21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფის­თ­ვის

spot_img
2020 წლის მი­წუ­რულს, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი შე­იქ­მ­ნა — სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი (უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის I სა­ფე­ხუ­რი. ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს VI დო­ნე). ეს არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შეს­წავ­ლით მი­საღ­წევ მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ებს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2011 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ­მა უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა შეწყ­ვი­ტეს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ახა­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯად. ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბაც ამი­ტომ მი­იქ­ცია ამ დო­კუ­მენ­ტ­მა.
ჩვე­ნი ამო­ცა­ნა მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით შე­­ფა­სე­ბა არ არის, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, თით­ქ­მის, ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი — პრო­ფე­სო­რე­ბი, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მკვლევ­რე­ბი, კონ­სულ­ტან­ტე­ბი, ტრე­ნე­რე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სულ 24 ადა­მი­ა­ნი. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა დო­ლი­ძე დო­კუ­მენ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვას პა­სუ­ხობს.

 

რა კომ­პე­ტენ­ცი­ებს უნ­და ფლობ­დეს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი? რა პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი აქვს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის თვალ­საზ­რი­სით და რო­გო­რი იქ­ნე­ბა მი­სი სტა­ტუ­სი (დიპ­ლომ­ში რა ჩა­ე­წე­რე­ბა)?

დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის დო­კუ­მენ­ტ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი სწავ­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი ცოდ­ნის, უნა­რე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც სტუ­დენტს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას მო­ეთხო­ვე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩოს შე­სა­ბა­მი­სად, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია იქ­ნე­ბა — სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი.

კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა და­საქ­მ­დეს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო (აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გი, აღ­მ­ზ­რ­დე­ლი, პროგ­რა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მე­თო­დის­ტი), ასე­ვე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე; აგ­რეთ­ვე, სხვა ტი­პის ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ზრუნ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და პროგ­რა­მებ­ში.

ხომ არ გუ­ლის­ხ­მობს ახა­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხი­თაც   სპე­ცი­ა­ლურ მომ­ზა­დე­ბას?

ცხა­დია, თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტე­ბის გა­რე­შე არ მო­ი­აზ­რე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, არც ეს დო­კუ­მენ­ტია გა­მო­ნაკ­ლი­სი. მე­ტიც, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ, მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ ად­რე­უ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის კუთხით. ამი­ტომ, დო­კუ­მენ­ტი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და პრინ­ცი­პე­ბით, ხო­ლო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი (ცოდ­ნა, უნა­რე­ბი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა) მო­ი­ცავს ისეთ სპე­ცი­ფი­კურ შე­დე­გებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად: „სტუ­დენ­ტი აყა­ლი­ბებს პე­და­გო­გი­ურ ხედ­ვა­სა და მიდ­გო­მებს, რომ­ლე­ბიც   გა­ნამ­ტ­კი­ცებს ინ­კ­ლუ­ზი­ურ პრაქ­ტი­კას სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში; შე­უძ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მა­თი ინ­კ­ლუ­ზი­ის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა/მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა“.

რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა ფრა­ზა­ში — „დო­კუ­მენ­ტ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს პროგ­რა­მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და მოქ­ნი­ლო­ბა“.

დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აღ­წერს სწავ­ლის მი­ნი­მა­ლურ შე­დე­გებს, რომ­ლებ­საც შე­სა­ბა­მი­სი   დო­ნი­სა და სწავ­ლის სფე­როს/დარ­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მფლო­ბელ­მა უნ­და მი­აღ­წი­ოს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში სწავ­ლის შე­დე­გე­ბი დარ­გობ­რივ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­ში ჩა­მოთ­ვ­ლილ სწავ­ლის შე­დე­გებს უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს, თუმ­ცა არ იზღუ­დე­ბო­დეს ამ ჩა­მო­ნათ­ვ­ლით ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად იყოს ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი უნ­და პა­სუ­ხობ­დეს დარ­გის პრაქ­ტი­კუ­ლი, აკა­დე­მი­უ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცვა­ლე­ბად ტენ­დენ­ცი­ებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს.

რო­გორ ფას­დე­ბა პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა?

შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბი უნ­და იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ეფუძ­ნე­ბო­დეს სტუ­დენ­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ზო­გად მიზ­ნებს, სწავ­ლის შე­დე­გებ­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლი კურ­სის ში­ნა­არ­სობ­რივ და სტრუქ­ტუ­რულ სპე­ცი­ფი­კას.

პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის ეფექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შემ­დე­გი მე­თო­დე­ბი (კომ­ბი­ნა­ცია კონ­კ­რე­ტუ­ლი კურ­სის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა):

ვერ­ბა­ლუ­რი მოხ­სე­ნე­ბა, პრე­ზენ­ტა­ცია;

პრო­ექ­ტი;

ეს­სე და სხვა წე­რი­თი და­ვა­ლე­ბე­ბი (მაგ., კუ­რი­კუ­ლუ­მის მი­ხედ­ვით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნა, აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და სხვ.);

სტუ­დენ­ტის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი რე­სურ­სი;

რეფ­ლექ­სუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი;

დაკ­ვირ­ვე­ბის და შე­ფა­სე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი;

არა­ფორ­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი;

პრაქ­ტი­კის პორ­ტ­ფო­ლიო;

პრაქ­ტი­კის კვლე­ვის ან­გა­რი­ში;

შემ­თხ­ვე­ვის („ქე­ი­სის“) გან­ხილ­ვა/ანა­ლი­ზი;

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ან­გა­რი­შე­ბი;

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე;

სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და­ფუ­ძე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის გეგ­მა.

ხომ არ იგეგ­მე­ბა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ახა­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით? თუ იგეგ­მე­ბა, რო­გორ და რო­დის?

აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, არ­სე­ბობს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ფე­სი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას. დარ­გ­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბია: „აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი“, „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი. ერთ-ერ­თი ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვაა აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც შე­იქ­მ­ნა და დამ­ტ­კიც­და აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი და იგეგ­მე­ბა მოქ­მე­დი აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები