23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მოსწავლეს ის­ტო­რი­უ­ლი ჭრი­ლი­დან უნ­და შე­ვა­ხე­დოთ და და­ვა­ფიქ­როთ სა­კუ­თარ როლ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში

spot_img
ნი­კა უთა­ლიშ­ვი­ლი
თბი­ლი­სის არ­ქი­მე­დეს სკო­ლის იტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი

„მოს­წავ­ლე­ებს უნ­და ვას­წავ­ლოთ ისე, რომ მათ გა­ი­გონ ის­ტო­რია და ის, რომ რა­საც ვას­წავ­ლით, არ არის ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ ქვა­ში ამოკ­ვე­თი­ლი. წარ­სუ­ლი არა­სო­დეს არ შე­იძ­ლე­ბა აღ­ვად­გი­ნოთ მთე­ლი სი­ზუს­ტით და ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა არა­სო­დეს შეწყ­დე­ბა – შე­უძ­ლე­ბე­ლია ის­ტო­რი­ის სრუ­ლი და სა­ბო­ლოო შეც­ნო­ბა…“

დე­ვიდ ლო­უ­ვენ­ტა­ლი

⇓ ეთან­ხ­მე­ბით თუ არა დოქ­ტორ დე­ვიდ ლო­უ­ვენ­ტა­ლის ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას?

ჩვენ თუ ამ სა­კითხს მი­ვუდ­გე­ბით ის­ტო­რი­ის რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გის შე­ფა­სე­ბას – რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქ ერ­თი პო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს. პირ­ველ რიგ­ში, ის­ტო­რია ეს არის მეც­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბით, მი­სი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ბევრ სხვა სა­კითხ­თან ერ­თად, არის ის, რომ ადა­მი­ან­მა ობი­ექ­ტუ­რად გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს  მის გარ­შე­მო, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე ფაქ­ტე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი დროს­თან კავ­შირ­ში. ამი­ტომ ის­ტო­რია, თა­ვის მხრივ, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფე­ხუ­რებს შე­ის­წავ­ლის, სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქე­ბი­სა და პე­რი­ო­დე­ბის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ მო­ახ­დი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დღემ­დე ტრან­ს­ფორ­მა­ცია და რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ერ­თი მხრივ, ადა­მი­ა­ნის, ინ­დი­ვი­დის გან­ვი­თა­რე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, ინ­დი­ვი­დის რო­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა ის­ტო­რია, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბა. თა­ვის­თა­ვად, ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, დამ­ყა­რე­ბუ­ლია  ფაქ­ტებ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ისტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზე, თუმ­ცა ფაქ­ტე­ბიც და ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბიც გარ­კ­ვე­ულ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს ხოლ­მე. ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ის, რომ ერ­თი ის­ტო­რი­კო­სის მო­საზ­რე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, მე­ო­რე ის­ტო­რი­კო­სის მი­ერ იყოს გა­და­ფა­სე­ბუ­ლი ან კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ლო­უ­ვენ­ტა­ლის ეს შე­ფა­სე­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თ­ვა­ლოთ მი­სა­ღე­ბად, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი თუ მოვ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­ულ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებ­დეს. თუმ­ცა, ვერ ვიტყ­ვით ნე­ბის­მი­ერ ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტ­ზე თუ მოვ­ლე­ნა­ზე, რომ მცდა­რია ან ყალ­ბი, მაგ­რამ არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც აუცი­ლე­ბე­ლია გა­და­მოწ­მე­ბა. ამი­ტომ, თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­კოს­მა და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე, პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე უნ­და და­ა­ფიქ­როს, რომ ნე­ბის­მი­ერ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას თუ ფაქტს აქვს თა­ვი­სი გარ­კ­ვე­უ­ლი წყა­რო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვას­წავ­ლით. რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ ის­ტო­რი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი­თა და ნა­აზ­რე­ვით კი არ უნ­და ვას­წავ­ლი­დეთ ბავ­შ­ვებს, თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს ადა­მი­ა­ნის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან უნ­და შე­ვა­ხე­დოთ, გა­და­აზ­რე­ბით, ანა­ლი­ტი­კუ­რი თუ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბით ან თუნ­დაც, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ვას­წავ­ლოთ. ეს სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის­ტო­რია დროს­თან ერ­თად ტრან­ს­ფორ­მირ­დე­ბა და დროს­თან ერ­თად­ვე ახ­დენს გარ­კ­ვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის, კონ­ცეფ­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა ის­ტო­რია ობი­ექ­ტუ­რად, მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლად გა­ა­აზ­რე­ბი­ნოს მოს­წავ­ლეს.

რომ შე­ვა­ჯა­მო, რა თქმა უნ­და, ის­ტო­რია ემ­ყა­რე­ბა გარ­კ­ვე­ულ ფაქ­ტებს, მოვ­ლე­ნებ­სა და თა­რი­ღებს, რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დეა მო­სუ­ლი ამა თუ იმ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როთი. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს მო­საზ­რე­ბე­ბი ჩვე­ნე­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით არ წარ­მო­ვად­გი­ნოთ. მა­გა­ლი­თად, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ჰე­რო­დო­ტეს ცნო­ბე­ბი, რომ კოლ­ხე­ბი ეგ­ვიპ­ტი­დან იყ­ვ­ნენ წა­მო­სუ­ლე­ბი, შემ­დ­გომ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და სხვა მეც­ნი­ერ­თა მო­საზ­რე­ბა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით უარ­ყო­ფი­ლია. რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლეს იმ­თა­ვით­ვე არ ვუ­ბიძ­გებთ, რომ ეს მო­საზ­რე­ბა ღრმა მეც­ნი­ე­რულ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლოს, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მას კვლე­ვა-ძი­ე­ბის უნა­რი გა­მო­უ­მუ­შავ­დეს. თუ­კი ვფი­ქ­რობთ, რომ მოს­წავ­ლეს ეს უნა­რე­ბი უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს, ის, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მკვლე­ვა­რი უნ­და გახ­დეს (ეს არ გული­სიხ­მობს სიღ­რ­მი­სე­ულ კვლე­ვებს, არამედ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის კომ­პო­ნენტს), კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სოს ესა თუ ის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა. ამის გა­რე­შე თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია. გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ის­ტო­რი­ის, სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხომ ის არის, რომ მოს­წავ­ლე ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ჯან­საღ, სწო­რი ღირე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქედ, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს. ეს არის ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რაც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­თაც გან­საზღ­ვ­რუ­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­მაც ამის­კენ უნ­და უბიძ­გოს მოს­წავ­ლეს.

⇒ პა­სუ­ხობს თუ არა დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რე­სურ­სე­ბი ამ მი­ზანს?

ერ­თია საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლემ უნ­და გა­ი­აზ­როს სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და მე­ო­რეა, ამ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, იმ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც მას აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქედ აყა­ლი­ბებს, 21-ე სა­უ­კუ­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბის და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ნა­წი­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რაც აუცი­ლე­ბე­ლია დღე­ვან­დელ  ეპო­ქა­ში. ეს ერ­თობ­ლი­ო­ბა – საგ­ნის, დის­ციპ­ლი­ნის ცოდ­ნა (ის­ტო­რი­ის ცოდ­ნა) პლუს  ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ის იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი, სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლილს შე­ი­ტანს. ეს ცალ­სა­ხად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ის­ტო­რი­ის საგ­ნის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს გახ­ლავთ. მოს­წავ­ლემ აუცი­ლებ­ლად უნ­და შეძ­ლოს, ის­ტო­რი­ის სწავ­ლის პრო­ცეს­ში, იმ ძი­რი­თა­დი ის­ტო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის გა­აზ­რე­ბა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით. პირ­ველ რიგ­ში, იმას, რომ მოს­წავ­ლემ ამა თუ იმ ფაქ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შეძ­ლოს კონ­კ­რე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნის გა­აზ­რე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­ე­ბის და ძეგ­ლე­ბის მი­ხედ­ვით (იქ­ნე­ბა ეს წე­რი­ლო­ბი­თი, ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი, ლა­პი­და­რუ­ლი, მჭედ­ლუ­რი თუ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის წყა­რო­ე­ბი) დრო­ის/პე­რი­ო­დის აღ­დ­გე­ნა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, წყა­რო­ე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა – რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა ეს წყა­რო­ე­ბი ის­ტო­რი­ის გა­ცოცხ­ლე­ბის, გა­აზ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.  ეს მოს­წავ­ლეს უყა­ლი­ბებს კრი­ტი­კულ და შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბას. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ის რო­მე­ლი­მე მე­მუ­ა­რულ ჩა­ნა­წერს გა­ეც­ნო­ბა, შე­უძ­ლია ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბის აღ­დ­გე­ნა და მი­სი დრო­ი­თი სივ­რ­ცის ჭრილ­ში გა­აზ­რე­ბა, ამ წყა­როს მი­ხედ­ვით – არის თუ არა სან­დო, რამ­დე­ნად არ­სე­ბობს ის­ტო­რი­კოს­თა მხრი­დან ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი და ა.შ. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია,  დრო­ის სივ­რ­ცით ჭრილ­ში, მოს­წავ­ლემ ამა თუ იმ ეპო­ქის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გა­ი­აზ­როს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის­ტო­რია პე­რი­ო­დე­ბად, ეპო­ქე­ბად იყო­ფა. ამი­ტომ, თი­თო­ე­ულ პე­რი­ოდს გარ­კ­ვე­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს, ამას ემა­ტე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი, არე­ა­ლე­ბი, სა­დაც ეს ეპო­ქე­ბი იმ­პე­რი­ე­ბის თუ სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ყა­ლიბ­დე­ბო­და. მოს­წავ­ლემ უნ­და და­ი­ნა­ხოს მი­სი კავ­ში­რი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თუ ჩვენ გვინ­და, ბავ­შ­ვი აქ­ტი­ურ და სწორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, აუცი­ლებ­ლად ის­ტო­რი­უ­ლი ჭრი­ლი­დან უნ­და შე­ვა­ხე­დოთ და და­ვა­ფიქ­როთ სა­კუ­თარ როლ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში – რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ისეთ მო­ქა­ლა­ქედ, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­წი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ტანს წვლილს.

ბუ­ნებ­რი­ვია, სწავ­ლე­ბის მიზ­ნებს რომ მი­ვაღ­წი­ოთ, პირ­ველ რიგ­ში, ვსვამთ კითხ­ვას – რო­გორ? ანუ სკო­ლა პა­სუ­ხობს თუ არა ამ მოთხოვ­ნებს. სკო­ლის რო­ლი აქ ცალ­სა­ხად ერ­თ­გ­ვა­რია – მი­სი მი­სია და მი­ზა­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა ხე­ლი შე­უწყოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას. აქ კი, ჩე­მი აზ­რით, პირ­ველ რიგ­ში, გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი მას­წავ­ლე­ბელს და მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ენი­ჭე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი სა­კითხის სწავ­ლე­ბი­სას, აუცი­ლებ­ლად, მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­დან უნ­და ამო­ვი­დეთ. დღეს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს, არა­მედ, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის რე­სურ­სებს და მა­სა­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერც ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ამა­რა, რაც უნ­და კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გვქონ­დეს. ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა არ არის მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­სუ­ლი ნა­რა­ტი­უ­ლი ტექ­ს­ტე­ბის თუ წყა­რო­ე­ბის წა­კითხ­ვის და გაც­ნო­ბის პრო­ცე­სი. რა თქმა უნ­და, არ არის მარ­ტი­ვი, გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რა არის თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი, თუნ­დაც ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში – თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, მის­წ­რა­ფე­ბე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ დავ­გეგ­მოთ გაკ­ვე­თი­ლი და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბი. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მხო­ლოდ 45 წუ­თით არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს.

პირ­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სი, რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა, მაგ­რამ არა ერ­თა­დერ­თი. კონ­ცეპ­ტუ­ალუ­რად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შედ­გე­ნი­ლია სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით და გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი, რა­ზეც ვი­სა­უბ­რე, თუმ­ცა, მეტ-ნაკ­ლე­ბად, შე­საძ­ლე­ბე­ლია და აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა, ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­დეს. ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვ­ლე­ბა და ვი­თარ­დე­ბა პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც მო­ითხოვს დახ­ვე­წას და გან­ვი­თა­რე­ბას.

ვი­სურ­ვებ­დი, რომ ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში უფ­რო მე­ტი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი იყოს გად­მო­ცე­მუ­ლი და ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით იყოს და­ხუნ­ძ­ლუ­ლი. მოს­წავ­ლე­ებს უფ­რო მოს­წონთ და აინ­ტე­რე­სებთ ხოლ­მე, რო­ცა მე­ფე­ებ­ზე, ის­ტო­რი­ულ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბია მოთხ­რო­ბი­ლი და ა.შ. ეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, უფ­რო ეფექ­ტურს ხდის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის, X-XI კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ზე შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ასე­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი პა­რაგ­რა­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას გა­და­ხე­და­ვენ. შე­იძ­ლე­ბა პა­რაგ­რა­ფე­ბის ში­ნა­არ­სი ისე დაჯ­გუფ­დეს, რომ მთე­ლი წლის პროგ­რა­მის, რაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ამო­წურ­ვა შეძ­ლოს მოს­წავ­ლემ.

მაგ­რამ აქ ისევ იმ მო­საზ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბი, რომ ესეც მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მას შე­უძ­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი თე­მა­ტუ­რი ბლო­კე­ბის, ერ­თე­უ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც კონ­კ­რე­ტუ­ლი ეპო­ქე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შერ­ჩე­უ­ლი, ისე და­გეგ­მოს, რომ მოს­წავ­ლემ სა­კითხე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბის მი­ხედ­ვით ააგოს ცოდ­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მის ასა­კობ­რივ მოთხოვ­ნებს უნ­და პა­სუ­ხობ­დეს.

რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ვი­სურ­ვებ­დი, რომ თი­თო­ე­უ­ლი პა­რაგ­რა­ფი გვაწ­ვ­დი­დეს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს და წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი თუ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი, ერ­თი მხრივ, ხელს უწყობ­დეს მოს­წავ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის­კენ წაყ­ვა­ნას და, მე­ო­რე მხრივ, კვლე­ვა-ძი­ე­ბის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის (X-XI) სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ის­ტო­რი­ის წიგ­ნე­ბი კი უფ­რო მე­ტად და­სახ­ვე­წია.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გარ­და, უამ­რა­ვი ციფ­რუ­ლი რე­სურ­სია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად, el.ge-ს რე­სურ­სე­ბის ბან­კი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ. მე პი­რა­დად, ხში­რად ვი­ყე­ნებ, წარ­მო­უდ­გენ­ლა­დაც კი მი­მაჩ­ნია, ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­რე­შე, დღეს, გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა. ერ­თია, რამ­დე­ნად კარ­გი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი გვაქვს, მაგ­რამ მე­ო­რე და კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნად არ­თ­მევს თავს მას­წავ­ლე­ბე­ლი  სრულ­ფა­სო­ვან სას­წავ­ლო პრო­ცესს.

ჩვენ უნ­და ვიზ­რუ­ნოთ ყო­ველ­დღი­უ­რად, რომ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლი კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გავ­ხა­დოთ მოს­წავ­ლის­თ­ვის. მხო­ლოდ ასე და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ ბავ­შ­ვებს დღე­ვან­დელ ეპო­ქა­ში და არა მხო­ლოდ ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ან რე­სურ­სით, რაც უნ­და სრულ­ფა­სო­ვა­ნი იყოს ის.

⇒ რო­გო­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წონთ მოს­წავ­ლე­ებს

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მა­გა­ლით­ზე გეტყ­ვით – ძი­რი­თა­დად, ისე­თი, სა­დაც თვი­თონ არი­ან დი­დი დო­ზით ჩარ­თუ­ლი. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ ამა თუ იმ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას, ვმსჯე­ლობთ კრი­ტი­კუ­ლად, რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი ის­ტო­რი­კო­სის მი­ერ მო­წო­დე­ბულ ცნო­ბას ვა­ფა­სებთ კრი­ტი­კუ­ლად და ა.შ. ძა­ლი­ან მოს­წონთ ბავ­შ­ვებს, რო­ცა სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქ­ვა­მენ, ამით შე­ფა­სე­ბი­თი უნა­რიც უყა­ლიბ­დე­ბათ. ასე­ვე, ძა­ლი­ან მოს­წოთ, რო­ცა ჩარ­თუ­ლი არი­ან შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში. სულ ვცდი­ლობ, ჩე­მი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ისე­თი იყოს, რომ მოს­წავ­ლემ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყე­ნებ დი­ლე­მე­ბით სწავ­ლე­ბას, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლემ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად შეძ­ლოს ამა თუ იმ სა­კითხის ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ან სხვა ეპო­ქებ­თან და­კავ­ში­რე­ბა და შემ­დეგ, ანა­ლი­ზის, შე­ჯა­მე­ბის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რად წარ­მარ­თოს პრო­ცე­სი, რომ არ გას­ც­დეს სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მა­ტი­კას და გა­ვი­დეს იმ სა­მიზ­ნე ორი­ენ­ტირ­ზე, რაც აქვს მო­ხა­ზუ­ლი. ასე­ვე მოს­წონთ ბავ­შ­ვებს, მა­გა­ლი­თად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც ხში­რად ვი­ყე­ნებ რო­გორც დაწყე­ბით, ისე ზე­და სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­თან. და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში უფ­რო აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, მე­ტად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­თან, სწავ­ლო­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან, მეტ შე­კითხ­ვას სვა­მენ. მოკ­ლედ, ეს პრო­ცე­სი უფ­რო სა­ხა­ლი­სოა მათ­თ­ვის. კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტის/და­ვა­ლე­ბის, მა­გა­ლი­თად, მე­მუ­ა­რის, დღი­უ­რის, ჩა­ნა­წე­რე­ბის ან თუნ­დაც, გა­ციფ­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის (ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მებ­ში აწყო­ბი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და ა.შ.) კლას­ში წარ­დ­გე­ნა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მა­ინ­ქ­რაფ­ტ­ში შექ­მ­ნი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბი მო­მი­ტა­ნეს. ეს პრო­ცე­სე­ბი მათ­თ­ვის ბუ­ნებ­რი­ვად ხდის სა­ინ­ტე­რე­სოს გაკ­ვე­თილ­საც და შე­სა­ბა­მი­სად, ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­საც, უყა­ლი­ბებთ პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნარ­საც – აუდი­ტო­რი­ას­თან სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის, წარ­მო­ჩე­ნის. ცოდ­ნის შე­ძე­ნას­თან ერ­თად, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სარ­გე­ბე­ლი აქვს – თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს და  რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს თვი­თონ­ვე აფა­სე­ბენ, ხე­და­ვენ სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ებს, რა არის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი. ასე­ვე, ეც­ნო­ბი­ან და აფა­სე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის ნა­მუშე­ვ­რებ­საც (თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კულ­ტუ­რა უყა­ლიბ­დე­ბათ). ოღონდ შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში უნ­და წა­რი­მარ­თოს – რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რჩე­ვე­ბი უნ­და მის­ცენ ერ­თ­მა­ნეთს. აი, ასე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წონთ. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ უნ­და შე­მო­ი­საზღ­ვ­როს იმ ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბით და წყა­რო­ე­ბით, რაც მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

⇒ რო­გორ და რა დო­ზით ის­წავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში არც თუ შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი – საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცია

საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცია ჩვენს სკო­ლებ­ში ის­წავ­ლე­ბა რო­გორც სა­ბა­ზო, ისე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, კონ­კ­რე­ტუ­ლად, მეცხ­რე­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სის პე­რი­ოდ­ში, საკ­მა­ოდ ვრცე­ლი პა­რაგ­რა­ფე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ყო­ველ­თ­ვის არ არის საკ­მა­რი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა. ძა­ლი­ან ბევ­რი წყა­რო არ­სე­ბობს –  სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბი, პირ­ვე­ლა­დი წყა­რო­ე­ბი, ვი­საც უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხო ეს პე­რი­ო­დი. მნიშ­ვ­ნელ­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რედ ამ ტი­პის რე­სურ­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­ცა 1918-21 წლე­ბის ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლის – ოკუ­პა­ცი­ას და შემ­დ­გომ პე­რი­ოდს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რა თქმა უნ­და, ეს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი პე­რი­ო­დია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ რო­გორ ვას­წავ­ლით ახალ თა­ო­ბებს. 70-წლი­ა­ნი საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქას­თან. ჩვენ გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ოჯა­ხებ­საც მო­უ­წი­ათ ამ პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რე­ბა, ვი­საც უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხო რეპ­რე­სი­ე­ბი. მათ იცი­ან, თუნ­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ან მა­ნამ­დე ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­გო­რი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იყო. ამი­ტომ, ამ სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში, კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს პირ­ველ წყა­როდ მიჩ­ნე­უ­ლი ის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხით, დღემ­დე გვყავს. შეგ­ვიძ­ლია, მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზოთ ისე­თი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბის ან და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, სა­დაც მა­თი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ჩავ­რ­თავთ; შე­უძ­ლი­ათ გა­მო­კითხ­ვა ჩა­ა­ტა­რონ, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მო­ამ­ზა­დონ. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის ის­ტო­რი­ი­ის ამ მო­ნაკ­ვე­თის შე­სა­ხებ გაკ­ვე­თი­ლებს. კვლე­ვა-ძი­ე­ბას­თან ერ­თად, მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბაც გა­იზ­რ­დე­ბა. მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა უშუ­ა­ლოდ საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის, ან მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი და შე­ფა­სე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი, რაც მე­ო­რე, ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ნა­წი­ლის, გა­აზ­რე­ბა­შიც და­ეხ­მა­რე­ბათ. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­და­ა­ფა­სა ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პრო­პა­გან­დის თუ სხვა­დას­ხ­ვა მა­სობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ინერ­გე­ბო­და იმ­დ­რო­ინ­დელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ამი­ტომ, ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვი­სა და ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის მი­ერ, ერ­თობ­ლი­ვად, შე­ფა­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია.

ოკუ­პა­ცი­ის თე­მის სწავ­ლე­ბი­სას, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ფიქ­რ­დ­ნენ, რო­გორ უნ­და და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ერ­თია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა და მე­ო­რეა მი­სი დაც­ვა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია ერ­თ­მა­ნეთ­თან. მინ­და გა­ი­აზ­რონ სა­კუ­თა­რი რო­ლი ამ პრო­ცე­სებ­ში. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ, იპო­ვონ კავ­ში­რე­ბი და გა­ავ­ლონ პა­რა­ლე­ლე­ბი მა­შინ­დელ და დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის. და­ვა­ნა­ხო რა იყო მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი – ოკუ­პა­ცი­ამ­დე­ლი და ოკუ­პა­ცი­ის შემ­დ­გო­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მა­შინ, რო­ცა სას­ტი­კი რეპ­რე­სი­ე­ბი და­იწყო. ვფიქ­რობ, ასე­თი მიდ­გო­მე­ბით და­ვეხ­მა­რე­ბით ბავ­შ­ვებს, ახალ­გაზ­რ­დებს სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, აყა­ლი­ბებს თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის მქო­ნე სრულ­ფა­სო­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევრს. საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცია მა­გა­ლი­თა­დაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა და მით უფ­რო ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს თა­ნა­მედ­რო­ვე, დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს და მას შე­ნარ­ჩ­უნე­ბა სჭირ­დე­ბა.

25 თე­ბერ­ვა­ლი თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს უნ­და ახ­სე­ნებ­დეს იმას, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა დაც­ვა და რომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის რო­ლი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მის კე­თე­ბა­ში. ყვე­ლამ პირ­ნათ­ლად უნ­და შე­ას­რუ­ლოს ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვართ, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ვა­შე­ნებთ. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვაც სწო­რედ ეს გახ­ლავთ – უფ­რო გაძ­ლი­ერ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ხმა და რო­ლი იქ­ნე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლი. ეს უნ­და ვას­წავ­ლოთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს და ეს მი­სია ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბამ უნ­და შე­ას­რუ­ლოს, რად­გან ის­ტო­რია, თა­ვი­სი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ის­წავ­ლის, სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი კი დრო­სა და სივ­რ­ცე­ში, სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­ულ ეპო­ქებ­სა და პე­რი­ო­დებ­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ და ასე­ვეა დღე­საც. ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი  თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პლუ­რა­ლიზმს ეფუძ­ნე­ბა და, რა თქმა უნ­და, ამის სწავ­ლე­ბა სკო­ლი­დან უნ­და და­იწყოს. ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბამ ამ გზით უნ­და შე­უწყოს ხე­ლი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დას, რომ შემ­დეგ ისეთ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რო­მელ­საც მკა­ფი­ოდ ექ­ნე­ბა გან­საზღ­რუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი რო­ლი და მი­სია.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები