14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს კითხ­ვე­ბის დას­მა

spot_img

ალ­ბათ ხში­რად გა­გი­გო­ნი­ათ, რო­გორ წუ­წუ­ნე­ბენ მშობ­ლე­ბი იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვე­ბი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, აურაცხელ კითხ­ვას სვა­მენ.

კითხ­ვე­ბის დას­მას ისი­ნი 2-3 წლის ასაკ­ში სწავ­ლო­ბენ. საწყის ეტაპ­ზე, კითხ­ვე­ბი, ხან­და­ხან, ერ­თი სიტყ­ვით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­ცა ბავშვს სთხოვთ მო­გა­წო­დოთ მა­გი­დი­დან წიგ­ნი, ის აიღებს რო­მე­ლი­მე წიგნს და გკითხავთ – „წიგ­ნი“? ეს სიტყ­ვა გუ­ლის­ხ­მობს – „ეს წიგ­ნი გინ­დო­და?“ ან „რო­მე­ლი წიგ­ნი გინ­და, ეს?“ მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ კითხ­ვე­ბის დას­მას – „რა­ტომ“, „ვინ“, „სად“, „რო­დის“, „რო­გორ“ და სხვა კითხ­ვის გა­მომ­ხატ­ვე­ლი კონ­ცეფ­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

სა­ნამ კითხ­ვე­ბის დას­მის სწავ­ლე­ბას და­ვიწყებთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვებ­მა ჯერ თვი­თონ ის­წავ­ლონ ჩვენ მი­ერ დას­მულ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მარ­ტი­ვი ტი­პის კითხ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა – „სად არის დე­დი­კო?“, „რო­მე­ლი საკ­ვე­ბი გინ­და?“ და ა.შ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ კითხ­ვე­ბის დას­მის და პა­სუ­ხის გა­ცე­მის დროს, თუ ჟეს­ტებ­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ, უფ­რო მარ­ტი­ვად აღიქ­ვა­მენ ბავ­შ­ვე­ბი კითხ­ვა-პა­სუ­ხის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბას.

გთა­ვა­ზობთ, რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბას, თუ რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა:

  1. ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა: კვე­ბა, ჩაც­მა-გახ­და, თა­მა­ში და ა.შ. მი­ე­ცით ბავშვს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. შეს­თა­ვა­ზეთ რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი და და­უს­ვით კითხ­ვა: „რო­მე­ლი მოგ­წონს?“, „გინ­და ეს კა­ბა ჩა­იც­ვა, მოგ­წონს?“, „გწყუ­რია?“ და და­ე­ლო­დეთ, გა­მო­ხა­ტოს რე­აქ­ცია დას­მულ კითხ­ვა­ზე, იქ­ნე­ბა ეს ვერ­ბა­ლუ­რი თუ ჟეს­ტე­ბის, მი­მი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით.
  2. თა­მა­შის დროს მო­ა­თავ­სეთ ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი მი­სი მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში, მაგ­რამ ცო­ტა მი­უწ­ვ­დო­მელ ად­გი­ლას. რო­ცა შე­ამ­ჩ­ნევთ, რომ ბავ­შ­ვი ცდი­ლობს სა­თა­მა­შო აიღოს, ჰკითხეთ: „რა გინ­და?“, „რა მო­გა­წო­დო?“
  3. შე­გიძ­ლი­ათ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი ისეთ სა­ხა­ლი­სო და მარ­ტივ თა­მა­შებ­ში ჩარ­თოთ, რო­გო­რი­ცაა „და­მა­ლო­ბა­ნა“. გა­და­ა­ფა­რეთ ბავშვს პა­ტა­რა მო­სას­ხა­მი და იკითხეთ: „სად წა­ვი­და გი­ორ­გი?“ ბავ­შ­ვი კი უცებ გა­და­იხ­დის ნა­ჭერს და თქვენ იტყ­ვით: „უი, აქ ყო­ფი­ლა“.

  1. ბა­ნა­ო­ბის დროსჰკითხეთ სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი,მაგ.: „სად არის შე­ნი ფე­ხი?“ და­ე­ლო­დეთ გა­მო­გეხ­მა­უ­როთ. ჩაც­მა-გახ­დის დროს კი ჰკითხეთ: „ახ­ლა რი­სი ჩაც­მის დროა?“ და­ე­ლო­დეთ ბავ­შ­ვის რე­ა­გი­რე­ბას და შემ­დეგ და­უ­დას­ტუ­რეთ, კი, ახ­ლა შარ­ვ­ლის ჩაც­მის დროა.
  2. ხატ­ვის დროს თქვენც და­ხა­ტეთ სხვა­დას­ხ­ვა სა­გა­ნი და ფი­გუ­რა, შემ­დეგ კი ჰკითხეთ გა­მო­იც­ნოს რა არის გა­მო­სა­ხუ­ლი ფურ­ცელ­ზე?
  3. ყო­ველ­დღი­უ­რად აღ­წე­რეთ საგ­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ზედ­სარ­თა­ვი სა­ხე­ლე­ბით (დი­დი, პა­ტა­რა, სვე­ლი, მშრა­ლი, ჭუჭყი­ა­ნი, სუფ­თა, მა­ღა­ლი, გრძე­ლი მოკ­ლე და ა.შ), შემ­დეგ კი, კითხ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, და­ა­ზუს­ტეთ რამ­დე­ნად კარ­გად აღიქ­ვა ბავ­შ­ვ­მა საგ­ნის ან მოვ­ლე­ნის აღ­წე­რა.

ხში­რად, ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო ხა­ლი­სით სწავ­ლო­ბენ კითხ­ვა-პა­სუ­ხის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბას, რო­ცა ზღაპ­რის მო­ყო­ლის დროს, ვი­ყე­ნებთ სხვა­დას­ხ­ვა პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხმის ტემბრს და ჟეს­ტებს. მა­გა­ლი­თად, წით­ელ­ქუ­დას წა­კითხ­ვი­სას, მგლის შე­კითხ­ვე­ბი შე­გიძ­ლი­ათ დას­ვათ ბო­ხი ხმით: „წი­თელ­ქუ­და, წი­თელ­ქუ­და სად მი­დი­ხარ?“ წი­თელ­ქუ­და კი უფ­რო ნა­ზი და წვრი­ლი ხმით გა­ახ­მო­ვა­ნეთ: „ბე­ბი­ას­თან მივ­დი­ვარ“… ასე­ვე, მგლის შე­კითხ­ვებს შე­გიძ­ლი­ათ და­ა­მა­ტოთ ჟეს­ტე­ბი – ხე­ლის გაქ­ნე­ვა კითხ­ვის გა­მომ­ხატ­ვე­ლი მზე­რით.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა თქვენს პა­ტა­რას ის­წავ­ლოს კითხ­ვე­ბის დას­მა:

  1. და­მა­ლეთ საგ­ნე­ბი. ერთ-ერ­თ­მა უნ­და დას­ვას კითხ­ვე­ბი იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­იც­ნოს და­მა­ლუ­ლი სა­გა­ნი, მა­გა­ლი­თად: „რა ფე­რია“, „რო­გო­რი გე­მო აქვს?“ „რო­გო­რი სუ­ნი აქვს?“. შე­გიძ­ლი­ათ ხელ­ში და­მა­ლოთ სა­გა­ნი და ჰკითხოთ — „სად არის?“, მან კი უნ­და გა­მო­იც­ნოს რო­მელ ხელ­ში გაქვთ და­მა­ლუ­ლი. შემ­დეგ კი ბავ­შ­ვ­მა და­მა­ლოს სა­გა­ნი და გკითხოთ – „სად არის?“
  2. ითა­მა­შეთ ლო­ტო. ჯერ ერ­თ­მა ამო­ი­ღოს და იკითხოს: „ვის­თან არის ლო­მი?“ იპო­ვეთ ლო­მი რო­მელ ბი­ლეთ­შია და ზე­მო­დან და­ა­დეთ. შემ­დეგ ბავ­შ­ვ­მა ამო­ი­ღოს ლო­ტო და იკითხოს: „ვის­თან არის ხე?“
  3. წიგ­ნის ან ბა­რა­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას. დას­ვით კითხ­ვე­ბი: რა­ტომ ტი­რის ბი­ჭი? რა­ტომ არის გო­გო მოწყე­ნი­ლი? რა­ტომ აქვს „წი­თელ­ქუ­დას ბე­ბი­ას“ დი­დი ცხვი­რი, პი­რი, ყუ­რე­ბი? (იმი­ტომ, რომ ის მგე­ლია ბე­ბი­ას სა­წოლ­ში— სწო­რია), რა­ტომ უჭი­რავს გო­გოს ქოლ­გა? (იმი­ტომ რომ წვიმს — სწო­რია).
  4. დღის მან­ძილ­ზე, შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­უს­ვით ბავშვს შე­კითხ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ „ვინ/რა?“ და „სად?“ კითხ­ვებს.
  5. და­აკ­ვირ­დით ბავ­შ­ვის ხმის ინ­ტო­ნა­ცი­ას. კითხ­ვე­ბის დას­მის დროს, ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ კითხ­ვის ინ­ტო­ნა­ცი­ა­ზე, მა­გა­ლი­თად, „ბი­ჭი მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­და და ნა­ყი­ნი იყი­და“. ეს წი­ნა­და­დე­ბა თქვით მო­ნო­ტო­ნუ­რად. „რო­გო­რი ნა­ყი­ნი იყი­და ბიჭ­მა?“ – ამ წი­ნა­და­დე­ბის დროს კი ინ­ტო­ნა­ცია შეც­ვა­ლეთ.
  6. თი­თე­ბით თა­მა­ში. და­ი­ხა­ტეთ თი­თებ­ზე სა­ხა­ლი­სო სა­ხე­ე­ბი და გა­ი­თა­მა­შეთ დი­ა­ლო­გი –  „გა­მარ­ჯო­ბა, რო­გორ ხარ?“ მე­ო­რე ხე­ლი გი­პა­სუ­ხებთ: „კარ­გად, შენ რო­გორ ხარ?“

7. ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რი. ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რი ბავ­შ­ვებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ თა­მა­შით დას­ვან კითხ­ვე­ბი და მე­ტად გა­ეც­ნონ დი­ა­ლო­გით სა­უბ­რის პრინ­ციპს  „გა­მარ­ჯო­ბა, რო­მე­ლი ხარ?“ „მე ნი­ნი­კო ვარ, შენ?“ „რო­დის მოხ­ვალ?“ და ა.შ.

სო­ფიო მე­ლა­ძე

ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები