16 აპრილი, სამშაბათი, 2024

რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი აშშ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ხებ

spot_img
ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სტრუქ­ტუ­რა ქვეყ­ნის შიგ­ნით ძალ­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ცვა­ლე­ბა­დია, პროგ­რა­მე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს და სტუ­დენ­ტებს. აშშ ბევრს ხარ­ჯავს გა­ნათ­ლე­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს ანი­ჭებს მას.

გან­ვი­ხი­ლავთ რამ­დე­ნი­მე ფაქტს ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ხებ.

  1. შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა

შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ ფარ­თოა და დე­ტა­ლუ­რი:

A – უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბაა და ვა­რი­რებს 90%-იდან 100% მდე;

B – სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა­ზე მა­ღა­ლი – 80%-89%

C – სა­შუ­ა­ლო დო­ნე – 70%-79%

D – გამ­ს­ვ­ლე­ლი ქუ­ლა – 56%-79%

F – არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლემ უფ­რო გულ­მოდ­გი­ნედ უნ­და იმე­ცა­დი­ნოს.

შე­ფა­სე­ბა, ამე­რი­კუ­ლი სტან­დარ­ტით (GPA), ხდე­ბა სა­შუ­ა­ლო ქუ­ლით, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რო­მელ ტიპს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა მოს­წავ­ლე ან სტუ­დენ­ტი. GPA-ს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სტი­პენ­დი­ის და­ნიშ­ვ­ნი­სას, კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სას ან სხვა სკო­ლა­ში გა­დას­ვ­ლი­სას.

  1. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა

გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო და ეროვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბას ინა­წი­ლე­ბენ, კონ­ტ­რო­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ხელ­შია. ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბა კონ­ტ­როლს გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

აშშ პირ­ველ ად­გილ­ზეა ერთ მოს­წავ­ლე­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბით. ეს, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლებს შე­ე­ხე­ბა. კო­ლე­ჯებ­ში სტუ­დენ­ტის სწავ­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი თან­ხა შუ­ა­ზეა გა­ყო­ფი­ლი, ნა­ხე­ვარს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გა­მო­ყოფს, ნა­ხე­ვარს – კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

  1. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა

ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა მა­ღალ სტან­დარ­ტებს ყვე­ლა სა­გან­ში. ისი­ნი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია ისე­თი ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­ერ, რო­გო­რი­ცაა სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­კო­ლო საბ­ჭო და ახა­ლი ინ­გ­ლი­სის სკო­ლე­ბი­სა და კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცია.

ამე­რი­კუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბია:

♦ ამ პროგ­რა­მებს ამე­რი­კუ­ლი სკო­ლე­ბი მთელ მსოფ­ლი­ოს სთა­ვა­ზო­ბენ;

♦ ფარ­თო, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა სტუ­დენ­ტ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი;

♦ სის­ტე­მას აქვს სტან­დარ­ტუ­ლი ტეს­ტი, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ტარ­დე­ბა.

  1. ტეს­ტი­რე­ბა და შე­მოწ­მე­ბა

ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა SAT (Scholastic Aptitude Test — სას­წავ­ლო უნა­რე­ბის ტეს­ტი) და რამ­დე­ნი­მე და­მა­ტე­ბი­თი ტეს­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­სას­ვ­ლე­ლად, ეს სის­ტე­მა აღი­ა­რე­ბუ­ლია აშშ-სა და კა­ნა­და­ში.

წი­ნა­სას­კო­ლო კლას­ში, რო­ცა ბავ­შ­ვი იწყებს ასო­ე­ბის, ციფ­რე­ბის შეს­წავ­ლას და კითხ­ვას, მი­ღე­ბუ­ლია თა­მა­ში და სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა. ტეს­ტე­ბი ბარ­დე­ბა სწავ­ლის ბო­ლო კვი­რა­ში, რად­გან გა­მოც­დე­ბი ყვე­ლა ეტაპ­ზე იც­ვ­ლე­ბა.

  1. გა­ნათ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა

სკო­ლა 12-წლი­ა­ნია. ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში 6 წლის ასაკ­ში შე­დი­ან. დაწყე­ბი­თი სკო­ლა 5 ან 6-წლი­ა­ნია, ამის მე­რე ორი პროგ­რა­მაა – სა­შუ­ა­ლო კლა­სე­ბი­სა და უფ­რო­სი კლა­სე­ბის. სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­ი­ცე­მა 12 კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და ახალ­გაზ­რ­დე­ბი სწავ­ლას კო­ლეჯ­ში ან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რ­ძო­ბენ.

  1. მოქ­ნი­ლო­ბა

ამე­რი­კულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­საშ­ვე­ბია გარ­კ­ვე­უ­ლი მოქ­ნი­ლო­ბა კურ­სის არ­ჩე­ვი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით, კო­ლე­ჯებ­ში. იმ მოს­წავ­ლე­ებს, ვი­საც სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­უძ­ლი­ათ, უფ­ლე­ბა აქვთ, სახ­ლ­ში ის­წავ­ლონ, რად­გან შინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა არ­სე­ბობს.

  1. სას­წავ­ლო წე­ლი

სას­წავ­ლო კა­ლენ­და­რი აგ­ვის­ტოს შუა რიცხ­ვე­ბი­დან სექ­ტემ­ბ­რის შუა რიცხ­ვე­ბამ­დე იწყე­ბა და მა­ი­სის შუა რიცხ­ვე­ბი­დან ივ­ნი­სის შუა რიცხ­ვე­ბამ­დე მთავ­რ­დე­ბა. სა­შო­ბაო (ზამ­თ­რის) არ­და­დე­გე­ბი გრძელ­დე­ბა 1-3 კვი­რას.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი მო­დე­ლე­ბია. სე­მეს­ტ­რუ­ლი სის­ტე­მა სას­წავ­ლო წელს ორ ნა­წი­ლად ყოფს და თი­თო სე­მეს­ტ­რი 15-16 კვი­რა გრძელ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს მე­ოთხე­დუ­რი სის­ტე­მაც — სას­წავ­ლო წე­ლი გა­ყო­ფი­ლია სამ ნა­წი­ლად (მე­ოთხე­დე­ბად), რომ­ლე­ბიც 10 კვი­რა გრძელ­დე­ბა. მე­ოთხე მე­ოთხე­დი არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ზამ­თ­რის არ­და­დე­გე­ბი შე­მოდ­გო­მი­სა და ზამ­თ­რის მიჯ­ნა­ზეა, სა­გა­ზაფხუ­ლო – ზამ­თ­რი­სა და გა­ზაფხუ­ლის მიჯ­ნა­ზე.

  1. შინ სწავ­ლე­ბა

შინ სწავ­ლე­ბა იური­დი­უ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლია და სა­ხელ­მ­წი­ფო არე­გუ­ლი­რებს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლე­ბას მშობ­ლე­ბი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ, მაგ­რამ უმე­ტე­სად რე­პე­ტი­ტორს ქი­რა­ო­ბენ. შინ სწავ­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფ­რ­თხო­ე­ბას­თან და სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს­თან ად­გი­ლობ­რივ სა­ხელმ­წი­ფო სკო­ლებ­ში.

  1. აკა­დე­მი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის რე­ჟი­მი

გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი სის­ტე­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის მოს­წ­რე­ბას, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, კურ­ს­დამ­თავ­რებ­ულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით ზო­მავს და აფა­სებს.

  1. სას­კო­ლო სა­ა­თე­ბი

ამე­რი­კუ­ლი სკო­ლე­ბის დიდ ნა­წილ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლა­ში კვი­რა­ში 5 დღე და­დი­ან, ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვ­ლით, წე­ლი­წად­ში 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. სრუ­ლი სას­წავ­ლო დღე 7-8 სა­ათს გრძელ­დე­ბა, სა­დი­ლი­სა და კლას­გა­რე­შე მე­ცა­დი­ნე­ო­ბის ჩათ­ვ­ლით.

Current School News-ის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები