25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა   და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბის „იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა?!“ სწავ­ლე­ბი­სას

spot_img

ეკა­ტე­რი­ნე მხე­ი­ძე

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
სოფ. ზე­და მეს­ხე­თის ბრო­წე­უ­ლას სა­ჯა­რო სკო­ლის
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა, მო­ცუ­ლო­ბი­თი ტექ­ს­ტე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, ერ­თ­გ­ვა­რი თა­ვი­სუ­ბუ­რე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ნა­წარ­მო­ე­ბის ამა თუ იმ მო­ნაკ­ვეთ­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად და­სა­ხონ და არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი ვა­რი­ან­ტე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზონ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბი მწერ­ლის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი ხდე­ბი­ან, ეს კი ხელს უწყობს ნა­წარ­მო­ე­ბის არა მხო­ლოდ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას, არა­მედ მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა?!“, ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბია. ტექ­ს­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი თე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ე­ბად დავ­ყოთ — ლინ­გ­ვის­ტუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ტო­ლე­რან­ტუ­ლი. ეს ის სა­კითხე­ბია, რო­მელ­ზე და­ფიქ­რე­ბაც სტი­მულს აძ­ლევს აზ­როვ­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას.

ამ­ჯე­რად, ჩვენს ყუ­რადღე­ბას იქ­ცევს ნა­წარ­მო­ებ­ში წა­მოჭ­რი­ლი სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხი — ქე­თოს რო­მე­ლი­მე მხა­რი­სად­მი მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ დრო­ი­სათ­ვის, ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, რო­გორ გა­და­იჭ­რა ეს პრობ­ლე­მა მოთხ­რო­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბავ­შ­ვ­ზე პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს ორი მხა­რე: ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი (ზუ­რა­ბი და მაგ­და­ნი) და მი­სი გამ­ზ­რ­დე­ლე­ბი (ნა­ი­ბი და მი­სი ცო­ლი). ორი­ვე მხა­რე თა­ვი­სე­ბუ­რად მარ­თა­ლია, მათ მტკი­ცე არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად. ეს ძალ­ზე პრინ­ცი­პუ­ლი სა­კითხია. ამ პრობ­ლე­მის ძა­ლა­დო­ბით გა­დაწყ­ვე­ტა, ერ­თი მხრივ, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის ცნე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, ზოგ­ჯერ, ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად, სა­ჭი­როა უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ლო­გი­კუ­რი წეს­რი­გის დარ­ღ­ვე­ვა.

ნა­წარ­მო­ებ­ში მო­ცე­მუ­ლი ეს დი­ლე­მუ­რი სა­კითხი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ერ­თ­გ­ვარ თავ­სა­ტეხს წარ­მო­ად­გენს, სა­მა­გი­ე­როდ ააქ­ტი­უ­რებს მათ და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბას. არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის გა­ნაწყობს მოს­წავ­ლე­ებს T დი­აგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა. ისი­ნი ერთ სვეტ­ში ჩა­მო­წე­რენ ზუ­რა­ბის სი­მარ­თ­ლის გა­მამ­ყა­რე­ბელ არ­გუ­მენ­ტებს, მე­ო­რე სვეტ­ში კი — ნა­ი­ბი­სას.

რად­გან მკითხ­ვე­ლი ორი­ვე მხა­რის მი­მართ დი­დი სიმ­პა­ტი­ი­თაა გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი, იქ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს და­ვა შე­იძ­ლე­ბა უსას­რუ­ლოდ გაგ­რ­ძელ­დეს ან დიდ კონ­ფ­ლიქ­ტ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სად არის გა­მო­სა­ვა­ლი? ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძალ­ზე ეფექ­ტურ მე­თოდს წარ­მო­ად­გენს ამა თუ იმ სფე­რო­დან პა­რა­ლე­ლუ­რი თე­მე­ბის მოხ­მო­ბა. აზ­როვ­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, ამ­ჯე­რად, ბიბ­ლი­ურ პა­რა­ლელს მო­ვიხ­მობთ.

ის­რა­ე­ლის მე­ფე სო­ლო­მო­ნის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ეპი­ზო­დებ­ში არის ერთ-ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ორ ქალს აქვს პრე­ტენ­ზია ბავ­შ­ვის დე­დო­ბა­ზე (III მე­ფე­თა, თ.3. 16-27). ეს კონ­ფ­ლიქ­ტი, სა­ბო­ლო­ოდ, სო­ლო­მონ ბრძენ­მა მო­აგ­ვა­რა, რო­ცა თქვა: „ორად გა­ჭე­რით ცოცხა­ლი ბავ­შ­ვი, ერ­თი ნა­ხე­ვა­რი ერთ ქალს მი­ე­ცით, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი — მე­ო­რე ქალს“. ბავ­შ­ვის დე­დას გულ-ღვიძ­ლი და­ეწ­ვა თა­ვი­სი შვი­ლის გა­მო და წა­მო­ი­ძა­ხა: „ოღონდ ნუ მოკ­ლავთ და მი­ე­ცით მა­გას ცოცხა­ლი ბავ­შ­ვი!“ სო­ლო­მონ მე­ფემ, ამ ეპი­ზოდ­ში, თა­ვი­სი დი­დი გო­ნი­ე­რე­ბი­სა და სიბ­რ­ძ­ნის წყა­ლო­ბით, გა­ნა­ჩი­ნა სა­მარ­თა­ლი.

მსგავ­სი პრობ­ლე­მაა დას­მუ­ლი ბერტოლდ ბრეხტის „კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრეში“ (და­იდ­გა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში, 1975 წელს, რე­ჟი­სო­რი — რო­ბერტ სტუ­რუა). ბავ­შ­ვებს მოკ­ლედ ვაც­ნობთ აქ წარ­მოდ­გე­ნილ ამ­ბავს და პრო­ექ­ტო­რით ვაჩ­ვე­ნებთ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის და­მონ­ტა­ჟე­ბულ კად­რებს, სა­დაც ბავ­შ­ვის დე­დო­ბის სა­კითხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. აქაც ორი მხა­რე აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას: მო­ახ­ლე ქა­ლი, მი­ხე­ი­ლის გამ­ზ­რ­დე­ლი გრუ­შე ვაჩ­ნა­ძე და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­და, გუ­ბე­რნა­ტო­რის ცო­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა. მო­სა­მარ­თ­ლე (რომ­ლის როლ­საც ბრწყინ­ვა­ლედ ას­რუ­ლებ­და რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე) ბრძა­ნებს, ცარ­ცით და­ხა­ზონ წრე და შიგ ყმაწ­ვი­ლი და­ა­ყე­ნონ. ორი­ვე მხა­რე უნ­და მო­ე­ჭი­დოს მას და ვინც თა­ვის მხა­რეს გა­და­ძა­ლავს, ბავ­შ­ვიც მას დარ­ჩე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს ჭი­დი­ლი, გრუ­შე ხელს უშ­ვებს ყმაწ­ვილს და წა­მო­ი­ძა­ხებს: „შუ­ა­ზე ხომ არ გავ­ხ­ლეჩ!“ მო­სა­მარ­თ­ლეს გა­მო­აქვს გა­ნა­ჩე­ნი და ბავშვს გრუ­შეს აკუთ­ვ­ნებს.

რო­გორც პი­ე­სა­ში, ისე ბიბ­ლი­ურ ეპი­ზოდ­ში მშობ­ლე­ბი ბავ­შ­ვე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ თმო­ბენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას, მათ­თ­ვის მთა­ვა­რია, შვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ კარ­გად და ჯან­მ­რ­თე­ლად. ეს თვი­თუ­არ­ყო­ფას, თავ­გან­წირ­ვას ნიშ­ნავს და ჰუ­მა­ნიზ­მის, დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბის, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

მოხ­მო­ბი­ლი პა­რა­ლე­ლე­ბი ბავ­შ­ვებს ეხ­მა­რე­ბა, შე­ა­და­რონ ერ­თ­მა­ნეთს პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი მშობ­ლე­ბის ქცე­ვა. მოს­წავ­ლე­ე­ბი მსჯე­ლო­ბენ და კა­მა­თო­ბენ შემ­დეგ თე­მებ­ზე: რამ­დე­ნად სა­მარ­თ­ლი­ა­ნია ზუ­რა­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ქა­ლიშ­ვი­ლის მო­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ? ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა იგი, რომ ქე­თომ შე­იძ­ლე­ბა მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი ტრავ­მა მი­ი­ღოს, მი­თუ­მე­ტეს, რომ ერ­თხელ უკ­ვე გა­ნი­ცა­და მსგავ­სი ტკი­ვი­ლი? რო­დე­საც პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ გო­ნი­ე­რე­ბი­სა და ემო­ცი­ის შე­თან­ხ­მე­ბა? აქ ბუ­ნებ­რი­ვად იმარ­თე­ბა დის­კუ­სია, რაც კარ­გი სტი­მუ­ლია კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ხელს უწყობს სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის იმი­ტა­ცი­ის მოწყო­ბა. მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­ცე­მათ კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. მათ უნ­და გა­ი­თა­ვი­სონ რო­ლე­ბი და თა­ვი წარ­მო­იდ­გი­ნონ ამა თუ იმ პერ­სო­ნა­ჟის ად­გი­ლას. და­ვა­ლე­ბე­ბი ასე­თი ში­ნა­არ­სის იქ­ნე­ბა: 1) რო­გორ და­ი­ცავ­და თა­ვის პო­ზი­ცი­ას ზუ­რაბ ქარ­თ­ვე­ლა­ძე; 2) რო­გორ და­ი­ცავ­და თა­ვის პო­ზი­ცი­ას ნა­ი­ბი; 3) რა არ­გუ­მენ­ტებს მო­იყ­ვან­და ად­ვო­კა­ტი ზუ­რა­ბის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად; 4) რა არ­გუ­მენ­ტებს მო­იყ­ვან­და მე­ო­რე ად­ვო­კა­ტი ნა­ი­ბის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად; 5) რო­გორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და მო­სა­მარ­თ­ლე.

მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი ხელს უწყობს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ბავ­შ­ვე­ბი ხა­ლი­სით ებ­მე­ბი­ან „სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ში“, რაც ხელს უწყობს ცოდ­ნის ტრან­ს­ფერს.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით, ვსვამთ შე­მა­ჯა­მე­ბელ კითხ­ვებს: შე­იძ­ლე­ბა თუ არა, მო­მა­ვალში, ნა­ი­ბი­სა და ზუ­რა­ბის შე­თან­ხ­მე­ბა? რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეს? რო­დე­საც ორი მხა­რე ერ­თ­მა­ნეთს ედა­ვე­ბა, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი?

მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, შე­მიძ­ლია გან­ვაცხა­დო, რომ ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად ისეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ, რომ არ და­ირ­ღ­ვეს ქე­თოს უფ­ლე­ბე­ბი. ისი­ნი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რე­ბი და ემ­პა­თი­უ­რე­ბი არი­ან.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები