19 აპრილი, შაბათი, 2025

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სა­ბავ­შ­ვო წყლის ჭურ­ჭე­ლი და ვას­წავ­ლოთ ბავშვს და­მო­უ­კი­დებ­ლად სითხის მი­ღე­ბა

spot_imgspot_img

ბავ­შ­ვის ტრან­ზი­ცია სა­წო­ვა­რა ბოთ­ლი­დან ჭი­ქა­ზე ერთ-ერ­თი სა­ყუ­რადღე­ბო სა­კითხია ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. 6 თვი­დან, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი იწყე­ბენ ნა­ხევ­რად მყა­რი ან მყა­რი საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯ­ვას, ასე­ვე იწყე­ბენ წყლის და­ლე­ვას. 6 თვი­დან წყლის და­ლე­ვა, ძი­რი­თა­დად, კვე­ბის შემ­დეგ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხოლ­მე, მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში კი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, წყლის მი­ღე­ბის დო­ზა იზ­რ­დე­ბა.

წყლის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ბავ­შ­ვის ნა­ტიფ-მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი და ასე­ვე ორალ-მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რო­მე­ლი წყლის ჭურ­ჭე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ არ და­ვა­ზი­ა­ნოთ ბავ­შ­ვის ორალ-მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, არ გა­მო­ი­მუ­შა­ვოს ბავ­შ­ვ­მა არა­ა­სა­კობ­რი­ვი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბი და წყლის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი  მის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო და უსაფ­რ­თხო იყოს.

ამე­რი­კის პე­დი­ატ­რ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 1 წლის ასა­კის­თ­ვის, სა­სურ­ვე­ლია, ბავ­შ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ნელ-ნე­ლა შემ­ცირ­დეს სა­წო­ვა­რა ბოთ­ლი, ხო­ლო 18 თვის ასა­კის­თ­ვის მთლი­ა­ნად ამო­ღე­ბულ იქ­ნეს. ასე­ვე, მეტყ­ვე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბოთ­ლი­დან კვე­ბა ხელს უშ­ლის ბავ­შ­ვის ყლაპ­ვის უნა­რე­ბის და ორალ-მო­ტო­რუ­ლი კუნ­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

მო­დი, გან­ვი­ხი­ლოთ სა­ბავ­შ­ვო წყლის ჭურ­ჭე­ლი ასა­კის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბავ­შ­ვის უსაფ­რ­თხო ტრან­ზი­ცი­ის­თ­ვის ბოთ­ლი­დან ჭი­ქა­ზე. რჩე­ვე­ბი გან­კუთ­ვ­ნი­ლია ყვე­ლას­თ­ვის, თუმ­ცა თუ თქვენს პა­ტა­რას აქვს ორალ-მო­ტო­რუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, მო­ტო­რუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სირ­თუ­ლე ან ნა­ტიფ-მო­ტო­რუ­ლი სირ­თუ­ლე, პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­ა­როთ კონ­სულ­ტა­ცია ოკუ­პა­ცი­ურ თე­რა­პევ­ტ­თან და კო­მუ­ნი­კა­ცია, ენა, მეტყ­ვე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან.

6 თვი­დან მყა­რი საკ­ვე­ბის გაც­ნო­ბის პრო­ცეს­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ რამ­დე­ნი­მე სა­ხის წყლის ჭურ­ჭე­ლი ბავ­შ­ვის უნა­რე­ბის მი­ხედ­ვით:

  1. პა­ტა­რა სა­ბავ­შ­ვო ჭი­ქა (ezpz tiny cups), რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია სი­ლი­კო­ნის­გან, არ სრი­ა­ლებს და კომ­ფორ­ტუ­ლია ხელ­ში და­სა­ჭე­რად.

  1. ცხვი­რი­ა­ნი ჭი­ქა (nosey cup) ეხ­მა­რე­ბა ბავშვს, გა­ი­ვარ­ჯი­შოს სითხის მი­ღე­ბა­ში ისე, რომ არ მო­უ­წი­ოს თა­ვის უკან გა­და­წე­ვა, რის გა­მოც შესაძლებელია სითხის გა­დაც­დე­ნა. ჭი­ქის ერთ მხა­რეს ამოჭ­რი­ლია ზე­და­პი­რი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს ისე მო­ა­თავ­სო ცხვი­რი ჭი­ქა­ში, რომ არ გა­დას­წიო თა­ვი უკან სითხის მი­სა­ღე­ბად.

  1. 360 ჭი­ქა (360 cup) – ეს ჭი­ქა და­ეხ­მა­რე­ბა ბავშვს, ის­წავ­ლოს ჭი­ქი­დან და­ლე­ვა ისე, რომ არ გა­დას­ც­დეს სითხე. ჭი­ქი­დან წყლის მი­ღე­ბის დროს ბავ­შ­ვი აჭერს ტუ­ჩებს ჭი­ქის ზე­და­პირს და წყა­ლი იღ­ვ­რე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი 360 ჭი­ქე­ბია სითხის მო­ცუ­ლო­ბის გად­მოღ­ვ­რის მი­ხედ­ვით.

9 თვი­დან შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ საწ­რუ­პი­ა­ნი წყლის ჭურ­ჭე­ლი. გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

  1. და­თუ­ნი­ას ჭი­ქა (Honey Bear Cup) და­ეხ­მა­რე­ბა თქვენს შვილს, ის­წავ­ლოს საწ­რუ­პის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჭი­ქას აქვს ფუნ­ქ­ცია, რომ თუ ბავ­შ­ვი და­თუ­ნი­ას ბოთლს და­აწ­ვე­ბა, სითხე თვი­თონ ამო­დის საწ­რუპ­ში.

  1. ნუმ­ნუ­მის საწ­რუ­პი­ა­ნი ჭი­ქა (NumNum Weighted Straw Cup) მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ხელ­ში და­სა­ჭე­რად, აქვს მოკ­ლე, სენ­სო­რუ­ლი ზე­და­პი­რის მქო­ნე საწ­რუ­პი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ბავშვს, ენი­სა და ტუ­ჩე­ბის სწორ პო­ზი­ცი­ა­ში და­ლი­ოს სითხე.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ საწ­რუ­პი­ა­ნი ჭი­ქაც გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ით გა­მო­ი­ყე­ნოთ ბავ­შ­ვ­თან და 15-18 თვი­დან მის­ცეთ მას ჭი­ქის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, თა­ვი­დან თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დეს და და­ეღ­ვა­როს კი­დეც სითხე.

⇒ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მშობ­ლებს ⇓ ⇓ ⇓

  1. დღის მან­ძილ­ზე მი­ე­ცით ბავშვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღოს სითხე საყ­ვა­რე­ლი წყლის ჭურ­ჭ­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით, აქ­ტი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვის შემ­დეგ, რო­გო­რი­ცაა: სირ­ბი­ლი, ხტუ­ნა­ო­ბა, ეზო­ში თა­მა­ში და ა.შ.
  2. ითა­მა­შეთ სა­ბავ­შ­ვო ჭურ­ჭ­ლით, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ვი­თომ ჩა­ის სვამთ, ხან თქვენ სთხო­ვეთ წყა­ლი და­გა­ლე­ვი­ნოთ. აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის, ფორ­მის და ზო­მის სა­თა­მა­შო ჭი­ქე­ბი საყ­ვა­რელ თო­ჯი­ნებ­თან და სა­თა­მა­შო­ებ­თან.
  3. გა­უ­მახ­ვი­ლეთ ყუ­რადღე­ბა სითხის და­ლე­ვის პრო­ცეს­ზე, აიღეთ დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­უ­ლად ჭი­ქა, მი­ი­დეთ ტუ­ჩებ­თან, გა­მო­ე­ცით ყლაპ­ვის ხმა და შემ­დეგ დად­გით მა­გი­და­ზე. სთხო­ვეთ, ახ­ლა მან გა­ი­მე­ო­როს.
  4. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ გამ­ჭვირ­ვა­ლე წყლის ჭურ­ჭე­ლი, რა­თა ბავ­შ­ვი და­აკ­ვირ­დეს სა­კუ­თარ შე­დე­გებს, რამ­დე­ნი წვე­ნი და­ლია, რამ­დე­ნი დარ­ჩა ჭი­ქა­ში და ა.შ.
სტა­ტია მო­ამ­ზა­და ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სუ­პერ­ვი­ზორ­მა, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­მა 

სო­ფიო მე­ლა­ძემ

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება