23 ნოემბერი, შაბათი, 2024

პირველი შეფასებები

spot_img

 

სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა, ერ­თი­ანი ეროვ­ნული გა­მოც­დე­ბის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცია, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გაზ­რ­დი­ლი ავ­ტო­ნო­მია — რო­გორ აფა­სე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­ანონ­სე­ბულ ცვლი­ლე­ბებს და არის თუ არა წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­დე­ლი არ­სე­ბულ­ზე უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ასამაღლებლად.

 

რე­ზო აფხა­ზა­ვა

„კო­ა­ლი­ცია — გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის“, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი

მოკ­ლედ, გა­მოც­და არ არის გა­ნათ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ტო­რი და მი­სი ორი­ენ­ტი­რე­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი! უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნ­და შევ­თან­ხ­მ­დეთ, რომ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას მარ­ჯ­ვედ ვერ ას­რუ­ლებს და არ უნ­და გვე­გო­ნოს, რომ გა­მოც­დე­ბით ან მა­თი გა­უქ­მე­ბით, სკო­ლას გა­ვაძ­ლი­ე­რებთ.

ახ­ლა ცო­ტა უფ­რო ვრცლად: ზო­გი­ერთს გა­მოც­და გა­ნათ­ლე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად მი­აჩ­ნია და ამი­ტომ უნ­და გა­ნი­მარ­ტოს, რომ იგი აჩენს არა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, არა­მედ მხო­ლოდ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, ხო­ლო გა­მოც­დის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი კი არ არის გა­ნათ­ლე­ბა, მი­სი სა­უ­კე­თე­სო გა­გე­ბით. გა­მოც­დას აქვს (უნ­და ჰქონ­დეს) კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის მი­ზა­ნი მთლი­ანად და­კარ­გუ­ლია, ხო­ლო ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის კი — მი­უღ­წე­ვე­ლი.

  1. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი

სულ ცო­ტა ხნის, მაგ­რამ მრა­ვა­ლი რე­ფორ­მის წინ, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის მი­ზა­ნი იყო ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სიმ­ძი­მის სკო­ლებ­ზე გად­მო­ტა­ნა და ამით სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გაზ­რ­და (მი­სი მიღ­წე­ვა­დო­ბაც ცალ­კე სა­კითხია). ეს მი­ზა­ნი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის სწრაფ-ხში­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა. სა­მა­გი­ე­როდ მი­ვი­ღეთ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის დაძ­ლე­ვის შე­მა­ფა­სე­ბე­ლი კვა­ზი-სის­ტე­მა. გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი ძა­ლი­ა­ნაც მშვე­ნი­ე­რი გვაქვს, თუმ­ცა ეს გა­მოც­დე­ბი მა­თი მიღ­წე­ვის შე­სა­მოწ­მებ­ლად არ გა­მოდ­გე­ბა.

სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი, მეტ­წი­ლად, ამოწ­მებს ახ­სოვს თუ არა მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სელ ვა­ნოს, 2018 წლის 24 მა­ი­სის დი­ლის ათის ნა­ხე­ვარ­ზე, რომ კუთხის ორ ტოლ ნა­წი­ლად გამ­ყოფ სწორ ხაზს ეწო­დე­ბა ბი­სექ­ტ­რი­სა და არა დი­რექ­ტ­რი­სა. შე­უძ­ლია თუ არა ვა­ნოს ამის გა­მო­ყე­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, ეს ჩვენ­თ­ვის ბო­ლომ­დე უც­ნო­ბი დარ­ჩე­ბა. ამით უნ­და გა­ვი­გოთ ჩვე­ნი სკო­ლე­ბი თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას კარ­გად ას­რუ­ლე­ბენ თუ არა? ამით უნ­და შე­ვა­ფა­სოთ მი­აღ­წია თუ არა ვა­ნომ ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მიზ­ნებს? ამით ერ­თო­ბო­და კო­მენ­ს­კი? მოკ­ლედ, ამ გა­მოც­დებ­მა აზ­რი კი და­კარ­გა, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, მე­ო­რე სუნ­თ­ქ­ვა გა­უხ­ს­ნა რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ინ­ს­ტი­ტუტს და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი კი­დევ უფ­რო არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნა. სა­ხელ­მ­წი­ფომ იცის (ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბით), რომ ბავ­შ­ვებ­მა ბევ­რი რა­მ არ იცი­ან, მაგ­რამ მა­ინც უწე­სებს მათ გა­მოც­დას. გა­მო­დის რომ, ამით სა­ხელ­მ­წი­ფო აიძუ­ლებს მოს­წავ­ლე­ებს და მათ ოჯა­ხებს სხვა­გან ეძე­ბონ გა­მო­სა­ვა­ლი, და­ხარ­ჯონ ფუ­ლი და მო­აჩ­ვე­ნონ ისევ სა­ხელ­მ­წი­ფოს, თით­ქოს მან თა­ვი­სი საქ­მე კარ­გად გა­ა­კე­თა. ასე რომ, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც ფუნ­ქ­ცია და­კარ­გა და კონ­ტ­რ­პ­რო­დუქ­ტი­უ­ლი გახ­და, გა­სა­უქ­მე­ბე­ლია!

  1. ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და

უნა­რე­ბის გა­მოც­დის მი­ზა­ნია, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად შე­ურ­ჩი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან ვინ არის უფ­რო კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ვინ იმ­სა­ხუ­რებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. ანუ, თუ ნი­კო მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით ჩა­ა­ბა­რებს ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტესტს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ნი­კო მზა­დაა და კარ­გად ის­წავ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. თუმ­ცა, კვლე­ვებ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის ეს „ბრო­ლის ბურ­თი“ ცუ­დად მუ­შა­ობს და კრებ­სი­თი ნი­კო სუ­ლაც არ არის იმა­ზე უკე­თე­სი სტუ­დენ­ტი, ვიდ­რე კრებ­სი­თი ვა­ნო, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბი ქუ­ლე­ბი ჰქონ­და უნა­რებ­ში. მოკ­ლედ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ მუ­შა­ობს. გარ­და ამი­სა, კვლე­ვებ­მა აქაც აჩ­ვე­ნეს, რომ ეს გა­მოც­დაც რე­პე­ტი­ტო­რო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი ნი­ა­და­გია და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღ­რ­მა­ვებს სო­ცი­ა­ლურ ნაპ­რალს. ხო­და, თუ თქვე­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ ერ­გე­ბა ჭან­ჭი­კებს, თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ვერ ას­რუ­ლებს და ამას­თა­ნა­ვე თი­თებს გტკენთ, მა­ინც გა­აგ­რ­ძე­ლებთ მის გა­მო­ყე­ნე­ბას?

მე აღარ შე­ვა­ჯა­მებ და თუ სკო­ლამ ან რე­პე­ტი­ტორ­მა ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვი­სა და გა­აზ­რე­ბის უნა­რე­ბი გა­გი­ვი­თა­რათ, დას­კ­ვ­ნე­ბი თა­ვად გა­ა­კე­თეთ.

P.S. ასე­თი პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბით გარ­კ­ვე­უ­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი ტვირ­თი კი მო­იხ­ს­ნე­ბა, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არ­სე­ბი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა ვერ მოხ­დე­ბა. ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე დღეს სკო­ლა და მას­წავ­ლე­ბე­ლია! ასე რომ, ამა­ზე კი ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ, გემს მი­ხე­დეთ, გემს!

სი­მონ ჯა­ნა­შია

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მკვლე­ვა­რი

რო­გორც გა­მო­საშ­ვე­ბი, ისე მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აქამ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დებ­და, იყო:

ა) უსა­მარ­თ­ლო — და­მა­ტე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევ­და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ისე­დაც უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვ­ნენ იმით, რომ უკე­თეს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ, უფ­რო შეძ­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი ჰყავ­დათ და უფ­რო მდი­დარ გა­რე­მო­ში იყ­ვ­ნენ და­ბა­დე­ბუ­ლი;

ბ) სა­შინ­ლად არა­ხარ­ჯ­თე­ფექ­ტუ­რი — მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნი ლა­რი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იხარ­ჯე­ბო­და რე­პე­ტი­ტო­რო­ბა­ში, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ე­ლა­ხათ ისე­თი ბა­რი­ე­რი, რაც მათ გა­ნათ­ლე­ბას­თან კავ­შირ­ში არ იყო. დღემ­დე იხარ­ჯე­ბა ფუ­ლი კონ­კურ­სის მოწყო­ბა­ზე იქ, სა­დაც კონ­კურ­სი არ არის (მაგ. 100 ად­გილ­ზე რომ 50 აბი­ტუ­რი­ენ­ტია იმ პროგ­რა­მებ­ზეც სის­ტე­მა ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს, ვინ უკეთე­სად ჩა­ა­ბა­რებს 4 გა­მოც­დას);

გ) შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის — კარგ სკო­ლებს ფო­კუსს უც­ვ­ლი­და და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის ნაც­ვ­ლად მოს­წავ­ლე­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ მხო­ლოდ იმის დას­წავ­ლით, რაც გა­მოც­და­ზე ბარ­დე­ბო­და. მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი: ერთ პრეს­ტი­ჟულ კერ­ძო სკო­ლას ვთა­ვა­ზობ­დი მუ­ზე­უ­მებ­ში წა­ვიყ­ვან ბავ­შ­ვებს და კლუ­ბე­ბის და­არ­სე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი-თქო და არა, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან და ამის­თ­ვის დრო არ აქ­ვ­თო;

დ) სა­ზი­ა­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის — აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არ­ჩე­ვენ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს — ვერ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს უნი­ვერ­სი­ტეტს, რომ შე­ი­მუ­შა­ოს შე­და­რე­ბით რთუ­ლი პროგ­რა­მა, რად­გან არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს, რომ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მი­ი­ღებს. ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტეტს არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ი­მუ­შა­ოს სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სტუ­დენ­ტე­ბი შე­არ­ჩი­ოს;

ე) მიზ­ნე­ბის შე­უ­სა­ბა­მო — უზარ­მა­ზა­რი თან­ხა იხარ­ჯე­ბა შე­მოწ­მე­ბის ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზე და ნაკ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბის საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბი თან­ხაა გა­მო­ყო­ფი­ლი ვიდ­რე მაგ. გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რის ბი­უ­ჯე­ტია.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ნაკ­ლე­ბი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­და იქ­ნე­ბა, მით უფ­რო სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, ხარ­ჯ­თე­ფექ­ტუ­რი, გან­ვი­თა­რე­ბა­დი სის­ტე­მის შექ­მ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ რა­ღაც გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. სა­ჭი­როა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მოთხოვ­ნის ზრდის წა­ხა­ლი­სე­ბა; უფ­რო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლებ­ში პროგ­რა­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და ა.შ.

ზა­ზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი

ფი­ლო­სო­ფო­სი

გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და ვთქვა, ჯერ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ გა­მოც­დის მი­ზა­ნია (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და იყოს) არა რა­ი­მე ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბა, არა­მედ იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რამ­დე­ნად აქვს აბი­ტუ­რი­ენტს უელე­მენ­ტა­რუ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და ალ­ღო, შე­უძ­ლია თუ არა მარ­ტი­ვი ლო­გი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და იაზ­რებს თუ არა წა­კითხულ ტექსტს. ძი­რი­თა­დად ლა­პა­რა­კი სწო­რედ უნა­რებ­ზეა და არა ცოდ­ნა­ზე. ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც რომ სა­სი­ცოცხ­ლო უნა­რია, ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით. სხვი­სი არ ვი­ცი და მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ისე­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის სტუ­დენ­ტ­მაც შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს რიცხ­ვე­ბის შეკ­რე­ბა, პრო­ცენ­ტის გა­მოთ­ვ­ლა, ოთა­ხის ფარ­თო­ბის გა­გე­ბა, არ შე­ეძ­ლოს ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი ეს უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად და შე­უძ­ლე­ბე­ლია ის­წავ­ლე­ბო­დეს ცალ­კე. თუ მოს­წავ­ლეს ეს უნა­რე­ბი არ აქვს, ან სკო­ლას შე­უ­ცო­დავს, ან — თა­ვად, ან სკო­ლამ და ოჯახ­მა ვერ აღ­ძ­რეს მას­ში აზ­როვ­ნე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ნე­ბა, ან თა­ვად არის ყვე­ლა­ფე­რი ამი­სა­გან შორს. ეს არ არის ცალ­კე სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნა. ეს უფ­რო იმის შე­მოწ­მე­ბაა (უნ­და იყოს მა­ინც), აბი­ტუ­რი­ენ­ტი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად არის მომ­წი­ფე­ბუ­ლი სა­ი­მი­სოდ, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაგ­რ­ძოს სწავ­ლა. მარ­თა­ლია, ტეს­ტე­ბის ამო­ცა­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­თე­მა­ტი­კი­და­ნაა, მაგ­რამ არა მგო­ნია, გახ­სე­ნე­ბას სა­ჭი­რო­ებ­დეს, რომ თუ­კი რა­ი­მე ავი­თა­რებს გო­ნე­ბის დის­ციპ­ლი­ნას, სწო­რედ მა­თე­მა­ტი­კაა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე ფიქ­რობ­დ­ნენ ძვე­ლი ბერ­ძ­ნე­ბი­ცა და მა­თი გავ­ლე­ნით — მთე­ლი ევ­რო­პუ­ლი სამ­ყა­რო.

ამ­გ­ვარ შე­მოწ­მე­ბას მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში მი­მარ­თა­ვენ. გა­იხ­სე­ნეთ GMAT-ის ტეს­ტე­ბი, ფსი­ქო­მეტ­რუ­ლი ტეს­ტე­ბი და ა.შ. რო­დე­საც ჩვენ­თან ამ გა­მოც­და­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ, ანა­ლო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა ის­რა­ე­ლის კო­ლე­ჯე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

ჰქონ­და თუ არა ამ გა­მოც­დას პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი? ნამ­დ­ვი­ლად ჰქონ­და.

  1. მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი. 2005 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან (არ დავ­მა­ლავ, უკ­ვე მე­თოთხ­მე­ტე წე­ლია, ამ საქ­მეს ვე­წე­ვი), მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა ქვეშ­მი­წე­რით შეკ­რე­ბა არ იცო­და. წი­ლა­დებ­ზე და ათ­წი­ლა­დებ­ზე არით­მე­ტი­კუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ხში­რად გა­და­უ­ლა­ხა­ვი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა იყო. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. მშობ­ლე­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ მა­თე­მა­ტი­კის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბო­და — თუნ­დაც ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის გა­მო. დღეს, ძი­რი­თა­დად, უკ­ვე იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ მოს­წავ­ლემ მა­თე­მა­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბი იცის;
  2. ელე­მენ­ტა­რუ­ლი ლო­გი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უნა­რი. რა­საც ჩვენს გარ­შე­მო ვუც­ქერთ, არა მგო­ნია, ვინ­მეს ეჭვს უჩენ­დეს ამ უნა­რის აუცი­ლებ­ლო­ბა­ში;
  3. ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა. წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და ტექ­ს­ტის გა­გე­ბის სურ­ვი­ლი შორ­საა იმის­გან, რა­საც ბავშვს ხში­რად სკო­ლა­ში სთა­ვა­ზო­ბენ.

ამ გა­მოც­დის არ­სე­ბო­ბა მოს­წავ­ლეს არ­წ­მუ­ნებ­და რა­ცი­ო­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ის აუცი­ლებ­ლო­ბა­ში. ახ­ლა თა­ვად გან­სა­ჯეთ, სჭირ­დე­ბათ თუ არა ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­საც და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს ეს. ამ გა­მოც­დის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა­ზე ხში­რი არ­გუ­მენ­ტი ისაა, რომ ის სკო­ლა­ში არ ის­წავ­ლე­ბა და რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბათ. ვი­მე­ო­რებ, ეს არ არის სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნა. სკო­ლა რომ თა­ვის საქ­მეს აკე­თებ­დეს, აბი­ტუ­რი­ენტს რე­პე­ტი­ტო­რი არ დას­ჭირ­დე­ბო­და. მის­თ­ვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, მე­თორ­მე­ტე კლას­ში, ტეს­ტ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ე­ღო. ცხა­დია, ერთ წე­ლი­წად­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, მან აინაზღა­უ­როს ის, რაც და­აკ­ლ­და თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ რა­ღაც ელე­მენ­ტა­რულ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას მა­ინც იძენს და რა­ღაც ხა­რის­ხით მა­ინც არის მზად უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის.

სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის უნ­და ით­ქ­ვას, რომ ტეს­ტებ­ში მო­ცე­მუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი ზოგ­ჯერ სა­ეჭ­ვო ღირ­სე­ბი­საა, მაგ­რამ ეს უფ­რო შემ­დ­გენ­თა მი­ზე­ზი­თაა და არა გა­მოც­დი­სა.

ნე­ბის­მი­ერ სა­გან­ში და, მათ შო­რის, ზო­გად უნა­რებ­შიც, რე­პე­ტი­ტო­რის აუცი­ლებ­ლო­ბას აჩენს არა გა­მოც­დის არ­სე­ბო­ბა, არა­მედ ის, რომ სკო­ლამ, მშობ­ლებ­მა და მოს­წავ­ლემ და­აკ­ლეს რა­ღაც. ეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი ცა­რი­ელ ად­გილ­ზე არ გა­ჩე­ნი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო გა­მოც­დებს. ძა­ლი­ან მოკ­ლედ და ზო­გა­დად ვიტყ­ვი: გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა გუ­ლის­ხ­მობს, რომ ჩვენ გვყავს კრი­ტი­კუ­ლი ოდე­ნო­ბა ისე­თი პე­და­გო­გე­ბი­სა, ვინც სწავ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ პრო­ცესს ისე პატ­რო­ნობს, რო­გორც სა­ჭი­როა და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყავს ბავ­შ­ვი არა რა­ღაც ალ­გო­რით­მე­ბის ათ­ვი­სე­ბი­სა­კენ, არა­მედ, რო­გორც მაქს შე­ლე­რი იტყო­და, სუ­ლის ახა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა­კენ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცხა­დია, გა­მოც­და ზედ­მე­ტი ტვირ­თია. ახ­ლა, თა­ვად გან­სა­ჯეთ, გვყავს თუ არა. თუ გვყავს, გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას აზ­რი აქვს. თუ არ გვყავს, ხომ არ შე­მობ­რუნ­დე­ბა ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი 70-იანი წლე­ბი, რო­დე­საც მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე ატეს­ტა­ტე­ბის კონ­კურ­სი იქ­ნა შე­მო­ღე­ბუ­ლი და ამან სკო­ლებ­ში არ­ნა­ხუ­ლი კო­რუფ­ცია გა­ა­ჩი­ნა? სუ­ლო ცოდ­ვი­ლო და თუ ასე­თი პე­და­გო­გე­ბი არ გვყავს, გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა, უმალ, ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რას ემ­ს­გავ­სე­ბა და უფ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტია, ვიდ­რე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო.

და კი­დევ: ის რომ სადღაც რა­ღაც­ნა­ი­რა­დაა, არ ნიშ­ნავს, რომ მო­დე­ლი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლურ კულ­ტუ­რულ და ის­ტო­რი­ულ გა­რე­მო­ში შე­მუ­შავ­და, ერ­თი ერ­თ­ზე შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას გად­მო­ტა­ნი­ლი ასე­თი­ვე უნი­კა­ლურ გა­რე­მო­ში. არ იმუ­შა­ვებს, რად­გან სხვა ადა­მი­ა­ნუ­რი „მა­სა­ლაა“, გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სად­მი სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

მკვდრად­შო­ბი­ლი „სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტე­ბი კარგს ვე­რა­ფერს მოგ­ვ­ცემს, თუ ძი­რე­უ­ლად არ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც ფე­ნო­მე­ნის მი­მართ. ეს რთუ­ლი და დი­დი თე­მაა და მას აქ არ შე­ვე­ხე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს სფე­რო ვერ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლ­და მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კის გავ­ლე­ნი­სა­გან. პო­ლი­ტი­კუ­რად არას­ტა­ბი­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია 10-15 წელ­ზე გათ­ვ­ლი­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა.

P.S. ამ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ერ­თ­მა ორი დიპ­ლო­მის მქო­ნე ადა­მი­ან­მა (მარ­თ­ლა ორი დიპ­ლო­მი აქვს!) თა­ვი­სი ოთა­ხის ფარ­თო­ბი ვერ იან­გა­რი­შა და მე­ზო­ბელს მი­მარ­თა თხოვ­ნით, გა­მო­მით­ვა­ლეო.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები