წელს, ისევე როგორც შარშან, ერთიანი ეროვნული გამოცდები განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წლევანდელმა აბიტურიენტებმა, ბოლო ორი სასწავლო წელი, სკოლებში, ძირითადად, დისტანციური სწავლების რეჟიმში გაიარეს, რაც, სავარაუდოდ, მათ შედეგებზეც აისახა. გადავხედეთ გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს და შევეცადეთ, შარშანდელ მონაცემებთან შეგვედარებინა, იყო თუ არა საგრძნობი სხვაობა ერთი წელი ონლაინ სწავლებაზე მყოფ აბიტურიენტებსა და წლევანდელ, დისტანციური სწავლების უკვე ორწლიანი გამოცდილების მქონე აპლიკანტების შედეგებს შორის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზში მოცემულია ყველა საინტერესო დეტალი, საგნების მიხედვით, გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ასეთივე ანალიზი გამოქვეყნდა 2020 წელსაც. სწორედ ამ ორი წლის სტატისტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, მათი შედარების საფუძველზე, მოვამზადეთ ინფორმაცია, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ჩვენი ინტერესის საგანი, უპირველეს ყოვლისა, იყო: რომელ საგანში რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და რამდენმა ვერ გადალახა; რომელ საგანში გადალახა ზღვარი ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა და რომელ საგანში იყო ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი; რამდენი უმაღლესი ქულა დაიწერა თითოეულ საგამოცდო საგანში და რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა; როგორი იყო თითოეულ საგანში საშუალო ქულა.
გთავაზობთ ინფორმაციას საგამოცდო საგნების მიხედვით:
⇒ ქართული ენა და ლიტერატურა
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 33 647, 2020 — 35 116
2021 წელს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, საგამოცდო ტესტის 7 ვარიანტი იყო წარმოდგენილი, მეშვიდე — დამატებითი ვარიანტი 89 აბიტურიენტმა დაწერა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 95.01%-მა აბიტურიენტმა, II ვარიანტი — 95%-მა, III ვარიანტი — 95.19%-მა, IV ვარიანტი — 95.12%-მა, V ვარიანტი — 95.06%-მა, VI ვარიანტი — 94.77%-მა, VII ვარიანტი — 95.01%-მა. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 95,03%-მა, შესაბამისად, ვერ გადალახა — 4.97%-მა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 70, სულ 18 მაქსიმალური ქულა დაიწერა, აქედან: I ვარიანტი — 1 (70), II — 2 (70), III — 4 (70), IV — 4 (70), V — 5 (70), VI — 1 (70), VII — 1 (66 ქულა). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 41.85, II — 39.84, III — 39.61, IV — 40.97, V — 41.44, VI — 41.25, VII — 42.93.
2020 წელს საგამოცდო ტესტის 6 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 93.56%-მა, II ვარიანტი — 94.02%-მა, III ვარიანტი — 93.84%-მა, IV ვარიანტი — 93.63%-მა, V ვარიანტი — 93.75%-მა, VI ვარიანტი — 93.84%-მა. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 93.77%-მა, ვერ გადალახა — 6.23%-მა; ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 70, სულ 20 უმაღლესი ქულა დაიწერა, აქედან: I ვარიანტი — 2 (70), II — 1 (70), III — 9 (70), IV — 4 (70), V — 2 (70), VI — 2 (70). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 39.48, II — 38.90, III — 40.22, IV — 37.82, V — 37.71, VI — 39.79.
♦ მონაცემთა შედარებამ გვიჩვენა, რომ 2021 წელს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების მეტმა პროცენტმა გადალახა, ვიდრე 2020 წელს — 95,03%-93.77%, მაგრამ 2020 წელს უფრო მეტი მაქსიმალური ქულა დაიწერა — 20-18. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა უმაღლესი — 70 ქულა იყო, გარდა ერთისა, 2021 წელს, დამატებით ვარიანტში — 66 ქულა. ორივე წელს ჩაჭრის მაჩვენებელი, სხვა საგნებთან შედარებით, დაბალია: 4.97%-6.23%, შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მინიმალური კომპეტენციის გადალახვის მაჩვენებელი.
⇒ უცხოური ენები
ოთხივე გამოცდაზე გასული აბიტურიენტების საერთო რაოდენობა: 2021 — 33 287, 2020 — 34 663.
შენიშვნა: 2020 წლის სტატისტიკურ ანალიზში აბიტურიენტების რაოდენობის მაჩვენებელი, ვინც უცხოური ენის გამოცდაზე ტესტის ყველა ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, ოთხივე საგნისთვის (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) საერთოა — 92%, ასევე, საერთო ჯამში, ზღვარი აბიტურიენტთა 8%-მა ვერ გადალახა.
ინგლისური ენა
2021 წელს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების რაოდენობა — 30 721. საგამოცდო ტესტის 7 ვარიანტი იყო წარმოდგენილი, მეშვიდე — დამატებითი ვარიანტი 92-მა აბიტურიენტმა დაწერა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 93.73%-მა აბიტურიენტმა, II ვარიანტი — 93.17%-მა, III ვარიანტი — 93.34%-მა, IV ვარიანტი — 93.09%-მა, V ვარიანტი — 94.18%-მა, VI ვარიანტი — 93.87%-მა, VII ვარიანტი — 91.3%-მა. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 93.54%-მა გადალახა, 6.46%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, სულ 192 მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა, აქედან: I ვარიანტი — 46 (80), II — 37 (80), III — 28 (80), IV — 30 (80), V — 15 (80), VI — 35 (80), VII — 1 (79). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 47.07, II — 46.84, III — 48.12, IV — 48.43, V — 47.21, VI — 48.23, VII — 55.46.
2020 წელს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების რაოდენობა — 31 428. საგამოცდო ტესტის 6 ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 92.3%-მა, II ვარიანტი — 91.6%-მა, III ვარიანტი — 92.8%-მა, IV ვარიანტი — 92.2%-მა, V ვარიანტი — 92.0%-მა, VI ვარიანტი — 91.5%-მა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, სულ 120 უმაღლესი ქულა დაფიქსირდა, აქედან: I ვარიანტი — 10 (80), II — 34 (80), III — 26 (80), IV — 12 (80), V — 11 (80), VI — 27 (80). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 43.98, II — 45.17, III — 42.55, IV — 44.65, V — 43.10, VI — 46.48.
♦ როგორც ვხედავთ, 2021 წელს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ინგლისური ენის გამოცდაზე გასული აბიტურიენტების ოდნავ მეტმა რაოდენობამ გადალახა, ვიდრე 2020 წელს — 93.54%-92%; ჩაჭრის მაჩვენებელი — 6.46%-8%. გასულ წელთან შედარებით, წელს ბევრად მეტი მაქსიმალური ქულა დაიწერა: 192-120, აქედან ყველა უმაღლესი — 80 ქულაა, გარდა ერთისა, 2021 წელს, VII დამატებით ვარიანტში — 79.
რუსული ენა
2021 წელს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების რაოდენობა — 2 137. რუსული ენის გამოცდაზე საგამოცდო ტესტის 3 ვარიანტი იყო, მესამე — დამატებითი ვარიანტი 9 აბიტურიენტმა დაწერა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 88.27%-მა აბიტურიენტმა, II — 86.79%-მა, III — 88.9%-მა. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 87.51%-მა, ვერ გადალახა — 12.49%-მა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, სულ 34 მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა, აქედან: I ვარიანტი — 16 (80), II — 17 (80), III — 1 (76 ქულა). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 47.53, II — 51.52, III — 45.44.
2020 წელს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების რაოდენობა — 2 764. საგამოცდო ტესტის 2 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 81.8%-მა, II ვარიანტი — 82.3%-მა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, სულ 22 უმაღლესი ქულა დაფიქსირდა, აქედან: I ვარიანტი — 9 (80), II — 13 (80). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 43.87, II — 46.43.
♦ რუსული ენის გამოცდაზე, 2021 წელს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, აბიტურიენტების ნაკლებმა პროცენტმა გადალახა: 87.51%-92%, შესაბამისად, წელს მაღალი იყო ჩაჭრის მაჩვენებელი — 12.49%-8%. უმაღლესი ქულა, 2021 წელს, მეტი დაფიქსირდა: 34-22.
გასულ წლებთან შედარებით, ბევრად შემცირდა გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობა, რაც გარკვეულ დადებით ტენდენციაზე მიგვანიშნებს — მეტი ახალგაზრდა ეუფლება სახელმწიფო ენას — ქართულს.
გერმანული ენა
2021 წელს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების რაოდენობა — 381. გერმანული ენის გამოცდაზე, საგამოცდო ტესტის 2 ვარიანტი იყო, მეორე — დამატებითი ვარიანტი 5-მა აბიტურიენტმა დაწერა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 93.34%-მა აბიტურიენტმა, II — 100%-მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 91,34%-მა გადალახა, ვერ გადალახა — 8.66%-მა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, სულ 5 მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა, აქედან: I ვარიანტი — 4 (80), II — 1 (76). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 49.74, II — 55.00.
2020 წელს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების რაოდენობა — 384, საგამოცდო ტესტის ვარიანტი — 1. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა 91.4%-მა. მაქსიმალური ქულა იყო 80, სულ 9 მაქსიმალური ქულა დაიწერა, ყველა — 80; საშუალო ქულა — 49.00.
♦ გერმანული ენის გამოცდაზე, 2021 წელს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, წინა წელთან შედარებით, აბიტურიენტების ოდნავ ნაკლებმა პროცენტმა გადალახა: 91,34%-92%, შესაბამისად, ჩაჭრის მაჩვენებელიც წელს ცოტათი უფრო მაღალი იყო — 8.66%-8%; უმაღლესი ქულა 2020 წელს მეტი დაიწერა: 5-9.
ფრანგული ენა
2021 წელს ფრანგული ენის გამოცდაზე გასული აბიტურიენტების რაოდენობა — 48, ტესტის 1 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, — 89.58%-მა აბიტურიენტმა გადალახა. შესაბამისად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 89.58%-მა, ვერ გადალახა — 10.42%-მა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 2 მაქსიმალური ქულა, ორივე — 78; საშუალო ქულა — 46.89.
2020 წელს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების რაოდენობა — 87, საგამოცდო ტესტის — 1 ვარიანტი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, 82.8%-მა გადალახა, 17.2%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 74; საშუალო ქულა — 40.70.
♦ ფრანგული ენის გამოცდაზე, 2021 წელს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, წინა წელთან შედარებით, აბიტურიენტების მეტმა პროცენტმა გადალახა: 89.58%-82.8%; ჩაჭრის მაჩვენებელი — 10.42%-17.2%. უმაღლესი ქულაც, წელს, შედარებით მაღალი დაფიქსირდა: 78-74.
შენიშვნა: უცხოური ენების გამოცდის შემთხვევაში, რადგან სტატისტიკურ ანალიზში, ოთხივე საგნისთვის, საერთო პროცენტული რაოდენობაა მოტანილი იმ აბიტურიენტების, ვინც უცხოური ენის გამოცდაზე ტესტის ყველა ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა და არა თითოეული საგნის ცალ-ცალკე, შედარებითი ანალიზიც უფრო ზოგად სურათს გვიჩვენებს, ვიდრე კონკრეტულ საგნებს შორის სხვაობას. გამონაკლისია ფრანგული ენის გამოცდის შედეგები, რადგან აქ, ორივე წელს, ტესტის თითო-თითო ვარიანტი იყო წარმოდგენილი და პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტულად ამ საგანში დამდგარ შედეგს გვიჩვენებს.
⇒ მათემატიკა
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 11 976, 2020 — 11 997
2021 წელს, მათემატიკის გამოცდაზე, საგამოცდო ტესტის 3 ვარიანტი იყო, მესამე — დამატებითი ვარიანტი 31-მა აბიტურიენტმა დაწერა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 83.57%-მა აბიტურიენტმა, II ვარიანტი — 81.70%-მა, III ვარიანტი — 83.87%-მა. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 82.65%-მა გადალახა, 17.35%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 51, სულ 14 მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა, აქედან: I ვარიანტი — 5 (51), II — 8 (51), III — 1 (46). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 19.51, II — 19.91, III — 21.74.
2020 წელს, საგამოცდო ტესტის 2 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 82.4%-მა, II ვარიანტი — 82.6%-მა. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 82.5%-მა, ვერ გადალახა — 17.5%-მა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 59, სულ 13 უმაღლესი ქულა დაფიქსირდა, აქედან: I ვარიანტი — 6 (59), II — 7 (59). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 21.43, II — 22.95.
♦ მათემატიკის გამოცდის შედეგების შედარებამ, ორივე წელს, საინტერესო სურათი გვიჩვენა — თითქმის თანაბარია ძირითადი მაჩვენებლები: აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა — 82.65%-82.5%; ვერ გადალახა — 17.35%-17.5%; მაქსიმალური ქულა — 14-13. აღსანიშნავია, რომ მათემატიკის გამოცდაზე ჩაჭრის მაჩვენებელი 18%-მდეა აწეული.
⇒ ისტორია
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 20 431, 2020 — 21 553
2021 წელს, ისტორიის გამოცდაზე, საგამოცდო ტესტის 5 ვარიანტი იყო, მეხუთე — დამატებითი ვარიანტი 77-მა აბიტურიენტმა დაწერა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 92.22%-მა აბიტურიენტმა, II ვარიანტი — 93.17%-მა, III ვარიანტი — 93.33%-მა, IV ვარიანტი — 92.40%-მა, V ვარიანტი — 92.21%-მა. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 92.78%-მა გადალახა, 7.22%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 60, სულ 17 მაქსიმალური ქულა დაიწერა, აქედან: I ვარიანტი — 4 (60), II — 3 (59), III — 8 (59), IV — 1 (60), V — 1 (55). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 32.29, II — 29.46, III — 27.62, IV — 30.03, V — 32.43.
2020 წელს, საგამოცდო ტესტის 4 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 94.1%-მა აბიტურიენტმა, II ვარიანტი — 95.2%-მა, III ვარიანტი — 95.0%-მა, IV ვარიანტი — 94.2%-მა. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 94.6%-მა გადალახა, 5.4%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 60, სულ 10 მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა, აქედან: I ვარიანტი — 2 (60), II — 3 (60), III — 4 (60), IV — 1 (60). საშუალო ქულა, ვარიანტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: I ვარიანტი — 28.49, II — 32.75, III — 31.91, IV — 34.97.
♦ ისტორიის გამოცდაზე, 2021 წელს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, აბიტურიენტების ნაკლებმა პროცენტმა გადალახა: 92.78%-94.6%, საერთო ჯამში კი, ეს მაჩვენებელი, სხვა გამოცდების შედეგებთან შედარებით, ორივე წელს, საკმაოდ მაღალია; 2021 წელს ჩაჭრის მაჩვენებელიც უფრო მაღალი იყო — 7.22%-5.4% და მაქსიმალური ქულაც მეტი დაფიქსირდა— 17-10.
⇒ ლიტერატურა
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 738, 2020 — 845
2021 წელს, ლიტერატურის გამოცდაზე, საგამოცდო ტესტის 2 ვარიანტი იყო (მეორე — დამატებითი ვარიანტის მონაცემები, რომელიც 6-მა აბიტურიენტმა წერა, სტატისტიკაში ასახული არ არის). მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა 97.04%-მა აბიტურიენტმა, შესაბამისად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 97.04%-მა, 2.96%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 70, დაიწერა 1 მაქსიმალური ქულა — 67; საშუალო ქულა იყო 43.38.
2020 წელს, საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა 93.85%-მა. შესაბამისად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 93.85%-მა გადალახა, 6.15%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, დაიწერა 2 მაქსიმალური ქულა, ორივე — 67; საშუალო ქულა — 39.77.
♦ 2021 წელს, ლიტერატურის გამოცდაზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, აბიტურიენტების მეტმა პროცენტმა გადალახა: 97.04%-93.85%; სხვა გამოცდების შედეგებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ჩაჭრის მაჩვენებელი 2020 წელს უფრო მაღალი იყო: 2.96%-6.15%; მაქსიმალური ქულა — 1-2.
⇒ ზოგადი უნარები
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 3 600, 2020 — 4 006
შენიშვნა: 2020 წლის სტატისტიკურ ანალიზში აბიტურიენტების რაოდენობის მაჩვენებელი, ვინც ზოგადი უნარების გამოცდაზე ტესტის ყველა ვარიანტში გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საერთოა როგორც ქართული, ასევე რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ვარიანტებისთვის და უდრის 88.96%-ს, შესაბამისად, ვინც ვერ გადალახა — 11.04%-ს.
ქართულ ენაზე
აბიტურიენტთა რაოდენობა: 2021 — 1 240, 2020 — 1 857
2021 წელს ზოგადი უნარების (ქართულ ენაზე) საგამოცდო ტესტის 2 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 91.05%-მა აბიტურიენტმა, II ვარიანტი — 100%-მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 91.08%-მა, ვერ გადალახა — 8.92%-მა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 2 მაქსიმალური ქულა: I ვარიანტი— 76, II ვარიანტი — 63; საშუალო ქულა: I ვარიანტი— 45.90, II ვარიანტი — 47.20.
2020 წელს ტესტის 1 ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა 57.11%-მა, ჩაჭრის მაჩვენებელი — 42.89%. მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 77; საშუალო ქულა — 42.47.
♦ 2021 წელს, ზოგადი უნარების გამოცდაზე, ქართულ ენაზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, აბიტურიენტების ბევრად მეტმა რაოდენობამ გადალახა: 91.08%-57.11%; შესაბამისად, 2020 წლის ჩაჭრის მაჩვენებელი ბევრად მაღალია: 8.92%-42.89%. მაქსიმალური ქულა, 2021 წელს, ერთით მეტი დაიწერა: 2-1.
აზერბაიჯანულ ენაზე
აბიტურიენტთა რაოდენობა: 2021 — 1 847, 2020 — 1 742
2021 წელს საგამოცდო ტესტის 3 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 67.99%-მა აბიტურიენტმა, II ვარიანტი — 66.36%-მა, III ვარიანტი — 64.20%-მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 66.10%-მა გადალახა, — 33.90%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 3 მაქსიმალური ქულა: I ვარიანტი— 69, II — 66, III — 65; საშუალო ქულა: I ვარიანტი— 26.47, II — 28.25, III — 31.05.
2020 წელს ტესტის 3 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა: I ვარიანტი — 91.67%-მა აბიტურიენტმა, II ვარიანტი — 66.08%-მა, III ვარიანტი — 88.96%-მა. მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 5 მაქსიმალური ქულა: I ვარიანტი— 68 (1), II — 66 (1), III — 63 (3); საშუალო ქულა: I ვარიანტი— 27.08, II — 27.63, III — 28.52.
♦ 2021 წელს, ზოგადი უნარების გამოცდაზე, აზერბაიჯანულ ენაზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, აბიტურიენტების ბევრად ნაკლებმა პროცენტმა გადალახა: 66.10%-88.96%, შესაბამისად, 2021 წელს ჩაჭრის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო: 33.9%-11.04%; უმაღლესი ქულა — 3-5.
სომხურ ენაზე
აბიტურიენტთა რაოდენობა: 2021 — 502, 2020 — 395
2021 წელს ტესტის 1 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა 63.15%-მა, შესაბამისად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 63.15%-მა გადალახა, ჩაჭრის მაჩვენებელია 36.85%. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 67. საშუალო ქულა — 29.12.
2020 წელს ტესტის 1 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა 56.28%-მა, ჩაჭრის მაჩვენებელი — 43.72%. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 63; საშუალო ქულა — 29.63.
♦ 2021 წელს, ზოგადი უნარების გამოცდაზე, სომხურ ენაზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, აბიტურიენტების მეტმა პროცენტმა გადალახა: 63.15%-56.28%, შესაბამისად, ჩაჭრის მაჩვენებელი 2020 წელს შედარებით მაღალი იყო: 36.85%-43.72%; ორივე წელს — 1-1 უმაღლესი ქულა.
რუსულ ენაზე
აბიტურიენტთა რაოდენობა: 2021 — 11, 2020 — 12
2021 წელს ტესტის 1 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა 72.73%-მა, შესაბამისად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც — გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 72.73%-მა, ჩაჭრის მაჩვენებელია 27.27%. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 64. საშუალო ქულა — 38.27.
2020 წელს ტესტის 1 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ქულების გათანაბრების შემდეგ, გადალახა 59.39%-მა, შესაბამისად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც — გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 59.39%-მა, ჩაჭრის მაჩვენებელი — 40.61%. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 65; საშუალო ქულა — 42.42.
♦ 2021 წელს, ზოგადი უნარების გამოცდაზე, რუსულ ენაზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, ბევრად მეტმა აბიტურიენტმა გადალახა: 72.73%-59.39%, შესაბამისად, ჩაჭრის მაჩვენებელი 2020 წელს გაცილებით მაღალი იყო: 27.27%-40.61%. ორივე წელს, 1-1 უმაღლესი ქულა დაფიქსირდა.
შენიშვნა: ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ისევე, როგორც უცხოური ენების გამოცდის შემთხვევაში, რადგან 2020 წლის სტატისტიკურ ანალიზში, ოთხივე საგნისთვის, იმ აბიტურიენტების საერთო პროცენტული რაოდენობაა მოტანილი, ვინც უცხოური ენის გამოცდაზე ტესტის ყველა ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა და არა თითოეული საგნის ცალ-ცალკე, შედარებითი ანალიზიც უფრო ზოგად სურათს გვიჩვენებს, ვიდრე კონკრეტულ საგნებს შორის სხვაობას. გამონაკლისია ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩაბარებული გამოცდების შედეგები, რადგან აქ, ორივე წელს, ტესტის თითო-თითო ვარიანტი იყო წარმოდგენილი და პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტულად ამ საგანში დამდგარ შედეგს გვიჩვენებს.
თვალსაჩინოა კიდევ ერთი ტენდენცია — ბევრად იკლო გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ, რაც, ვფიქრობთ, რომ დადებითი მაჩვენებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადი უნარების გამოცდაზე ჩაჭრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით 2020 წელს, როდესაც სამი გამოცდის შემთხვევაში (ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე), იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 40%-იან ნიშნულზე მეტია. შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენეს აზერბაიჯანულ ენაზე გამოცდის ჩაბარების მსურველებმა, აქ ჩაჭრის მაჩვენებელი 33.9%-11.04%-ია.
⇒ გეოგრაფია
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021— 524, 2020 — 829
2021 წელს, გეოგრაფიის გამოცდაზე, საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 64.38%-მა გადალახა, შესაბამისად, 35.62%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 60, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 55; საშუალო ქულა — 21.51. დამატებითი ვარიანტი წერა ერთმა აბიტურიენტმა, რომელმაც მიიღო 15 ქულა.
2020 წელს საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 59.83%-მა, შესაბამისად, 40.17%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 60; საშუალო ქულა — 20.32.
♦ გეოგრაფიის გამოცდაზე, 2021 წელს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, წინა წელთან შედარებით, მეტმა აბიტურიენტმა გადალახა — 64.38%-59.83%. რაც შეეხება ჩაჭრის მაჩვენებელს უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს, გეოგრაფიის გამოცდაზე, ჩაჭრის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 40%-ზე მეტი დაფიქსირდა — 35.62%-40.17%. ორივე წელს 1-1 მაქსიმალური ქულა დაიწერა.
⇒ ფიზიკა
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 153, 2020 — 201
2021 წელს, ფიზიკის გამოცდაზე, საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 68.83%-მა გადალახა, შესაბამისად, 31.17%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 63, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 61; საშუალო ქულა — 24.52. დამატებითი ვარიანტი წერა ერთმა კოვიდ დადასტურებულმა აბიტურიენტმა, რომელმაც მიიღო 16 ქულა.
2020 წელს საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 60.2%-მა, შესაბამისად, 39.8%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 75, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 74; საშუალო ქულა — 27.01.
♦ 2021 წელს ფიზიკის გამოცდაზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, მეტმა აბიტურიენტმა გადალახა — 68.83%-60.2%; ჩაჭრის მაჩვენებელი, ორივე წელს, საკმაოდ მაღალი იყო — 31.17%-39.8%; ორივე წელს — 1-1 მაქსიმალური ქულა.
⇒ ქიმია
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 2095, 2020 — 2238
2021 წელს, ქიმიის გამოცდაზე, საგამოცდო ტესტის 2 ვარიანტი იყო, დამატებითი ვარიანტი 8 აბიტურიენტმა დაწერა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, I ვარიანტში, გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 83.85%-მა გადალახა, II ვარიანტში — 100%-მა, პირველ ვარიანტში ჩაჭრის მაჩვენებელი 16.15% იყო. საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 83.91%-მა გადალახა, 16.09%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 63, დაფიქსირდა 13 მაქსიმალური ქულა: I ვარიანტში — 12 (63), II ვარიანტში — 1 (51) ; საშუალო ქულა: I ვარიანტი — 34.75, II — 36.75.
2020 წელს საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 75.6%-მა, შესაბამისად, 24.4%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 75, დაფიქსირდა 1 უმაღლესი ქულა; საშუალო ქულა — 34.89.
♦ ქიმიის გამოცდაზე, 2021 წელს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2020 წელთან შედარებით, მეტმა აბიტურიენტმა გადალახა — 83.91%-75.6%, შესაბამისად, ჩაჭრის მაჩვენებელი 2020 წელს ბევრად მაღალი იყო — 16.09%-24.4%; მაქსიმალური ქულა კი 2021 წელს ბევრად მეტი დაიწერა — 13-1; უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს, ქიმიის გამოცდაზე, დამატებით ვარიანტში, დაფიქსირებული მაქსიმალური ქულა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
⇒ ბიოლოგია
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 2730, 2020 — 3084
2021 წელს საგამოცდო ტესტის 2 ვარიანტი იყო წარმოდგენილი, დამატებითი ვარიანტი 10-მა კოვიდ დადასტურებულმა აბიტურიენტმა დაწერა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, I ვარიანტში, გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 91.47%-მა გადალახა, II ვარიანტში — 100%-მა, პირველ ვარიანტში ჩაჭრის მაჩვენებელი 8.53% იყო. ტესტის მაქსიმალური ქულა — 70, დაიწერა 5 მაქსიმალური ქულა: I ვარიანტი — 4 (69), II ვარიანტი — 1 (64); საშუალო ქულა: I ვარიანტი — 42.19, II — 52.60.
2020 წელს საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 91.3%-მა, შესაბამისად, 8.7%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა — 70, 21 უმაღლესი ქულა დაიწერა — 70; საშუალო ქულა — 43.49.
♦ ბიოლოგიის გამოცდაზე, ორივე წელს, თითქმის თანაბარი იყო იმ აბიტურიენტთა პროცენტული შემადგენლობა, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა — 91.47%-91.3%. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სხვა გამოცდების შედეგებთან შედარებით, შესაბამისად თანაბარია ჩაჭრის მაჩვენებელიც: 8.53%-8.7%. 2020 წელს ბევრად მეტი მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა— 5-21.
⇒ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
აბიტურიენტების რაოდენობა: 2021 — 42, 2020 — 40
2021 წელს საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 76.74%-მა გადალახა, 23.26%-მა ვერ გადალახა. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 70, დაფიქსირდა 1 მაქსიმალური ქულა — 60; საშუალო ქულა — 35.79. დამატებითი ვარიანტი ერთმა აბიტურიენტმა წერა, რომელმაც 52 ქულა მიიღო.
2020 წელს, საგამოცდო ტესტის 1 ვარიანტი იყო წარმოდგენილი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 70%-მა გადალახა, შესაბამისად, 30%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, დაიწერა 1 მაქსიმალური ქულა — 60; საშუალო ქულა — 31.07.ტ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2021 წელს, მეტმა აბიტურიენტმა გადალახა— 76.74%-70%, შესაბამისად — ჩაჭრის მაჩვენებელი ასეთია — 23.26%-30%; ორივე წელს 1-1 მაქსიმალური ქულა დაიწერა.