23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რო­ცა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­რე­მოს აუდი­ტო­რი­ებ­ში ჩვე­ნი ყოფ­ნა აკ­ლია

spot_img
პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მახ­სოვ­რ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი ეტა­პი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის და­საწყი­სი სტუ­დენ­ტო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. პირ­ველ­კურ­სე­ლებს, რომ­ლე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ ლექ­ცი­ე­ბის დაწყე­ბას, პან­დე­მი­ის გა­მო, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­რე­მოს შექ­მ­ნა ისევ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წი­ათ, რის გა­მოც, სტუ­დენ­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა გეგ­მა ერ­თ­ბა­შად ჩა­ე­შა­ლათ. რო­გორ და­იწყო ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო წე­ლი, რამ­დე­ნა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი სამუშაო გა­რე­მოს შექ­მ­ნა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, რა სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, რა სურ­ვი­ლე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ სტუ­დენ­ტებს — ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვი­ამ­ბო­ბენ.

 

⇒ ანა­ნო ორ­მო­ცა­ძე,

თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თ­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე-11 კლა­სის ბო­ლოს სკო­ლაც ონ­ლა­ინ გვქონ­და, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას, სწავ­ლის ასე­თი ფორ­მა უჩ­ვე­უ­ლო არ იყო, თუმ­ცა ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად გავ­ლა უფ­რო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს უწევ­და, სახ­ლ­ში და­ფა ჰქო­ნო­და, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ნა­ხა­ზე­ბი მას­ზე აეგო და ისე აეხ­ს­ნა მა­სა­ლა. და­ვა­ლე­ბე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­სა და შე­მოწ­მე­ბი­სას კი, ორ­მა­გი დრო გვე­ხარ­ჯე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, ვფიქ­რობ, ცოდ­ნის გა­მო­სავ­ლე­ნად, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო იყო შექ­მ­ნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ბა­დე­ე­ბი გვე­კე­თა, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ამას პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მ­ნია. სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩემ­თ­ვის აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა უფ­რო სტრე­სუ­ლი იყო, ვიდ­რე სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი.

ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი 3 კვი­რის გავ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად მოგ­ვი­წია. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას თით­ქოს ზედ­მე­ტი წვა­ლე­ბაა მიკ­რო­ფო­ნის ჩარ­თ­ვა, აზ­რის გა­მოთ­ქ­მა. ამი­ტო­მაც, რო­გორც შე­ვამ­ჩ­ნიე, სტუ­დენ­ტე­ბის/მოს­წავ­ლე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თავს იკა­ვებს აქ­ტი­უ­რო­ბის­გან. ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ში ნაკ­ლე­ბად არი­ან ჩარ­თუ­ლი, ვიდ­რე აუდი­ტო­რი­ებ­ში. ძირითადად ზუ­მის პლატ­ფორ­მას ვი­ყე­ნებთ, ხო­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ — ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტას. პრობ­ლე­მე­ბი არ შეგ­ვ­ქ­მ­ნია. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, ზოგ­ჯერ რთუ­ლია ჩუ­მი სივ­რ­ცის მო­ნახ­ვა, სა­დაც არა­ვინ შე­გა­წუ­ხებს. მით უფ­რო იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ოჯა­ხის სხვა წევ­რიც დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში სწავ­ლობს. მე და ჩე­მი და წი­ნას­წარ ვა­თან­ხ­მებ­დით ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­რიგს, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ხე­ლი არ შეგ­ვე­შა­ლა.ამას­თა­ნა­ვე, ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მაც რამ­დენ­ჯერ­მე შემ­ქ­მ­ნია, რად­გან ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის გა­მო სერ­ვე­რე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო.

4 ოქ­ტომ­ბ­რი­დან კამ­პუს­ში და­ვიწყეთ სი­ა­რუ­ლი და მი­ხა­რია, რომ კურ­სე­ლე­ბის პი­რა­დად გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა. შარ­შან დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს სახ­ლ­ში, კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­თან ვა­ტა­რებ­დი და ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნამ­დ­ვი­ლად და­მაკ­ლ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტი სკო­ლის­გან ბევ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. ახალ გა­მოწ­ვე­ვებს სი­ხა­რუ­ლით ვე­ლო­დე­ბი. მომ­წონს სტუ­დენ­ტო­ბა. პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას ლექ­ტო­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც უფ­რო მარ­ტი­ვია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­მოც თა­ვი­სას შვრე­ბა, მე­ტად გინ­დე­ბა, რომ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია კამ­პუს­ში მის­ვ­ლა. იმე­დი მაქვს ეპიდ­ვი­თა­რე­ბა სწავ­ლის ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ყო­ველ წელს პირ­ველ­კურ­სე­ლებს წვე­უ­ლე­ბას უწყო­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ის გა­მო, ეს ვერ მო­ხერ­ხ­და, თუმ­ცა იმედს ვი­ტო­ვებ, რომ გა­ზაფხულ­ზე სა­ვე­ლე პრაქ­ტი­კა­ზე წა­ვალთ. ამას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი.

⇒ ლი­ზა მა­მუ­კა­ძე,

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის (GIPA) ციფ­რუ­ლი მე­დი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი

პან­დე­მი­ამ საკ­მა­ოდ დი­დი და უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემს სა­ა­ბი­ტუ­რი­ენ­ტო პე­რი­ოდ­ზე. მარ­თა­ლია, დღეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა ბევ­რად დამ­ღ­ლე­ლი და არა­ე­ფექ­ტუ­რია, ვიდ­რე პი­რის­პირ. გან­წყო­ბა­ზეც ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებ­და ჩა­კე­ტი­ლო­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი, რა თქმა უნ­და, წი­ნა­სა­გა­მოც­დო ნერ­ვი­უ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა.

ჩე­მი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო წე­ლი დის­ტან­ცი­უ­რად და­იწყო და ეს სე­მეს­ტ­რი ონ­ლა­ინ მექ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩე­მი გან­წყო­ბა და­დე­ბი­თია. ლექ­ტო­რე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სი­ხა­რუ­ლით ვე­ლო­დე­ბი თი­თო­ე­ულ ლექ­ცი­ას. გა­ვი­ცა­ნი კურ­სე­ლე­ბი და ერ­თ­მა­ნეთს უკ­ვე 2-ჯერ შევ­ხ­ვ­დით კი­დეც.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას ZOOM-ის და Google classroom-ის პლატ­ფორ­მას ვი­ყე­ნებ. ორი­ვე კარ­გად მუ­შა­ობს, შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. რო­გორც ჩე­მი მე­გობ­რე­ბის­გან ვი­ცი, ამ მხრივ, მათ­თა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. რა თქმა უნ­და, ძნე­ლია, რო­დე­საც სწავ­ლე­ბის დროს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხარ ინ­ტერ­ნეტ­ზე, ტექ­ნი­კურ მოწყო­ბი­ლო­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იშ­ვას. მა­გა­ლი­თად, თუ შუ­ქი გა­ი­თი­შა, ან მო­ბი­ლუ­რი გა­ფუჭ­და, ან თუნ­დაც ინ­ტერ­ნე­ტი შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობს, ვერ შეხ­ვალ ლექ­ცი­ა­ზე, რაც პრობ­ლე­მას ქნის, რის გა­მოც ნერ­ვი­უ­ლობ. ასე­ვე, შუა ლექ­ცი­ის დროს შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი შე­გე­შა­ლოს იმის გა­მო, რომ ოჯა­ხის წევ­რ­მა ყუ­რადღე­ბა გა­გი­ფან­ტოს ან თუნ­დაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად სტუ­მა­რი გეს­ტუმ­როს. ბუ­ნებ­რი­ვია, პი­რის­პირ სწავ­ლი­სას მსგავს პრობ­ლე­მებს არ ვხვდე­ბით.

ვი­სურ­ვებ­დი პი­რის­პირ სწავ­ლას, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სი­ა­რულს, მოკ­ლედ, „ჩვე­უ­ლებ­რივ სტუ­დენ­ტო­ბას“. ვფიქ­რობ, ბევ­რად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნია აუდი­ტო­რი­ა­ში პი­რის­პირ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლექ­ცია თუ გაკ­ვე­თი­ლი. სტუ­დენ­ტი უფ­რო ჩარ­თუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ყუ­რადღე­ბი­ა­ნია, ვიდ­რე ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას.

GIPA მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და ძა­ლი­ან მომ­წონს. სა­სურ­ვე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, აუდი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ზე პი­რის­პირ დას­წ­რე­ბაა. ეს იქ­ნე­ბა ჩემ­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა და სა­სურ­ვე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა. ასე­ვე, ვი­სურ­ვებ­დი მრა­ვალ­ფე­რო­ვან, გან­ვი­თა­რე­ბულ, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­რე­მოს, რო­მე­ლიც არის კი­დეც GIPA-ში, უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს, ჩვე­ნი აუდი­ტო­რი­ებ­ში ყოფ­ნა აკ­ლია.

⇒ გი­ორ­გი ჯო­ხა­ძე,

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი

აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში დის­ტან­ცი­ურ­მა რე­ჟიმ­მა ჩე­მი გეგ­მე­ბი უარ­ყო­ფი­თად შეც­ვა­ლა, რად­გან სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შე­მიც­ვა­ლა. ონ­ლა­ინ მოგ­ვი­წია გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბაც და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბაც.

ჩე­მი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო წე­ლი და­იწყო იმე­დით, რომ სწავ­ლას დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში და­ვიწყებ­დი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და. ჩე­მი აზ­რით, პი­რის­პირ სწავ­ლის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ინც ატ­მოს­ფე­როა, რად­გან მო­ნი­ტო­რი უფ­რო ნე­გა­ტი­ურ გან­წყო­ბას აღ­ძ­რავს, ვიდ­რე აუდი­ტო­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მებს, სწავ­ლის დაწყე­ბის პირ­ველ კვი­რა­ში, იყო მცი­რე ხარ­ვე­ზე­ბი, ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას ყვე­ლა­ზე რთუ­ლია პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც ჯგუ­ფუ­რა­დაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რად­გა­ნაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეხ­ვედ­რა, ამ ეტაპ­ზე, არ ხერ­ხ­დე­ბა. ყვე­ლას­თ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი დრო­ის შერ­ჩე­ვა რთუ­ლია, თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის, დღის რე­ჟი­მი თა­ვად აქვს გა­წე­რი­ლი. სა­ოც­ნე­ბო სტუ­დენ­ტო­ბად აუდი­ტო­რი­ა­ში, დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში სწავ­ლა მი­მაჩ­ნია, და­ნარ­ჩენს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

⇒ ნი­ნო ლომ­თა­ძე

აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის „დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი PBL“

ჩემ­მა სა­ა­ბი­ტუ­რი­ენ­ტო წელ­მა ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ი­ა­რა. რა თქმა უნ­და, სტრე­სუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ეს პე­რი­ო­დი, რად­გან არ მინ­დო­და ონ­ლა­ინ სწავ­ლა­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი და ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მოცხა­დე­ბი­სას ყო­ველ­თ­ვის და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა, სა­ბო­ლო­ოდ კარგ შე­დეგ­ზე გა­ვე­დი.

სამ­წუ­ხა­როდ, ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ონ­ლა­ინ და­იწყო. შე­სა­ბა­მი­სად, არ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მავ­ლი­სა­კენ მივ­ყა­ვარ, იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­მედ­გა, სა­დაც ჩემს არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ას სა­ფუძ­ვე­ლი უნ­და ჩა­ე­ყა­როს. პირ­ვე­ლი გა­სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი იმ დღეს უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც ლექ­ტო­რებ­სა და თა­ნა­კურ­სე­ლებს აუდი­ტო­რი­ებ­ში შევ­ხ­ვ­დი, მიკ­როს­კო­პე­ბის გა­საც­ნო­ბად…

ვფიქ­რობ, მე­დი­ცი­ნის პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი არ გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ იმ ყვე­ლა­ფერს და­ვე­უფ­ლოთ, რაც სა­უ­კე­თე­სო ექი­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გა­რან­ტი იქ­ნე­ბა, რად­გან დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლე­ბი­სას პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­კითხ­ვას მო­ი­ცავს, ეს საკ­მა­რი­სი არ არის.

ჩვე­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პლატ­ფორ­მა თიმ­სია და ვფიქ­რობ, ის ნამ­დ­ვი­ლად გა­მარ­თუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ლექ­ცი­ებ­სა და პრაქ­ტი­კუ­ლებს ყო­ველ­გ­ვა­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე ვეს­წ­რე­ბი.

დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას თა­ვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბიც ახ­ლავს. ხში­რია ინ­ტერ­ნე­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბის პრობ­ლე­მა, ასე­ვე რთუ­ლია სახ­ლ­ში ისე­თი პი­რო­ბე­ბი შე­იქ­მ­ნა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტ­რა­ცია მო­ი­პო­ვო. პან­დე­მი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია. თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო წლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვა­ტა­როთ, ყო­ველ­გ­ვა­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით, უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ვირ­ტუ­ა­ლურ პა­ცი­ენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან. ეს ის გა­მოწ­ვე­ვაა, რომ­ლის მი­სა­ღე­ბა­დაც აკაკი წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნ­და აირ­ჩიო. რო­დე­საც ჩემს სა­სურ­ველ სტუ­დენ­ტო­ბას წარ­მო­ვიდ­გენ, ყო­ველ­თ­ვის იქ ვარ და იმას ვა­კე­თებ, რაც სა­უ­კე­თე­სო ექი­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

⇒ ანი ხვი­ჩია

აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი

გა­სუ­ლი წე­ლი ჩემ­თ­ვის, რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის, გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე აღ­მოჩ­ნ­და. ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მზა­დე­ბა ისე­თი სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო მოვ­ლე­ნის­თ­ვის, რო­გო­რიც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბია, მარ­ტი­ვი არ იყო, მით უფ­რო, რო­ცა მსგავ­სი მე­თო­დით სწავ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას. ამ რთულ მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­თან ერ­თად, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით მოგ­ვი­წია, რაც ად­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ აღ­მოჩ­ნ­და. მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა შევ­ძე­ლი და დღეს სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტი ვარ.

იმ მო­მენ­ტი­დან, რო­ცა პირ­ვე­ლად შე­ვა­ღე უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­რი, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის წიგ­ნის სრუ­ლი­ად ახა­ლი თა­ვი და­იწყო, ჯერ ცა­რი­ე­ლი ფურ­ც­ლე­ბით, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ივ­სე­ბა. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­ცა გა­ვი­აზ­რე რომ სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი, ალ­ბათ, სი­ა­მა­ყე იყო. იყო სტუ­დენ­ტი ესაა გრძნო­ბა, რო­მე­ლიც, ფაზ­ლის და­კარ­გუ­ლი ნა­წი­ლის მსგავ­სად, არ შე­გიძ­ლია სხვა რა­მით შე­ავ­სო და მის გა­მო­სა­ხა­ტად მარ­თე­ბუ­ლი სიტყ­ვაც არ მო­ი­ძებ­ნე­ბა.

ნე­ბის­მი­ერ მოვ­ლე­ნა­ში, და­დე­ბი­თის გვერ­დით, ყო­ველ­თ­ვის გვხვდე­ბა უარ­ყო­ფი­თიც. არც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბაა გა­მო­ნაკ­ლი­სი, რომ­ლის ამა თუ იმ ფორ­მით გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, დღეს, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია, ის მა­ინც ვერ იძ­ლე­ვა პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის მსგავს შე­დეგს. რთუ­ლია ეკონ­ტაქ­ტო ლექ­ტორს და კურ­სე­ლებს ეკ­რა­ნი­დან, იგ­რ­ძ­ნო რას ნიშ­ნავს იყო სტუ­დენ­ტი და რაც მთა­ვა­რია, მი­ი­ღო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ვფიქ­რობ, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მით უფ­რო ჩვენ­თ­ვის, PBL-ის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას ვე­უფ­ლე­ბით, რი­სი ათ­ვი­სე­ბაც დის­ტან­ცი­უ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა პლატ­ფორ­მა „თიმ­სი“. მი­უ­ხე­და­ვად ოლა­ინ ფორ­მატ­ში მუ­შა­ო­ბი­სა, სტუ­დენ­ტებს არ გვიგ­რ­ძ­ვ­ნია და­ნაკ­ლი­სი ლექ­ტო­რე­ბის­გან, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, თიმ­სის პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლე­ბი­თა და მუხ­ლ­ჩა­უხ­რე­ლი შრო­მით აგ­ვი­ნაზღა­უ­რონ პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის და­ნაკ­ლი­სი.

ვფიქ­რობ, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს სტუ­დენ­ტის მო­ტი­ვა­ცია და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უფ­რო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის დროს იქ­ნე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთვლი, რომ სირ­თუ­ლე არა თუ სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში, არა­მედ ასე­თი სწავ­ლი­სად­მი ნი­ჰი­ლის­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია. ვი­მე­დოვ­ნებ, ეპიდ­სი­ტუ­ა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს სრუ­ლად გა­და­ვერ­თოთ პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა­ზე და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უფ­რო მე­ტი დრო გა­ვა­ტა­როთ. ამის შემ­დეგ ჩე­მი სტუ­დენ­ტო­ბაც უფ­რო ნა­თე­ლი ფე­რე­ბით შე­ი­ღე­ბე­ბა.

⇒ თა­თია გი­გო­ლაშ­ვი­ლი

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი

რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სავ­სე თვე­ე­ბი ჩემ­თ­ვი­საც, ისე რო­გორც ჩე­მი მე­გობ­რე­ბის­თ­ვის, საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. იყო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად გვი­წევ­და, რაც იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი არ არის, რამ­დე­ნა­დაც პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა.

მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლა ცო­ტა­თი მა­ინც გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს აზ­რი მცდა­რი ყო­ფი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სწავ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად და­ვიწყეთ, მარ­ტი­ვად შე­ვე­გუე ახალ გრა­ფიკს, „გა­რე­მოს“, სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­სა და ზო­გა­დად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სპე­ცი­ფი­კას. გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი — ლექ­ტო­რე­ბი, კურ­სე­ლე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ყო­ველ დღე სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვა­ტა­რებ დროს.

პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ცოდ­ნა ეფექ­ტუ­რად და უფ­რო მარ­ტი­ვად მი­ვი­ღოთ. მინ­და ისიც აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ასე­თი გზა ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ცაა.

ამ ეტაპ­ზე, პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი ვსარ­გებ­ლობთ რო­გორც ზუ­მის, ასე­ვე მუდ­ლის პლატ­ფორ­მი­თაც. მუდ­ლი ნამ­დ­ვი­ლად გა­მარ­თუ­ლად და მარ­ტი­ვად მუ­შა­ობს, ზუმს კი გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი აქვს, რაც ხში­რად ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას აფერ­ხებს.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, ტე­ლე­ფო­ნის ინ­ტერ­ნეტ­ზე ან ვა­ი­ფა­ი­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვაც პირ­და­პირ გა­მო­რიცხავს იმ დღეს ლექ­ცი­ა­ზე დას­წ­რე­ბას. ხში­რად, ონ­ლა­ინ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო, მაგ­რამ მა­ინც გარ­კ­ვე­უ­ლი ხმა­უ­რიც ახ­ლავს (რაც, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ოჯახ­შია), რაც გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს ქ­მ­ნის.

ჩემ­თ­ვის სტუ­დენ­ტო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი 4 წე­ლია, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი — 6, რო­მე­ლიც მინ­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­თა და უამ­რა­ვი სა­სი­ა­მოვ­ნო დღით გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, გა­სა­ო­ცა­რი და რაც მთა­ვა­რია, უამ­რა­ვი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­თა და კომ­პე­ტენ­ცი­ით დატ­ვირ­თუ­ლი გავ­ხა­დო. სასურველი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­რე­მო ეს არის სას­წავ­ლე­ბე­ლი მე­გობ­რუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლექ­ტო­რე­ბი­თა და მყუდ­რო გა­რე­მო­თი, სა­დაც მის­ვ­ლა მუ­დამ გი­ხა­რია.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები