25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სოც­მუ­შა­კი­სა და ფსი­ქო­ლო­გის გარ­დამ­ტე­ხი რო­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში

spot_img

სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც წე­სი, მხო­ლოდ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე ვიწყებთ ხოლ­მე აქ­ტი­უ­რად სა­უ­ბარს. თოთხ­მე­ტი წლის მო­ზარ­დის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ ისევ შეძ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ისევ გაჩ­ნ­და კითხ­ვა, სად იყო ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხ­და პრე­ვენ­ცია, მე­რამ­დე­ნედ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით ტრა­გი­კუ­ლი რე­ა­ლო­ბის პი­რის­პირ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ვიწყეთ სა­უ­ბა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის სიმ­ცი­რე­ზე. არის რა­ი­ო­ნე­ბი, სა­დაც ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ემ­სა­ხუ­რე­ბა მთელ რა­ი­ონს, რა პრე­ვენ­ცი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­უ­ბა­რი?!

მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­და. რა იქ­ნე­ბა მა­თი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, შეც­ვ­ლის თუ არა არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას 50 სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის და­მა­ტე­ბა (ამ­ჟა­მად 12-ია) და რა ვი­თა­რე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით; რო­გორ იმუ­შა­ვა, პან­დე­მი­ის ფონ­ზე, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა და, ზო­გა­დად, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა – გვე­სა­უბ­რე­ბა ნი­ნო შატ­ბე­რაშ­ვი­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

– პან­დე­მი­ის ფონ­ზე, თუ მო­ი­მა­ტა მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბამ ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ ცენ­ტ­რებ­ში და, ძი­რი­თა­დად, რა პრობ­ლე­მე­ბით მოგ­მარ­თა­ვენ? დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლამ და ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლებ­ში გა­მო­კეტ­ვამ ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­ა­ჩი­ნა, მათ შო­რის, ხომ არ გაჩ­ნ­და ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი აშ­ლი­ლო­ბის – სო­ცი­ო­პა­თი­ის ნიშ­ნე­ბი?

– ჩვენ­თან რე­ფე­რი­რე­ბა, ძი­რი­თა­დად, სკო­ლე­ბი­დან ხდე­ბა, ან თვით­მო­მარ­თ­ვით მო­დის მშო­ბე­ლი და მოჰ­ყავს ბავ­შ­ვი, ან ბავ­შ­ვი თვი­თონ მო­დის, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც არის, შემ­დეგ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მშო­ბელ­თან გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა. ჩვე­ულ მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბას­თან  შე­და­რე­ბით, არ მო­ი­მა­ტა და ვერც მო­ი­მა­ტებ­და, წლი­უ­რი ბრუნ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 3000-ია, აქე­დან 80% სკო­ლე­ბი­დან რე­ფე­რი­რე­ბა­ზე მო­დის. რად­გან სკო­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, ამი­ტომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც ძა­ლი­ან შემ­ცირ­და. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძი­რი­თა­დად, ის 20% იყო, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თა­ვად მოგ­ვ­მარ­თავს (დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც კი შე­ამ­ჩ­ნევს რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლოს და მი­აჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩა­რე­ვა), ასე­თი მშობ­ლე­ბი ისევ მო­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ რა­ო­დე­ნო­ბა არ მო­მა­ტე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, რო­გორც მოს­ვ­ლით, ასე­ვე გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბის რე­ჟიმ­ში იკ­ლო. ჩვენ გვაქვს, ასე­ვე, ცხე­ლი ხა­ზი, რომ­ლის ნა­წილ­შიც, ჩვე­უ­ლებ­რივ­თან შე­და­რე­ბით, ზა­რებ­მა იმა­ტა, რე­კავ­დ­ნენ რო­გორც მშობ­ლე­ბი, ასე­ვე ნა­თე­სა­ვე­ბიც, შე­იძ­ლე­ბა თა­ვად ბავ­შ­ვ­საც და­ე­რე­კა. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა იყო, რომ ბავ­შ­ვი წუხს, ში­შე­ბი აქვს ან ყვე­ლა­ფერ­ზე შფო­თავს, ან თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი აქვს, ასე­თე­ბი ნამ­დ­ვი­ლად იყო.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ფსი­ქო­ლოგ­თან ბავ­შ­ვის მიყ­ვა­ნის პრობ­ლე­მა დღემ­დე დგას. რა თქმა უნდა, მშო­ბელ­მა რომ  კარ­გად გა­ი­აზ­როს და თუ ბავშვს სჭირ­დე­ბა, შე­უ­ყოვ­ნებ­ლივ, დრო­უ­ლად მო­ვი­დეს, ჯო­ბია, მაგ­რამ სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლია და თავს იკა­ვებს. ამ თვალ­საზ­რი­სით, მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბას ვერ ვიტყ­ვით, პი­რი­ქით, საგ­რ­ძ­ნობ­ლად შემ­ცირ­და, თუმ­ცა, გა­ვი­მე­ო­რებ, ცხელ ხაზ­ზე, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ორ­მაგ­და, შე­იძ­ლე­ბა, ად­რე უფ­რო მო­ე­რი­დე­ბოდ­ნენ და­რეკ­ვას და ახ­ლა აღარ შე­ი­კა­ვეს თა­ვი, იმი­ტომ რომ სჭირ­დე­ბო­დათ და რე­კავ­დ­ნენ.

რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის, რომ არ რე­კა­ვენ ან არ მო­დი­ან, პრობ­ლე­მის არარ­სე­ბო­ბას არ ნიშ­ნავს, მა­გა­ლი­თად, იმა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ზე რომ ვთქვათ, 10 წლის წინ თუ 3 შემ­თხ­ვე­ვა გვქონ­და, ახ­ლა 3000-ზე მე­ტია. ცნო­ბი­ე­რე­ბაც, შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რ­დე­ბა ნელ-ნე­ლა. სადღაც რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ ეს კულ­ტუ­რა ჩვენ­ში არ არის, რომ ოჯა­ხებ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნონ, უფ­რო სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რი თუ შე­ამ­ჩ­ნევს რა­მეს ან მას­წავ­ლე­ბე­ლი, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რე­მო­დან ხდე­ბა გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბა, თუმ­ცა 20% სტა­ბი­ლუ­რად არის თვით­მო­მარ­თ­ვა, მშო­ბე­ლი მო­დის ბავ­შ­ვ­თან ერ­თად, თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით.

– რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იყო შე­ჩე­რე­ბუ­ლი, რა ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბებს ას­რუ­ლებ­და?

– სკო­ლებ­ში სწავ­ლა რომ შეწყ­და, მან­და­ტუ­რე­ბი ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ჩა­ერ­თ­ნენ 112-ის, ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის სერ­ვის­ში, მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად. ჩვენს ნა­წილ­ში, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ ნა­წილ­ში, 11 სკო­ლა­ში ვნერ­გავთ სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მებს — ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი, ნარ­კოპ­რე­ვენ­ცია, ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცია. ამ სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, სრუ­ლად გა­და­ვეწყ­ვეთ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე. რა თქმა უნ­და, რა­ღაც კომ­პო­ნენ­ტე­ბი შეგ­ვი­ჩერ­და, რაც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და ონ­ლა­ინ ფორ­მატს, ზო­გი­ერ­თი პროგ­რა­მა ჩვენს უცხო­ელ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და რო­გორც მათ გვირ­ჩი­ეს, შეწყ­ვე­ტა ჯობ­და. რა­ღაც კომ­პო­ნენ­ტებ­ში გაგ­რ­ძელ­და მუ­შა­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, მშობ­ლე­ბის ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბა, მშობ­ლე­ბის ჩარ­თ­ვა სე­მი­ნა­რებ­ზე, რო­გორ მარ­თონ ბავ­შ­ვის რთუ­ლი ქცე­ვა. რო­ცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ზო­გი­ერთ კლას­ში სამ მშო­ბელ­ზე მეტს ვერ ვრთავ­დით, ახ­ლა, პი­რი­ქით, იყო სკო­ლე­ბი, სა­დაც 700-მდე აგ­ვი­ვი­და მშობ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­ცა ჩვე­უ­ლებ­რივ 10 იყო მაქ­სი­მუ­მი. უფ­რო მე­ტი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ამი­ტომ, ჩვენს ნა­წილ­ში, სა­პი­ლო­ტე­ე­ბი სრუ­ლად გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ. თუ ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან კრი­ზი­სუ­ლი იყო, მა­გა­ლი­თად, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ან ძა­ლი­ან დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ქცე­ვა, ცენ­ტ­რ­ში ვი­ღებ­დით (ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, რო­გორც სა­ჭი­როა, ეკი­პი­რე­ბა, ოთა­ხის დე­ზინ­ფექ­ცია, რო­გო­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც იყო), ისე ცენტრს ინ­ტენ­სი­უ­რი მი­ღე­ბა არ ჰქონ­და იმი­ტომ, რომ ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დით დად­გე­ნი­ლე­ბით მოქ­მედ წე­სებს. გა­მო­ნაკ­ლი­სი და­იშ­ვე­ბო­და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა ონ­ლა­ინ არ გა­მო­ვი­დო­და კონ­სულ­ტა­ცია, ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

– სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბას­თან ერ­თად, რა ფორ­მით და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ახ­ლებს მუ­შა­ო­ბას მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა?

– სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, კონ­ტაქ­ტურ რე­ჟიმ­ში ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას იმი­ტომ, რომ ყვე­ლა სკო­ლა­ში და­იწყო უკ­ვე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. სა­დაც ონ­ლა­ინ უკე­თე­სია, ამა­საც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმი­ტომ, რომ ზო­გი ბავ­შ­ვი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს, შე­მო­ვი­ღეთ მო­რი­გე­ო­ბი­თი სის­ტე­მა. ცენ­ტ­რ­ში 50-მდე თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გვყავს და ერ­თ­მა­ნე­თის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­ან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი, რომ წე­სი­სა­მებრ იყოს კონ­ტაქ­ტი, ცენ­ტ­რ­ში ვი­ღაც სულ არის და ბავ­შ­ვებს, ჩვე­უ­ლებ­რივ, იმის მი­ხედ­ვით მი­ვი­ღებთ, რო­გორც ყო­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ითხოვს. ყო­ველ­დღი­უ­რად ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მე­ლი თა­ვის სა­მუ­შაო სივ­რ­ცე­ში არ არის, რად­გან ზო­გი ოთა­ხი არ იძ­ლე­ვა 1-მეტ­რი­ა­ნი და­შო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ამი­ტო­მაც მო­რი­გე­ო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი გა­მო­სა­ვა­ლია.

– გა­მოცხა­დე­ბუ­ლია ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ხომ არ არის ცენ­ტ­რებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის აყ­ვა­ნა, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მო­ვა­ლე­ო­ბებს შე­ას­რუ­ლე­ბენ?

– ეს კონ­კურ­სი გა­მოცხად­და კა­ნო­ნის „სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ“ შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც 2018 წელს სა­მოქ­მე­დო გეგ­მად მი­ვი­ღეთ. ის გან­საზღ­ვ­რავ­და რამ­დე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და რა გა­ნათ­ლე­ბით უნ­და შე­ე­მა­ტოს სხვა­დას­ხ­ვა სის­ტე­მას. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი არის გა­ნათ­ლე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი. ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, გვაქვს სა­მი პროგ­რა­მა – ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში და სა­პატ­რი­არ­ქოს ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რი გვაქვს – რო­გორც სა­ბა­კა­ლავ­რო, ისე სა­მა­გის­ტ­რო და უკ­ვე სა­დოქ­ტო­როც, ილი­ა­ში – მხო­ლოდ სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო, ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბულ­ში – მხო­ლოდ სა­ბა­კა­ლავ­რო. ასე რომ, მა­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, რომ­ლებ­საც დიპ­ლო­მი აქვთ სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­ო­ბა­ში.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა და კა­ნო­ნით რა­ტომ გა­ნი­საზღ­ვ­რა? იმი­ტომ, რომ, დღეს­დღე­ო­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში, ძი­რი­თა­დად, მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბის ნა­წილ­შია, ანუ თუ რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს ოჯახს და რე­ა­გი­რე­ბაა სა­ჭი­რო, რომ არ გამ­წ­ვავ­დეს, ან ბავ­შ­ვია ოჯა­ხი­დან გა­სა­რი­დე­ბე­ლი, ან ოჯა­ხუ­რი და­ვე­ბია, ძა­ლა­დო­ბაა… მე­ო­რე ნა­წი­ლი სოც­მუ­შა­კე­ბის მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­შია, რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­ურ, პრო­ბა­ცი­ის, ისე და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ნა­წილ­ში. ბავ­შ­ვი რომ ამ ორ სის­ტე­მა­ში არ მი­ვი­დეს, სა­ნამ გარ­თულ­დე­ბა მი­სი და ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა, ვინ­მეს რომ ემუ­შა­ვა, დღეს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სხვა სუ­რა­თი გვექ­ნე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვერ მო­ხერ­ხ­და, რად­გან პრე­ვენ­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი თით­ქ­მის არ გვყავ­და. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში კი დი­დი ძვრე­ბის მოხ­დე­ნა შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბით და ფსი­ქო­ლო­გე­ბით (აკა­დე­მი­უ­რი ნა­წი­ლის მიღ­მა, არა­ა­კა­დე­მი­ურ ნა­წილ­ში წა­ეშ­ვე­ლო სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცესს და ის მთა­ვა­რი აკა­დე­მი­უ­რი ნა­წი­ლი ისე გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­გორც სა­ჭი­როა). ზოგ ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ეს არის ამ ორი­ვე პრო­ფე­სი­ის ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი ხა­ზი. ამი­ტომ გა­ნი­საზღ­ვ­რა, რომ ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, გარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სა, რა­ზეც სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად იმუ­შა­ვე­ბენ ამ ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლასა და თემ­ში წარ­მა­ტე­ბით ადაპ­ტი­რე­ბა­ზე, რომ და­აძ­ლე­ვი­ნონ პრობლემა ბავ­შ­ვ­საც და მის ოჯახ­საც. შემ­დეგ, თუ სხვა გა­მოწ­ვე­ვა შე­იქ­მ­ნა, რო­მელ­ზე რე­ა­გი­რე­ბაც სხვა უწყე­ბას მარ­თებს, შე­სა­ბა­მი­სად, ის უწყე­ბა ჩა­ერ­თ­ვე­ბა.

ასე რომ, იმე­დი გვაქვს, ეს კომ­პო­ნენ­ტი თუ გან­ვი­თარ­და, რო­გორც სა­ჭი­როა, შე­დე­გიც სა­თა­ნა­დო იქ­ნე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, 50 სოც­მუ­შა­კი საკ­მა­რი­სი არ არის, მაგ­რამ ამ წლის მა­ტე­ბა ასე­თია და შემ­დეგ წელს კი­დევ 50 უნ­და და­ე­მა­ტოს. თუ ისე მოხ­დე­ბა, რომ სადღაც 250-300 ბავ­შ­ვ­ზე ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი მა­ინც აღ­მოჩ­ნ­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში (რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ჩანს), მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ან მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბის სფე­რო­ში, ბავ­შ­ვის საქ­მე ნამ­დ­ვი­ლად უკე­თე­სად წა­ვა და უფ­რო ავა­რი­დებთ მას იმ უამ­რავ გა­მოწ­ვე­ვას, რაც არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ზო­გა­დად თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვ­დეს — ასე­თი ბევ­რია, თა­ვი­სი სა­რის­კო ქცე­ვე­ბით, მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბით თუ სხვ. ზო­გი­ერ­თი ბავ­შ­ვი ისე­თი პრობ­ლე­მუ­რი ოჯა­ხი­და­ნაა, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვა არ აქვს ან ისე­თი დარ­დი აქვს, რომ რა­ღა დროს სწავ­ლაა. ამ დროს თუ ვი­ღაც არ და­უდ­გა გვერ­დ­ში, ბავშვს კი არა, დიდ­საც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა.

– ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა რა არის, რო­გო­რია თუნ­დაც მა­თი ხელ­ფა­სი?

– ვინც სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობს, კა­ნო­ნი გან­საზღ­ვ­რავს, რომ არ უნ­და იყოს 1200 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს სხვა­დას­ხ­ვა სა­მიზ­ნე ჯგუფ­თან სა­მუ­შა­ოდ ქი­რა­ობს, ვთქვათ, ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პი­რებ­თან სა­მუ­შა­ოდ, ან ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რებ­თან, ან ხან­დაზ­მუ­ლებ­თან, ან პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ­თან, ასე­ვე ქალ­თა სა­კითხებ­ზე სა­მუ­შა­ოდ და ა.შ. აქ რე­გუ­ლი­რე­ბა თა­ვად მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა შრო­მი­თი ატ­რი­ბუ­ტე­ბით შეს­თა­ვა­ზე­ბენ სამ­სა­ხურს, მაგ­რამ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, მი­ნი­მუ­მი, კა­ნო­ნით, 1200 ლა­რი უნ­და იყოს.

– რა სი­ახ­ლეს გეგ­მავს ცენ­ტ­რი 2021-ში?

– ცენტრს ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ახ­ლე აქვს. სწო­რედ ახ­ლა და­ვიწყეთ, ევ­რო­პელ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ბელ­გი­ე­ლი ექ­ს­პერ­ტის მხარ­და­ჭე­რით, სას­კო­ლო მე­დი­ა­ცი­ის და­ნერ­გ­ვა – რო­ცა სკო­ლა­ში კონ­ფ­ლიქ­ტე­ბია, მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვებს შო­რის, ზოგ­ჯერ წვრილ-წვრი­ლი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ – ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, ეს კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი რომ იქ­ვე და­რე­გუ­ლირ­დეს, გა­მოც­დი­ლი მე­დი­ა­ტო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხა­ზია, ევ­რო­პა­ში კარ­გად და­ნერ­გი­ლი. ჩვენ­თან მხო­ლოდ გან­რი­დე­ბის პროგ­რა­მაა, რო­დე­საც ბავ­შ­ვი უკ­ვე რა­ღა­ცას და­ა­შა­ვებს, მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სი­ტე­მა­ში ხვდე­ბა, სას­კო­ლო ოდ­ნავ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და აი, ამას პირ­ვე­ლად შე­ვე­ჭი­დეთ, იმე­დია, კარ­გად გა­მო­ვა. ცო­ტა პან­დე­მი­ამ შეგ­ვი­შა­ლა ხე­ლი, რად­გან ეს უფ­რო კონ­ტაქ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, ვიდ­რე უკონ­ტაქ­ტო, მაგ­რამ დრო არ დავ­კარ­გეთ და და­ვიწყეთ გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი, ჩვენ­მა ევ­რო­პელ­მა ექ­ს­პერ­ტებ­მა პროგ­რა­მა სრუ­ლი­ად გა­და­აწყ­ვეს და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ვი­მუ­შა­ვეთ.

კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე გვაქვს, ძა­ლი­ან კარ­გი მიდ­გო­მაა – ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ბავ­შ­ვე­ბის დახ­მა­რე­ბა. ეს ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლია, ევ­რო­პა­ში და­ნერ­გი­ლი და ისიც ევ­რო­პელ­მა ექ­ს­პერ­ტებ­მა შე­ას­წავ­ლეს ჩვენს თა­ნამ­შ­რომ­ლებს. სკო­ლებ­ში გვინ­და ამ მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა, ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი უკ­ვე სას­კო­ლო პერ­სო­ნალს ას­წავ­ლი­ან, მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვი ეურ­ჩე­ბა მას­წავ­ლე­ბელს გაკ­ვე­თილ­ზე, ძა­ლი­ან უხე­შად იქ­ცე­ვა ან ვთქვათ, ბავ­შ­ვი წვა­ლობს, უნ­და, მაგ­რამ არ გა­მოს­დის რა­ღაც და ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც ვერ იაზ­რებს, რო­გორც სა­ჭი­როა ან რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა ამ ბავ­შ­ვის ოჯახ­ში და ამი­ტომ ვერ კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე და ა.შ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლია, რა­შიც უკ­ვე გა­და­ვამ­ზა­დეთ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და ახ­ლა სკო­ლა­ში და­ნერ­გ­ვას ვა­პი­რებთ.

ასე­ვე გაგ­რ­ძელ­დე­ბა ნარ­კოპ­რე­ვენ­ცი­ის  პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც შარ­შან შეგ­ვი­ჩერ­და, სკო­ლე­ბის და­ხურ­ვის გა­მო. იქ­ნებ დაგ­ვ­ცალ­დეს, 12 სე­სიაა და იმე­დია, მო­ვას­წ­რებთ, ისევ თუ არ და­ი­ხუ­რა. ასე­ვე, ვცდი­ლობთ, სკო­ლებს და­ვეხ­მა­როთ, რომ ბავ­შ­ვე­ბის დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ონ, ჯერ ჩვენს სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში, მე­რე, რაც კარ­გი მო­დე­ლი იქ­ნე­ბა, მთელი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით გავ­რ­ცელ­დეს.

ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რომ სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში შე­დი­ან, ეს ვე­ლიც რომ გაჩ­ნ­და, რომ სას­კო­ლო გა­რე­მო­ზეც მი­დის მუ­შა­ო­ბა, ეს დი­დი სი­ახ­ლეა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის და იმე­დია, თა­ვი­სი ეფექ­ტიც ექ­ნე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლე­ვას ჩა­ვა­ტა­რებთ, რომ გა­ი­ზო­მოს ეს ინ­ტერ­ვენ­ცია, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა შე­დე­გი იქ­ნე­ბა. სა­ბა­ზი­სო მო­ნა­ცე­მე­ბი უკ­ვე ავი­ღეთ, რო­გორც კი პი­ლო­ტი და­ვიწყეთ, 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, მაგ­რამ მე­რე კო­ვი­დის გა­მო გავ­ჩერ­დით, გა­ზომ­ვაც შე­ფერ­ხ­და. თუ ეს სე­მეს­ტ­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩამ­თავ­რ­და, სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს უკ­ვე გვე­ცო­დი­ნე­ბა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები