3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

„ომი ცხოვ­რე­ბა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში – ადა­მი­ა­ნი და პერ­სო­ნა­ჟი“

spot_img

ქეთევან გარაყანიძე

ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

თე­მის ანა­ლი­ზი ჰე­რო­დო­ტეს ის­ტო­რი­ის გმი­რე­ბის რე­ა­ლუ­რი ტრა­გე­დი­ე­ბით უნ­და და­ვიწყოთ. რო­გორც ის­ტო­რი­ის მა­მა მოგ­ვითხ­რობს: მი­დი­ის მე­ფემ, ერ­თხელ, სპარ­სე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ლაშ­ქ­რო­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. რჩე­ვის­თ­ვის მო­ხუც ბრძენს მი­მარ­თა, რო­მელ­მაც უთხ­რა: არ უნ­და ილაშ­ქ­რო სპარ­სეთ­ში, რად­გან ჩვენ გვაქვს ყვე­ლა სი­კე­თით სავ­სე ქვე­ყა­ნა, ხო­ლო სპარ­სე­ლებს არა­სო­დეს უნა­ხავთ ის, რაც აქ დახ­ვ­დე­ბათ. ამ ომის წა­მოწყე­ბით ჩვენ ვე­რა­ფერს მო­ვი­გებთ, მათ ვე­რა­ფერს წა­ვარ­თ­მევთ, ხო­ლო თუ ისი­ნი დაგ­ვა­მარ­ცხე­ბენ, ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავთ.

ომი არა­სო­დეს იწყე­ბა ხალ­ხის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზით, ომის მი­ზე­ზი მუ­დამ პო­ლი­ტი­კოს­თა ამ­ბი­ცი­ე­ბი და წინ­და­უ­ხე­და­ო­ბაა.

ჩვენ ვიც­ნობთ ომე­ბის რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც ჟამ­თა­აღ­მ­წერ­ლე­ბი­სა და მე­მა­ტი­ა­ნე­ე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა, მაგ­რამ ასე­ვე ვიც­ნობთ მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, პრო­ზას (პო­ე­ზი­ას) ომებ­ზე, რომ­ლებ­მაც ადა­მი­ან­თა სუ­ლე­ბი შეძ­რა.

იმ ავ­ტო­რე­ბის ნუს­ხა, რომ­ლებ­მაც წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ტექ­ს­ტე­ბი დაგ­ვი­ტო­ვეს, ვრცე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ მათ­გან­ზე სა­უ­ბა­რი — რთუ­ლი. ამ­ჯე­რად ყუ­რადღე­ბას გრა­ამ გრი­ნის რო­მან­ზე შე­ვა­ჩე­რებთ, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე მცი­რე ხნის წინ ითარ­გ­მ­ნა. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს მთარ­გ­მ­ნე­ლის, ლე­ვან ინა­სა­რი­ძის, ოს­ტა­ტო­ბა, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი შე­დევ­რი ქარ­თ­ველ მკითხ­ველს დახ­ვე­წი­ლი ენი­თა და შთამ­ბეჭ­და­ვი სი­სა­და­ვით მი­ა­წო­და.

„ჩუმ­ჩუ­მა ამე­რი­კე­ლის“ და­წე­რა ავ­ტორს ინ­დო­ჩი­ნე­თის პო­ლი­ტი­კურ­მა მოვ­ლე­ნე­ბმა შთა­ა­გო­ნა, რო­მე­ლიც იქ, 1955-1956 წლებ­ში, ჟურ­ნალ The New Republic-ის კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. რო­მან­ში ვი­ეტ­ნა­მის მოვ­ლე­ნე­ბია აღ­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში საფ­რან­გე­თის, ამე­რი­კი­სა და მა­თი სამ­ხედ­რო ელი­ტის სა­თა­რე­შოდ იყო ქცე­უ­ლი. „ჩუმ­ჩუ­მა ამე­რი­კე­ლი“ არ არის მხო­ლოდ რე­პორ­ტი­ო­რის მი­ერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის წარ­დ­გე­ნა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, ეს გახ­ლავთ უაღ­რე­სად სენ­სი­ტი­უ­რი პრო­ზა, რო­მელ­საც ში­ნა­გა­ნი ვნე­ბა­თა­ღელ­ვის გა­რე­შე ვე­რა­ვინ წა­ი­კითხავს.

გრა­ამ გრი­ნის რო­მა­ნი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­არ­წ­მუ­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი დოქ­ტ­რი­ნე­ბის ამო­რა­ლუ­რო­ბა­ში. და­არ­წ­მუ­ნებს იმა­შიც, რომ ომი მუ­დამ იწყე­ბა ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ზე­ზით და სა­კა­ცობ­რიო უბე­დუ­რე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა, რად­გან, სა­ბო­ლო­ოდ, ის არა­ვის და­ინ­დობს.

ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, რო­მელ­მაც რე­პორ­ტი­ორ პერ­სო­ნაჟს მო­რი­გი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს (ვი­ეტ­ნა­მის პა­ტა­რა სოფ­ლის და­სა­ბომ­ბად) თან­ხ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა, აცხა­დებს: „ჩვენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვართ. მა­ნამ­დე უნ­და ვი­ო­მოთ, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ შეგ­ვა­ჩე­რე­ბენ. ეს ჩე­მი ომი არ არის, მე მას­ში ჩარ­თუ­ლი არ ვარ“. რა­ზეც ნა­ნა­ხით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რე­პორ­ტი­ო­რი პა­სუ­ხობს: „მა­ლე იქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლი! მე ომი მძულს!“

რო­მა­ნის ამ ეპი­ზო­დის ანა­ლი­ზი გო­ნი­ერ მკითხ­ველს მარ­ტი­ვად აფიქ­რე­ბი­ნე­ბს, რომ დრო იც­ვ­ლე­ბა, ომე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი – არა.

სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი ამე­რი­კა, რო­მა­ნის მი­ხედ­ვით, თა­ვად ეწე­ვა ვი­ეტ­ნა­მე­ლი ხალ­ხის გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ პო­ლი­ტი­კას, რის გა­მოც რე­პორ­ტი­ო­რი თა­ვი­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუთხე­დის გმირს, ამე­რი­კელ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ვი­ეტ­ნა­მის ეკო­ნო­მი­კუ­რი „აღორ­ძი­ნე­ბის“ ელ­ჩის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს, სას­ტი­კად საყ­ვე­დუ­რობს, რომ ის, რა­საც მი­სი სამ­შობ­ლო და სამ­სა­ხუ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში აკე­თებს, დახ­მა­რე­ბა არ არის. სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ხალ­ხის­თ­ვის, რო­მელ­საც ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია არა­სო­დეს უნა­ხავს, სა­სა­ცი­ლოა. ვი­ეტ­ნა­მე­ლებს მხო­ლოდ ბრინ­ჯის მოყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბათ და არა იმის სწავ­ლე­ბა, რო­გორ იცხოვ­რონ სა­კუ­თარ მი­წა­ზე.

ომის სუ­რა­თე­ბის აღ­წე­რი­სას, რე­ა­ლუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი (რე­პორ­ტი­ო­რის თვა­ლით ნა­ნა­ხი სი­სას­ტი­კე) იმ­დე­ნად მძაფ­რია, მკითხ­ვე­ლის გულ­ში მო­მაკ­ვ­დი­ნებ­ლად იჭ­რე­ბა: ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ძმა რო­გორ აცუ­რებს და­ღუ­პუ­ლი ძმის თავ­ქ­ვეშ ბა­ლიშს და ამა­ზე რო­გორ ეცი­ნე­ბათ ახ­ლოს მყოფ ადა­მი­ა­ნებს; ასე­ვე ქა­ლა­ქის მო­ე­დან­ზე ნა­ნა­ხი კად­რე­ბი: ბავ­შ­ვის ნარ­ჩე­ნე­ბი დე­დის კალ­თა­ში, და­ღუ­პუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლი, რო­მე­ლიც იმ დღეს ოჯახ­ში გრო­შე­ბის წა­სა­ღე­ბად გა­მო­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და და­ი­ღუ­პა.

ავ­ტო­რი, ცოცხა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი გან­ც­დე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­დავ მხატ­ვ­რულ პა­სა­ჟებ­საც გვთა­ვა­ზობს. ინ­გ­ლი­სე­ლი რე­პორ­ტი­ო­რი­სა და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ვი­ეტ­ნა­მე­ლი გო­გო­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც, სწო­რედ ამე­რი­კე­ლი ეცი­ლე­ბა. ვი­ნა­ი­დან მას (რე­პორ­ტი­ორს) ოჯა­ხი ჰყავს და მი­სი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ინ­გ­ლის­ში უნ­და დაბ­რუნ­დეს, უწევს, უარი თქვას სიყ­ვა­რულ­ზე, მით უფ­რო, რომ ცოლ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის თხოვ­ნა­ზე ხე­ლი არ მო­უ­წე­რა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის კულ­მი­ნა­ცია მა­შინ იწყე­ბა, რო­ცა, ერთ დღეს, ქა­ლა­ქის მო­ე­დან­ზე მომ­ხ­დარ დიდ აფეთ­ქე­ბა­ში ამე­რი­კე­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა გა­რე­უ­ლი. ინ­გ­ლი­სე­ლი რე­პორ­ტი­ო­რი ამას მა­შინ იგებს, რო­ცა ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლის საშ­ვე­ლად ახ­ლომ­დე­ბა­რე კა­ფე­ში გარ­ბის. გზად ამე­რი­კე­ლი ხვდე­ბა, რო­მელ­საც უყ­ვე­ბა, რომ მი­სი სა­ცო­ლე, შე­საძ­ლოა, იმ კა­ფე­ში იყოს და­ღუ­პუ­ლი, რა­ზეც პა­სუ­ხად ის­მენს, რომ სა­ცო­ლეს (რე­პორ­ტი­ო­რის ყო­ფილ საყ­ვა­რელს) საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბა, რად­გან ის მო­სა­ლოდ­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო.

ამ პა­სუ­ხის მოს­მე­ნის შემ­დეგ რე­პორ­ტი­ო­რი წა­მი­ე­რად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ პარ­ტი­ზა­ნუ­ლად მებ­რ­ძოლ ვი­ეტ­ნა­მელ ჯა­რის­კაცს გა­დას­ცეს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ იდ­გა ქა­ლა­ქის დიდ მო­ე­დან­ზე მომ­ხ­და­რი ტე­რაქ­ტის უკან.

ამე­რი­კელს იმა­ვე დღეს კლა­ვენ.

♦♦♦

ჩვენ (მკითხ­ველ­ებ­მა) ვი­ცით, რა მო­აქვს ომებს, მაგ­რამ ჩვენ (მკითხ­ვე­ლებ­მა) არ ვი­ცით, რო­გორ და­ვიც­ვათ თა­ვი ავან­ტი­უ­რის­ტე­ბი­სა­გან. სწო­რედ ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ გრა­ამ გრი­ნის რო­მა­ნის წა­კითხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ვარ­ქ­ვათ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები