24 ნოემბერი, კვირა, 2024

სო­ფიო გორ­გო­ძის რჩე­ვე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის რჩევები აბიტურიენტებს 

🔹🔸 გამოქ­ვეყ­ნ­და ცნო­ბა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი მათ­თ­ვის. სა­ნამ რე­გის­ტ­რა­ცი­ას და­იწყე­ბენ, მინ­და მო­ვუ­წო­დო მათ, აუცი­ლებ­ლად გულ­დას­მით გა­ეც­ნონ ამ დო­კუ­მენტს. აქ მო­ცე­მუ­ლია რო­გორც ინ­ს­ტ­რუქ­ცია რე­გის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის, ისე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი; საგ­ნე­ბის ნუს­ხა, რა საგ­ნე­ბი ბარ­დე­ბა თი­თო­ე­ულ პროგ­რა­მა­ზე, პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტა­ტუ­სი, რო­მელ ქა­ლაქ­ში ახორ­ცი­ე­ლებს ესა თუ ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მას; ფა­სი – რა სა­ფა­სუ­რი უნ­და გა­და­ი­ხა­დოს სტუ­დენ­ტ­მა პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლი­სას ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ასე­ვე გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის წე­სი, ჩა­რიცხ­ვის წე­სი და ა.შ. დო­კუ­მენ­ტი გან­თავ­სე­ბუ­ლია ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე.

🔹🔸 რაც შე­ე­ხე­ბა რე­გის­ტ­რა­ცი­ას, 2 მარტს, დი­ლის 10 სა­ა­თი­დან და­იწყო და, რო­გორც წე­სი, ერ­თი თვე გას­ტანს – 3 აპ­რილს, სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე, დას­რულ­დე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მინ­და ვთხო­ვო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­დონ, არ გა­და­დონ რე­გის­ტ­რა­ცია ბო­ლო დღემ­დე. ვი­ცით, რომ ასე ხდე­ბა ხოლ­მე და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლი ბო­ლო დღეს ცდი­ლობს და­რე­გის­ტ­რი­რე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბათ. ამი­ტომ, ჩე­მი თხოვ­ნაა, იქ­ნებ მარ­ტის ბო­ლო რიცხ­ვებ­ში უკ­ვე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ. ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.

🔹🔸 წლე­ვან­დე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც გეტყ­ვით, რომ ცვლი­ლე­ბა გვაქვს სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში. წელს, მი­ნის­ტ­რის ხელ­შეწყო­ბით, ერ­თი სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი გა­იხ­ს­ნე­ბა რა­ჭა­ში, კერ­ძოდ, ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ამ სა­კითხ­ზე ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნა იყო და ეს მოთხოვ­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. მათ, ვინც წელს და­ამ­თავ­რებს სკო­ლას, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, იქ­ვე, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში, და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ და ჩა­ა­ბა­რონ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი.

🔹🔸 ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­თან ერ­თად, რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­დის­თ­ვის და ასე­ვე სტუ­დენ­ტ­თა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის­თ­ვის, რე­გის­ტ­რა­ცი­ის ვა­დე­ბი მათ­თ­ვი­საც იგი­ვეა. ერ­თა­დერ­თი, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რე­გის­ტ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, სა­გან­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ – და­ა­მა­ტონ სა­გა­ნი, რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბაც და­მა­ტე­ბით სურთ.  სხვა მხრივ, თუ ისი­ნი რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბი­ან 3 აპ­რი­ლის 6 სა­ა­თამ­დე, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

🔹🔸 აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­ვახ­სე­ნებ, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლი­ათ ისე­ვე, რო­გორც ად­რე, თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არ აქ­ცე­ვენ ამას ყუ­რადღე­ბას და მე­რე აღ­მო­ა­ჩე­ნენ ხოლ­მე, რომ ეს დრო მათ, ლა­მის, აგ­ვის­ტომ­დე აქვთ, ანუ, რო­ცა უკ­ვე იცი­ან თა­ვი­ან­თი ქუ­ლე­ბი, ასე­ვე იცი­ან რო­გო­რია კონ­კურ­სი თი­თო­ე­ულ პროგ­რა­მა­ზე. აპე­ლა­ცი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დე­გაც, მე­ო­რე დღის 6 სა­ა­თამ­დე, აქვთ თა­ვი­ან­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვ­ლის შეც­ვ­ლის უფ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მათ კი­დევ დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

🔹🔸 რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვებს – პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­გის­ტ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის კარ­გად გავ­ლა, იმი­ტომ რომ, თუ რე­გის­ტ­რა­ცია ვერ გა­ი­ა­რეს, შემ­დ­გომ აღა­რა­ფერს არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. რე­გის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, აუცი­ლებ­ლად ყუ­რადღე­ბით და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ და აირ­ჩი­ონ ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მის­თ­ვის, სა­დაც სურთ ჩა­ბა­რე­ბა. ასე­ვე ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ონ თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის გაზ­რ­დილ ბა­რი­ერს. ვი­ცით, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი, რაც და­წე­სე­ბუ­ლია ცენ­ტ­რის მი­ერ (25%) კონ­კ­რე­ტულ საგ­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა. კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მას გაზ­რ­დი­ლი ჰქონ­დეს და იყოს 50%. შე­სა­ბა­მი­სად, თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ასე­თი პროგ­რა­მე­ბი აირ­ჩია და ვერ გა­და­ლა­ხა გაზ­რ­დი­ლი ბა­რი­ე­რი, რა თქმა უნ­და, ის ვერ მოხ­ვ­დე­ბა არ­ჩე­ულ პროგ­რა­მა­ზე. ასე რომ, ყუ­რადღე­ბით ნა­ხონ ეს ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბარ­ში.

🔹🔸 ამის შემ­დეგ, რა თქმა უნ­და, ვურ­ჩევ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, გა­ეც­ნონ სი­ახ­ლე­ებს ჩვენს ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­სა და ვებ­გ­ვერ­დ­ზე. ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კრე­ბუ­ლე­ბი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რო­გო­რია გა­მოც­დის ფორ­მა­ტი, რა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბი­საა გა­მოც­და, რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ, ძი­რი­თა­დად, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და ა.შ. ასე რომ, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ამ კრე­ბუ­ლე­ბის გაც­ნო­ბა.

🔹🔸 შე­ვახ­სე­ნებ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ წელს მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბა გვაქვს სამ სა­გან­ში – მა­თე­მა­ტი­კა, უცხო­უ­რი ენა და ის­ტო­რია. თუ არ იცი­ან ამის შე­სა­ხებ, აუცი­ლებ­ლად გა­ეც­ნონ. ასე­ვე ყუ­რადღე­ბით ადევ­ნონ თვა­ლი ღია კა­რის დღე­ებს, რო­მელ­საც გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მათ­თ­ვის ატა­რებს. რე­გი­ო­ნებ­ში უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ღია კა­რის დღე ჩა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ ამის გარ­და, რე­გის­ტ­რა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, აუცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა ონ­ლა­ინ ღია კა­რის დღეც და ყვე­ლა მსურ­ველ აბი­ტუ­რი­ენტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი კუთხი­დან, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­ეძ­ლე­ბა, ჩა­ერ­თოს და დას­ვას მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ღია კა­რის დღე­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც წე­სი, ვაქ­ვეყ­ნებთ ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­სა და ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე. თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არ არი­ან და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ჩვენს ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე, აუცი­ლებ­ლად მო­ძებ­ნონ გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი და დაგ­ვი­მე­გობ­რ­დ­ნენ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები