23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სპორტის სწავლება სკოლებში – დის­ტან­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

spot_img
კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ მსოფ­ლიო შეც­ვა­ლა და გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის ბუ­რუს­ში გახ­ვია. დღეს სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია ის, რი­სი წარ­მოდ­გე­ნაც ერ­თი წლის წინ არა­ვის შე­ეძ­ლო — რა­ო­დენ უსუ­სუ­რი ყო­ფი­ლა პლა­ნე­ტა დე­და­მი­წა! შექ­მ­ნილ­მა ვი­თა­რე­ბამ ასე­ვე რე­ა­ლუ­რი გა­ხა­და, ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს­და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბაც, რა­ზეც პან­დე­მი­ამ­დე არა­ვინ ფიქ­რობ­და, არა­თუ სა­უბ­რობ­და.
თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლი­ლი რე­ა­ლო­ბის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, რა­ზეც ასე­ვე ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და. სას­წავ­ლო საგ­ნებს შო­რის სპორ­ტი და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და ყვე­ლა­ზე ცუდ დღე­ში აღ­მოჩ­ნ­და, რო­გორც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, ტექ­ნი­კუ­რი თუ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი — მი­სი სპე­ფი­ცი­კა ხომ არა საკ­ლა­სო ოთახს, არა­მედ ღია სივ­რ­ცეს ან ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ დარ­ბაზს, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, ამის და­გეგ­მ­ვა, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა კი დის­ტან­ცი­უ­რად ათ­მა­გად ძნე­ლია.
რა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეს სკო­ლებ­მა შარ­შან­დე­ლი ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან და რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს წელს, რა გა­ა­კე­თეს ან რა იგეგ­მე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის კუთხით, ამა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის ექ­ს­პერ­ტი გია ბე­გი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

⇓ რა გას­წავ­ლათ შარ­შან­დელ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან წლე­ვან­დელ პრაქ­ტი­კა­ში?

⇒ შარ­შან უცებ მო­სულ­მა ამ სა­ში­ნე­ლე­ბამ მძი­მედ იმოქ­მე­და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე. დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა ძნე­ლი იყო ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის — იყო ინ­ტერ­ნეტ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა, რე­გი­ო­ნებ­ში არ ჰქონ­დათ ინ­ტერ­ნე­ტი, კომ­პი­უ­ტე­რი, ზოგ­მა ინ­ტერ­ნე­ტის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა არ იცო­და.

მე­ო­რე პრობ­ლე­მა, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბის არ­ქო­ნა გახ­ლ­დათ და არც სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი იყო, რომ­ლი­თაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­დ­ნენ. ამ პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რად მუ­შა­ობ­და, ზო­გი თიმს-ის სა­შუ­ა­ლე­ბით აკე­თებ­და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს, ზო­გი თე­ო­რი­ულ ნა­წილ­ში მუ­შა­ობ­და და მეტ-ნაკ­ლე­ბად მი­დი­ო­და პრო­ცე­სი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში, შექ­მ­ნი­ლი­ყო დის­ტან­ცი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი, რო­მელ­შიც შე­ვი­დო­და ის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი თუ თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, რაც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. თა­ვის დრო­ზე, ამ გზამ­კ­ვ­ლევ­მაც იმუ­შა­ვა და დაგ­ვეხ­მა­რა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, პრობ­ლე­მე­ბი იყო, რო­მელ­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­ვარ­თ­ვით თა­ვი.

ზაფხულ­ში, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, უკ­ვე და­ვიწყეთ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან; და­იწყო პე­და­გოგ­თა მა­სი­უ­რი გა­დამ­ზა­დე­ბა. შემ­დეგ, ახა­ლი სკო­ლის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­და­სა და სპორ­ტ­ში, შე­ვარ­ჩი­ეთ 24 სპე­ცი­ა­ლის­ტი, რომ­ლებ­საც და­მა­ტე­ბით კი­დევ ჩა­ვუ­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვე­ცა­დეთ, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის ნა­წილ­ში გა­დაგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა, თუნ­დაც ამ თე­ო­რი­უ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. ეს 24 სპე­ცი­ა­ლის­ტი რე­გი­ო­ნებ­ზე გა­და­ნა­წილ­და და დღეს ყვე­ლა რე­სურ­ს­ცენტრს ჰყავს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის სპე­ცი­ა­ლის­ტი — ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის და­ნერ­გ­ვის რე­გი­ო­ნუ­ლი ექ­ს­პერ­ტი. ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამ 24 ექ­ს­პერ­ტ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, იგეგ­მე­ბა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა: ყო­ვე­ლი კვი­რის და­საწყის­ში და და­სას­რულს მათ­თან მაქვს ჩარ­თ­ვა, გან­ვი­ხი­ლავთ რა ვი­თა­რე­ბაა რე­გი­ო­ნებ­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის კუთხით და, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა ამა თუ იმ რე­გი­ო­ნის სკო­ლებ­ში, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“, ამ ეტაპ­ზე, 319 სკო­ლა გვყავს ჩარ­თუ­ლი. მათ მას­წავ­ლებ­ლებს ექ­ს­პერ­ტე­ბი, კვი­რა­ში სამ­ჯერ, უტა­რე­ბენ ონ­ლა­ინ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს. თუმ­ცა, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი 319 სკო­ლის გარ­და,   იმ რე­გი­ო­ნე­ბის სხვა სკო­ლებ­თა­ნაც ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ და მათ­თან კვი­რა­ში ორ­ჯერ — სამ­შა­ბათს და ხუთ­შა­ბათს მუ­შა­ო­ბენ ექ­ს­პერ­ტე­ბი. იან­ვ­რი­დან პრო­ექ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბას ვგეგ­მავთ და 319-ს 200-მდე სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა. ყო­ველ სე­მეს­ტ­რ­ში 200-დან 300 სკო­ლამ­დე დაგ­ვე­მა­ტე­ბა, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი ისაა, რომ ქვეყ­ნის 2100-ვე სკო­ლა იყოს ჩარ­თუ­ლი.

⇓ რა არის თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი მიზ­ნე­ბი, რის გა­კე­თე­ბას გეგ­მავთ ახ­ლო მო­მა­ვალ­ში?

⇒ აქამ­დე ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, სხვა საგ­ნებ­თან ერ­თად, გვქონ­და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავ­და იმ გეგ­მებ­სა და მიზ­ნებს, რა­ზეც უნ­და გა­სუ­ლი­ყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ამ დო­კუ­მენ­ტის იქით რა უნ­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და რო­გორ, ეს არ­სად ეწე­რა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თით­ქ­მის არა­ვინ მუ­შა­ობ­და. ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ამ სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბა და­ვიწყეთ, რა აქ­ტი­ვო­ბებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, მის გა­წე­რა­ში ვეხ­მა­რე­ბით და შემ­დეგ, ამ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა­შიც. ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­სა­ა­თი­ან შეხ­ვედ­რებს მარ­თა­ვენ, სა­დაც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მა­გა­ლი­თად, რა ში­ნა­არ­სის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­მო­ვი­და, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი ქმნის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას ერთ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს,ვთქვათ, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სი. ამის იქით, გა­აჩ­ნია, რამ­დე­ნი მოს­წავ­ლეა კლას­ში და რამ­დე­ნი ჯგუ­ფის შექ­მ­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი ცალ­კე­ულ ჯგუ­ფებს ამის მი­ხედ­ვით აძ­ლევს და­ვა­ლე­ბებს შერ­ჩე­უ­ლი თე­მის კონ­კ­რე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე — ერთ ჯგუფს შე­იძ­ლე­ბა მის­ცეს ჰი­გი­ე­ნა, მე­ო­რეს — ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მე­სა­მეს — დღის რე­ჟი­მი და ა.შ. ამ და­ვა­ლე­ბის მი­ზა­ნია პრო­ექ­ტის შექ­მ­ნა და შემ­დეგ პრე­ზენ­ტა­ცია. და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მის­ცეს მოს­წავ­ლე­ებს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა უნ­და ჩან­დეს ამ პრო­ექ­ტის შექ­მ­ნა-პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს, რა­ზე იმუ­შა­ონ, რა­ზე გა­ა­კე­თონ აქ­ცენ­ტი და რა წარ­მო­ა­ჩი­ნონ. მა­გა­ლი­თად, რა არის ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი, რა და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვს ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მ­ზე, რო­გორ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი და არა­ა­აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­უ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან. მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვებ­მა სა­კუ­თა­რი აზ­რი და­წე­რონ, ამ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ სწო­რედ ამ კუთხით მი­უდ­გეს მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მის­ცეს მათ და­ვა­ლე­ბა. ამას­თან, მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა, რო­გორც და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე, ასე­ვე რჩე­ვე­ბის, რო­გორ თქვან უარი მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე.

მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩა­ა­ტა­როს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის გაკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ თუ აქამ­დე თიმს-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ინ­ტერ­ნეტ­ში, აჩ­ვე­ნებ­და ვი­დე­ორ­გო­ლებს, თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას, ეს მიდ­გო­მაც შევ­ც­ვა­ლეთ და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ამ საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ისე­ვე ჩა­ა­ტა­როს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის გაკ­ვე­თი­ლი, რო­გორც ამას ატა­რებს ქარ­თუ­ლის, მა­თე­მა­ტი­კის თუ სხვა საგ­ნის პე­და­გო­გი. მეს­მის, რომ 100%-იანი შე­დე­გი ვერ გვექ­ნე­ბა — ვი­ღაც აგ­ვ­ყ­ვე­ბა, ვი­ღა­ცას გა­უ­ჭირ­დე­ბა, ვი­ღაც კი ხვალ და ზეგ დაგ­ვე­წე­ვა. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ასე­ვე, არის ინ­ტერ­ნე­ტის, კომ­პი­უ­ტე­რის, პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის არ­ქო­ნის პრობ­ლე­მა — სტა­ტის­ტი­კით, ჩვენს სა­გან­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი ნა­წი­ლი გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია სა­პენ­სიო ზღვარს, რაც ასე­ვე არ­თუ­ლებს მუ­შა­ო­ბას.

მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წელს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი იქ­ნე­ბა. ძვე­ლი, თა­ვის დრო­ზე, კარ­გი იყო და იმ ეტაპ­ზე თა­ვი­სი მი­სი­აც შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ პრაქ­ტი­კამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბი გაჩ­ნ­და. ახალ გზამ­კ­ვ­ლევ­ზე მუ­შა­ო­ბას უკ­ვე ვას­რუ­ლებთ, მას­წავ­ლებ­ლებს იან­ვ­რი­დან მი­ე­ცათ სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გზამ­კ­ვ­ლევ­ში სა­მი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლია მო­ცე­მუ­ლი. ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა — მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, პრო­ექ­ტე­ბის მი­ხედ­ვით იმუ­შა­ოს, ვთქვათ, იმა­ვე ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­ზე; მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა — თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, ოლიმ­პიზ­მის ნა­წი­ლი, კი­დევ უამ­რა­ვი თე­მა და სა­კითხია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს. რაც მთა­ვა­რია, ამ გზამ­კ­ვ­ლევ­ში, პრე­ზენ­ტა­ცი­ის გზით, მო­ცე­მუ­ლია 20-მდე თე­მა, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც ასე­ვე შე­უძ­ლია პე­და­გოგს; მე­სა­მე ტი­პის გაკ­ვე­თი­ლია სუფ­თად ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნა­წი­ლი. ჩვენ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფიტ­ნე­სის, სპორ­ტი­სა და ფი­ზი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ ასო­ცი­ა­ცი­ას­თან, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტია ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, პარ­ლა­მენ­ტა­რი შო­თა ხა­ბა­რე­ლი. მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შევ­ქ­მე­ნით ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გაკ­ვე­თი­ლო ონ­ლა­ინ პრო­ცეს­ში — მო­ცე­მუ­ლია ვარ­ჯი­შე­ბი ჰან­ტე­ლე­ბით, ბუქ­ნე­ბით, მხრის ვარ­ჯი­შე­ბი და ა.შ. გვეს­მის, რომ ბავ­შ­ვებს სახ­ლ­ში ყვე­ლა ინ­ვენ­ტა­რი არ ექ­ნე­ბათ, მაგ­რამ, ვთქვათ, ჰან­ტე­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, შე­უძ­ლი­ათ წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით, რე­ზი­ნე­ბის ნაც­ვ­ლად პირ­სა­ხო­ცით შუძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ და სხვ. სახ­ლის პი­რო­ბებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სწო­რედ ასე­თი ვარ­ჯი­შე­ბია მო­ცე­მუ­ლი იმ ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას. ერ­თია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნა­წილ­ში, გაკ­ვე­თილს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ატა­რებს, მე­ო­რე ნა­წილ­ში კი, აძ­ლევს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას.

ზე­მოთ, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას, პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბაც ვახ­სე­ნეთ, თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კა­ლენ­და­რუ­ლი გეგ­მის შედ­გე­ნა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა, ერთ თვე­ზეც გა­ი­წე­როს. ეს გეგ­მა ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დგე­ბა — ბავ­შ­ვი თა­ვად წყვეტს, კვი­რა­ში რამ­დე­ნი დღე და­უთ­მოს ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს. მა­გა­ლი­თად, ორ­შა­ბა­თი, ოთხ­შა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი შე­უძ­ლია, სახ­ლ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის­თ­ვის გა­მო­ყოს, ხო­ლო კონ­კ­რე­ტუ­ლად რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ეს კა­ლენ­დარ­ში იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი — ბუქ­ნე­ბი, აზიდ­ვე­ბი, ზე­და ან ქვე­და კი­დუ­რე­ბის ვარ­ჯი­შე­ბი და სხვ. იმ ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში ყვე­ლა­ფე­რია მო­ცე­მუ­ლი და, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით, ბავ­შ­ვ­საც შე­უძ­ლია სახ­ლ­ში ვარ­ჯი­ში. თუმ­ცა, აქ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია — დატ­ვირ­თ­ვე­ბი, თუ რამ­დე­ნი ბუქ­ნი, აზიდ­ვა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ვარ­ჯი­ში შე­ას­რუ­ლოს, ასა­კის მი­ხედ­ვი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. მა­გა­ლი­თად, მუც­ლის პრე­სის ვარ­ჯი­ში 10-დან 20-მდეა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ამ ვარ­ჯი­შის 10-მდე შეს­რუ­ლე­ბა იოლია, ხო­ლო იმის ზე­ვით უკ­ვე ბავ­შ­ვ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქ ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტამ­დე სპორ­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა სპორ­ტულ სექ­ცი­ა­ში და­დი­ან — მათ­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა, ის 20-იც ბევ­რად იოლი იყოს და გა­ცი­ლე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ ყვე­ლა­ზე და­ბალ ზღვარს ვთა­ვა­ზობთ, ბავ­შ­ვი თუ მეტს გა­ა­კე­თებს, ეს მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აზიდ­ვებ­ზე, ბუქ­ნებ­ზე, მუც­ლის პრეს­სა და ამ ტი­პის, ანუ შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ, ვარ­ჯი­შებ­ზე სა­რე­კო­მენ­და­ციო ციფ­რებს ვაძ­ლევთ, ხო­ლო უფ­რო ძა­ლის­მი­ერ ვარ­ჯი­შებ­ზე, მა­გა­ლი­თად,სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა­ზე — უბ­რა­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ მო­ზარ­დ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმოქ­მე­დოს, რამ­დე­ნა­დაა ფი­ზი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც ვსა­უბ­რობთ, გზამ­კ­ვ­ლევ­ში კა­ლენ­დ­რის ფორ­მა­ტი­თაა მო­ცე­მუ­ლი. რო­გორც გითხა­რით, ეს სი­ახ­ლე­ე­ბი იან­ვ­რი­დან და­ი­გეგ­მა და, იმე­დია, მას­წავ­ლებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა, უფ­რო აქ­ტი­უ­რი გა­ხა­დონ, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი კითხ­ვაც გაჩ­ნ­დე­ბა — რამ­დე­ნად იმუ­შა­ვე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, შას­რუ­ლე­ბენ თუ არა ამ ყვე­ლა­ფერს, ვინ გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს მათ და ა.შ. თუმ­ცა, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და რო­ლი, ამ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, ის უნ­და იყოს, რომ ბავ­შ­ვებს გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნოს, რა და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ესა თუ ის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მათ ორ­გა­ნიზ­მ­ზე. თუ ბავ­შ­ვ­მა ეს არ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რაც უნ­და მა­გა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ, ის ყო­ველ­თ­ვის მო­ე­რი­დე­ბა შეს­რუ­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­ლენ­და­რიც შე­ავ­სოს, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­ა­კე­თოს. ბავშვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს, რა­ტომ უნ­და ჩა­ერ­თოს ამ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რა­ტომ უნ­და იყოს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი, ეს კა­ლენ­და­რი და­ეხ­მა­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად, მო­ნიშ­ნოს მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

დე­კემ­ბერ­ში ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 5 თებერვალს გა­და­ვი­ტა­ნეთ მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ფე­რენ­ცია ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის ნა­წილ­ში. მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოკ­ვე­თა და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის და­სახ­ვა. გა­მომ­ს­ვ­ლე­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, სპორ­ტის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან და, ცხა­დია, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლებ­იც სკო­ლე­ბი­დან, ასე­ვე, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნუ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბიც. კონ­ფე­რენ­ცია ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო­ — მსურ­ვე­ლებს შე­ეძ­ლოთ რო­გორც მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბად და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა და თა­ვი­ან­თი ნაშ­რო­მე­ბის გა­მო­ტა­ნა, ასე­ვე, მსმე­ნე­ლე­ბად და­რე­გის­ტ­რი­რე­ბაც, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბისა და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბი მო­სას­მე­ნად. ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე­ვე დაიგეგ­მა იმ ახა­ლი გზამ­კ­ლე­ვის ფარ­თო აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის წარ­დ­გე­ნა.

მომ­დევ­ნო სე­მეს­ტ­რ­ში, ფიტ­ნე­სის, სპორ­ტის და ფი­ზი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ ასო­ცი­ა­ცი­ას­თან ერ­თად, ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იშ­ლე­ბა: სპორ­ტუ­ლი ვიქ­ტო­რი­ნა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­დას და სპორტს, ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს, ქარ­თუ­ლი თუ ზო­გა­დად სპორ­ტის ის­ტო­რი­ას და ა.შ.; ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სი, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და და სპორ­ტი იქ­ნე­ბა; კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც უკ­ვე ამ­ზა­დე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით და ამ პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სე­ბი რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

მოკ­ლედ, ეს სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა ხელს შე­უწყობს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას — რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სიმ­ბო­ლუ­რი პრი­ზე­ბი თუ სი­გე­ლე­ბი გა­და­ე­ცე­მათ. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მომ­დევ­ნო სე­მეს­ტ­რ­შიც გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, რაც, ვფიქ­რობ, რე­გი­ო­ნე­ბის დო­ნე­ზე, უფ­რო მიმ­ზიდ­ველ­სა და სა­ხა­ლი­სოს გახ­დის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებს.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები