ფიქრია ჩაბაიძე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის საჯარო სკოლა
USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერთა გუნდის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე, გავეცანით სახალისო, საინტერესო ინტერაქტიური სასწავლო რესურსებისა და მანიპულატივების შექმნისა და გამოყენების ვიდეინსტრუქციებს, რომლებიც განთავსებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის პორტალზე https://chemiskola.emis.ge/
მანიპულატივებით და ინტერაქტიური სასწავლო რესურსებით ჩემი დაინტერესება დიდი ხნის წინ დაიწყო, რადგან მის გამოყენებას ყოველთვის მოჰყვება მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაციის ზრდა, ხალისით აქტივობის შესრულება. ეს რესურსები, ხშირად, ერთგვარი ხარაჩოს როლსაც ასრულებენ.
მინდა გაგიზიაროთ გაკვეთილებზე ინტერაქტიური სასწავლო რესურსების გამოყენების ჩემი გამოცდილება.
ერთ-ერთი სასწავლო რესურსია „წიგნის საათი“
ეს რესურსი მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პარალელურად უნდა შეავსონ. რესურსი, ქაღალდზე ან მუყაოზე გამოჭრილი, საათის ფორმის სქემაა, რომელშიც მოსწავლეებმა თანდათან უნდა ჩაწერონ შესაბამისი მონაცემები, წაკითხული თუ სასწავლო პროცესში დამუშავებული ტექსტის შესახებ.
⇔ პირველ სივრცეში უნდა ჩავწეროთ წიგნის სათაური, ავტორი და ა.შ.
⇔ მეორე სივრცეში ვწერთ ვარაუდს, თუ რაზე იქნება ეს წიგნი და ვაკომენტარებთ, რას ეყრდნობა ჩვენი ვარაუდი.
⇔ მესამე სივრცეში უნდა დავწეროთ ის პირველი შთაბეჭდილება, რომელიც გაგვიჩნდა ტექსტის/წიგნის კითხვის დაწყებისას.
⇔ მეოთხე სივრცეში ამოვიწეროთ უცნობი სიტყვები, რომლებიც წიგნის კითხვისას შეგვხვდა.
⇔ მეხუთე სივრცეში ჩავწეროთ ის საინტერესო შეკითხვები, რომლებიც კითხვის პროცესში დაგვებადება.
⇔ მეექვსე და მეშვიდე სივრცეები ილუსტრაციების დასახატად შევინახოთ.
⇔ მერვე სივრცეში ის მხატვრული ხერხები ჩავწეროთ, რომლებიც ტექსტში შეგვხდება.
⇔ მეცხრე ნაწილი მთავარ პერსონაჟს დავუთმოთ.
⇔ მეათე სივრცე წიგნის სხვა პერსონაჟებს მივაკუთვნოთ. გამოვყოთ და მოკლედ აღვწეროთ უარყოფითი და/ან სხვა პერსონაჟები.
⇔ მეთერთმეტე ნაწილში ჩავწეროთ შეკითხვები, რომლებსაც ავტორს დავუსვამდით.
⇔ მეთორმეტე სივრცეში დავწეროთ რეკომენდაცია ჩვენი თანატოლისთვის, თუ რატომ უნდა წაიკითხოს ეს ტექსტი.
ამ რესურსის შესახებ ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ სრულად იხილოთ ბმულზე:
⇑⇓ რა ასაკის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ წიგნის საათის შევსება?
ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის იქნება სასარგებლო, წიგნის კითხვისას დროს ან სახელმძღვანელოს ამა თუ იმ ტექსტის დამუშავებისას, ასეთი სქემის შევსება.
ცხადია, კარგი იქნება, თუკი პირველკლასელებსაც მივაჩვევთ ტექსტის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებების ჩანიშვნას და მათ ადაპტირებულ წიგნის საათს შევთავაზებთ. ადაპტირებული წიგნის საათი უნდა გამოვიყენოთ შედარებით მაღალ კლასებშიც, სხვადასხვა საჭროების მქონე მოსწავლეებისთვისაც.
ერთ-ერთი ადაპტირებული ვარიანტი შეიძლება იყოს ოთხდონიანი წიგნის საათი
მეორე ინტერაქტიული სასწავლო რესურსი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, არის ლეპბუკი . ლეპბუკი – თემატური ინტერაქტიული საქაღალდეა, ხელნაწერი ქაღალდი მოძრავი ნაწილებით, ერთგვარი ჯიბეებიანი, კარებიანი და ფანჯრებიანი წიგნი. მასზე მუშაობა თამაშია მოსწავლისთვის და ისიც, ამ თამაშის პროცესში, შეისწავლის მოცემულ საკითხს. ლეპბუკზე მუშაობა შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულაციას ახდენს მოსწავლეებში, უმაღლებს მოტივაციას, ხელს უწყობს მოსწავლის სწრაფვას ახლის გაგებისა და შემეცნებისკენ.
ლეპბუკის თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ სასურველია, ის რომელიმე კონკრეტულ თემას უკავშირდებოდეს. შეიძლება ითქვას, რომ ლეპბუკი მოსწავლის დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის დასკვნითი ეტაპია, რომელიც მან მოცემული თემის შესწავლისა და კვლევის ფარგლებში გაიარა.
⇑⇓ გთავაზობთ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას
კლასი: IV
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: რევაზ ინანიშვილის „ლოჭინში“
მოსწავლის მისაღწევი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლემ შეძლოს კითხვის (წაკითხულის გააზრების) ძირითადი სტრატეგიების ათვისება და გამოყენება; ტექსტის მთავარი საკითხის გამოყოფა; მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ამიცნობა როგორც ტექსტის ერთ მონაკვეთში, ისე მის სხვადასხვა ნაწილს შორის; პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემა.
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ.დაწ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება–გააზრება და გადმოცემა.
- ამოიცნობსტექსტშიმოცემულკონკრეტულინფორმაციას;
- ახარისხებსტექსტშიმოცემულინფორმაციასკონკრეტულინიშან-თვისებებისმიხედვით;
- ამოიცნობსტექსტისსხვადასხვამონაკვეთშიექსპლიციტურადმოცემულსხვადასხვაინფორმაციას, მათშორისარსებულლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურდასხვ.) კავშირებს.
ქართ.დაწ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება–გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.
- მოიძიებსკონკრეტულინფორმაციას (მაგ., მოვლენათა, მოქმედებათადროსადაადგილს);
- აკავშირებსერთმანეთთანექსპლიციტურადმოცემულფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებსდაგამოაქვსსათანადოდასკვნები;
- ამოიცნობსტექსტშიგადმოცემულმოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებსშორისარსებულქრონოლოგიურდალოგიკურკავშირებს;
- ასახელებსმხატვრულინაწარმოებისმოქმედპირებს, განსაზღვრავსთვალსაზრისს (ვისითვალითარისაღქმულიმოვლენები).
რესურსები: ლეპბუკი, თაბახის ფურცლები,ფერადი ფურცლები, მარკერი, ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის მსვლელობა:
ორგანიზების ფორმები: საერთო საკლასო, ჯგუფური, ინდივიდუალური
აქტივობა 1. ავტორზე საუბარი
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს ავტორზე საუბრით, ავალებს მოსწავლეებს, გაიხსენონ ვინ იყო რევაზ ინანიშვილი, რა იციან მის შესახებ, მისი რომელი ნაწარმოები ახსოვთ და აწვდის დამატებით ინფორმაციას მწერალზე.
მოსწავლეები მწერლის შესახებ ინფორმაციას წერენ ფურცელზე, რომელსაც ჩააკრავენ ლეპბუკის შესაბამის უჯრაში.
აქტივობა 3. წინარე ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი გაკვეთილს აგრძელებს წინარე ცოდნის გამოწვევით – გაიხსენეთ, რომელი გმირი მეფეეები იცით, რა იცით მათ მოღვაწეობაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დავით აღმაშენებელზე. რა ინფორმაციას ფლობენ მის შესახებ.
პასუხები ჩამოიწერება დაფაზე.
აქტივობა 4. ტექსტის კითხვა და ანალიზი
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ნაწილ-ნაწილ, ამუშავებენ ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს. ამ სიტყვებს, შემდგომში, მოათავსებენ ლეპბუკის შესაბამის უჯრაში.
აქტივობა 5. აბზაცების დასათაურება
კითხვის პროცესში გაანალიზდება ინფორმაცია, რომელიც თითოეულ აბზაცშია მოცემული და, ტექსტის თითოეული ნაწილისთვის, შეირჩევა სათაური და დასათაურებული აბზაცები გადააქვთ ლეპბუკის შესაბამის უჯრაში.
აქტივობა 6 . ილუსტრირება
მოსწავლეები, ტექსტის მიხედვით, ასრულებენ ილუსტრაციას და განათავსებენ ლეპბუკის შესაბამის უჯრაში.
აქტივობა 7. საინტერესო ისტორიები
გაკვეთილის ბოლოს აჯამებენ მარტივ საგანმანათლებლო ინფორმაციას დავით აღმაშენებელზე, მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, ფურცელზე დაწერონ საინტერესო ცნობები დავით IV-ზე, რომელსაც მოათავსებენ ლეპბუკის შესაბამის უჯრაში.
აქტივობა 8. საშინაო დავალება
მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ და დაწერონ ტექსტის გაგრძელება, რომელსაც გადაიტანენ ლეპბუკის შესაბამის განყოფილებაში.
აქტივობა 9. პრეზენტაცია
მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და, პრეზენტაციის დროს, ერთმანეთს იმის მიხედვით აფასებენ, რამდენად შეძლეს ლეპბუკის სრულყოფილად შევსება და საინტერესო ილუსტრაციების დამზადება.
შეფასება: მოსწავლეები შეფასდებიან იმის მიხედვით , რამდენად შეძლეს შინაარსის აღქმა, აზრის ნათლად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება, ვერბალური ინფორმაციის არავერბალურად გარდაქმნა და საკუთარი ნაშრომის კლასის წინაშე ნათლად წარდგენა.
https://chemiskola.emis.ge/ თქვენ გაეცნობით ათეულობით საინტერესო, ინტერაქტიულ სასწავლო რესურსს, რომელიც ძალიან გაახალისებს კითხვის პროცესს და დაეხმარება მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებაში.