6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

საერთაშორისო კონფერენცია

თბი­ლის­ში, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლმა,  ლა­შა მარ­გიშ­ვილ­მა.

 

⇒ რა სა­კითხებს შე­ე­ხო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია და ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე?

⇒ პირ­ველ რიგ­ში მი­ვე­სალ­მე­ბი თქვენს მკითხ­ვე­ლებს და მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ, რომ და­ინ­ტე­რეს­დით და მოგ­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერ­თხელ მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მიმ­დი­ნა­რე წლის 23-24 სექ­ტემ­ბერს, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის და­არ­სე­ბი­დან 15 წლის იუბი­ლეს­თან და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­თან მი­ერ­თე­ბის 20 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორ­დღი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და.

კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­ნის­ტ­რი გი­ვი მი­ქა­ნა­ძე; მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი: ზვი­ად გა­ბი­სო­ნია და თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი; ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბი; სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი; სა­მი­ნის­ტ­როს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი; უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტო­რე­ბი; პრო­ფე­სი­უ­ლი და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი; ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, კერ­ძოდ – უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) პრე­ზი­დენ­ტი; უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი რე­ეს­ტ­რის (EQAR) პრე­ზი­დენ­ტი და დი­რექ­ტო­რი; სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) პრე­ზი­დენ­ტი; ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (EUA) პრე­ზი­დენ­ტი; ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ქსე­ლის (CEENQA) პრე­ზი­დენ­ტი; ევ­რო­პის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (AMSE) პრე­ზი­დენ­ტი; ევ­რო­პის სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (ESU) წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი.

კონ­ფე­რენ­ცი­ას, ჯამ­ში, და­ეს­წ­რო 450 მო­ნა­წი­ლე. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი და გან­ხი­ლუ­ლი იყო 30 მოხ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პროგ­რე­სი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბას. კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­ით­ქ­ვა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა და რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­უწყობს ხელს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და დახ­ვე­წას.

⇒ რო­გო­რი იყო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან შე­ფა­სე­ბე­ბი და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე?

⇒ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ად­გი­ლობ­რივ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­ხ­სე­ნებ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს უმაღ­ლე­სი, პრო­ფე­სი­უ­ლი, სას­კო­ლო, ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ მიღ­წე­ვებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სო­ბის სა­კითხე­ბი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­თან და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან (ESG-2015). მოხ­სე­ნე­ბე­ბი ასე­ვე ეხე­ბო­და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­ნერ­გ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად ტენ­დენ­ცი­ებს; სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის თავ­სე­ბა­დო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) მი­ერ დად­გე­ნილ მოთხოვ­ნებ­თან; სას­კო­ლო, პრო­ფე­სი­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ პროგ­რეს­სა და გა­მოწ­ვე­ვებს; უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა­სა და ეროვ­ნულ დო­ნე­ზე მიკ­როკ­რე­დი­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის სა­კითხებს. მოხ­სე­ნე­ბე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ცენ­ტ­რის ვებ­გვერ­დ­ზე: https://eqe.ge/ka/page/parent/1120/konferencia-2025

შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტ­რის­თ­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­და­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბას. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და სტუ­დენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ცე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მათ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რად გან­საზღ­ვ­რა­ზე.

ასე­ვე, კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, ცენ­ტ­რ­მა უმას­პინ­ძ­ლა ევ­რო­პის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (AMSE) პრე­ზი­დენტს, ჰარმ პე­ტერს, რო­მელ­მაც ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რა მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას.

⇒ ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ცენ­ტ­რის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, ნიშ­ნავს თუ არა, რომ ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე?

⇒ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მსგავ­სი მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რე­ბის დას­წ­რე­ბა კი­დევ ერ­თხელ მი­უ­თი­თებს ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სად­მი და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სად­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მა­ღა­ლი ნდო­ბი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის არ­სე­ბო­ბას და კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის მზა­ო­ბა­სა და მათ მხარ­და­ჭე­რას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი­სა და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლა, მათ­თან მა­ღალ დო­ნე­ზე გა­მარ­თუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი მკა­ფიო გზავ­ნი­ლია, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აფიქ­სი­რებს სრულ მზა­ო­ბას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ყვე­ლა ის ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცია, რაც ცენ­ტ­რის მი­სა­მარ­თით გა­მო­ით­ქ­ვა ENQA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ.

⇒ რო­გორც ცნო­ბი­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პულ­მა რე­ეს­ტ­რ­მა (EQAR) წევ­რო­ბა შე­უ­ჩე­რა ხა­რის­ხის ცენტრს მა­შინ, რო­დე­საც 13 სტან­დარ­ტი­დან, ცენ­ტ­რ­მა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა 11 რა­ტომ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი მსგავ­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თუ არა წევ­რო­ბის შე­ჩე­რე­ბა ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის აღი­ა­რე­ბას­თან უცხო­ეთ­ში?

⇒ რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი 2019 წელს გახ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) სრუ­ლი წევ­რი. 2019 წელ­ს­ვე ცენ­ტ­რი და­რე­გის­ტ­რირ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პულ რე­ეს­ტ­რ­ში (EQAR).

ENQA-ს და EQAR-ის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სის გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის ვი­ზი­ტი თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 2023 წელს. ვი­ზი­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ექ­ს­პერ­ტე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს.

ENQA-ს ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის დას­კ­ვ­ნის მი­ხედ­ვით, ცენ­ტ­რი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­თან და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან (ESG 2015) სრუ­ლად შე­სა­ბა­მი­სად შე­ფას­და 11 სტან­დარ­ტ­ში, ნა­წი­ლობ­რივ შე­სა­ბა­მი­სად შე­ფას­და 2 სტან­დარ­ტ­ში.

EQAR-ის რე­გის­ტ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­მა, 2024 წლის 27 ნო­ემ­ბერს, მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ცენ­ტ­რის­თ­ვის რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. EQAR-ის მმარ­თ­ველ­მა საბ­ჭომ არ გა­ი­ზი­ა­რა ENQA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ 1 სტან­დარ­ტ­თან მი­მარ­თე­ბით – ცენ­ტ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, EQAR-ის დას­კ­ვ­ნით, ცენ­ტ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნა­წილ­ში შე­ფას­და, რო­გორც სტან­დარ­ტ­თან შე­უ­სა­ბა­მო.

რო­გორც კი მი­ვი­ღეთ ENQA-ს ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის დას­კ­ვ­ნა, სა­დაც ცენ­ტ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნა­წილ­ში შე­ფა­სე­ბუ­ლი იყო რო­გორც ნა­წი­ლობ­რივ შე­სა­ბა­მი­სი მოთხოვ­ნებ­თან, სა­მი­ნის­ტ­როს უშუ­ა­ლო მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მომ­ზად­და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­ნამ­ტ­კი­ცებ­და და ზრდი­და ცენ­ტ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვ­ნი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა. კერ­ძოდ, 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად: ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის და­ნიშ­ვ­ნა ხდე­ბა 5 წლის ვა­დით; ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, იმავ­დ­რო­უ­ლად ვერ და­ი­კა­ვებს სხვა პო­ზი­ცი­ას აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში; ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის შერ­ჩე­ვი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო; ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო; 2 წლი­დან 4 წლამ­დე გა­ი­ზარ­და ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და.

ასე­ვე, ENQA-ს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­და­ი­ხე­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო­ე­ბის წევ­რ­თა კან­დი­და­ტუ­რე­ბის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და გა­ნი­საზღ­ვ­რა პირ­თა წრე, რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი საბ­ჭო­ე­ბის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი. კერ­ძოდ, საბ­ჭოს წევ­რი ვე­ღარ იქ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­ღალ მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე (რექ­ტო­რი, პრო­რექ­ტო­რი, კან­ც­ლე­რი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი) და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რი.

გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, ENQA-ს ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ი­მუ­შა­ვა ცენ­ტ­რის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გან­ხი­ლულ იქ­ნა რო­გორც ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან, ასე­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში – და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, კი­დევ უფ­რო მე­ტად იზ­რ­დე­ბა ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს რო­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის, სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში. ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, და­ამ­ტ­კი­ცოს ცენ­ტ­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბი; ასე­ვე, ENQA-ს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­სა და პრო­ცე­დუ­რებ­ში, შე­მუ­შავ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო­ე­ბის წევ­რე­ბის ეთი­კის კო­დექ­სი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბა იგეგ­მე­ბა უახ­ლოეს მო­მა­ვალ­ში.

კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში უკ­ვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა და და­გეგ­მილ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა სა­ფუძ­ვე­ლი მის­ცა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, 2025 წლის ზაფხულ­ში, მი­ე­მარ­თა ENQA-სა და EQAR-ის­თ­ვის ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის მოთხოვ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი უკ­ვე და­იწყო.

2025 წლის ნო­ემ­ბერ­ში ცენ­ტ­რი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, ENQA-ში გა­აგ­ზავ­ნის თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშს, რომ­ლის შეს­წავ­ლის შემ­დ­გო­მაც, ENQA-ს ექ­ს­პერ­ტე­ბი თბი­ლის­ში ჩა­მოვ­ლენ 2026 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ხო­ლო შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში ENQA-ს და EQAR-ის მმარ­თ­ვე­ლი საბ­ჭო­ე­ბის მი­ერ გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ EQAR-ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის აღ­დ­გე­ნის თა­ო­ბა­ზე. თუ­კი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი, ცენტრს EQAR-ში რე­გის­ტ­რა­ცია აღუდ­გე­ბა 2024 წლი­დან, კერ­ძოდ იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც შე­უ­ჩერ­და რე­გის­ტ­რა­ცია.

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ EQAR-ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­ა­რე­ბას­თან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბი, ყო­ველ­გ­ვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე, აღი­არ­დე­ბო­და 2019 წლამ­დეც, რო­ცა ცენ­ტ­რი სა­ერ­თოდ არ იყო რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ცენ­ტ­რი ინარ­ჩუ­ნებს ENQA-ს სრუ­ლი წევ­რის სტა­ტუსს, ისე­ვე რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) აღი­ა­რე­ბას.

⇒ რა არის ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლის დაძ­ლე­ვა­ზეც მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი?

⇒ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი აქ­ტი­უ­რად აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთ-ერ­თი სა­კითხი, რო­მელ­ზეც ცენ­ტ­რი მუ­შა­ობს, არის 2026-2030 წლე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გან­ვი­ხი­ლეთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან, მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­ექ­ტ­მა მი­ი­ღო სა­ბო­ლოო სა­ხე და მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე დამ­ტ­კიც­დე­ბა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ერ. ცენ­ტ­რის სტრა­ტე­გი­ა­ში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი კეთ­დე­ბა – ცოდ­ნა­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­სა და კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის მიდ­გო­მებ­ზე.

ასე­ვე, მუდ­მი­ვად ვზრუ­ნავთ გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის წევ­რე­ბის მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცენ­ტ­რი  არა­ერთ მხარ­დამ­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბასახორ­ცი­ე­ლებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად: სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

ამას­თან, ცენ­ტ­რ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა და კლა­სი­ფი­კა­ტო­რის ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­ებ­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბის დად­გე­ნას ევ­რო­პულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ებ­თან, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

დიპ­ლო­მე­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და აღი­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაზე ვფიქ­რობთ, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის კი­დევ უფ­რო მე­ტად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ეფექ­ტუ­რი გავ­ხა­დოთ. კერ­ძოდ, და­გეგ­მი­ლი გვაქვს სერ­ვი­სე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბა, რაც ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა სერ­ვი­სი ელექ­ტ­რო­ნუ­ლად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ისე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ყვე­ლა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ პრო­ცე­სებ­ში ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბას და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას, რაც თა­ვის მხრივ, ხელს უწყობს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება