი და პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნად სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა იქ­ცა. დღე­ი­სათ­ვის, ყვე­ლა სო­ფელ­ში ან ახა­ლია აშე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაც­ვით, ან მი­ერ­თე­ბუ­ლია სკო­ლის შე­ნო­ბას­თან. ასე რომ, ეს პრობ­ლე­მა ახალ­ქა­ლა­ქის სკო­ლებ­ში აღარ გვაქვს.

ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი ჩვენ­თან ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან: ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, მი­ლე­ნი­უ­მი, კა­რი­ტა­სი და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო. გარ­და ამი­სა, პა­ტარ-პა­ტა­რა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ების ჩა­ტა­რ­ე­ბას სკო­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბი­თაც ახერ­ხე­ბენ. მიმ­დი­ნა­რე წელს ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის ჩუნ­ჩხის სა­ჯა­რო სკო­ლა, სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და ახალ­ქა­ლა­ქის №3 და №4, აზარ­ბე­თის, კარ­თი­კა­მის სკო­ლებს, ახა­ლია ტე­ნის და აფ­ნიის მცი­რე­კონ­ტი­გენ­ტი­ა­ნი (7 მოს­წავ­ლე) სკო­ლე­ბი. სო­ფელ ბავ­რის სა­ჯა­რო სკო­ლას, და­მა­ტე­ბით, 6 საკ­ლა­სო ოთა­ხი მი­ვა­შე­ნეთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და მო­ვიხ­სე­ნიო სო­ფელ კუ­მურ­დოს მკვიდ­რი, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით ააშე­ნა სო­ფელ­ში სკო­ლა, ხო­ლო სოფ. არაგ­ვას სკო­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ა­ფი­ნან­სა — მო­წეს­რიგ­და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, გა­კეთ­და გათ­ბო­ბა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი და ა.შ. ასე რომ, ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით ბევ­რი რამ შევ­ძე­ლით, თუმ­ცა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ სტან­დარტს გუ­ლის­ხ­მობს და ამ მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო ჯერ კი­დევ წინ გვაქვს.

მოამზადა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები