25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინტერვიუ მწერალთან – კა­ცობ­რი­ო­ბას უარე­სე­ბი გა­და­უ­ტა­ნია და ზო­გი რამ, იქ­ნებ სუ­ლაც იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მას­ზე დავ­წე­როთ

spot_img

– დი­ა­ნა, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა რომ დამ­თან­ხ­მ­დით ინ­ტერ­ვი­უ­ზე. მო­დი, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი და­ვიწყოთ იმ რე­ა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სი­სი­ტე­მა­ში პან­დე­მი­ამ შექ­მ­ნა. რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ამ სის­ტე­მა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე და მი­სი მშო­ბე­ლი… რო­გო­რია თქვე­ნი შვი­ლის დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი?

– გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, ალ­ბათ, ჩემ­ზე უკეთ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბევ­რი მოს­წავ­ლე ვერ ეს­წ­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლებს ინ­ტერ­ნე­ტის თუ გა­ჯე­ტე­ბის უქონ­ლო­ბის გა­მო, გაკ­ვე­თი­ლე­ბი ხარ­ვე­ზით ტარ­დე­ბა, მოს­წავ­ლე­ებს და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცია აქვთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­სე­ბობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ბევ­რი ხარ­ვე­ზია. მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ ახერ­ხებს, სა­კუ­თა­რი და მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად აჩ­ვე­ნოს, გა­მო­ი­ყე­ნოს. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცესს დიდ­ხ­ნი­ა­ნი, გეგ­მა­ზო­მი­ე­რი და­გეგ­მ­ვა სჭირ­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ამის­თ­ვის ვერ მო­ვი­ცა­ლეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შვილს, მი­უ­ხე­და­ვად აუტიზ­მის სპექ­ტ­რი­სა, მას არ აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი, კუ­რი­კუ­ლუ­მის აკა­დე­მი­უ­რი ნა­წი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რია მის კლა­სე­ლებ­თან და პროგ­რა­მას წარ­მა­ტე­ბით სძლევს, მაგ­რამ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, რა თქმა უნ­და, ბევ­რი პრობ­ლე­მა აღ­მოჩ­ნ­და, ეკ­რან­თან ჯდო­მი­სას ყუ­რადღე­ბის გა­ფან­ტ­ვა, მო­ბი­ლი­ზე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, გაკ­ვე­თილ­ში ჩარ­თ­ვის სირ­თუ­ლე. ამი­ტომ, სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის მე­რე, მე ვუ­ტა­რებ ყვე­ლა სა­გან­ში გაკ­ვე­თილს ხე­ლახ­ლა, ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით, თა­მა­შით, გარ­თო­ბით და ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მოს­წონს.

– „რო­ცა შე­ვიყ­ვა­რე ჩე­მი შვი­ლის პრობ­ლე­მა, მა­შინ და­იწყო გი­ორ­გის თე­რა­პი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი…“ – ეს თქვე­ნი სიტყ­ვე­ბია ერთ-ერ­თი ინ­ტერ­ვი­უ­დან. თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, ცო­ტა რამ გვი­ამ­ბეთ იმ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მშო­ბელს და­გიგ­როვ­დათ. რა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მშობ­ლის­თ­ვის?

– მთა­ვა­რი ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია – უი, ამ კლა­სი­დან გა­და­ვალ იმი­ტომ, რომ ის მშო­ბე­ლი წუხ­დე­ბა; უი, ბა­ღის მას­წავ­ლე­ბელს შე­ნიშ­ვ­ნას არ მივ­ცემ იმი­ტომ, რომ და­ბა­ლი ხელ­ფა­სი აქვს; უი, ჩა­ვალ ავ­ტო­ბუ­სი­დან, ვი­ღაც არ შე­წუხ­დეს – ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია – მთა­ვა­რია ბავ­შ­ვი! სხვა ყვე­ლა თა­ვის თავს მი­ხე­დავს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრობ­ლე­მის სა­ხელ­დე­ბა, მე­რე გა­აზ­რე­ბა, გა­ში­ნა­არ­სე­ბა, პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა და ბო­ლოს, რა თქმა უნ­და, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც დე­დის ინ­ტუ­ი­ცი­ას­თან ერ­თად სას­წა­უ­ლებს ახდენს.

– თქვენ თვი­თონ რა­ტომ წახ­ვე­დით სკო­ლა­ში, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ მას­წავ­ლებ­ლო­ბა?

– თა­ვი­დან ჩვე­უ­ლებ­რივ, პრო­ფე­სი­უ­ლი პრაქ­ტი­კის გა­სავ­ლე­ლად, მე­რე კი, სკო­ლის პე­რი­ო­დის სა­კუ­თარ თავ­თან შე­რი­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­და, და­ამ­შ­ვი­დო ბავ­შ­ვი – დი­ა­ნა, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ რთუ­ლი სას­კო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და და სცა­დო, სხვა ბავ­შ­ვებ­მა ის ყვე­ლა­ფე­რი რომ არ გა­მო­ი­ა­რონ, რაც შენ გქონ­და. ჰო, რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლებ­ლის ნა­თე­ლი ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მა­დაც, ალ­ბათ.

– ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­სა­ღებს ხდის?

– ერ­თი თვი­სე­ბა არაა, ალ­ბათ რამ­დე­ნი­მეს ჩა­მოვ­თ­ვ­ლი:

♦ ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი;

♦ პრო­ფე­სი­უ­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა;

♦ ყო­ველ­დღე რა­ღა­ცის სწავ­ლის სურ­ვი­ლი, თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა თქვა, რომ იდე­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია და არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა, იქ დას­რულ­დე­ბა მი­სი მას­წავ­ლებ­ლო­ბა;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა – ამის გა­რე­შე სკო­ლა­ში ყოფ­ნა რთუ­ლია, მძი­მე და რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, თუნ­დაც სა­უ­კე­თე­სო ტექ­ს­ტებს ას­წავ­ლი­დე სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დე­ბით. გაკ­ვე­თი­ლი — სპონ­ტა­ნუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ემო­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბის გა­რე­შე მო­საწყე­ნია. ასე მას­წავ­ლე­ბე­ლიც მა­ლე იღ­ლე­ბა და სკო­ლი­დან წა­მოს­ვ­ლა­ზე ოც­ნე­ბობს;

♦ კი­დევ ერ­თხელ ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი.

– „ეს ჯა­დოს­ნუ­რი კა­რია. სა­ნამ მის მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­დე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ხარ, მა­გა­ლი­თად, ვინ­მე დი­ა­ნა, გიყ­ვარს პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი, ფე­რა­დი შარ­ფე­ბი, შინ­გა­მომ­ცხ­ვა­რი ღვე­ზე­ლე­ბი, და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი ან ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლი, გაც­ვია კუ­ბოკ­რუ­ლი მოკ­ლე პალ­ტო, მო­დი­ხარ, გაქვს სი­ა­რუ­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ნე­რა, და­ბა­ლი ხმა…“  – ეს ამო­ნა­რი­დია ესე­დან, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის 25-ე წლის­თავს მი­უძღ­ვე­ნით. რო­გო­რია სამ­ყა­რო კარს მიღ­მა? ან რა შე­იც­ვა­ლა ამ კუთხით წლე­ბის შემ­დეგ? რო­გორ ვი­ცავთ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებს?

— ვერ ვი­ცავთ, ისევ უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა ამ კუთხით. ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­გებთ ტრა­გი­კულ ამ­ბებს გა­უცხო­ე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი­სა, ურ­თუ­ლეს ის­ტო­რი­ებს. ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო­სებს არ გვენ­დო­ბი­ან, ჩვენ ვერ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ მა­თი ნდო­ბა. ქო­ბუ­ლე­თე­ლი 14 წლის გო­გოს უსას­ტი­კე­სი ის­ტო­რია იმის თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბაა, რა­ტომ არ გვენ­დო­ბი­ან… იმი­ტომ, რომ სტე­რე­ო­ტი­პე­ბით გა­ძეძ­გი­ლი, ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბით სავ­სე მეხ­სი­ე­რე­ბა გვაქვს. არც კი ვი­ცი, ამ ჩა­ტე­ხილ ხიდს რა ეშ­ვე­ლე­ბა.

— რო­გორ სკო­ლა­ში ისურ­ვებ­დით, რომ ის­წავ­ლოს თქვენ­მა შვილ­მა? ან რო­გო­რია ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც გინ­დათ, რომ  მან იცხოვ­როს?

– ერ­თი და მოკ­ლე პა­სუ­ხი მექ­ნე­ბა, სკო­ლაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც მინ­და ისე­თი, მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რომ გა­მო­ავ­ლენს და და­ა­ფა­სებს. უპი­რო­ბოდ, ბა­რი­ე­რე­ბის გა­რე­შე.

– „დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი 2000-იან წლებ­ში გა­მოჩ­ნ­და პირ­ვე­ლად და მა­შინ­ვე მი­იქ­ცია მკითხ­ვე­ლის ყუ­რადღე­ბა, მაგ­რამ არა მხო­ლოდ ბერ­ძ­ნუ­ლი გვა­რის, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვი­სი ლექ­სე­ბის გა­მო, რომ­ლე­ბიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი­ცა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბის მა­უწყე­ბე­ლიც“ – წერს თქვენს შე­სა­ხებ პო­ე­ტი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს სწო­რედ ბერ­ძ­ნულ წარ­მო­მავ­ლო­ბას მი­ა­წერს, მათ შო­რის ლექ­სე­ბის სინ­ტაქ­სურ სტრუქ­ტუ­რა­საც. ამას თქვენც ეთან­ხ­მე­ბით, რო­ცა წერთ: „გე­ნე­ტი­კა და, გნე­ბავთ, ამას და­ვარ­ქ­ვათ „წარ­მო­მავ­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა“, ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს“. ცო­ტა უფ­რო ვრცლად გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბის, ოჯა­ხის  და იმ „წარ­მო­მავ­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბის“ შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ახ­სე­ნებთ…

– ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხად, ალ­ბათ, ჩე­მი ახა­ლი წიგ­ნის, „ფე­რე­იდ­ნუ­ლი ეტი­უ­დე­ბის“ შე­სა­ვა­ლი ჯო­ბია წა­გა­კითხოთ: „გა­და­სახ­ლე­ბა – ისე­თი სიტყ­ვაა, მთე­ლი თა­ო­ბე­ბის ბე­დის­წე­რას რომ გან­საზღ­ვ­რავს. ის, რაც სის­ხ­ლ­ში რჩე­ბა, ის, რაც მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნის თუ სა­ხის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნაკ­ვ­თე­ბის მსგავ­სად წი­ნაპ­რე­ბის­გან მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად გრჩე­ბა.

მე პონ­ტო­ე­ლი ბერ­ძე­ნი ვარ, სამ­შობ­ლო­დან –  შა­ვიზღ­ვის­პი­რა ქა­ლა­ქი­დან სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ გა­მო­დევ­ნი­ლი. ვი­ცი თუ არა რა­მე? – ბევ­რი, თუმ­ცა, მხო­ლოდ წა­კითხუ­ლი. ამ­ბად გა­გო­ნი­ლი ცო­ტა – ტრა­პი­ზო­ნის წმინ­და დი­მიტ­რის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვ­რის, მი­სი შთა­მო­მავ­ლის – ჩე­მი დი­დი პა­პის შე­სა­ხებ. სიკ­ვ­დილს რომ გა­მო­ექ­ცა ბი­ზან­ტი­ის თურ­ქუ­ლი ნან­გ­რე­ვე­ბი­დან… სახ­ლი მთი­ან დმა­ნის­ში მო­ძებ­ნა, იქ პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­აც ააშე­ნა.

წა­კითხუ­ლი კი უფ­რო მე­ტი მაქვს – პონ­ტო­ე­ლი ქა­ლე­ბის ქამ­რებ­ზე, სა­დაც მთე­ლი სა­გან­ძუ­რი ჰქონ­დათ ჩა­კე­რე­ბუ­ლი, რად­გან, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაქ­ცე­ვი­სათ­ვის მზა­დე­ბა იყო. ფე­რად-ფე­რად კა­ბებ­ში ჩა­მა­ლულ ბავ­შ­ვებ­ზე, რო­მელ­თაც და­უ­ფიქ­რებ­ლად კლავ­და მდე­ვა­რი, შავ ზღვა­ში ჩამ­ხ­რ­ჩ­ვალ უამ­რავ ქალ­სა და ბავ­შ­ვ­ზე, მე­ზობ­ლის მი­ერ გან­გ­მი­რულ მე­ზობ­ლებ­ზე, გზა­ზე, სა­დაც ქა­ლებს ბავ­შ­ვე­ბი ეხო­ცე­ბო­დათ, ხო­ლო ყვე­ლა­ზე უმ­ც­რო­სებს თა­ვად კლავ­დ­ნენ, რომ უფ­რო­სე­ბის­თ­ვის სი­ცოცხ­ლე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი პი­რა­დი ამ­ბა­ვია, ამ­ბა­ვი იმა­ზე, რო­გორ რჩე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში თუნ­დაც დი­დი ხნის წინ მომ­ხ­და­რი ამ­ბე­ბი, რო­გორ ვერ ის­ვე­ნებ, ვერ მშვიდ­დე­ბი, რო­გორ ემ­ზა­დე­ბი მა­რა­დი­უ­ლი ოდი­სე­ის­თ­ვის.“

– გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­ლი და მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნ­და თქვე­ნი, რო­გორც მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, რო­მე­ლია?

– ჩე­მი აზ­რით, 2020 იყო ასე­თი, ბევრ რა­მე­ზე შე­მეც­ვა­ლა წარ­მოდ­გე­ნა, ბევრ კი არა, თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერ­ზე, მგო­ნია, რომ ეს სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბით შე­დე­გებს მო­ი­ტანს.

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გე­ბია: რო­ცა ბა­ვა­რი­ის მთებ­ში შენს ახალ გერ­მა­ნულ წიგნს კითხუ­ლობს შე­ნი ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი და დიდ დი­ღომ­ში უსაყ­ვარ­ლე­სი თა­ი­გუ­ლი მოგ­დის სა­ღა­მოს, რო­ცა ისე უხა­სი­ა­თოდ ხარ, რომ აღა­რა­ფე­რი გი­ხა­რია…

– რო­გორ შეც­ვა­ლა და­უ­გეგ­მავ­მა რთულ­მა პრო­ცე­სებ­მა და­გეგ­მი­ლი — ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი? რი­სი გა­კე­თე­ბა ვერ შე­ძე­ლით ამ პე­რი­ოდ­ში, რაც და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ, რა­ში შე­გი­შა­ლათ ხე­ლი პან­დე­მი­ამ და ახ­ლა რა­ზე მუ­შა­ობთ?

– ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ის ნა­წი­ლი, სა­დაც ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე სტუმ­რო­ბა, წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და მკითხ­ველ­თან შეხ­ვედ­რე­ბი იყო და­გეგ­მი­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­იც­ვა­ლა, 2020 წელს ჩე­მი წიგ­ნი გა­მო­ვი­და გერ­მა­ნუ­ლად, წარ­დ­გე­ნას ლა­იპ­ცი­გის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე ვგეგ­მავ­დით, თუმ­ცა ბაზ­რო­ბაც გა­და­ი­დო და ფრე­ნე­ბიც შე­ჩერ­და. ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, თუმ­ცა წარ­დ­გე­ნა არ გა­მი­კე­თე­ბია. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­მუ­შა­ვე, და­ვას­რუ­ლე ახა­ლი, საყ­მაწ­ვი­ლო რო­მა­ნი და თა­ნა­მედ­რო­ვე სომ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის ან­თო­ლო­გია, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პო­ე­ტე­ბის თარ­გ­მა­ნე­ბი.

– და­ბო­ლოს, რა არის ის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი, რო­მელ­საც ეტყო­დით ჩვენს მკითხ­ველს – დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი, რო­გორც დე­და, ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მწე­რა­ლი?

– რთუ­ლია იმის მტკი­ცე­ბა, რომ სწო­რედ ესაა მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი და არა სხვა, თუმ­ცა ალ­ბათ, ისევ ის იქ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც ლი­ტე­რა­ტუ­რაა, რო­გორც იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ კა­ცობ­რი­ო­ბას უარე­სე­ბი გა­და­უ­ტა­ნია და ზო­გი რა­მ, იქ­ნებ სუ­ლაც იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მას­ზე დავ­წე­როთ.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები