21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მიგ­რა­ცი­ას შე­წი­რუ­ლი კი­დევ ერ­თი სოფ­ლის სკო­ლა

spot_img

ზუს­ტად 100 წლის წინ, 1924 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ლეჩხუ­მის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს და ის­ტო­რი­ულ სო­ფელ თა­ბორ­ში, პირ­ვე­ლად და­ი­რე­კა სკო­ლის ზა­რი – მერ­ხებს შე­მო­უს­ხ­დ­ნენ სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა შვი­ლე­ბი, გა­ნათ­ლე­ბას მოწყუ­რე­ბუ­ლი პრველ­კ­ლა­სე­ლე­ბი, რო­მელ­თაც ექ­ვ­სი კლა­სის ჩათ­ვ­ლით შე­ეძ­ლოთ სწავ­ლა. მას შემ­დეგ აქ, ავად თუ კარ­გად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი არ შეწყ­ვე­ტი­ლა. მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სკო­ლის ავა­რი­უ­ლო­ბის გა­მო, დღის წეს­რიგ­ში ახა­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხი დად­გა და 80-იანი წლე­ბის და­საწყის­ში აშენ­და კი­დეც 150 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი ახა­ლი შე­ნო­ბა, თუმ­ცა, ასე­თი კონ­ტინ­გენ­ტი, რე­ა­ლუ­რად, თა­ბორ­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­ცა ნელ-ნე­ლა, თით­ქოს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბით, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სოფ­ლებ­ში მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბა – ოჯა­ხე­ბი დიდ ქა­ლა­ქებ­ში ცდი­ლო­ბენ დამ­კ­ვიდ­რე­ბას თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის უკე­თე­სი მო­მავ­ლის შე­საქ­მ­ნე­ლად. მათ შო­რი­საა თა­ბო­რიც – აქაც იკ­ლო მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბამ. ავა­რი­უ­ლი შე­იქ­ნა სკო­ლაც, სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გარ­კ­ვე­უ­ლი ხა­ნი მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უკ­ვე ხუ­თი მოს­წავ­ლის­თ­ვის. ბო­ლოს, ამ შვი­დი­ო­დე წლის წინ, რო­ცა შე­ნო­ბა სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ში­ში გახ­და, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სოფ­ლის ერთ-ერ­თი მკვიდ­რის ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლ­ში გაგ­რ­ძელ­და. მას შემ­დეგ 5 მოს­წავ­ლე­ზე მე­ტი არა­სო­დეს გვყო­ლიაო, გვითხ­რა სკო­ლის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­კა სი­ლა­გა­ძემ.

წელს, ამ სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სკო­ლა­ში, პირ­ვე­ლად არ და­ი­რე­კა ახა­ლი სას­წავ­ლო წლის მა­უწყე­ბე­ლი ზა­რი – მე­სა­მე და მეშ­ვი­დეკ­ლა­სელ­მა ორ­მა მოს­წავ­ლემ სო­ფელ ლა­ი­ლა­შის სკო­ლა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა სწავ­ლა; უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა სკო­ლის ათი­ვე თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, იმ ორი მას­წავ­ლე­ბ­ლის გარ­და, რო­მე­ლიც შე­თავ­სე­ბით სხვა სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და. „უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნა თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის­თ­ვის დი­დი დარ­ტყ­მაა, მაგ­რამ აუნაზღა­უ­რე­ბე­ლია ის ზი­ა­ნი, რაც სო­ფელს მი­ად­გა. სულ 20 ოჯა­ხია ამ­ჟა­მად თა­ბორ­ში, ათ­ჯერ მე­ტი და­კე­ტი­ლი სახ­ლია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ზაფხუ­ლო­ბით იღე­ბა და – არც ერ­თი ბავ­შ­ვი! აი, ესაა სა­ვა­ლა­ლო და ტრა­გი­კუ­ლი,“ – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­კა. და ეს ხდე­ბა სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში მე-18 სა­უ­კუ­ნი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. ვი­ცით, რომ ჩვენ­ში, ებ­რა­უ­ლის წა­ბაძ­ვით, სა­ეკ­ლე­სიო ნა­გე­ბო­ბებს არ­ქ­მევ­დ­ნენ ბიბ­ლი­ურ სა­ხე­ლებს: „სი­ო­ნი“, „ბეთ­ლე­მი“, „ბე­თა­ნია“, „გეთ­სა­მა­ნია“… თა­ბო­რი კი ნა­ზა­რეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მთაა, სა­დაც ქრის­ტეს ფე­რიც­ვა­ლე­ბის სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლა; სო­ფელ­ში დღე­საც დგას მე-6 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძ­ვ­რობის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლი, თა­ბო­რის ეკ­ლე­სია; სოფ­ლის გა­ნა­პი­რას, მთის ქიმ­ზე კი ში­რი­მის კვად­რე­ბით ნა­გე­ბი გვი­ან­დე­ლი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კოშ­კია, რო­მე­ლიც საგ­ვა­რე­უ­ლო საძ­ვა­ლე-სამ­ლოც­ვე­ლო კოშ­კი ყო­ფი­ლა… ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა კი­დევ შე­იძ­ლე­ბა, ლე­გენ­დე­ბი­სა და გად­მო­ცე­მე­ბის მო­ყო­ლაც, მაგ­რამ, თით­ქოს ყვე­ლა­ფერს აზ­რი ეკარ­გე­ბა… აღარც ის­ტო­რი­ი­სა თუ გე­ოგ­რა­ფი­ის ან ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­უყ­ვე­ბი­ან პა­ტა­რებს რო­გო­რი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სოფ­ლის მკვიდ­რე­ბი არი­ან; აღარც ექ­ს­კურ­სი­ე­ბით აჟ­რი­ა­მულ­დე­ბი­ან ის­ტო­რი­ით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ცი­ხე-კოშ­კე­ბი, ღმერ­თ­მა ნუ ქნას და, აღარც მომ­ლოც­ვე­ლი ეყო­ლე­ბა თა­ბო­რის ეკ­ლე­სი­ას…

რამ­დე­ნი­მე ნომ­რის წინ, ჩე­მი კო­ლე­გის, ირაკ­ლი თა­ვა­ძის იმე­დით აღ­სავ­სე წე­რი­ლი და­ი­ბეჭ­და სა­თა­უ­რით: „ფუ­ფუ­ნე­ბა  – ოთხი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი“. იგი სო­ფელ ზე­მო­ხე­თის (ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნი) სკო­ლი­სა და სოფ­ლის­თ­ვის სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს გვამ­ც­ნობ­და, ბო­ლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლად სკო­ლას ამ­დე­ნი (4) პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი ჰყავ­სო. ამ ოთხ­მა სი­ცოცხ­ლემ ნა­სოფ­ლა­რად ქცე­ვის­გან იხ­ს­ნა ზე­მო­ხე­თი, რა­ღაც დრო­ით მა­ინც, ეს ოთხი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი მო­მავ­ლის იმე­დია სოფ­ლის­თ­ვის, ქვეყ­ნის­თ­ვის… თა­ბორს ეს იმე­დიც აღარ აქვს, ან კი რი­სი იმე­დი უნ­და ჰქონ­დეს მიგ­რა­ცი­ით და­ლახ­ვ­რულ სო­ფელს, სა­დაც მთე­ლი წლით გა­მო­კე­ტი­ლი სახ­ლე­ბი მხო­ლოდ ზაფხუ­ლო­ბით იღე­ბა და ბავ­შ­ვე­ბის სა­ა­მო ჟრი­ა­მუ­ლი მხო­ლოდ ერ­თი-ორი თვე აცოცხ­ლებს სო­ფელს…

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ასეთი სო­ფე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ზო­გი ნა­სოფ­ლა­რად ქცე­უ­ლი, ზო­გიც, ამ სა­ში­ნე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მომ­ლო­დი­ნე. და თუ მიგ­რა­ცი­ის და­მან­გ­რე­ვე­ლი პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად ისევ ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, თა­ბო­რის მსგავ­სად, სოფ­ლად ბავ­შ­ვის და­ნახ­ვა სა­ნატ­რე­ლი გახ­დე­ბა.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები