27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით

spot_img

სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ცენ­ტ­რის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ინა­ნაშ­ვი­ლი.

სა­უბ­რის და­საწყის­ში მან ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ას ევ­რო­პულ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან. ქე­თე­ვან ინა­ნაშ­ვილ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა ცენ­ტ­რის მიდ­გო­მებ­ზე, რაც გუ­ლის­ხ­მობს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­რე­მოს გაძ­ლი­ე­რე­ბას და სი­ახ­ლე­ე­ბის და­გეგ­მ­ვას და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით. 2023 წლის­თ­ვის ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და მი­სი მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბა ერ­თი­ან ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან.

 

♦ რა სი­ახ­ლე­ე­ბი იგეგ­მე­ბა ცენ­ტ­რის მი­ერ სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

◊ პირ­ველ რიგ­ში, მსურს აღ­ვ­ნიშ­ნო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში  თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გად ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. 2021-2022 წლებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი და­ი­გეგ­მა და გა­ტარ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. შე­იქ­მ­ნა კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს ერ­თი სფე­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში შე­ფა­სე­ბას კლას­ტერ­ში დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი სა­ხით. ასე­ვე, შე­იქ­მ­ნა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია. კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სია და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ იგი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად,  ცენ­ტ­რ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხა სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­და­ხედ­ვა და შე­სა­ფა­სებ­ლად რე­ლე­ვან­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­სა და ინ­დი­კა­ტო­რე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. და­მე­თან­ხ­მე­ბით, სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად გან­საზღ­ვ­რავს ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ნიშ­ნულს და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა ხელს უწყობს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხუ­რებ­ზე. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად და­გეგ­მი­ლი ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბაა – სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის და კვლე­ვის კომ­პო­ნენ­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სტან­დარ­ტე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა.

ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­წი­ფო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეს­წ­რაფ­ვის სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში იმ­გ­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მე­ლიც თან­ხ­ვედ­რა­ში იქ­ნე­ბა ზალ­ც­ბურ­გის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას, ცალ­კე დო­კუ­მენ­ტის სა­ხი­თაც კი აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის სტან­დარ­ტი. ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის სტან­დარტს აქვს დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის დატ­ვირ­თ­ვა და შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ზო­გად სტან­დარ­ტებ­თან ერ­თად.

ამ მიზ­ნით, ცენ­ტ­რ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის, ასე­ვე სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შე­დე­გად, 2022 წელს შე­ი­მუ­შა­ვა სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის გა­ნათ­ლე­ბის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტი (სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი), რო­მე­ლიც ად­გენს სა­დოქ­ტო­რო სწავ­ლე­ბის და­მა­ტე­ბით, სპე­ცი­ფი­კურ მოთხოვ­ნებს და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის შე­ფა­სე­ბის დროს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­თან ერ­თად.

შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გან­საზღ­ვ­რავს სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი არ­სე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას, ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნილ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა­სა და გან­სა­ვი­თა­რე­ბელ მხა­რე­ებს. დო­კუ­მენ­ტი ეფუძ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს, „ზალ­ც­ბურ­გი II რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი – სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი­სა და სკო­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“. დარ­გობ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, დოქ­ტო­რან­ტის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო და კვლე­ვი­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნას, სა­უ­კე­თე­სო ადი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სიღ­რ­მი­სე­ულ და სრულ­ყო­ფილ შე­ფა­სე­ბას, სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, ობი­ექ­ტუ­რი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას.

ამ ეტაპ­ზე, დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტი გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, რომ­ლებ­მაც გაგ­ვი­ზი­ა­რეს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი, უკუ­კავ­ში­რე­ბი მი­ვი­ღეთ ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი­დან. შე­დე­გად, დო­კუ­მენ­ტი გა­და­მუ­შავ­და და 2023 წელს ცენ­ტ­რი გეგ­მავს პი­ლო­ტი­რე­ბას ახა­ლი ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტის მოთხოვ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში. ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვა გარ­კ­ვე­ულ დროს მო­ითხოვს; ხო­ლო უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მზა­ო­ბას სი­ახ­ლე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის, გვიჩ­ვე­ნებს პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ჩარ­თუ­ლო­ბა და მათ­თან დო­კუ­მენ­ტის დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, სა­მი­ნიტ­როს­თან ერ­თად მოხ­დე­ბა ყვე­ლა უკუ­კავ­ში­რი­სა და პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და გან­ხილ­ვა.

რა გზა გა­ვი­ა­რეთ და რო­გორ ვი­მუ­შა­ვეთ? ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ მიდ­გო­მე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაც. თა­ვად ზალ­ც­ბურ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გვაძ­ლევს მზა მიდ­გო­მებს სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნე­ბის ფარ­გ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის,  თუმ­ცა მოთხოვ­ნე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კე­ბის შეს­წავ­ლა. სი­ახ­ლე­ე­ბის შე­მო­ტა­ნი­სას და და­ნერ­გ­ვი­სას, გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას­თან ერ­თად, უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სის­ტე­მის კონ­ტექ­ს­ტი. ამი­ტომ, ცენ­ტ­რი ვერ გა­ი­ზი­ა­რებ­და პირ­და­პირ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სტან­დარტს. ბევ­რი კარ­გი პრაქ­ტი­კა გან­ვი­ხი­ლეთ, სხვა­დას­ხ­ვა სტან­დარ­ტე­ბი­დან, სხვა­დას­ხ­ვა ნიშ­ნუ­ლე­ბი გა­ვი­აზ­რეთ და, სა­ბო­ლო­ოდ, შევ­ჯერ­დით ისეთ დო­კუ­მენ­ტ­ზე, რო­გო­რიც ამ­ჯე­რად არ­სე­ბობს პრო­ექ­ტის სა­ხით. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის მა­ხა­სი­ა­თებ­ლის და­ნერ­გ­ვა, კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­უწყობს ხელს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის.

♦ რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ზალ­ც­ბურ­გის პრინ­ცი­პე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და მოხ­დეს შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. რას გვეტყ­ვით სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თად მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე, რო­მელ­საც გან­საზღ­ვ­რავს ეს დო­კუ­მენ­ტი?

◊ სა­ნამ უშუ­ა­ლოდ პა­სუხ­ზე გა­და­ვალ, მსურს სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოკ­ლე ის­ტო­რი­უ­ლი ექ­ს­კურ­სი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის საწყის ეტაპ­ზე, ბო­ლო­ნი­ის დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, თავ­და­პირ­ვე­ლად, და­გეგ­მი­ლი იყო პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და შე­თან­ხ­მ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი. ხო­ლო ბერ­ლი­ნის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის შემ­დ­გომ (ჩა­ტარ­და 2003 წელს), სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბა გახ­და ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის ნა­წი­ლი და 2005, 2010 და 2015 წლებ­ში ეტა­პობ­რი­ვად შე­მუ­შავ­და ზალ­ც­ბურ­გის სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც მიზ­ნად და­ი­სა­ხა სა­დოქ­ტო­რო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია და ევ­რო­პუ­ლი სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა კვლე­ვი­სა და სწავ­ლის ერ­თი­ა­ნი სივ­რ­ცის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი პერ­სო­ნა­ლის კომ­პ­ლექ­სუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, დოქ­ტო­რან­ტ­თათ­ვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნას. სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვი­თი გა­რე­მოს და სა­დოქ­ტო­რო სტრუქ­ტუ­რე­ბის შექ­მ­ნა, რომ­ლის დოქ­ტო­რან­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ზალ­ც­ბურ­გის სა­ხელ­მ­ძ­ღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი აღ­წერს სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად ტენ­დენ­ცი­ებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო არის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის (EHEA) წევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

ზალ­ც­ბურ­გის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი არის ცოდ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი კვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბია:

სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი კვლე­ვი­თი გა­რე­მო. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ ხა­რის­ხი­ა­ნი კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და დოქ­ტორ­ტან­ტის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვა­ში.

სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა საკ­ვან­ძო როლს ას­რუ­ლებს დოქ­ტო­რან­ტის მი­ერ ორი­გი­ნა­ლუ­რი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბი­სათ­ვის. დოქ­ტო­რან­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი არის შე­სა­ბა­მი­სი სფე­როს აქ­ტი­უ­რი მკვლე­ვა­რი, რო­მე­ლიც დოქ­ტო­რანტს უნ­და უწევ­დეს სა­თა­ნა­დო და რე­გუ­ლა­რულ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას.

უნი­ვერ­სი­ტეტს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს დოქ­ტო­რან­ტ­თა მი­ღე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პო­ლი­ტი­კა და მას­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი იყოს სა­მეც­ნი­ე­რო პერ­სო­ნა­ლი. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის მოთხოვ­ნებს. სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კვლე­ვი­თი გა­რე­მოს შე­ფა­სე­ბას­თან, რო­მე­ლიც სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტია.

უნი­ვერ­სი­ტეტს უნ­და ჰქონ­დეს გან­საზღ­ვ­რუ­ლი კვლე­ვის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ზო­გად სტრა­ტე­გი­ას და მიზ­ნებს.

ზალ­ც­ბურ­გის პრინ­ცი­პე­ბი ხაზს უს­ვამს სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის მდგრა­დი და­ფი­ნან­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბა მო­ითხოვს ადეკ­ვა­ტურ, მდგრად და დოქ­ტო­რან­ტუ­რის შე­სა­ბა­მი­სი და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გია უნ­და იყოს სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი კვლე­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის მი­ზა­ნია, რომ სტუ­დენ­ტ­თა, მათ შო­რის დოქ­ტო­რან­ტ­თა და­ბა­ლან­სე­ბულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წი­ოს (აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­დევ ერ­თხელ გაჟ­ღერ­და რო­მის 2020 წლის კო­მუ­ნი­კე­ში – სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის სა­სურ­ვე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბ­ლის ნიშ­ნუ­ლი – 20%).

შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის  შექ­მ­ნის მი­ზა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ კვლე­ვით პო­ტენ­ცი­ალს, შექ­მ­ნილ კვლე­ვით გა­რე­მოს (და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტრა­ტე­გია, კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა, სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბა, წა­ხა­ლი­სე­ბის სქე­მე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო პერ­სო­ნა­ლი და სხვა). სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა უნ­და მომ­ზად­დეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი გა­რე­მოს სა­ფუძ­ველ­ზე და იყოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ სწავ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სურს ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვით პრო­ცეს­ში, წარ­მა­ტე­ბულ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის ჩარ­თ­ვა.

♦ რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი ახ­ლავს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­ნერ­გ­ვას და რო­გო­რია ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის მზა­ო­ბა ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

◊ გა­მოწ­ვე­ვე­ბი ყვე­ლა სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვას ახ­ლავს. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ერ კი­დევ უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოს სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის, ძლი­ე­რი და გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბის სწო­რად შე­ფა­სე­ბა­სა და გან­საზღ­ვ­რას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის შე­დე­გე­ბის  დი­სე­მი­ნა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გი უნ­და იყოს ღი­რე­ბუ­ლი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ამას­თან, კი­დევ უფ­რო მე­ტად უნ­და გან­ვი­თარ­დეს აკა­დე­მი­უ­რი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და აკა­დე­მი­უ­რი ეთი­კის სწავ­ლე­ბა. ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან მო­ითხოვს მიდ­გო­მე­ბის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ადაპ­ტა­ცი­ას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ცენ­ტ­რი გეგ­მავს ახა­ლი ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბას. პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი უფ­რო ნათ­ლად დაგ­ვა­ნახ­ვებს გა­მოწ­ვე­ვებს და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მზა­ო­ბას.

♦ სა­ინ­ტე­რე­სოა, მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, რო­გორ ფას­დე­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დროს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი და რა სპე­ცი­ფი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი არ­სე­ბობს სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნებ­ში?

◊ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზალ­ც­ბურ­გის პრინ­ცი­პე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ასა­ხუ­ლია აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მოქ­მედ სტან­დარ­ტებ­ში. ზო­გი­ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი პირ­და­პირ მი­ე­მარ­თე­ბა სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მის შე­ფა­სე­ბას, ხო­ლო ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში სტან­დარ­ტი გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და შემ­ფა­სებ­ლის მი­ერ ყუ­რადღე­ბა გა­და­ი­ტა­ნე­ბა სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე. შე­ფა­სე­ბის დროს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტი, სტან­დარ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ას­პექ­ტებს, ასე­ვე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბას ახ­დენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მიზ­ნებ­სა და შე­დე­გებ­ზე სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, ცენ­ტ­რი, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის, მათ შო­რის, სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლე­ბლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბას ახ­დენს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად გა­ნახ­ლ­და 2018 წელს და ბო­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ვი­და 2022 წელს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხით სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი ESG-2015“. სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბით შე­ფა­სე­ბი­სას, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყუ­რადღე­ბის ქვეშ ექ­ცე­ვა დოქ­ტო­რან­ტ­თა დაშ­ვე­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა, სტუ­დენ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და ტრან­ს­ფე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, დოქ­ტო­რან­ტ­თა საერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სე­ბით მხარ­და­ჭე­რა, კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის და­გეგ­მ­ვის/გან­ხორ­ცი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია და სხვა.

ზო­გა­დი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს, რომ ზო­გა­დი ჩარ­ჩო-სტან­დარ­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ფე­ხუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ზე აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნა რთუ­ლია, ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თ­ვა გა­და­დის ექ­ს­პერ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გან­ვი­თარ­დეს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და მოთხოვ­ნე­ბი.

♦ ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ამ ახა­ლი ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტით პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბას და რო­გო­რია ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის მზა­ო­ბა?

◊ ამ კითხ­ვა­ზე სა­პა­სუ­ხოდ, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ყვე­ლა სა­ხი­სა და სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში, მათ შო­რის, სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში, თავ­მ­ჯ­დო­მა­რის სტა­ტუ­სით, ჩარ­თუ­ლია სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტი. ცენ­ტ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტის მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე აკა­დე­მი­ურ და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ პერ­სო­ნალ­თან, რომ­ლებ­საც ექ­ს­პერ­ტის სტა­ტუ­სით აქვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი ENQA-ს წევ­რი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­ფა­სე­ბებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუსს, ცენ­ტ­რი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და უფ­რო აქ­ტი­უ­რად გეგ­მავს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის ერ­თობ­ლივ ტრე­ნინ­გებს. ამას­თან, ცენ­ტ­რი 2023 წელ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის ბა­ზის გა­ნახ­ლე­ბა­სა და სრულ­ყო­ფას.

♦ გარ­და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა, რო­გო­რია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი სა­მო­მავ­ლო ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი?

◊ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თან­მ­დე­ვად, ცენტრს ასე­ვე და­გეგ­მი­ლი აქვს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტი, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად ბმა­ში უნ­და იყოს ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე არ­სე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო- კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ზო­გა­დი პო­ლი­ტი­კე­ბის გან­საზღ­ვ­რას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, დღის წეს­რიგ­ში დგას უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა იმი­სათ­ვის, რომ გა­ნახ­ლ­დეს მე-3 (სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი) და მე-6 (კვლე­ვა, გან­ვი­თა­რე­ბა ან/და სხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა) სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნე­ბი.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბა, ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს.

ბევ­რი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­ტა­ნოთ, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე დგას. მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და გა­რე­მო, ხელს უწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვას სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ებ­ში. სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხურ­ზე ერ­თობ­ლი­ვი და გაც­ვ­ლი­თი პრო­ექ­ტე­ბი და პროგ­რა­მე­ბი ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს და უცხო ქვეყ­ნის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, რაც კი­დევ უფ­რო მე­ტად გაზ­რ­დის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხა­რისხს. ბო­ლოს კი მსურს კი­დევ ერ­თხელ და­ვა­დას­ტუ­რო ჩვე­ნი მზად­ყოფ­ნა, რომ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან.

ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები