12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

სემინარები რელიგიური ლიდერებისათვის

spot_imgspot_img

გაეროს ბავშვთა ფონდმა გამართა სემინარები რელიგიური ლიდერებისათვის ხულოსა და შუახევში. შეხვედრებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი უძღვებოდა.

სემინარების ძირითად თემატიკას ბავშვის უფლებათა კონვენცია, ბავშვის უფლებათა კოდექსი და ვაქცინაციის მნიშვნელობა წარმოადგენდა.

რელიგიურ ლიდერებთან თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური პრიორიტეტია, რომელიც მიზნად ისახავს მათი როლის გაძლიერებას ბავშვის უფლებათა დაცვასა და პოპულარიზაციის საქმეში.

გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს საქართველოში მოღვაწე ყველა რელიგიურ დენომინაციასთან.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება