29 მარტი, პარასკევი, 2024

მუ­სი­კის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი

spot_img

მა­დო­ნა ბო­ბო­ხი­ძე

წყალ­ტუ­ბოს №3 სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი, მე-3 თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მუ­სი­კის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი, სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი

 

 

და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ მუ­სი­კის საგ­ნის სწავ­ლე­ბამ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო გზა გან­ვ­ლო. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მამ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დამ­კ­ვიდ­რე­ბამ და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ­მა მიდ­გო­მებ­მა, სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა საგ­ნის სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კა სკო­ლებ­ში. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გახ­და უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი. მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა მიდ­გო­მამ, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­მა კი ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­ებ­ში კოგ­ნი­ტუ­რი და ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პრინ­ცი­პებს ეყ­რ­დ­ნო­ბა: მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ, ნაც­ნო­ბი­დან უც­ნო­ბის­კენ გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პით. იგი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა და უზ­რუნ­ველ­ყოფს ნე­ბის­მი­ე­რი აკა­დე­მი­უ­რი მზა­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სრულ­ფა­სოვ­ნად ჩარ­თ­ვას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და შე­დეგ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად მხო­ლოდ ეს არ კმა­რა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მრა­ვალ­ფე­რო­ვან მიდ­გო­მებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს, სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის პრინ­ცი­პებს, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მის და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან ინ­ს­რუ­მენ­ტებს.

სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი გუ­ლის­ხ­მობს მსწავ­ლელ­თა ყვე­ლა ტი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და აქ­ცენტს აკე­თებს ძი­რი­თა­დად სამ ას­პექ­ტ­ზე: 1. სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მოქ­ნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; 2. შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზით გა­მო­ხატ­ვა; 3. მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პე­და­გო­გი­კა­ში მსწავ­ლელ­თა ოთხი ტი­პი არ­სე­ბობს: ვი­ზუ­ა­ლი, სმე­ნი­თი, კი­ნეს­თე­ტი­კი და წე­რა-კითხ­ვი­თი, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი: სის­ტე­მა­ტუ­რად ის­მენ­დ­ნენ და აანა­ლი­ზებ­დ­ნენ მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე; და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებს და ვა­რა­უ­დებს; პრო­ექ­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ზუ­ა­ლუ­რად იმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ შე­ძე­ნილ ცოდ­ნას, ას­რუ­ლებ­დ­ნენ მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რებს საკ­ლა­სო რვე­უ­ლებ­ში. და­ბო­ლოს, აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­თე­ბას მი­ე­მარ­თე­ბა: მოკ­ლე სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე (ფორ­ტე­პი­ა­ნო) შეს­რუ­ლე­ბა, მა­თი გამ­ღე­რე­ბა, დი­რი­ჟო­რო­ბა, რიტ­მუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ტა­შით, ად­გილ­ზე სი­ა­რუ­ლით ან ფე­ხის ბა­კუ­ნით, მოს­მე­ნი­ლი მა­სა­ლის სიმ­ბო­ლო­ე­ბით გა­მო­ხატ­ვა, დი­ო­რა­მა და რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი. უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის მე­ო­რე ას­პექ­ტი — შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზით დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა — კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრო­დუქ­ტით იფა­რე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს თა­ვად შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ფორ­მა. ეს იქ­ნე­ბა: პრე­ზენ­ტა­ცია, დი­ო­რა­მა, რო­ლუ­რი თა­მა­ში, თუ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა LMMS. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებს, მზა­ო­ბას და სურ­ვი­ლებს. ეს ზრდის მა­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხ­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, მაგ­რამ სა­სურ­ველ შე­დეგ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად მხო­ლოდ ეს არ კმა­რა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ახ­დენ­დეს პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გ­სა და შე­ფა­სე­ბას გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით: შე­სას­ვ­ლე­ლი და გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თე­ბი, ერ­თ­წუ­თი­ა­ნი ესე, ერ­თ­წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი შე­ჯა­მე­ბა, შუქ­ნი­შა­ნი, ცე­რე­ბის აწევ-და­წე­ვა და სხვა. ეს და­ეხ­მა­რე­ბა პე­და­გოგს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სწო­რად და­გეგ­მ­ვა­სა და წარ­მარ­თ­ვა­ში. ზო­გა­დად, სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი და სწავ­ლე­ბი­სად­მი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ფა­რავს ერ­თ­მა­ნეთს, რად­გან ორი­ვე აქ­ცენტს აკე­თებს სწავ­ლე­ბის სტილ­ზე და ხაზს უს­ვამს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის უნი­კა­ლუ­რო­ბას. მთა­ვა­რი კი ისაა, რომ ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, შევ­ძ­ლოთ ამ უნი­კა­ლუ­რო­ბის ამოც­ნო­ბა თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში და მა­თი ძა­ლე­ბის სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თ­ვა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები