22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

მაცხოვ­რის­კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია

spot_img

და­ნი­ელ თო­ფუ­რი­ას სა­ხე­ლო­ბის აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მაცხოვ­რის­კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლას საკ­მა­ოდ ძვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. სკო­ლის პას­პორ­ტი გვა­უწყებს, რომ სო­ფელ მაცხოვ­რის­კა­რის სკო­ლა გახ­ს­ნი­ლა წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ 1888 წელს მოქ­მე­დი მაცხოვ­რის შო­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან. სკო­ლა ორ­წ­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლა და მი­სი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მღვდე­ლი იაკობ ჭან­ტუ­რაია გახ­ლ­დათ. სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუ­სულ ენა­ზე და აკ­რ­ძა­ლუ­ლი ყო­ფი­ლა, არა­თუ სწავ­ლე­ბა, არა­მედ მეგ­რულ-ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რიც კი. შემ­ჩ­ნე­ულ მოს­წავ­ლე­ებს ფიც­რის ნა­ჭერს გა­დას­ცემ­დ­ნენ თურ­მე, რო­მე­ლიც ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და და დღის ბო­ლოს, ვი­საც შერ­ჩე­ბო­და ფიც­რის ნა­ჭე­რი, იმას სი­მინ­დის მარ­ც­ვ­ლებ­ზე აჩო­ქებ­დ­ნენ შიშ­ვე­ლი მუხ­ლე­ბით.

იაკობ ჭან­ტუ­რა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ზ­რ­დი­სა და სწავ­ლის პრო­ცე­სი გა­უგ­რ­ძე­ლე­ბია მღვდელს, რე­მა­ნოზ ჩო­ჩი­ას, რო­მე­ლიც დახ­ვ­რი­ტეს რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა 1918 წელს. სკო­ლა მო­თავ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ძვე­ლი ხის ორო­თა­ხი­ან, და­ბალ­ჭე­რი­ან და გა­პარ­ტა­ხე­ბულ შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც მდგა­რა დღე­ვან­დელ აბა­შის მე­ლი­ო­რა­ცი­ის სამ­მარ­თ­ვე­ლოს ეზო­ში, სა­საფ­ლა­ოს გვერ­დით, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს.

1918 წლი­დან სკო­ლა გა­და­ი­ტა­ნეს სი­კო, თე­დო და ილია ჭან­ტუ­რა­ი­ე­ბის საძ­მო სახ­ლ­ში, ხო­ლო ამ სახ­ლის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლა კი­რი­ლე ლუ­კას ძე სი­მო­ნი­ას სახ­ლ­ში. სკო­ლას მეტ­სა­ხე­ლად, თურ­მე, „ისი­დო­რეს სკო­ლას“ ეძახ­დ­ნენ, რად­გა­ნაც მას­წავ­ლებ­ლობ­და ისი­დო­რე იასეს ძე ჭან­ტუ­რაია. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვინ­მე ფე­ფიე ჭან­ტუ­რა­ი­ას კუთ­ვ­ნი­ლი მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, მე­პატ­რო­ნის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი ხის ოთხო­თა­ხი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ააშე­ნა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­შე­ნი მა­სა­ლე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბით.

გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ სოფ­ლი­სათ­ვის სა­ხე­ლის შეც­ვ­ლის სა­კითხი დად­გა. კრე­ბა­ზე, სკო­ლის პე­და­გო­გის, სე­რა­პი­ონ ჭან­ტუ­რა­ი­ას მო­საზ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სო­ფელს და, შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა­საც და­ერ­ქ­ვა „გა­ნათ­ლე­ბის­კა­რი“.

1924-25 წლებ­ში სკო­ლა სწრა­ფი ტემ­პით შენ­დე­ბო­და სოფ­ლის მი­წე­ბის მფლო­ბე­ლის, აზ­ნა­უ­რი დუ­რუ ჯა­ი­ა­ნის დარ­ღ­ვე­უ­ლი სახ­ლი­სა და სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის მა­სა­ლე­ბით. ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლი ოთხ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლა 1925-26 სას­წავ­ლო წელს გა­იხ­ს­ნა, რო­გორც სო­ფელ გა­ნათ­ლე­ბის­კა­რის დაწყე­ბი­თი სკო­ლა და მი­სი გამ­გე-მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა ვლა­დი­მერ (ლა­დი) დუ­ტუს ძე ჭან­ტუ­რაია; პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი: თა­მარ ჩო­ჩია, დი­მიტ­რი გერ­სა­მია, ქე­თე­ვან მხე­ი­ძე, მა­ნია სტემ­პე­რი და არის­ტ­რა­ხო ჭან­ტუ­რაია.

1927 წელს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, კონ­ს­ტან­ტი­ნე ცო­მა­ი­ას თა­ოს­ნო­ბით, შე­ნო­ბას მი­ა­შე­ნეს 2 საკ­ლა­სო ოთა­ხი და გახ­ს­ნეს შვიდ­წ­ლე­დი. 1933 წლი­დან სკო­ლა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია რო­გორც არას­რუ­ლი და მი­სი პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რია კონ­ს­ტან­ტი­ნე ცო­მაია, ხო­ლო მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­დ­ნენ: დომ­ნა ჭან­ტუ­რაია, ან­დ­რო გვა­ზა­ვა, კლავ­დია სი­მო­ნია და ალექ­სან­დ­რე ცო­მაია.

 

გარ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი­სა, სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში, დი­რექ­ტო­რე­ბი ყო­ფი­ლან: ვა­სილ ჯიბ­ლა­ძე, შალ­ვა გვი­ლა­ვა, შალ­ვა ჯო­ჯუა, ვა­სილ სა­ლა­ძე, ვე­ნე­რა სი­მო­ნია, შო­თა ბო­კუ­ჩა­ვა, გი­ვი ჭან­ტუ­რია, ნი­ნო ფოჩხუა, გო­ჩა ხურ­ცი­ლა­ვა, ნა­ნა ნა­და­რაია. 1991 წლი­დან სკო­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს სვეტ­ლა­ნა ბო­კუ­ჩა­ვა.

გა­ნათ­ლე­ბის­კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლას ჰყო­ლია ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი: ისი­დო­რე, არის­ტ­რა­ხო, ქსე­ნო­ფონ­ტე, ლი­რა და თა­მარ ჭა­ტუ­რა­ი­ე­ბი, პეტ­რე ალა­ნია, ზი­ნა გო­გიშ­ვი­ლი, მი­რი­ან ნო­დია, აქ­ვ­სენ­ტი გვა­ზა­ვა, კა­ტუ­შა კი­ზი­რია, ეკა­ტე­რი­ნე ბზი­ა­ვა, ნი­კო­ლოზ გვა­ზა­ვა, ლი­და ნო­დია, ბიქ­ტორ ქა­და­რია, თა­მარ ძნე­ლა­ძე, აკა­კი კირ­ცხა­ლია, თა­მარ შო­მა­ხია, ლო­ლა გვა­ლია, პი­რიმ­ზე ლო­ლა­ძე, რუ­სუ­დან გო­გე­ბე­რაშ­ვი­ლი, მა­რი­ნე გე­გე­ნა­ვა, ნი­ფა­დო­რა და კა­სი­ა­ნე კა­ჭა­რა­ვე­ბი, სე­ვე­რი­ან მი­ქა­ძე, გი­ორ­გი და დი­მიტ­რი ქო­ი­ა­ვე­ბი, ვე­ნე­რა ჯა­ლა­ღო­ნია, ვე­ნე­რა ბო­კუ­ჩა­ვა, ნი­ნა გა­ბე­ლაია, დო­დო ქორ­ჩი­ლა­ვა, მე­რი ჯა­ნა­შია, ენ­დი შე­ლია, ლუ­სია ძვე­ლაია, ნუ­ნუ გრი­გო­ლა­ვა, რა­მაზ ესა­კია, ვე­ნე­რა ქვი­ლი­თაია, პავ­ლე, ვე­ნე­რა, მა­რი­ამ, იაიდა და სერ­გო თო­ფუ­რი­ე­ბი, დი­მიტ­რი გერ­სა­მია, ნო­დარ კუ­ხა­ლე­იშ­ვი­ლი, რა­მაზ ჭან­ტუ­რია, ლა­მა­რა ქორ­ჩი­ლა­ვა, გულ­ნა­რა ცო­მაია, ვე­ნე­რა და ნა­თე­ლა სი­მო­ნი­ე­ბი, მა­რი­ამ გუ­გუშ­ვი­ლი, ეთერ კი­ზი­რია, რო­ლანდ მა­კა­ლა­თია, მა­მუ­კა თე­ლია, მი­მო­ზა კა­ჭა­რა­ვა, გი­ვი ძვე­ლაია, გუ­ლი­სა ჭან­ტუ­რაია, მე­რი ხა­ჟო­მია, ნა­ნა ნა­და­რაია, იზოლ­და ჭან­ტუ­რია, ცე­ზარ ჩი­ტე­იშ­ვი­ლი, ირ­მა მა­კა­ლა­თია.

2010 წლის 16 ნო­ემ­ბ­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის №925 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით „ზო­გი­ერ­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტი­სათ­ვის სა­ხელ­წო­დე­ბის გა­დარ­ქ­მე­ვის შე­სა­ხებ“, სო­ფელს და­უბ­რუნ­და ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა – „მაცხოვ­რის­კა­რი“, სკო­ლას კი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის 2015 წლის 23 იან­ვ­რის №02/ნ ბრძა­ნე­ბით, „სსიპ აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მაცხოვ­რის­კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა“ ეწო­და და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის 12/09/2017 წლის №162/ნ ბრძა­ნე­ბით მი­ე­ნი­ჭა სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის, თსუ-ს ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის დოქ­ტო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სის, და­ნი­ელ თო­ფუ­რი­ას სა­ხე­ლი.

მაცხოვ­რის­კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ: წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი ფიქ­რია ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი, უფ­რო­სი მას­წ­ვ­ლებ­ლე­ბი – ნა­ნა სი­მო­ნია, ნატ­რუ­ლი თე­დო­რა­ძე, ლა­ლი სა­ლია, სვეტ­ლა­ნა ბო­კუ­ჩა­ვა, თა­მარ გა­ბე­და­ვა, მე­დეა ბო­კუ­ჩა­ვა, მე­რაბ მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, თა­მარ ძვე­ლაია, ზუ­რაბ მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, სა­ლო­მე მეს­ხია, გულ­ნა­რა ჭან­ტუ­რია, ხა­თუ­ნა ჟვა­ნია, ნა­თია აბურ­ჯა­ნია, ნა­ნა გი­ორ­გა­ძე, თა­მარ ჩი­ქო­ვა­ნი.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა რე­ფორ­მამ სკო­ლას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­ე­მარ­ჯ­ვა საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში და, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტე­ბის ოცე­ულ­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. 2016-2017 სას­წავ­ლო წელს სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტი „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლი“.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლის წინ­ს­ვ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლი­და სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სკო­ლის შე­ნო­ბა და ძვე­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. 60 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი ახა­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და 2021 წელს. გა­უმ­ჯო­ბეს­და სკო­ლის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა. სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია გათ­ბო­ბი­თა და გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მით, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ით, ბიბ­ლი­ო­თე­კით.

ამ­ჟა­მად, სკო­ლა­ში სწავ­ლობს 88 მოს­წავ­ლე. 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სკო­ლამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცია. პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბის, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მ­ნა და წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ეკოს­კო­ლა, სპორ­ტუ­ლი კლუ­ბი „ფე­ნიქ­სი“, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კლუ­ბი, რომ­ლის თა­ოს­ნო­ბით, „კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბის“ კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბი­სა და ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ჩა­ტარ­და ღო­ნოს­ძი­ე­ბე­ბი. სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან შექ­მ­ნი­ლია მკითხ­ველ­თა კლუ­ბი, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს წიგნს, სის­ტე­მა­ტუ­რად ტარ­დე­ბა კითხ­ვის სა­ა­თი. კლუ­ბის მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი კლა­სის დამ­რი­გებ­ლე­ბი, აქ­ტი­უ­რია მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბაც, სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევთ სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლია სკო­ლის ეზო. მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლის ეზოს დარ­ჩე­ნი­ლი მო­ნაკ­ვე­თის მო­წეს­რი­გე­ბა და გამ­წ­ვა­ნე­ბა.

სვეტლანა ბოკუჩავა
მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები