24 ნოემბერი, კვირა, 2024

სკო­ლის გან­ვით­რე­ბი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მას­წავ­ლებ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან

spot_img

ნი­კო სი­ლა­გა­ძე
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი

 

2023 წელს და­იწყო სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, შე­მუ­შავ­და სტან­დარ­ტე­ბი, დამ­ტ­კიც­და დე­ბუ­ლე­ბა, ამოქ­მედ­და სკო­ლის მხარ­და­ჭე­რის სის­ტე­მა. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის­თ­ვის საკ­ვან­ძო ცნე­ბე­ბია: სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის – მშობ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სკო­ლის დი­რექ­ცი­ის – ჩარ­თუ­ლო­ბა, ანუ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ის სკო­ლა ით­ვ­ლე­ბა, რო­მე­ლიც  ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბა გა­ნუხ­რე­ლად, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

დღეს ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მაა – სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მას­წავ­ლებ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან. ვიმ­ს­ჯე­ლებთ იმა­ზე, თუ რა მოგ­ვეთხო­ვე­ბა ჩვენ, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, სა­ი­მი­სოდ, რომ ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამ ცოდ­ნის წარ­მო­სა­ჩე­ნად, ვკონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბით ექ­ვ­სი საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვის გან­ხილ­ვა­ზე.

♦ რა მიზ­ნით ვას­წავ­ლი

ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ვას­ხ­ვა­ვოთ სიტყ­ვე­ბი – მი­სია, გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი და სა­შუ­ა­ლე­ბა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ამა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ერ­თი მოთხ­რო­ბის ანა­ლი­ზი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც იოლად შე­იძ­ლე­ბა საგ­ნის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. ეს არის ამ მოთხ­რო­ბის ში­ნა­არ­სის ამ­სახ­ვე­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი (მოთხ­რო­ბა წიგ­ნი­დან: ჩვე­ნი ეზოს ამ­ბე­ბი).

საქ­მე ეხე­ბა პა­ტა­რა ბი­ჭის თავ­გა­და­სა­ვალს, რო­მელ­მაც და­წე­რა წე­რი­ლი და, შემ­თხ­ვე­ვით, ეს წე­რი­ლი ეზო­ში და­უ­ვარ­და. მი­სი ეზოს სხვა მაცხოვ­რებ­ლებ­მა იფიქ­რეს, რომ ამ წე­რილ­ში რა­ი­მე ცუ­დი ეწე­რა, რად­გა­ნაც ამ ბიჭს ცუ­დი რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და. არა­და, ბიჭ­მა, წე­რილ­ში, თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს ლა­მა­ზი, თბი­ლი სიტყ­ვე­ბი უთხ­რა. მე­რე გად­მო­ცე­მუ­ლია დის­კუ­სია, თუ რო­გორ მსჯე­ლო­ბენ ეზოს ბი­ნად­რე­ბი, რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია ამ წე­რი­ლის გახ­ს­ნა და წა­კითხ­ვა, თუნ­დაც ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნით. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი იმით მთავ­რ­დე­ბა, რომ ორი პერ­სო­ნა­ჟი მა­ინც წა­ი­კითხავს ამ წე­რილს და აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ნა­ხა­ვენ, წე­რი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ში­ნა­არ­სი­საა და არა­ფერ ცუდს არ ისა­ხავს მიზ­ნად.

რო­გორც ვხვდე­ბით, ამ რე­სურ­სის მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე პი­რა­დი სივ­რ­ცის, პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე და­ა­ფიქ­როს. მო­დი, ეს მოთხ­რო­ბა და მი­სი ში­ნა­არ­სი ჩავსვათ იმ ოთხ სიტყ­ვა­ში. თუ ვართ „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გორ ავა­გოთ მიზ­ნე­ბის იერარ­ქია, ამ რე­სურ­ს­ზე და­ფუძ­ნე­ბით? სა­კუთ­რივ ეს სას­წავ­ლო რე­სურ­სი წარ­მო­ად­გენს, რა თქმა უნ­და, სა­შუ­ა­ლე­ბას რა­ი­მე მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ახ­ლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რა არის აქ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი. რა თქმა უნ­და, იქ­ნე­ბა პი­რა­დი სივ­რ­ცის დარ­ღ­ვე­ვა და ამა­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ფიქ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან მი­ზანს, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი  სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ყა­ლიბ­დე­ბა. „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“ გვაქვს 5 სა­მიზ­ნე ცნე­ბა: პი­როვ­ნე­ბა; სა­ზო­გა­დო­ე­ბა; ზრუნ­ვა; ინ­ს­ტი­ტუ­ცია; ცვლი­ლე­ბა.

ეს და­ვა­ლე­ბა, ამ ხუ­თი სა­მიზ­ნე ცნე­ბი­დან, ერთ-ერთს უნ­და და­ვუ­კავ­ში­როთ. ის ად­ვი­ლად უკავ­შირ­დე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბებს – პი­როვ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ანუ გა­მო­დის, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი ყო­ფი­ლა ამ სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის გა­აზ­რე­ბა. სხვა მოთხ­რო­ბის ან სხვა რე­სურ­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა სხვა ცნე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის მი­სი­ას, ის რე­ა­ლუ­რად იგივ­დე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან. ყვე­ლა სკო­ლა მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლის ემო­ცი­ურ, სო­ცი­ურ და კოგ­ნი­ტურ გან­ვი­თა­რე­ბას და ყვე­ლა სა­განს, თა­ვი­სი სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბით, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში. სკო­ლე­ბი, ხან­და­ხან, სპე­ცი­ფი­კურ მი­სი­ა­საც შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ. სწო­რედ ასე ხდე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მარ­თებთ მას­წავ­ლებ­ლებს სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა­ში. მა­შა­სა­და­მე, დას­კ­ვ­ნის სა­ხით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, პირ­ველ რიგ­ში, რო­დე­საც გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ და ვსვამთ კითხ­ვას – რა მიზ­ნით ვას­წავ­ლით ამა თუ იმ სა­განს, უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ რა არის ჩვენს სა­გან­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, ანუ რა სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­სა და შე­დე­გებს გა­მოკ­ვეთს ჩვე­ნი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტი და შემ­დეგ შე­ვარ­ჩი­ოთ რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც ამ მიზ­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს.

♦ რა მე­თო­დებს ვი­ყე­ნებ სწავ­ლა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე სა­უბ­რი­სას, რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბას უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თი გვქონ­დეს, რო­მელ­ზე და­ფუძ­ნე­ბი­თაც ავა­გებთ სას­წავ­ლო პრო­ცესს. აი, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც გან­ვი­ხი­ლეთ მიზ­ნე­ბის იერარ­ქია სა­გან­ში „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, იქ კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თი იყო მოთხ­რო­ბა „სა­ი­დუმ­ლო“, რო­მე­ლიც პი­რა­დი სივ­რ­ცის დარ­ღ­ვე­ვას შე­ე­ხე­ბო­და. რა­ტომ არის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? იმი­ტომ, რომ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი უდევს სა­ფუძ­ვ­ლად და მოთხოვ­ნაა, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ამ პრინ­ცი­პით წარ­მარ­თონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ანუ აქ მთა­ვა­რია, მა­გა­ლი­თი­დან სას­წავ­ლო მიზ­ნის გა­აზ­რე­ბის­კენ იყოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი წარ­მარ­თუ­ლი და არა სას­წავ­ლო მიზ­ნი­დან მა­გა­ლი­თის­კენ, ანუ ჩვენ რო­ცა ვას­წავ­ლით მოს­წავ­ლეს, აუცი­ლებ­ლად, ჯერ მა­გა­ლი­თი უნ­და გან­ვა­ხილ­ვი­ნოთ (ვთქვათ, მოთხ­რო­ბა „სა­ი­დუმ­ლო“) და ამის შემ­დეგ წა­ვი­დეთ ძი­რი­თა­დი სა­კითხის გა­აზ­რე­ბის­კენ და არა პი­რი­ქით – და­ვა­ა­ნონ­სოთ ჯერ სა­კითხი, პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო­ო­ბა, ამის შემ­დეგ კი მოგ­ვა­ფიქ­რ­დეს, წა­ვი­კითხოთ მა­გა­ლი­თე­ბი, რო­მე­ლიც ამ სა­კითხის გა­ში­ნა­არ­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მე­ო­რე და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი უკავ­შირ­დე­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, რო­გორც სწავ­ლე­ბის მე­თოდს. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­გორც სას­წავ­ლო მე­თო­დი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში შე­მუ­შავ­და და ეს არის პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ქმნის მოს­წავ­ლე და რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ის ადას­ტუ­რებს სა­კუ­თარ ცოდ­ნას შე­სას­წავ­ლი სა­კითხის.

გთა­ვა­ზობთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ავა­გოთ ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი მოთხ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე: გა­ე­ცა­ნი მოთხ­რო­ბას „სა­ი­დუმ­ლო“. გა­იხ­სე­ნეთ/მო­ი­ფიქ­რეთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია მსგავ­სი სი­უ­ჟე­ტით, რო­ცა მოხ­და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის პრინ­ცი­პის დარ­ღ­ვე­ვა. შექ­მე­ნით ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბუკ­ლე­ტი, სა­დაც მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟეტს და სხვა მსგავს ის­ტო­რი­ებს წარ­მო­ა­ჩენთ.

ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას ქვეშ უწე­რია ბუ­ლი­ტე­ბი, ქუ­დის ქვეშ – ნაშ­რომ­ში/ ნაშ­რო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ხაზ­გას­მით წარ­მო­ა­ჩი­ნეთ და აქ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რო­მელ სა­მიზ­ნე ცნე­ბებს ააქ­ტი­უ­რებს თი­თო­ე­უ­ლი ეს ბუ­ლიტ კრი­ტე­რი­უ­მი. ანუ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის მთა­ვა­რი იდეა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გრძელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა მოს­წავ­ლე პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თილ­ზე იგებს, რა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა აქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და ამის შემ­დეგ, ყვე­ლამ უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, აღ­წე­როს რა გა­ა­კე­თა, ახ­ს­ნას რა­ტომ გა­ა­კე­თა ასე და შე­ა­ფა­სოს რამ­დე­ნად კარ­გად გა­მო­უ­ვი­და ის, რაც მას­წავ­ლებ­ლის­გან ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის, რო­გორც სწავ­ლე­ბის მე­თო­დის, გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევრ პლუსს გვაძ­ლევს იმი­ტომ, რომ ამით რე­ა­ლიზ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ყვე­ლა მოთხოვ­ნა. აქ და­ცუ­ლია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხუ­თი­ვე პრინ­ცი­პი: კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი – აქ­ტი­უ­რი სწავ­ლა; ახა­ლი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით; სწავ­ლის სწავ­ლა; ცოდ­ნის სა­მი კა­ტე­გო­რია; ცოდ­ნა­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა და ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა.

შექ­მ­ნი­ლია უპი­რო­ბოდ პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოც, რო­მე­ლიც ხელს უწყობს გლო­ბა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას: კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ხა­სი­ა­თი/ნე­ბა.

მა­შა­სა­და­მე, გა­მო­დის, რომ თუ­კი ჩვენ სას­წავ­ლო პრო­ცესს, თა­ვი­დამ ბო­ლომ­დე, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით წარ­ვ­მარ­თავთ, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ორი­ენ­ტი­რე­ბას რო­გორც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის, ისე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნებ­ზე.

♦ რა მა­სა­ლა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვას­წავ­ლი

სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­სა და მა­სა­ლებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ კონ­ტექსტ მა­გა­ლით­ზე. ზე­მოთ, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე სა­უბ­რი­სას, აღ­მოჩ­ნ­და, რომ კონ­ტექსტ მა­გა­ლითს აქვს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სას. მა­შა­სა­და­მე, პირ­ვე­ლი, რაც ჩვენს თავს, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებ­მა, უნ­და ვკითხოთ – რა არის კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თი ჩვენს სა­გან­ში და სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბის მო­პო­ვე­ბა? ხში­რად, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი თა­ვად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შია მო­ცე­მუ­ლი, ან მოს­წავ­ლის რვე­ულ­ში, ან მოს­წავ­ლის წიგ­ნ­ში და მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა, მათ­ზე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის შექ­მ­ნა. თუმ­ცა, თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ეს არ ჩანს ან და­მა­ტე­ბით რე­სურ­სებ­ში უკე­თე­სი მა­გა­ლი­თი ვნა­ხეთ, რა თქმა უნ­და, შეგ­ვიძ­ლია სწო­რედ ის გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­თან იმი­ტომ, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა არ გვიკ­რ­ძა­ლავს სხვა მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ჩვენ თა­ვად შეგ­ვიძ­ლია შე­ვარ­ჩი­ოთ ის რე­სურ­სე­ბი და სა­კითხე­ბი, სა­ვალ­დე­ბუ­ლო თე­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მელ­საც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩავ­თ­ვ­ლით.

მე­ო­რე და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია, რა მა­სა­ლას ვი­ყე­ნებთ ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის­თ­ვის. აქ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, სა­დაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რუბ­რი­კე­ბი.

ასე­ვე, მა­სა­ლა შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­პო­ვოთ გა­რე აქ­ტი­ვო­ბე­ბის, ვთქვათ, ექ­ს­კურ­სი­ე­ბის ან ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად. ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­დის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სწავ­ლე­ბის ვრცე­ლი რე­სურ­სე­ბი გვაქვს იმის­თ­ვის, რა­თა ავა­გოთ და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­ვ­მარ­თოთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და ჰკითხოს თა­ვის თავს – რა არის კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თი ჩემს სა­გან­ში? სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა ასე­თი კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თე­ბის მო­პო­ვე­ბა და რა რე­სურ­სე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი თუ და­მა­ტე­ბი­თი, გა­მო­მად­გე­ბა იმის­თ­ვის, რომ ამ კონ­ტექსტ მა­გა­ლით­ზე და­ფუძ­ნე­ბით ავა­გო ცოდ­ნა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გე­ბი­სა და სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის სა­ხით?

♦ რო­გორ ვა­ფა­სებ მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებს

შე­ფა­სე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ გან­მ­საზღ­ვ­რელ და გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას. გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში, მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ შე­ვე­ხე­ბით იმი­ტომ, რომ ის გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო ცნე­ბაა და უფ­რო მეტს გუ­ლის­ხ­მობს, ვიდ­რე მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. აღ­ვ­ნიშ­ნოთ, უბ­რა­ლოდ, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კებს და შე­იძ­ლე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ორი ტი­პის რუბ­რი­კა გა­მო­ვი­ყე­ნოთ – ჰო­ლის­ტუ­რი და უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, მოთხ­რო­ბა­ზე „სა­ი­დუმ­ლო“ და­ფუძ­ნე­ბით: გა­ე­ცა­ნი მოთხ­რო­ბას „სა­ი­დუმ­ლო“. გა­იხ­სე­ნეთ/მო­ი­ფიქ­რეთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია მსგავ­სი სი­უ­ჟე­ტით, რო­ცა მოხ­და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის პრინ­ცი­პის დარ­ღ­ვე­ვა. შექ­მე­ნით ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბუკ­ლე­ტი, სა­დაც მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟეტს და სხვა მსგავს ის­ტო­რი­ებს წარ­მო­ა­ჩენთ. ამ მოთხ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა.

კრი­ტე­რი­უ­მები, რომ­ლე­ბიც წე­რია ქუ­დის – ნაშ­რომ­ში/ნაშ­რო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ხაზ­გას­მით წარ­მო­ა­ჩი­ნეთ – ქვეშ, ერთგვარი ორი­ენ­ტი­რია, რო­მელ­ზე და­ფუძ­ნე­ბი­თაც მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ააგოს მოს­წავ­ლეს­თან, მის­ცეს რჩე­ვე­ბი, გა­ა­კე­თოს და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, მის­ცეს მოს­წავ­ლეს სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, არ­სე­ბობს უფ­რო დე­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი და კონ­კ­რე­ტუ­ლი რუბ­რი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კაც, უფ­რო ვრცე­ლი ვერ­სია, სა­დაც პირ­ველ სვეტ­ში მო­ცე­მუ­ლია სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი, ხუ­თი­ვე სა­მიზ­ნე ცნე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი; მე­ო­რე სვეტ­ში ქუ­დის ქვეშ – მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია – წარ­მოდ­გე­ნი­ლია შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ესეც ხუ­თი­ვე სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თა­ნაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სვე­ტი უც­ვ­ლე­ლია და რო­გორც მე­სა­მე, ისე მე­ოთხე კლა­სის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ად­გეს „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მას­წავ­ლე­ბელს; ხო­ლო მე­სა­მე სვეტ­ში კი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია ის კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტულ რე­სურ­ს­ზე, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე, მუ­შა­ო­ბი­სას ვაწყ­დე­ბო­დით მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. მა­გა­ლი­თად, თუ­კი ვა­აქ­ტი­უ­რებთ ცნე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა და პი­როვ­ნე­ბა, ვხე­დავთ რა ზო­გა­დი მო­ლო­დი­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბში.

ხე­დავთ მე­ოთხე გრა­ფა­საც, სა­დაც მიღ­წე­ვის დო­ნე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­კონ­კ­რეტ­დეს. რა თ­ქ­მა უნ­და, ამის თა­ვი­დან­ვე და­კონ­კ­რე­ტე­ბა არ არის ბო­ლომ­დე სწო­რი იმი­ტომ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი ქცე­ვე­ბი, მა­თი ხარ­ვე­ზე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი უნ­და და­ვი­ნა­ხოთ კონ­კ­რე­ტულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და მი­სი მო­ნიშ­ვ­ნა, შემ­დეგ­ში, უფ­რო ობი­ექ­ტურს და ეფექ­ტურს გახ­დის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კას.

რაც შე­ე­ხე­ბა გან­მ­საზღ­ვ­რელ შე­ფა­სე­ბას, ნიშ­ნი­ან შე­ფა­სე­ბას, რო­გორც სხვაგ­ვა­რად უწო­დე­ბენ, „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მა­გა­ლი­თი აქ არ გა­მოგ­ვად­გე­ბა, რად­გან მე­სა­მე-მე­ოთხე კლა­სებ­ში ნი­შა­ნი არ იწე­რე­ბა. ამი­ტომ, მივ­მარ­თოთ ამ საგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში – სა­განს „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო“. რა­ში და რო­გორ იწე­რე­ბა ნი­შა­ნი „ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ და პრინ­ციპ­ში, ნე­ბის­მი­ერ სხვა სა­გან­ში, რომ­ლის სწავ­ლე­ბა­საც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს? პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გა­მოკ­ვეთს ორ მო­დელს: პირ­ვე­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, ნი­შა­ნი იწე­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე და შე­მა­ჯა­მე­ბელ და­ვა­ლე­ბა­ში. მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყო­ფო­დეს სა­ში­ნაო და საკ­ლა­სო და­ვა­ლე­ბე­ბად. გა­მო­დის, რომ, პირ­ვე­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, სა­მი სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ის ნიშ­ნით ფას­დე­ბა მოს­წავ­ლე; მე­ო­რე მო­დე­ლი ასეთ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს და იქ ნი­შა­ნი იწე­რე­ბა მხო­ლოდ შე­მა­ჯა­მე­ბელ და­ვა­ლე­ბა­ში და სკო­ლა თა­ვად გან­საზღ­ვ­რავს რამ­დე­ნი ნი­შა­ნი და­წე­როს რამ­დენ შე­მა­ჯა­მე­ბელ­ში, ანუ რამ­დენ­ჯერ გა­ა­კე­თოს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

არის სხვა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბიც, უფ­რო არ­სე­ბი­თი, პირ­ველ­სა და მე­ო­რე მო­დელს შო­რის. აქ მთა­ვა­რია, რომ, პირ­ვე­ლი მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ფას­დე­ბა ყო­ველ­თ­ვის ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, ანუ იქ ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობს ერ­თი და­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ არის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­ზე­დაც შეგ­ვიძ­ლია ხე­ლის და­დე­ბა და თქმა, რომ ნი­შა­ნი ამ და­ვა­ლე­ბა­ში და­ი­წე­რა, ეს ეხე­ბა რო­გორც მიმ­დი­ნა­რე, ისე შე­მა­ჯა­მე­ბელს. მაგ­რამ მე­ო­რე მო­დე­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი და­ვა­ლე­ბა კი არა, რამ­დე­ნი­მე და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა ხოლ­მე, რო­გორც წე­სი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, თუ­კი გან­ვ­საზღ­ვ­რეთ, რომ ექვს ნი­შანს ვწერთ, მა­გა­ლი­თად „ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, სა­დაც ექ­ვ­სი თე­მაა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ ამ ექვს ნი­შანს ვწერთ ყო­ვე­ლი თე­მის ბო­ლოს. აი, მა­გა­ლი­თად, თუ ერთ-ერთ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა გაგ­რ­ძელ­და ერ­თი თვის ან ცო­ტა უფ­რო მე­ტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ უკ­ვე მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ არა მხო­ლოდ ერთ კონ­კ­რე­ტულ ნაშ­რომს, არა­მედ მოს­წავ­ლის ყვე­ლა იმ ნაშ­რომს, რო­მე­ლიც მან კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე თუ საკ­ლა­სო-სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მა­შა­სა­და­მე, თით­ქოს, სა­ხე­ზეა მოს­წავ­ლის ჰი­პო­თე­ტუ­რი პორ­ტ­ფო­ლიო, რომ­ლის ჯა­მურ ანა­ლიზ­საც ვი­ყე­ნებთ ნიშ­ნის და­სა­წე­რად.

და­ვუბ­რუნ­დეთ სა­კითხს – რო­დის იწე­რე­ბა ნი­შა­ნი მიმ­დი­ნა­რე და შე­მა­ჯა­მე­ბელ­ში. არ­სე­ბი­თი სა­კითხია, რომ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში ნიშ­ნის და­წე­რა არ შე­იძ­ლე­ბა, ანუ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ეკუთ­ვ­ნის უფ­რო გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას. ნი­შა­ნი თუ იწე­რე­ბა, აუცი­ლებ­ლად, იწე­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე ნი­შა­ნი, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრო­ცეს­ში, აქ­ტი­ვო­ბებ­ში, იქ­ნე­ბა ეს ნაშ­რო­მი, ქვი­ზი თუ რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა, ხო­ლო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა კი და­ერ­ქ­მის, ვთქვათ, ორი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ან ერ­თი თე­მის შე­მა­ჯა­მე­ბელ ნაშ­რომს, სა­დაც ის ცოდ­ნა ფას­დე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს აქ, ამ პრო­ცეს­ში, უნ­და შე­ე­ძი­ნა.

მე­ო­რე მო­დე­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ეს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას იმი­ტომ, რომ იქ რე­ა­ლუ­რად გვაქვს მოს­წავ­ლის ხუ­თი, სხვა­დას­ხ­ვა დროს, შე­ფა­სე­ბა და იქ ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ნაშ­რო­მი შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა­ში, ნიშ­ნის გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში.

დაგ­ვ­რ­ჩა ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი სა­კითხი – სა­ი­დან გა­მოგ­ვ­ყავს ნი­შა­ნი? სა­ი­დან მო­დის ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე ფას­დე­ბა? არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ვსა­უბ­რობთ პირ­ველ მო­დელ­ზე თუ მე­ო­რე­ზე, მიმ­დი­ნა­რე თუ შე­მა­ჯა­მე­ბელ და­ვა­ლე­ბა­სა თუ შე­ფა­სე­ბა­ზე, ნიშ­ნის კრი­ტე­რი­უ­მის გა­მოყ­ვა­ნის პრინ­ცი­პი ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იგი­ვეა. „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ სტან­დარ­ტ­ში, თი­თო­ე­უ­ლი თე­მის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ცე­მუ­ლია შე­დე­გის მიღ­წე­ვის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლია სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. რე­ა­ლუ­რად სწო­რედ ეს ინ­დი­კა­ტო­რე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ფუძ­ველს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გა­მო­სა­ყო­ფად. აღ­ვ­ნიშ­ნოთ ისიც, რომ კრი­ტე­რი­უ­მით აღი­წე­რე­ბა მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ქუ­ლა – 5, 6, 7, 8, 9 ან 10. მოს­წავ­ლეს უარ­ყო­ფი­თი ქუ­ლის – 4, 3, 2, 1-იანის გა­მოყ­ვა­ნა­ში კრი­ტე­რი­უ­მი არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით, აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ სკო­ლებს, ცხა­დია, თა­ვად შე­უძ­ლი­ათ გან­საზღ­ვ­რონ, პირ­ველ თუ მე­ო­რე მო­დელს აირ­ჩე­ვენ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ისიც, რომ სკო­ლა­ში ერ­თ­მა სა­გან­მა პირ­ვე­ლი მო­დე­ლი აირ­ჩი­ოს, მე­ო­რემ – მე­ო­რე. მთა­ვა­რია, ეს ორი­ვე მო­დე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გებ­ზე და ხელს უწყობს მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს.

♦ რო­გორ ვგეგ­მავ სას­წავ­ლო პრო­ცესს

ეს შე­კითხ­ვა ნა­წი­ლია დი­დი შე­კითხ­ვის – რო­გორ ვა­ვი­თა­რებთ სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მას, სა­დაც გარ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სა, ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გ­სა და შე­ფა­სე­ბა­ზე, ასე­ვე,  სას­კო­ლო გეგ­მის რე­ვი­ზი­ა­ზე? პრინ­ციპ­ში, ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი ოთხი შე­კითხ­ვა სწო­რედ კუ­რი­კუ­ლუ­მის და­ნერ­გ­ვის სა­კითხს გაგ­ვი­ად­ვი­ლებს. სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ექ­ვ­სი სვე­ტის­გან. მი­უ­ხე­და­ვად სვე­ტე­ბის სიმ­რავ­ლი­სა, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ამ ჩარ­ჩოს აგე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რია სად რო­მე­ლი ში­ნა­არ­სი იწე­რე­ბა. აი, მა­გა­ლი­თად, ჩვენ რომ ამ ჩარ­ჩო­ში და­ვი­ტა­ნოთ ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გან­ვი­ხი­ლეთ „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მა­გა­ლით­ზე, მი­ვი­ღებთ, და­ახ­ლო­ე­ბით, ასეთ სუ­რათს.

 

 

 

პირ­ველ სვეტ­ში, ხე­დავთ, რომ მო­ცე­მუ­ლია სას­წავ­ლო თე­მე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა. ეს არის ის ექ­ვ­სი სას­წავ­ლო თე­მა, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო­დაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი საგ­ნის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ სტან­დარ­ტით. ახ­ლა ვნა­ხოთ რა წე­რია ჯერ მე­ოთხე სვეტ­ში. ხე­დავთ, რომ მი­სი სა­თა­უ­რია კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თი. აქ ხე­დავთ, რომ ჩა­ი­წე­რა ის კონ­კ­რე­ტუ­ლი მოთხ­რო­ბა, „სა­ი­დუმ­ლო“, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღ­ვე­ვას. გარ­და ამი­სა, მე­სა­მე სვეტ­ში, ხე­დავთ, რომ წე­რია სა­კითხი, რო­მელ­საც ეხე­ბა ეს და­ვა­ლე­ბა. მე­ო­რე სვე­ტი კი უკ­ვე ააქ­ტი­უ­რებს იმ სა­მიზ­ნე ცნე­ბებს, ანუ გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებს, რომ­ლის­თ­ვი­საც სას­წავ­ლო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბაა სა­ჭი­რო და აქ აქ­ტი­ურ­დე­ბა ცნე­ბა პი­როვ­ნე­ბა, თა­ვი­სი ქვეც­ნე­ბე­ბით და ცნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ასე­ვე თა­ვი­სი ქვეც­ნე­ბე­ბით. მე­ხუ­თე სვეტ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მა­გა­ლი­თე­ბი შე­და­რე­ბის­თ­ვის, ანუ აქ წე­რია ის მარ­ტი­ვი შე­სა­და­რე­ბე­ლი მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბაც ძი­რი­თა­დი კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თი­სა გვაძ­ლევს ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მა­გა­ლი­თად, თუ­კი მოს­წავ­ლეს შე­ვა­და­რე­ბი­ნებთ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო­ო­ბის სა­კითხს ოჯახ­ში ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის დარ­ღ­ვე­ვას­თან, ვთქვათ, რო­დე­საც მი­სი პი­რა­დი უჯ­რა ნა­ხა ძმამ ან მშო­ბელ­მა, ან ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დის გა­ტეხ­ვას­თან, სა­დაც წა­კითხუ­ლი იქ­ნა ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოთხ­რო­ბა „სა­ი­დუმ­ლოს“ ში­ნა­არსს ის უკეთ გა­ი­გებს. მე­ო­რე მხრივ, თუ­კი ამ მა­სა­ლას ასე­ვე შე­ვა­და­რე­ბი­ნებთ ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვას და მი­ვა­ნიშ­ნებთ, რომ ბუ­ლინ­გიც ისე­თი­ვე ძა­ლა­დო­ბაა, რო­გორც პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გათ­ქ­მა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძა­ლა­დო­ბის ცნე­ბა მის­თ­ვის უფ­რო გა­სა­გე­ბი და მი­უ­ღე­ბე­ლი გახ­დე­ბა და ეს თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

და ბო­ლო სვე­ტი, იქ უბ­რა­ლოდ იწე­რე­ბა, რო­მე­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სი იქ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძი­რი­თად კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თად. ეს ცხრი­ლი, რე­ა­ლუ­რად, არის ჩარ­ჩო, ნა­წი­ლი სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის, ანუ ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ასე დავ­გეგ­მოთ მთე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და შემ­დეგ, კა­თედ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ში, ვიზ­რუ­ნოთ აქ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით, კი­დევ ერთ გა­რე­მო­ე­ბა­ზე შე­ვა­ჩე­როთ ყუ­რადღე­ბა: რო­დე­საც სკო­ლა იწყებს სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბას, პირ­ველ ეტაპ­ზე, აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ მას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჰქონ­დეს შევ­სე­ბუ­ლი ეს ჩარ­ჩო და ამის გა­მო, სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო, რომ სტრეს­ში ჩავ­ვარ­დეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დრო­ზე ად­რე ვიზ­რუ­ნოთ ცხრი­ლის შევ­სე­ბა­ზე. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ გვაქვს წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი, ორი წე­ლი­წა­დი, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, იმი­სათ­ვის, რომ კარ­გად შე­ვარ­ჩი­ოთ კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თე­ბი, მო­ვი­ძი­ოთ და შევ­ქ­მ­ნათ კარ­გი რე­სურ­სე­ბი და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი და, ასე ვთქვათ, ყო­ველ­გ­ვა­რი ღელ­ვი­სა და ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე, შევ­ქ­მ­ნათ პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც სხვა არა­ფე­რია თუ არა სვლა ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­დან მე­ო­რემ­დე, მე­ო­რე­დან მე­სა­მემ­დე, მე­სა­მე­დან მე­ოთხემ­დე… მე­ხუ­თე­დან მე­ექ­ვ­სემ­დე… სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა, რა თქმა უნ­და, და­გეგ­მ­ვი­სას, მარ­ტო საგ­ნის შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნე­ბის აღ­წე­რას არ გუ­ლის­ხ­მობს, იგუ­ლის­ხ­მე­ბა ყვე­ლა ის სას­კო­ლო პრო­ექ­ტიც, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და, ვთქვათ, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე. აქ­ვე იგუ­ლის­ხ­მე­ბა ის სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თიც, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, მას­წავ­ლე­ბე­ლი რა­ღაც ში­ნა­არ­სებს ამუ­შა­ვებს მოს­წავ­ლე­ებ­თან. ასე­ვე, სხვა არა­ფორ­მა­ლუ­რი თუ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც გვაქვს.  რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა იწე­რე­ბა და აქ­ვე იწე­რე­ბა ის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბიც, რომ­ლებ­საც გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი თუ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის ვი­ყე­ნებთ. მა­გა­ლი­თად, ვამ­ბობთ, რომ ვირ­ჩევთ მე­ო­რე მო­დელს, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც შე­ფა­სე­ბას ვა­წარ­მო­ებთ შე­სა­ბა­მი­სი რუბ­რი­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის კი ვი­ყე­ნებთ ამა თუ იმ მიდ­გო­მას. აი, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა და კარ­გად და­გეგ­მი­ლი პრო­ცე­სი უკ­ვე მი­სი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­წინ­და­რი­ცაა.

♦ რო­გორ ვაგ­რო­ვებთ და ვა­ზი­ა­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ და რო­გორ ვზრუ­ნავთ სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე

ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გან­ვი­ხი­ლოთ, რას გუ­ლის­ხ­მობს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის საკ­მა­ოდ ცალ­მ­ხ­რი­ვი გა­გე­ბაა დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი, გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის აღ­წე­რას­თან, არა­და ეს საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი ცნე­ბაა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ველს. ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ იმ ოთხ აუცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენტს, რო­მელ­საც გუ­ლის­ხ­მობს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

პირ­ვე­ლი, რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაა, ანუ მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გან­საზღ­ვ­როს, ყო­ველ­დღი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ზოგ­ჯერ უფ­რო მე­ტი აქ­ცენ­ტით, ზოგ­ჯერ ნაკ­ლე­ბად, თუ რა მიღ­წე­ვე­ბი აქვს მოს­წავ­ლეს კონ­კ­რე­ტულ სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით, ანუ სას­წავ­ლო შე­დე­გებ­თან მი­მარ­თე­ბით. ასე­თი ტი­პის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე უნ­და აკე­თებ­დეს.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რი – ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კო­მენ­ტა­რი. პე­და­გო­გი ჯერ აზუს­ტებს რა­ზე ესა­უბ­რე­ბა მოს­წავ­ლეს, შემ­დეგ აქებს მას და მის წარ­მა­ტე­ბას უს­ვამს ხაზს, ხო­ლო ამის შემ­დეგ კი აძ­ლევს რჩე­ვას, მიღ­წე­ვე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ეს ფაქ­ტო­რიც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

აი, მე­სა­მე ნა­წი­ლი ხში­რად უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლია ხოლ­მე და ესეც ხაზ­გას­მით უნ­და ით­ქ­ვას, რომ მოს­წავ­ლე თა­ვად უნ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გ­ში, ანუ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მას შე­იძ­ლე­ბა და­ვუს­ვათ შე­კითხ­ვა, შენ რო­გორ ფიქ­რობ, ასეა თუ არა, შენ თვი­თონ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დი სა­კუ­თარ თავს – რა გა­მო­გი­ვი­და უკეთ, ვიდ­რე წი­ნა შემ­თხ­ვე­ვა­ში. გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, ასე­თი სა­უ­ბა­რი, რა თქმა უნ­და, ორ­მა­გად პრო­დუქ­ტი­ულს ხდის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მო­მენტს.

და­ბო­ლოს, მე­ოთხე და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, სა­კუ­თა­რი შე­ფა­სე­ბა. თუ­კი მოს­წავ­ლეს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში რა­ი­მე არ გა­მო­უ­ვი­და, ეს, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, პრობ­ლე­მაა პრაქ­ტი­კა­ში და ჩვენ ვე­კითხე­ბით ჩვენს თავს, რა არის იმის მი­ზე­ზი, რომ მოს­წავ­ლემ ვერ აჩ­ვე­ნა სა­თა­ნა­დო პროგ­რე­სი სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე აღ­მო­ვა­ჩენთ ჩვენს ხარ­ვეზს და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში. სწო­რედ ამ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა ხდე­ბა შემ­დეგ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხობ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

ჯამ­ში, ამ ოთხი კომ­პო­ნენ­ტის ერ­თობ­ლი­ო­ბა ქმნის გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას და სწო­რედ ეს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. რო­გორ ხდე­ბა ეს, რო­გორ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ის ყო­ველ­დღი­უ­რი პრაქ­ტი­კის რე­ჟიმ­ში?

პირ­ვე­ლი, ძა­ლი­ან ხში­რად, რო­ცა გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ხაზს უს­ვა­მენ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­წე­რი აქვთ. არა­და, სა­კუთ­რივ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სუ­ლაც არ სა­ჭი­რო­ებს არაფ­რის და­წე­რას, არც სა­მი­ნის­ტ­რო გან­საზღ­ვ­რავს რა­ი­მეს წე­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. წე­რის სა­ჭი­რო­ე­ბა ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ გვინ­და სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს – მშობ­ლებს, სხვა მას­წავ­ლებ­ლებს, დი­რექ­ცი­ას – გა­ვუ­ზი­ა­როთ ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. რე­ა­ლუ­რად, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან არ­სე­ბი­თი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლამ შე­არ­ჩი­ოს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან გა­ზი­ა­რე­ბი­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ხერ­ხე­ბი. ერთ-ერ­თი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ხერ­ხია თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცა, რო­მელ­საც კარ­გად იც­ნო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩარ­თუ­ლი არი­ან ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში. თე­მა­ტურ მატ­რი­ცა­ზე სა­უბ­რი­სას, ჩვენ უნ­და გან­ვას­ხ­ვა­ვოთ მი­სი მარ­ტი­ვი ფორ­მა, რო­მელ­საც სკო­ლა იყე­ნებს კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში და მი­სი შე­და­რე­ბით რთუ­ლი, ვრცე­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც, მატ­რი­ცას­თან ერ­თად, სა­მი­ნის­ტ­როს გა­იდ­ლა­ინ­საც წარ­მო­ად­გენს კონ­კ­რე­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

მარ­ტი­ვი ფორ­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩანს მხო­ლოდ და მხო­ლოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა და მი­სი და­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი, სა­დაც პირ­ვე­ლი ეტა­პი ეხე­ბა და­ვა­ლე­ბის ფორ­მის გარ­ჩე­ვას, მე­ო­რე – თვი­თონ კონ­ტექსტ მა­გა­ლი­თის გარ­ჩე­ვას და მე­სა­მე, პა­რა­ლე­ლუ­რი ეტა­პი – იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის, რომ­ლე­ბიც გა­მოკ­ვე­თი­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. პირ­ველ ეტაპ­ზე, მას­წავ­ლე­ბე­ლი არა­ფერს არ წერს. რო­დის ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად ჩა­ნიშ­ვ­ნა? რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, ჩვენ, რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბელ­მა, კა­თედ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სას, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, 5-7 გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აუცი­ლებ­ლად დაგ­ვიგ­როვ­დე­ბა მა­სა­ლა, გვექ­ნე­ბა კარ­გი შე­კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც დავ­ს­ვით, მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, შე­და­რე­ბის­თ­ვის – მა­გა­ლი­თე­ბი, რე­სურ­სე­ბი, რაც გა­მო­ვი­ყე­ნეთ… – აი, სწო­რედ ეს შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვი­ნიშ­ნოთ შემ­დეგ შე­სა­ბა­მის ად­გი­ლას, რა­თა მო­მა­ვალ წელს, იმა­ვე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას კა­თედ­რის სხვა წევ­რი ან თა­ვად ჩვენ რო­ცა შე­ვეც­დე­ბით, უფ­რო ად­ვი­ლი იყოს.

თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცის გან­ვი­თა­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხობ­რივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა სწო­რედ ამ კუთხით. თუ­კი მატ­რი­ცა­ში ასა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა აგე­ბუ­ლი, ანუ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი გვაქვს ბავ­შ­ვის მიღ­წე­ვე­ბი და ჩვე­ნი რეფ­ლექ­სია, სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კას­თან მი­მარ­თე­ბით, რა თქმა უნ­და, თვი­სობ­რი­ვად უფ­რო კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია აღ­მოჩ­ნ­დე­ბა თე­მა­ტურ მატ­რი­ცა­ში. თუმ­ცა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ვარ­გი­სო­ბა თუ უვარ­გი­სო­ბა მა­ინც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, პირ­ველ ეტაპ­ზე, მთა­ვა­რია, სკო­ლა­ში დამ­კ­ვიდ­რ­დეს კულ­ტუ­რა იმ კარ­გი მიღ­წე­ვე­ბის ჩა­ნიშ­ვ­ნის, რა­საც უდა­ვოდ ყვე­ლა სკო­ლა წარ­მოქ­მ­ნის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

მე­ო­რე, რა­ზეც ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბაა. ზე­ვით გან­ვი­ხი­ლეთ ეს რუბ­რი­კა და ვახ­სე­ნეთ მე­ოთხე სვე­ტი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვე­ბის დო­ნე­ებს აღ­წერს. ეს სვე­ტი თა­ვი­დან­ვე არ ივ­სე­ბა, რა თქმა უნ­და, ის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მოს­წავ­ლე­თა კონ­კ­რე­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­სა­ნიშ­ნად, რი­თაც უფ­რო გა­სა­გებს გავ­ხ­დით რა მო­ლო­დი­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ, სხვა კლას­ში. ისე­ვე, რო­გორც თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცის, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კის გა­მო­ყე­ნე­ბაც დრო­ის სა­კითხია. რაც დრო გა­ვა, რა თქმა უნ­და, მე­ტად შე­ივ­სე­ბა ორი­ვე და უფ­რო ვა­ლი­დუ­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცია აღ­მოჩ­ნ­დე­ბა იქ.

რო­გორც პირ­ველ, ისე მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში, კა­თედ­რას ენი­ჭე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ანუ კა­თედ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად იგეგ­მე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და სწო­რედ კა­თედ­რა გა­მოკ­ვეთს იმ მო­ნა­ცე­მებ­საც და მა­თი და­მუ­შა­ვე­ბის პრინ­ცი­პებ­საც.

კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­საც შე­ვე­ხოთ – რე­ა­ლუ­რად, რაც ჩვენ აღ­ვ­წე­რეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ამის უფ­რო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა და აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლად და­ი­გეგ­მოს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, ვთქვათ, რო­გორ ვი­გებთ რამ­დე­ნად გა­დის შე­დეგ­ზე მოს­წავ­ლე, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე ან ერ­თი კლა­სი კი არა, ყვე­ლა მოს­წავ­ლე, ვინც დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზეა. ამის­თ­ვის ცალ­კე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლებ­ზე სა­უ­ბა­რიც დღეს ვე­რაფ­რით ვერ მო­თავ­ს­დე­ბა ჩვენს ფორ­მატ­ში. შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე უფ­რო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ მას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის შეს­წავ­ლის­თ­ვის, რომ­ლის გან­ხილ­ვა­საც ასე­ვე ცო­ტა მე­ტი დრო სჭირ­დე­ბა და ვერც ეს ჩა­ე­ტე­ვა დღე­ვან­დე­ლი სა­უბ­რის ფორ­მატ­ში. უფ­რო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს სკო­ლის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სას­წავ­ლა­დაც, რაც ასე­ვე ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა და აუცი­ლებ­ლად შე­ვე­ხე­ბით სხვა დროს.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით, მო­დი, შევ­თან­ხ­მ­დეთ ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზეც – რას ნიშ­ნავს სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბა? რე­ა­ლუ­რად, ეს არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ანუ, თუ­კი ჩვენ დავ­გეგ­მეთ 9 კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა სა­გან­ში „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და შემ­დეგ, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­წე­რეთ, იმ რე­ჟიმ­ში გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს – რა გა­მოგ­ვ­დის ან რა არ გა­მოგ­ვ­დის; რა და­ვი­მახ­სოვ­როთ შემ­დე­გი წლის­თ­ვის ან არ და­ვი­მახ­სოვ­როთ; რო­მე­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი უფ­რო ვარ­გი­სია, რო­მე­ლი – ნაკ­ლე­ბად; რამ უფ­რო იმუ­შა­ვა, რამ არა – ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შემ­დეგ წე­ლი­წადს ბევ­რად უფ­რო დახ­ვე­წი­ლი რე­სურ­სი გვექ­ნე­ბა, შემ­დეგ წე­ლი­წადს – კი­დევ უფ­რო მე­ტად, რაც რე­ა­ლუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ციკ­ლი, რო­მე­ლიც პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვას, წარ­მარ­თ­ვას, მე­რე შე­ფა­სე­ბას და ხა­რის­ხის გზა­დაგ­ზა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გუ­ლის­ხ­მობს,  სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა. სწო­რედ ეს არის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რომ ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ეს პრინ­ცი­პი იყოს გა­ნუხ­რე­ლი და ყვე­ლა სკო­ლა გა­ნუხ­რე­ლად მი­დი­ო­დეს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები