25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში

spot_img

ნი­ნო ხუნ­და­ძე

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი

 

სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბი შედ­გე­ნი­ლია იმ პროგ­რა­მის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, ამ­დე­ნად, არ­სე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გაძ­ლევთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ჩვენს გა­მოც­და­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კითხე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სოდ მო­ემ­ზა­დოთ.

აბი­ტუ­რი­ენტს გა­მოც­და­ზე მო­ეთხო­ვე­ბა:

⇔ ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ცოდ­ნა და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა;

⇔ სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ცნე­ბე­ბი­სა და ტერ­მი­ნე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა;

⇔ სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის ცოდ­ნა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა ნა­მუ­შევ­რის შექ­მ­ნი­სა თუ ანა­ლი­ზის დროს;

⇔ ეპო­ქის, მხატ­ვ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და სტი­ლი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ზო­გა­დი ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მა­თი და­კავ­ში­რე­ბა ის­ტო­რი­ულ, გე­ოგ­რა­ფი­ულ, ეთ­ნი­კურ, რე­ლი­გი­ურ, სო­ცი­ა­ლურ სა­ფუძ­ვ­ლებ­თან, ანუ ამ სა­კითხე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში გან­ხილ­ვა;

⇔ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებს შო­რის მსგავ­სი და გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის მიგ­ნე­ბა და შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ტეს­ტის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის მე­თოდს ეფუძ­ნე­ბა და ამ დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გა­მოვ­ლე­ნა;

⇔ შე­მოქ­მე­დის გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ენის, სტი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და სახ­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა;

⇔ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის ანა­ლი­ზი, შე­ფა­სე­ბა, არ­გუ­მენ­ტე­ბის ლო­გი­კუ­რად, და­მა­ჯე­რებ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

⇔ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

სა­გა­მოც­დო ტეს­ტით მოწ­მ­დე­ბა:

⇔ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი;

⇔ სა­კითხის გა­აზ­რე­ბის, ანა­ლი­ზის, გან­ზო­გა­დე­ბი­სა და დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნის უნა­რი;

⇔ შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი;

⇔ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბის უნა­რი;

⇔ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი, რო­მე­ლიც სწო­რედ იმ შე­ფა­სე­ბებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­მელ­საც, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამო­ვი­კითხავთ თქვენს ნა­მუ­შე­ვარ­ში — რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ ამა თუ იმ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რას, 43  1-ქუ­ლი­ა­ნი და­ვა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ცოდ­ნა­ზე, გა­გე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ეს არის ტეს­ტის 61%. სა­კითხე­ბი, პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია შემ­დეგ­ნა­ი­რად — რო­გორც ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­დან, ასე­ვე მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­დან; ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის პე­რი­ო­დე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბი და სტი­ლი, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბი და ჟან­რე­ბი. უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ცოდ­ნა იმ ტერ­მი­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ სა­გან­თან და იმ სახ­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ხერ­ხე­ბის ცოდ­ნა, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბის მხატ­ვ­რულ ენას წარ­მო­ად­გენს და რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქმნი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შებს.

გვაქვს რო­გორც და­ხუ­რუ­ლი, ასე­ვე ღია და­ვა­ლე­ბე­ბი. ჩვე­ნი ტეს­ტის მე­ო­რე ნა­წი­ლი — 39% — ანა­ლი­ზის, სინ­თე­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის ფა­ზა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

მთლი­ა­ნი ტეს­ტი 70-ქუ­ლი­ა­ნია, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი გამ­ს­ვ­ლე­ლი ქუ­ლაა 18. და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, რომ არც ისე რთუ­ლია 18 ქუ­ლის მი­ღე­ბა, თუ ადა­მი­ანს ოდ­ნავ მა­ინც აქვს წარ­მოდ­გე­ნა ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე და მეტ-ნაკ­ლე­ბად ეს­მის მხატ­ვ­რუ­ლი ენა. ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას ახ­ლავს ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, რომ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა იძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, აბი­ტუ­რი­ენტს სა­ერ­თოდ რომ არ ჰქონ­დეს ამ მა­სა­ლა­ზე წარ­მოდ­გე­ნა, დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რით, კითხ­ვე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ზე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შეძ­ლოს პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია დამ­ხ­მა­რე კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნას შე­გიქ­მ­ნით, თუ რა ტი­პის კითხ­ვე­ბია გა­მოც­და­ზე, ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ამო­ი­კითხოთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ არ უნ­და და­იბ­ნეთ გა­მოც­და­ზე და რო­გორ გას­ცეთ თი­თო­ე­ულ კითხ­ვას სრულ­ყო­ფი­ლად პა­სუ­ხი.

სა­გა­მოც­დო ტეს­ტის პირ­ველ ბლოკ­ში და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის 3 ჯგუ­ფია, თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის კითხ­ვე­ბი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნილ ერთ ან ორ ნი­მუშს შე­ე­ხე­ბა. ყო­ველ კითხ­ვას 4 სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი ახ­ლავს, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ერ­თია სწო­რი. მო­ცე­მუ­ლია 6-7 ან, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 8 კითხ­ვა, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის მხო­ლოდ ერთ ნი­მუშ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სლა­იდ­ზე მო­ცე­მუ­ლია ეს ნი­მუ­ში, თა­ვი­სი კითხ­ვით. იწყე­ბა მარ­ტი­ვი კითხ­ვე­ბით და შემ­დეგ რთულ­დე­ბა, ანა­ლი­ზის შე­სა­ფე­რის კითხ­ვებ­ზე გა­და­დის. თუმ­ცა, აქაც ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ არის გან­საზღ­ვ­რა იმი­სა, ვის­თ­ვის რო­მე­ლი კითხ­ვა უფ­რო რთუ­ლია — ზო­გი­ერ­თის­თ­ვის მთა­ვა­რია ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ცოდ­ნა და ეს ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა კარ­გად იცის, ზო­გის­თ­ვის კი ანა­ლი­ტი­კურ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა უფ­რო ად­ვი­ლია იმი­ტომ, რომ იგი ად­ვი­ლად იყე­ნებს დაკ­ვირ­ვე­ბის უნარს და სწო­რედ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ა­ჩენს კითხ­ვებ­ზე პა­სუხს.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყუ­რადღე­ბით წა­ი­კითხავთ თი­თო­ე­ულ კითხ­ვას იმი­ტომ, რომ თვი­თონ კითხ­ვა იძ­ლე­ვა ნა­წი­ლობ­რივ პა­სუხს შე­კითხ­ვა­ზე და თქვენ მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ ორი­ენ­ტი­რე­ბას ოთხ და­ხუ­რულ პა­სუხ­ში, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია. აუცი­ლე­ბ­ლად მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რადღე­ბა, რომ ხში­რად უარ­ყო­ფის შემ­ც­ვე­ლი კითხ­ვე­ბია დას­მუ­ლი და იმა­ზე კი არ უნ­და უპა­სუ­ხოთ, რა არის, არა­მედ — მო­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხე­ბი­დან რო­მე­ლი არ არის.

ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ციაა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ, და­ხუ­რუ­ლი კითხ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიც.

და­ვა­ლე­ბის შემ­დე­გი ტი­პია წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბა:

აქ მო­ცე­მუ­ლია ძა­ლი­ან ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ამ­სახ­ვე­ლი კითხ­ვე­ბი. ამ და­ვა­ლე­ბებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა თქვე­ნი ცოდ­ნა ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლი­სა, ასე­ვე იმ ტერ­მი­ნე­ბის, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის ანა­ლი­ზი­სას და სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან კარ­გად აფა­სებს იმას, თუ რო­გორ ფლობთ ამ სა­განს. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე ნი­მუ­ში:

— ფე­რე­ბის შე­სა­ზა­ვე­ბელ და­ფას ……… ეწო­დე­ბა. უნ­და ჩას­ვათ სიტყ­ვა — პა­ლიტ­რა.

— ფერ­თა თე­ო­რი­ა­ში …. და …. არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ფე­რი. უნ­და ჩას­ვათ — თეთ­რი და შა­ვი.

შემ­დე­გი და­ვა­ლე­ბის ტი­პი — „ჭეშ­მა­რი­ტია-მცდა­რია“. აქაც მო­ცე­მუ­ლია ფორ­მუ­ლი­რე­ბა და ამ წი­ნა­და­დე­ბა­ში თქვენ უნ­და აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რამ­დე­ნად სწო­რად არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ესა თუ ის აზ­რი. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბიც ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბით უნ­და წა­ი­კითხოთ.

აქ, მა­გა­ლი­თად, არის — ეგ­ვიპ­ტურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ამარ­ნის კულ­ტუ­რის (ეხ­ნა­ტო­ნის პე­რი­ო­დის) პორ­ტ­რე­ტულ ნი­მუ­შებს გა­რეგ­ნუ­ლი სა­ხა­სი­ა­თო ნიშ­ნე­ბის რე­ა­ლის­ტუ­რი ასახ­ვა ახა­სი­ა­თებს. მოხ­მო­ბი­ლი გვაქვს თვი­თონ აპ­ლი­კან­ტ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ფა­სე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ქუ­ლით.

ეს და­ვა­ლე­ბა 1 ქუ­ლით ფას­დე­ბა და თუ აპ­ლი­კან­ტი და­წერს — ეხ­ნა­ტო­ნის პე­რი­ოდ­ში მხატ­ვ­რე­ბი ქმნიდ­ნენ გა­ი­დე­ა­ლე­ბულ პორ­ტ­რეტს, რის გა­მოც მათ არ ახა­სი­ა­თებთ გა­რეგ­ნუ­ლი სა­ხა­სი­ა­თო ნიშ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბა — ასეთ პა­სუხ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აპ­ლი­კან­ტი მი­ი­ღებს 0-ს. ხო­ლო პა­სუხ­ში — ფორ­მუ­ლი­რე­ბა ჭეშ­მა­რი­ტია, აუცი­ლებ­ლად უნ­და ეწე­როს — ეგ­ვიპ­ტურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ამარ­ნის კულ­ტუ­რის პორ­ტ­რე­ტულ ნი­მუ­შებს გა­რეგ­ნუ­ლი სა­ხა­სი­ა­თო ნი­მუ­შე­ბის რე­ა­ლის­ტუ­რი ასახ­ვა ახა­სი­ა­თებს. მო­ნიშ­ნუ­ლი უნ­და იყოს პა­სუ­ხი „ჭეშ­მა­რი­ტია“ იმი­ტომ, რომ ეს ფორ­მუ­ლი­რე­ბა თა­ვის­თა­ვად ჭეშ­მა­რი­ტია და არ სა­ჭი­რო­ებს სხვა აზ­რის მოხ­მო­ბას.

შემ­დე­გი ტი­პის და­ვა­ლე­ბა გახ­ლავთ — და­ად­გი­ნეთ შე­სა­ბა­მი­სო­ბა.

მო­ცე­მუ­ლია გრა­ფი­კუ­ლი ან ფერ­წე­რუ­ლი ნი­მუ­ში, ან დე­ტა­ლი ამ ნი­მუ­ში­დან. თვი­თონ სუ­რათ­ზე და­ტა­ნი­ლია ნიშ­ნე­ბი და უნ­და და­ად­გი­ნოთ შე­სა­ბა­მი­სო­ბა ამ ნიშ­ნუ­ლებ­სა და იმ სახ­ვით სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და ხერ­ხებს შო­რის, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია. აქ­ვე წარ­მოდ­გე­ნილ და­ფა­ზე X ნიშ­ნით უნ­და აღ­ნიშ­ნოთ შე­სა­ბა­მი­სი უჯ­რა. ეს და­ვა­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და უკ­ვე იძ­ლე­ვა წარ­მოდ­გე­ნას იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ღრმად ერ­კ­ვე­ვა აპ­ლი­კან­ტი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მხატ­ვ­რულ ენა­ში.

შემ­დეგ მო­დის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბე­ბი — ღია კითხ­ვე­ბი. ღია კითხ­ვე­ბის ბლოკ­ში 4 და­ვა­ლე­ბაა, აქე­დან სა­მი 4-ქუ­ლი­ა­ნია, ხო­ლო ბო­ლო და­ვა­ლე­ბა 15-ქუ­ლი­ა­ნია და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი წო­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია, რად­გან ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას. ჩვენ ვცდი­ლობთ, რაც შე­იძ­ლე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა მი­ვა­წო­დოთ აპ­ლი­კან­ტებს, რომ სა­მუ­შა­ო­დაც სა­ინ­ტე­რე­სო იყოს და კარ­გა­დაც ჩან­დეს ის მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, რა­ზეც მათ უნ­და ისა­უბ­რონ, იმ­ს­ჯე­ლონ. გიჩ­ვე­ნებთ ზო­გი­ერთ მათ­განს.

აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია რე­ნე მაგ­რი­ტის სუ­რა­თი და აქ­ვეა მი­თი­თე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც უნ­და შე­ას­რუ­ლოს აპ­ლი­კან­ტ­მა ეს და­ვა­ლე­ბა — გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სუ­რა­თის მხატ­ვ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი სახ­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით; თქვენ მი­ერ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი სახ­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით მი­ა­კუთ­ვ­ნეთ სუ­რა­თი მხატ­ვ­რულ სტილს, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას; გან­მარ­ტეთ თქვენ მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი სტი­ლის, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ზო­გა­დი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი; იმ­ს­ჯე­ლეთ სტი­ლის, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და სუ­რა­თის მხატ­ვ­რულ-სტი­ლურ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე. და­ვა­ლე­ბა 4-ქუ­ლი­ა­ნია. სა­კითხი სრულ­ყო­ფი­ლად გა­აზ­რე­ბუ­ლად მა­შინ ჩა­ით­ვ­ლე­ბა, თუ იქ­ნე­ბა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა და აპ­ლი­კან­ტი ფერ­წე­რულ ნი­მუშს სი­უ­რე­ა­ლიზ­მის მხატ­ვ­რულ სტილს მი­ა­კუთ­ვ­ნებს, ყუ­რადღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს იმ მხატ­ვ­რულ ნიშ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია რო­გორც ზო­გა­დად სი­უ­რე­ა­ლიზ­მის სტი­ლი­სათ­ვის, ასე­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლად მო­ცე­მუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის­თ­ვის. პა­სუხ­ში უნ­და ჩან­დეს მო­ცე­მუ­ლი სა­კითხის გა­აზ­რე­ბუ­ლი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, სრულ­ყო­ფი­ლი ანა­ლი­ზი. იგი გამ­ყა­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით და ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბით.

აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვურ­ჩევ­დი, რომ ასე­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს სა­ჭი­რო არ არის ზედ­მე­ტი ფაქ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბის ან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა თვი­თონ მხატ­ვარ­ზე ან წარ­მოდ­გე­ნილ სუ­რათ­ზე. ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი უნ­და იყოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სტილ­ზე და ამ სტი­ლის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ მხატ­ვ­რულ ნიშ­ნებ­ზე, მათ მი­მარ­თე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ სუ­რათ­თან. შე­იძ­ლე­ბა აპ­ლი­კანტს მხო­ლოდ ორი ან სა­მი წი­ნა­და­დე­ბა ეწე­როს ამ და­ვა­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფილ არე­ზე პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში და ეს და­ვა­ლე­ბა უმაღ­ლე­სი ქუ­ლით შე­ფას­დეს.

ხში­რია ისე­თი შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც აპ­ლი­კან­ტე­ბი არა­სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ით ავ­სე­ბენ ამ არეს და ძა­ლი­ან ბევრ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ — რაც უფ­რო მეტს წერ და რაც უფ­რო მე­ტად გინ­და, რომ გა­მო­ავ­ლი­ნო ცოდ­ნა (ამავ­დ­რო­უ­ლად, შე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კითხის მი­მართ არ არის „მყა­რი“, ცოდ­ნის თვალ­საზ­რი­სით), უფ­რო მეტ შეც­დო­მას უშ­ვებ. ამი­ტომ, ჯო­ბია, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი წე­როთ და კონ­კ­რე­ტულ კითხ­ვა­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხი გას­ცეთ.

მე­ო­რე და­ვა­ლე­ბა ასე­თია:

რო­მე­ლი ეპო­ქის ან/და სტი­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტო­ზე? წარ­მო­ა­ჩი­ნეთ თქვენ მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სტი­ლის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ნიშ­ნე­ბი. გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­გე­ბო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და და­ად­გი­ნეთ, რო­მე­ლი ეპო­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა უდევს სა­ფუძ­ვ­ლად წარ­მოდ­გე­ნილ ნი­მუშს. თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა გა­ამ­ყა­რეთ არ­გუ­მენ­ტე­ბით.

აქაც მო­ცე­მუ­ლია შე­ფა­სე­ბის სქე­მა, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია, თუ რა შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ­სა­ხუ­რებს აპ­ლი­კან­ტი 4 ქუ­ლას. მა­გა­ლი­თად, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბის სტი­ლი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნიშ­ნებს თუ ჩა­მოთ­ვ­ლის: მრუ­დი ხა­ზე­ბით შექ­მ­ნი­ლი ფორ­მე­ბი, კუთხო­ვა­ნი ფორ­მე­ბის უარ­ყო­ფა და ა.შ.; თუ აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბის სტრუქ­ტუ­რა და გეგ­მა­რე­ბა გო­თი­კუ­რი ტაძ­რე­ბის გეგ­მა­რე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რის მსგავ­სია, ფა­სა­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ გა­აზ­რე­ბა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა დე­კო­რა­ტი­უ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია კა­რის სა­მი ჭრი­ლით, შეწყ­ვი­ლე­ბუ­ლი კოშ­კე­ბით, რო­მე­ლიც პორ­ტა­ლის მარ­ჯ­ვე­ნა და მარ­ცხე­ნა მხა­რეს კა­რე­ბის აყო­ლე­ბა­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი — ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ იქ­ნე­ბა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს არის არ-ნუ­ვოს სტი­ლის ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა გო­თი­კუ­რი ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სტრუქ­ტუ­რას, აპ­ლი­კან­ტი და­იმ­სა­ხუ­რებს უმაღ­ლეს ქუ­ლას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი უნ­და იყოს ის ნიშ­ნე­ბიც, რომ­ლი­თაც გან­საზღ­ვ­რა, რომ ეს არის არ-ნუ­ვოს, ანუ მო­დერ­ნის სტი­ლი. არ არის სა­ჭი­რო ავ­ტო­რის და­სა­ხე­ლე­ბა, თუმ­ცა ეს საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ძეგ­ლია, მაგ­რამ თუ აპ­ლი­კანტს არ გა­ახ­სენ­დე­ბა ავ­ტო­რი და არც სა­ხელ­წო­დე­ბა ამ ძეგ­ლის, მაგ­რამ სტი­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას მო­ახ­დენს და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რის სა­ფუძ­ველს და­ა­სა­ხე­ლებს, იგი და­იმ­სა­ხუ­რებს უმაღ­ლეს ქუ­ლას.

მე­სა­მე ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბაა — სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რის, და­ვით კა­კა­ბა­ძის ფერ­წე­რუ­ლი სუ­რა­თი „იმე­რე­თი — დე­და­ჩე­მი“.

თქვე­ნი აზ­რით, რა იდე­უ­რი კავ­ში­რია სუ­რა­თის წი­ნა და უკა­ნა პლა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს შო­რის? გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ სუ­რა­თი და და­ად­გი­ნეთ რა მხატ­ვ­რულ სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებს მხატ­ვა­რი (სულ მცი­რე, ორი სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც, მა­გა­ლი­თად, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ელე­მენ­ტი, პრინ­ცი­პი, მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხი) სუ­რათ­ზე აზ­რი­სა და იდე­ის გად­მო­სა­ცე­მად.

შე­ფა­სე­ბის სქე­მა­ში ანა­ლი­ზია მო­ცე­მუ­ლი, რო­გო­რი ტი­პის გან­მარ­ტე­ბე­ბი უნ­და ჰქონ­დეს აბი­ტუ­რი­ენტს, რო­გორ უნ­და ჰქონ­დეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აზ­რი. აპ­ლი­კან­ტ­მა უნ­და წარ­მო­ა­ჩი­ნოს მშობ­ლი­ურ კუთხე­სა და დე­დას შო­რის სიმ­ბო­ლუ­რი და იდე­უ­რი კავ­ში­რი — სამ­შობ­ლო, რო­გორც იმ კუთხის შვი­ლე­ბის ზო­გა­დი მშო­ბე­ლი (იმე­რე­თის პე­ი­ზა­ჟი უკა­ნა პლან­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და დე­დის პორ­ტ­რე­ტი — წი­ნა პლან­ზე). უკა­ნა პლან­ზე მხატ­ვა­რი იმე­რე­თის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის, უფ­რო მე­ტიც, აბ­ს­ტ­რაქ­ტულ პე­ი­ზაჟს წარ­მოგ­ვიდ­გენს (სამ­შობ­ლო, ერ­თი მხრივ — კონ­კ­რე­ტუ­ლი, თუმ­ცა, ზო­გა­დი ცნე­ბა ადა­მი­ან­თათ­ვის) მა­შინ, რო­ცა წი­ნა პლა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი საკ­მა­ოდ რე­ა­ლის­ტუ­რია და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბიც სკრუ­პუ­ლო­ზუ­რა­დაა ასა­ხუ­ლი (ყვა­ვი­ლე­ბი, ბა­ლა­ხი, ქა­ლის ხე­ლე­ბი, ჩაც­მუ­ლო­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბი). დე­და, რო­გორც კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. დე­დის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, მარ­თა­ლია, რე­ა­ლის­ტუ­რია, თუმ­ცა მხატ­ვა­რი ქა­ლის — დე­დის — ზო­გად მხატ­ვ­რულ სა­ხეს წარ­მოგ­ვიდ­გენს, რა­საც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი და სა­ხა­სი­ა­თო პორ­ტ­რე­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბის უარ­ყო­ფა გან­საზღ­ვ­რავს.

ეს და­ვა­ლე­ბა, ერ­თი მხრივ, შე­და­რე­ბით რთუ­ლია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ და­ვა­ლე­ბის გას­წო­რე­ბი­სას, ძა­ლი­ან ბევ­რი საკ­მა­ოდ კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი წა­ვი­კითხეთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რამ­დე­ნად აქვს ადა­მი­ანს დაკ­ვირ­ვე­ბის, დე­ტა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის და ამ ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის უნა­რე­ბი.

აქ, რო­გორც ხე­დავთ, არ იყო აუცი­ლე­ბე­ლი, ამო­გეც­ნოთ, ვინ არის ავ­ტო­რი, რა ნა­წარ­მო­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არა­მედ სწო­რედ ეს მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი უნ­და და­გედ­გი­ნათ.

ბო­ლო და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც აქ სა­ნი­მუ­შოდ გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის 15-ქუ­ლი­ა­ნი და­ვა­ლე­ბაა.

წარ­მოდ­გე­ნი­ლია დიეგო ველასკესის „მე­ნი­ნე­ბი“ და პაბ­ლო პი­კა­სოს ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია ამ სუ­რა­თის. ამ და­ვა­ლე­ბას ყო­ველ­თ­ვის ახ­ლავს მი­თი­თე­ბა და უნ­და შეს­რულ­დეს 4 მი­თი­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე:

  1. და­აკ­ვირ­დით წარ­მოდ­გე­ნილ ნი­მუ­შებს და იმ­ს­ჯე­ლეთ ორი­გი­ნა­ლი­სა და ამა­ვე თე­მა­ზე შექ­მ­ნი­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის მსგავ­სე­ბა­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ზე.

რა არის გა­მო­სა­ხუ­ლი მო­ცე­მულ სუ­რათ­ზე? ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი დარ­გის ნი­მუ­შე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი? რო­მე­ლი სახ­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სახ­ვი­თი ხერ­ხე­ბია ავ­ტო­რე­ბის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხი­სა და  ხა­სი­ა­თის შე­საქ­მ­ნე­ლად? — ამ მი­თი­თე­ბას ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წო­ნა აქვს, ის 5-ქუ­ლი­ა­ნია.

  1. ხე­ლოვ­ნე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ნი­მუ­შის სტი­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მი­ა­კუთ­ვ­ნეთ ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდს და/ან მხატ­ვ­რულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. და­ა­სა­ბუ­თეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა. — ეს მი­თი­თე­ბაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი წო­ნის არის, 4-ქუ­ლი­ა­ნია.
  2. გა­ნი­ხი­ლეთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ის­ტო­რი­ულ და კულ­ტუ­რულ კონ­ტექ­ს­ტ­ში. იმ­ს­ჯე­ლეთ, ახ­დენს თუ არა გავ­ლე­ნას ის­ტო­რი­ის და კულ­ტუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რამ­დე­ნა­დაა ეს გავ­ლე­ნე­ბი ასა­ხუ­ლი მო­ცე­მულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­ზე. თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ამ­ყა­რეთ არ­გუ­მენ­ტე­ბით. — ეს ნა­წი­ლიც 4-ქუ­ლი­ა­ნია.
  3. გა­მო­ხა­ტეთ სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ამ ნი­მუ­შე­ბის მი­მართ. და­ა­სა­ბუ­თეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი.

ეს გახ­ლავთ და­ვა­ლე­ბის 2-ქუ­ლი­ა­ნი ნა­წი­ლი. მინ­და გითხ­რათ, რომ ეს და­ვა­ლე­ბე­ბიც, უმე­ტე­სად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გვხვდე­ბა ხოლ­მე. შე­ფა­სე­ბის სქე­მა­ზე ძა­ლი­ან მკა­ფი­ო­დაა ასა­ხუ­ლი, რო­გო­რი ნაშ­რო­მი რა ქუ­ლას იმ­სა­ხუ­რებს.

ნა­ე­კის ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კრე­ბულ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ნი­მუ­შე­ბი, სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლა, რო­გორ ნა­წერ­ში იწე­რე­ბა 15 ქუ­ლა, რო­გორ­ში — 8 ქუ­ლა, 3 ქუ­ლა და ა.შ.

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას და გირ­ჩევთ, გა­ერ­კ­ვეთ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბას გა­ზი­ა­რებთ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები