შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკას აქვეყნებს.
22 მარტის 10:00 საათის მონაცემები ასეთია:
♦ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
♦ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
♦ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 2 700-ზე მეტმა შეავსო.
!!შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ვეღარ დარეგისტრირდებიან. ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge გამოქვეყნებულ ინფორმაციას.