20 აპრილი, შაბათი, 2024

საერთო სამაგისტრო გამოცდა 2022 –  პირველადი შედეგები

spot_img

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა, ანალიტიკური წერა) პირველად შედეგებს. 

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ კოდი, უნდა შეხვიდეთ თქვენს სარეგისტრაციო გვერდზე რეგისტრაციის დროს მიღებული ხუთნიშნა პაროლითა და თერთმეტნიშნა პირადი ნომრით და გახსნათ საგამოცდო ბარათი.

გაითვალისწინეთ, რომ ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია, თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ. დეტალები იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.  

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება 23 აგვისტოს და 26 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები