23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რას გვას­წავ­ლის გერ­მა­ნი­ის სკო­ლებ­ის წარმატებით განვლილი გზა

spot_img
გერ­მა­ნი­ას ათ წე­ლი­წად­ზე მე­ტი დას­ჭირ­და ტეს­ტე­ბის შე­დე­გე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და უთა­ნას­წო­რო­ბის და­საძ­ლე­ვად. მა­თი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გაკ­ვე­თი­ლია სხვა ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის.

?? დიდი შემობრუნება

2000 წელს გერ­მა­ნი­ის­თ­ვის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა გა­მოვ­ლინ­და – ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OECD) კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სკო­ლებ­ში, მოს­წ­რე­ბაც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო და არც თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დათ სწავ­ლის­თ­ვის. შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მის (Pisa) მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნას სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და მა­თე­მა­ტი­კა­ში, წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში; გარ­და ამი­სა, და­დას­ტურ­და, 23 ქვე­ყა­ნას შო­რის, გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე უთა­ნას­წო­რო პი­რო­ბე­ბი იყო სწავ­ლის­თ­ვის.

ეს შე­დე­გე­ბი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ქვეყ­ნის­თ­ვის, რო­მე­ლიც მძლავ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის რწმე­ნით ამა­ყობს. „გერ­მა­ნი­ის სას­კო­ლო სის­ტე­მა და მთე­ლი ერი თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი დარ­ჩა 2000 წლის Pisa-ს შე­დე­გე­ბით, – ამ­ბობს კრის­ტი­ან ფი­უ­ლე­რი, გერ­მა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის კო­მენ­ტა­ტო­რი, – გა­მოჩ­ნ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევრ მოს­წავ­ლეს  წე­სი­ე­რად კითხ­ვაც არ შე­უძ­ლია და მათ „ფუნ­ქ­ცი­უ­რად უწიგ­ნუ­რე­ბი“ და­ერ­ქ­ვათ. ამან თით­ქოს და­ან­გ­რია წარ­მოდ­გე­ნა გო­ე­თე­სა და თო­მას მა­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ერის – მო­აზ­როვ­ნე­თა და პო­ეტ­თა ერის თა­ო­ბა­ზე.“

მაგ­რამ სულ რა­ღაც 10 წლის შემ­დეგ, იმა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გერ­მა­ნი­ამ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.  2012 წელს, OECD-ს მი­მო­ხილ­ვის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნია ერთ-ერ­თი იყო იმ სა­მი ქვეყ­ნი­დან, რომ­ლებ­მაც შე­ამ­ცი­რეს უთა­ნას­წო­რო­ბა და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს მა­თე­მა­ტი­კის ქუ­ლე­ბი. „Pisa-ს თავ­ზარ­და­ცე­მას“ მოჰ­ყ­ვა ის, რა­საც ახ­ლა ეძა­ხი­ან  „დიდ შე­მობ­რუ­ნე­ბას“ გერ­მა­ნულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა თუ არა სხვა ქვეყ­ნებს გაკ­ვე­თი­ლად გა­მო­ად­გეთ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა?

                                    ?? სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა

მარ­თა­ლია, წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის ზუს­ტი რე­ცეპ­ტის გა­ცე­მა ძნე­ლია, მაგ­რამ OECD-ს Pisa-ს ჯგუ­ფის უფ­რო­სი ანა­ლი­ტი­კო­სი მი­ა­კო იკე­და  მი­იჩ­ნევს, რომ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი ცვლი­ლე­ბა იყო სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მა სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. 2000 წლის კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, თუ რა მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­ნი მოს­წ­რე­ბას­თან და და­ა­დას­ტუ­რა, რომ 10 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მა არ ამარ­თ­ლებს. გაცხად­და, რომ უთა­ნას­წო­რო­ბას ამ­კ­ვიდ­რებ­და ძვე­ლი სის­ტე­მა, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი გა­და­დი­ოდ­ნენ ან გიმ­ნა­ზი­ა­ში – Gymnasium (აკა­დე­მი­უ­რი სწავ­ლის­თ­ვის), ან რე­ა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში – Realschule (შუ­ა­ლე­დუ­რი სწავ­ლის­თ­ვის), ან სა­ხალ­ხო სკო­ლებ­ში – Hauptschule (ნაკ­ლე­ბად აკა­დე­მი­უ­რი სწავ­ლის­თ­ვის).

გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა – გა­და­ი­წია ასა­კი, რო­ცა ბავ­შ­ვებს ანა­წი­ლე­ბენ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვარ სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში, გა­ერ­თი­ან­და Realschule და Hauptschule, გა­ი­ზარ­და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამ ცვლი­ლე­ბებ­მა და­ამ­ს­ხ­ვ­რია სეგ­რე­გა­ცია აკა­დე­მი­ურ ან პრო­ფე­სი­ულ გზა­ზე დამ­დ­გარ ბავ­შ­ვებს შო­რის, სას­წავ­ლო პრო­ცესს მოქ­ნი­ლო­ბა შეს­ძი­ნა და ბევ­რი სტიგ­მა გა­აქ­რო.

                              ?? მე­ტი მხარ­და­ჭე­რა მიგ­რან­ტებს

პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მოს­წ­რე­ბის ბავ­შ­ვე­ბის დახ­მა­რე­ბას. მი­ა­კო იკე­დას აზ­რით, წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, დიდ­წი­ლად, ამ ჯგუფ­ში ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

და­ბა­ლი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბა მიგ­რან­ტე­ბი იყ­ვ­ნენ და სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი მა­თი ენობ­რი­ვი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იყო. ექ­ს­პერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ უცხო­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის დიდ ნა­წილს Hauptschule-ში გერ­მა­ნუ­ლი ენის არას­რულ­ყო­ფი­ლი ცოდ­ნის გა­მო აგზავ­ნი­დ­ნენ. მა­თი თქმით, სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი­სა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის შე­მო­ღე­ბით, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს უნა­რე­ბის მი­ხედ­ვით არ ჰყო­ფენ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია რო­გორც ენის კარ­გად შეს­წავ­ლა, ასე­ვე ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

გარ­და ამი­სა, მიგ­რანტ ოჯა­ხებს ხელს უწყობ­დ­ნენ, რომ შვი­ლე­ბი სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მი­ეყ­ვა­ნათ. გერ­მა­ნი­ა­ში სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი იყო ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი მხო­ლოდ თა­მა­შობ­დ­ნენ, მაგ­რამ Pisa-ს შე­დე­გებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლია გა­ნათ­ლე­ბის ჯაჭ­ვ­ში.

ექ­ს­პერ­ტე­ბის აზ­რით, Pisa-ს შე­მაშ­ფო­თე­ბელ შე­დე­გებს პე­და­გო­გი­უ­რი რე­ფორ­მე­ბი და მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყ­ვა.

                   ??და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა

„ძნე­ლია გერ­მა­ნულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ზე ლა­პა­რა­კი, რად­გან ქვეყ­ნის ყო­ველ მხა­რეს სა­კუ­თა­რი სის­ტე­მა აქვს,“ – ამ­ბობს სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ჯუ­ლია დო­ლე­რი. იგი აღ­წერს პო­ლი­ტი­კი­სა და რე­ფორ­მე­ბის სიჭ­რე­ლეს გერ­მა­ნი­ის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბულ სტრუქ­ტუ­რა­ში. Pisa-ს შემ­დ­გო­მი რე­ფორ­მე­ბი­დან ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის სტან­დარ­ტი­ზა­ცია და ეროვ­ნუ­ლი ტეს­ტე­ბის შე­მო­ღე­ბაა. სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და სწავ­ლე­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა.

გარ­და ამი­სა, სწავ­ლე­ბა უფ­რო ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი გახ­და – გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მო­ი­შა­ლა და­ზე­პი­რე­ბა, რაც დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი იყო დო­ლე­რის მო­წა­ფე­ო­ბი­სას, 1990-იან წლებ­ში, ბა­ვა­რი­ა­ში. „2000 წლი­დან (Pisa-ს შემ­დეგ) მე­ტი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას, – ამ­ბობს ის, – სწავ­ლე­ბა უფ­რო ცოცხა­ლია, მე­ტა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ ცხოვ­რე­ბა­ზე, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­ლე­ნა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.“ მი­ა­კო იკე­და კი ამ­ბობს, რომ სწო­რედ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­მა გა­ნა­პი­რო­ბა გერ­მა­ნი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის შე­მობ­რუ­ნე­ბა.

                            ?? ზო­მი­ე­რი მო­ნი­ტო­რინ­გი

მო­ნი­ტო­რინ­გის ზო­მი­ე­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, შე­იძ­ლე­ბა, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­დეს. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ბრი­ტა­ნულ და გერ­მა­ნულ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას შო­რის სწო­რედ მო­ნი­ტო­რინ­გის დო­ნეა. მარ­თა­ლია, ეროვ­ნე­უ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და ტეს­ტე­ბი 2000 წელს შე­მო­ი­ღეს, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი არ ქვეყ­ნ­დე­ბა, არ არის სა­რე­ი­ტინ­გო ცხრი­ლე­ბი, ამი­ტომ სკო­ლებ­შიც არ არის გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი შფოთ­ვა რე­პუ­ტა­ცი­ის გა­მო.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გაკ­ვე­თი­ლი ის არის, რომ მო­ნი­ტო­რინ­გი არ იყოს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი და არ თრგუ­ნავ­დეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით უნა­რებს. გერ­მა­ნი­ა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლის წარ­დ­გე­ნა­ზე ნაკ­ლე­ბად ზრუ­ნა­ვენ, უფ­რო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რადღე­ბას.

                      ?? გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფია

არ­სე­ბი­თად, ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ გერ­მა­ნი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში შე­მობ­რუ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ სწავ­ლე­ბა უფა­სოა და ხა­რის­ხი­ა­ნი. „გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის ფუ­ლის გა­დახ­და არ გჭირ­დე­ბა; ამ­დე­ნად, სტუ­დენ­ტებს კლი­ენ­ტე­ბად არ აღიქ­ვა­მენ, – ამ­ბობს  ნო­თინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი და გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­შა სტოლ­ჰან­სი, – ბრი­ტა­ნულ სკო­ლებ­ში სწო­რედ ამ­გ­ვა­რი ბიზ­ნეს­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.“

ანია ებ­ნიმ გა­ნათ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში მი­ი­ღო, და ახ­ლა აშშ-ს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას იკ­ვ­ლევს. მი­სი აზ­რით, სხვა ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს ის, რომ გერ­მა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა ფი­ლო­სო­ფი­ას ემ­ყა­რე­ბა. „გერ­მა­ნი­ა­ში იცი­ან, რომ ბავ­შ­ვებს უნ­და ვა­ცა­ლოთ ბავ­შ­ვო­ბა, სა­ნამ ისი­ნი სწავ­ლო­ბენ, – ამ­ბობს ებ­ნი, – მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბო, ესაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა­საც გერ­მა­ნი­ა­ში ვა­კე­თებთ.“

მო­ამ­ზა­და ნი­ნო  მეტ­რე­ველ­მა

„The Gardian“-ში და­ბეჭ­დი­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები