3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო იდე­ე­ბი – მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე   მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია

spot_img

მა­რი­ამ იოსე­ბის ასუ­ლი ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1866 წელს, ქუ­თა­ის­ში, ღა­რი­ბი მო­ქა­ლა­ქის ოჯახ­ში. 1886 წელს და­ას­რუ­ლა ქუ­თა­ი­სის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლებ­ლის რვა კლა­სი პე­და­გო­გი­უ­რი გან­ხ­რით და ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კე­თა  პირ­ველ­დაწყე­ბით სკო­ლა­ში, სა­დაც 1892 წლამ­დე მუ­შა­ობ­და.

1892 წელს იოსებ ოცხელ­მა ქუ­თა­ის­ში პირ­ვე­ლი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი გახ­ს­ნა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კლა­სით და მა­რი­ა­მი მას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვია. 1895 წელს იგი პე­ტერ­ბურ­გ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, 3 თვით, ფრე­ბე­ლის სის­ტე­მით მო­მუ­შა­ვე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის მუ­შა­ო­ბის გა­საც­ნო­ბად. 1896 წელს, ცოდ­ნის გა­საღ­რ­მა­ვებ­ლად, ჟე­ნე­ვის (შვე­ი­ცა­რია) პე­და­გო­გი­ურ კურ­სებ­ზე შე­ვი­და და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად და­ე­უფ­ლა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი­სა და სა­შუ­ა­ლო სკო­ლის სტრუქ­ტუ­რას, მუ­შა­ო­ბის ში­ნა­არ­ს­სა და მე­თო­დებს. 1899 წელს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას მიჰ­ყო ხე­ლი. ლი­დია ან­ჯა­ფა­რი­ძემ იგი თა­ვის კერ­ძო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­იწ­ვია მას­წავ­ლებ­ლად.

მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის­თ­ვის, ქუ­თა­ის­ში, საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბის ღა­რიბ­თა ფე­ნას მთავ­რო­ბის მი­ერ გახ­ს­ნი­ლი გიმ­ნა­ზი­ე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლე­ბი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვილ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, გა­ეხ­ს­ნა ქალ­თა კერ­ძო სას­წავ­ლე­ბე­ლი და ამით გა­ე­წია დახ­მა­რე­ბა ღა­რი­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. ამ მიზ­ნით, 1903 წელს, გახ­ს­ნა კერ­ძო ოთხ­კ­ლა­სი­ა­ნი პრო­გიმ­ნა­ზია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბით, რო­მე­ლიც უუფ­ლე­ბო სას­წავ­ლებ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და. მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის საზ­რუ­ნავ საგ­ნად, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ამ სას­წავ­ლებ­ლის გიმ­ნა­ზი­ად გა­და­კე­თე­ბა იქ­ცა.

დი­დი ენერ­გი­ის, ნე­ბის­ყო­ფი­სა და სუ­ლი­ე­რი სიძ­ლი­ე­რის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბას მო­ითხოვ­და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნი­სათ­ვის ბრძო­ლა. 1909 წელს მა­რი­ამ­მა ქუ­თა­ი­სის სა­ად­გილმა­მუ­ლო ბან­კის სეს­ხი აიღო და სას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის შე­ნო­ბა შე­ი­ძი­ნა, მოზ­რ­დი­ლი ხე­ხი­ლის ბა­ღით. ბა­ღის შე­მო­სა­ვა­ლი სას­წავ­ლებ­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ხმარ­დე­ბო­და. მან ღირ­სე­უ­ლი პე­და­გო­გე­ბი შე­არ­ჩია, ასე მა­გა­ლი­თად: ალექ­სან­დ­რე ჯა­ნე­ლი­ძე, ჯა­ჯუ (კონ­ს­ტან­ტი­ნე) ჯორ­ჯი­კია, ტრი­ფონ ჯა­ფა­რი­ძე, ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე, აგ­რა­ფი­ნა იოსე­ლი­ა­ნი, ფა­ტი ხუნ­და­ძე, ვა­სილ წე­რე­თე­ლი და სხვ. იმ დროს, რო­დე­საც ოფი­ცი­ა­ლურ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა იდევ­ნე­ბო­და, თა­ვის გიმ­ნა­ზი­ა­ში ამ სა­განს წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი მი­ა­ნი­ჭა.

მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­ფუძ­ვ­ლე­ბის და­უფ­ლე­ბას­თან ერ­თად, მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით ეკი­დე­ბო­და მოს­წავ­ლე­თა შრო­მით აღ­ზ­რ­დას. სას­წავ­ლე­ბელ­ში მოწყო­ბი­ლი ჰქონ­და ჭრა-კერ­ვის სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც მოს­წავ­ლე გო­გო­ნე­ბი თა­ვად იკე­რავ­დ­ნენ სკო­ლა­ში სა­ტა­რე­ბელ ტან­საც­მელს. ამას მო­ითხოვ­და იმ დრო­ი­სათ­ვის მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, უმ­თავ­რე­სად კი, სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლე­ბის (სოფ­ლის გო­გო­ნე­ბით ივ­სე­ბო­და ამ გიმ­ნა­ზი­ის კონ­ტინ­გენ­ტი).

მოს­წავ­ლე­ე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად, სოფ­ლე­ბი­დან და­დი­ოდ­ნენ სას­წავ­ლე­ბელ­ში. დი­ლით ად­რე მათ­თ­ვის ღია იყო მა­რი­ა­მის ოთა­ხის კა­რი (სას­წავ­ლე­ბელ­ში ცხოვ­რობ­და). იქ თბე­ბოდ­ნენ, სა­უზ­მობ­დ­ნენ და ამ­ზა­დებ­დ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს. მა­რი­ა­მი მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­თა­ნაც ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო, ყვე­ლას ოჯა­ხურ პი­რო­ბებს იც­ნობ­და, თვი­თონ და­დი­ო­და სოფ­ლებ­ში ფე­ხით.

„ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის გიმ­ნა­ზი­ა­ში“ სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი, მე­ფის მთავ­რო­ბის სხვა სას­წავ­ლებ­ლებ­თან შედა­რე­ბით, ნაკ­ლე­ბი იყო. გარ­და ამი­სა, მო­წა­ფე­თა სა­ერ­თო რიცხ­ვი­დან, 25% სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბო­და, ობ­ლე­ბი და ძლი­ერ ღა­რი­ბე­ბი უფა­სოდ იზ­რ­დე­ბოდ­ნენ.

მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვილს, ღა­რიბ მოს­წავ­ლე­თათ­ვის, სტი­პენ­დი­ე­ბი ჰქონ­და და­არ­სე­ბუ­ლი — ამი­სათ­ვის იყე­ნებ­და სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას. მის პი­რად არ­ქივ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლია სტამ­ბუ­რი წე­სით და­ბეჭ­დი­ლი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა: „ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­რე­ბუ­ლო დარ­ბაზ­ში, კვი­რას, 23 მარტს, 1918 წელს, მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის ღა­რიბ მოს­წავ­ლე­თა სა­სარ­გებ­ლოდ გა­ი­მარ­თე­ბა დი­დი სა­ღა­მო“. გარ­და ასე­თი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა, მა­რი­ა­მი ღა­რიბ მოს­წავ­ლე­ებს სის­ტე­მა­ტუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და საკ­ვე­ბით, ტან­საც­მ­ლი­თა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით.

მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის გიმ­ნა­ზია, რო­გორც ვი­ცით, ქალ­თა სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ სწავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ღა­რიბ­თა ვა­ჟიშ­ვი­ლებ­საც ღე­ბუ­ლობ­და და აძ­ლევ­და გა­ნათ­ლე­ბას. ბევ­რ­მა გზა­აბ­ნე­ულ­მა ახალ­გაზ­რ­დამ შე­ა­ფა­რა თა­ვი „ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის გიმ­ნა­ზი­ას“ და შემ­დეგ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­ულ წევ­რად იქ­ცა.

მა­რი­ა­მი დი­დი პე­და­გო­გი­უ­რი ტაქ­ტით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვად, ყო­ველ­გ­ვა­რი სიმ­კაც­რის გა­რე­შე, ახერ­ხებ­და მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბის მო­ზიდ­ვას. მის სიტყ­ვას უდი­დე­სი ძა­ლა ჰქონ­და, მი­სი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ყო­ველ­თ­ვის სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იყო და მი­ზან­საც აღ­წევ­და. თვით ურ­ჩი მოს­წავ­ლე­ე­ბიც გრძნობ­დ­ნენ მა­რი­ა­მის საქ­მი­სად­მი ერ­თ­გ­ვარ ფა­ნა­ტიზ­მამ­დე მი­სულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და სა­მარ­თ­ლი­ან მოთხოვ­ნებს უსიტყ­ვოდ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ.

მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის გიმ­ნა­ზი­ა­ში სას­წავ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი საქ­მე მა­ღალ დო­ნე­ზე იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი იძ­ლე­ო­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გიმ­ნა­ზი­ის კურ­სის სრულ ცოდ­ნას, მაგ­რამ, რად­გა­ნაც კერ­ძო იყო, უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ად­გილ­ზე ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ. გა­მოც­დე­ბი და­ნიშ­ნუ­ლი იყო კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით. კავ­კა­სი­ის სას­წავ­ლო ოლ­ქის მზრუნ­ვე­ლის მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლი იყო სა­გა­მოც­დო კო­მი­სია. „ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის გიმ­ნა­ზი­ის“ მოს­წავ­ლე­ე­ბის სე­რი­ო­ზულ მომ­ზა­დე­ბა­სა და აკა­დე­მი­ურ წარ­მა­ტე­ბას სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ.

მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლებს უშუ­ა­ლო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას უწევ­და – ეს­წ­რე­ბო­და მათ გაკ­ვე­თი­ლებს, აძ­ლევ­და სა­ჭი­რო შე­ნიშ­ვ­ნებს, რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად ას­წ­რებ­და გა­მოც­დი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. მა­რი­ა­მის გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­სად­მი აიძუ­ლებ­და მი­სი სკო­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს, მთე­ლი თა­ვი­სი შეგ­ნე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბით, ეღ­ვა­წათ სკო­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის, რი­სი მა­გა­ლი­თიც თა­ვად იყო.

ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ემ­სა­ხუ­რა მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მეს –  მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც – უფა­სოდ ას­წავ­ლი­და საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ და ქუ­თა­ი­სის ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის.

მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ ის, რაც დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გან­ვითა­რე­ბის­თ­ვის, სა­უ­კუ­ნის წი­ნაც, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი, ერ­თა­დერ­თი სწო­რი პრინ­ცი­პი და მე­თო­დი იყო მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი­სა და მის თა­ნა­მედ­რო­ვე­თათ­ვის. ვგუ­ლის­ხ­მობ იმ­დ­რო­ინ­დე­ლი რუ­სი­ფი­კა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის­გან სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, ჰუ­მა­ნის­ტურ იდე­ა­ლებ­სა და პრინ­ცი­პებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სწავ­ლე­ბას, რა­საც მხო­ლოდ პროგ­რე­სუ­ლი იდე­ე­ბით გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი პე­და­გო­გე­ბი თუ შეძ­ლებ­დ­ნენ. სწო­რედ ამ ნიშ­ნით შერ­ჩე­ულ­თა შო­რის იყო დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, ერთ-ერთ აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბაში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­საც ასა­ხე­ლე­ბენ. იმ­ა­­ვე აზ­რის იყო, 100 წლის წინ, მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლიც, თა­ვად ჰქონ­და მშობ­ლებ­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, თვე­ში ერ­თხელ მა­ინც, ითხოვ­და მათ­გან სკო­ლა­ში მის­ვ­ლას და თუ რო­მე­ლი­მე ვერ ახერ­ხებ­და ამას, თა­ვად სტუმ­რობ­და ოჯა­ხებს, შორ სოფ­ლებ­შიც კი.

21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თი სას­წავ­ლო მი­ზა­ნი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მაა. მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის­თ­ვი­საც პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე მორ­გე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით სწავ­ლას ჩა­მორ­ჩე­ნილ მოს­წავ­ლე­ებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას ანი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას: „პედ­საბ­ჭო სა­სურ­ვე­ლად მი­იჩ­ნევს, რომ ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მო­ეწყოს და­მა­ტე­ბი­თი სა­ღა­მოს სწავ­ლე­ბა (სკო­ლის არ­ქი­ვი­დან)“.

მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის გიმ­ნა­ზია იმი­თაც გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო, რომ აქ სრუ­ლი­ად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იყო დას­ჯის მე­თო­დე­ბი. მან, ყო­ველ­გ­ვა­რი მკაც­რი წე­სე­ბის გა­რე­შე, მო­ა­ხერ­ხა მოს­წავ­ლე­თა, მათ შო­რის ურ­ჩი მოს­წავ­ლე­ე­ბის, სწავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, სწამ­და, რომ ჯო­ხით კი არა, დარ­წ­მუ­ნე­ბი­თა და ჰუ­მა­ნუ­რი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია „კარ­გი მო­ქა­ლა­ქის“ აღ­ზ­რ­და. ამ პრინ­ცი­პით მუ­შა­ობ­და მი­სი სკო­ლა და გა­მორ­ჩე­უ­ლიც იმით იყო, რომ არა­ერ­თი გზა­საც­დე­ნი­ლი ახალ­გაზ­რ­და და­უ­ყე­ნე­ბია სწორ გზა­ზე, ამი­ტო­მაც ეძახ­დ­ნენ მის სას­წავ­ლე­ბელს „გა­მო­სას­წო­რე­ბელ სკო­ლას“.

და კი­დევ ერ­თი, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მა­შინ­დე­ლი სის­ტე­მი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ის, რა­ზეც ზე­მო­თაც ვთქვით – ჰუ­მა­ნუ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის, კე­თილ­გან­წყო­ბის, თა­ნად­გო­მი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის, ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბის მზა­ო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­ზ­რ­და. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­სი­ის გარ­და, მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის სკო­ლის­თ­ვის ეს არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. ამი­ტო­მაც იმარ­თე­ბო­და ხოლ­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი და პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ე­ბი, სა­დაც შეხ­ვ­დე­ბო­დით: ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვილს, ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვილს, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს, პა­ო­ლო იაშ­ვილს, ვა­ნო სა­რა­ჯიშ­ვილს… შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხით მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი მარ­ტო სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებს კი არა, სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­საც ეხ­მა­რე­ბო­და.

რო­ცა დღე­ვან­დელ მიდ­გო­მებ­სა და მოთხოვ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ, უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვილ­საც ზუს­ტად იგი­ვე მიდ­გო­მა ჰქონ­და ბავ­შ­ვის გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხ­ში წიგ­ნ­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბი­სად­მი, რაც ახ­ლა გვაქვს.

მან სკო­ლას შე­უქ­მ­ნა მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან გა­მო­წე­რი­ლი უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნე­ბით, გერ­მა­ნი­ი­დან გა­მო­წე­რი­ლი ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ით, ბი­ო­ლო­გი­ის კა­ბი­ნე­ტით, თევ­ზე­ბის აკ­ვა­რი­უ­მით, სკო­ლას ჰქონ­და ნი­ჟა­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს გა­დას­ცა.

მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი 1939 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სა­კუ­თა­რი სკო­ლის კედ­ლებ­ში. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­სი უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რა ის ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს საქ­მეს იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო იდე­ე­ბი­თა და პრინ­ცი­პე­ბით, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვეა.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის – „გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოში: იდე­ე­ბი და მოღ­ვა­წე­ე­ბი“  – მი­ხედ­ვით

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები