9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

კლუ­ბი და კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სათ­ვის

spot_img

ნა­ნუ­ლი შეყ­ლაშ­ვი­ლი
სსიპ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­რი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სის თა­ნამ­დე­ვი არ არის, სას­კო­ლო პრო­ცე­სის­გან გა­მიჯ­ნუ­ლია და, გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებ­ზე, და­მა­ტე­ბით დრო­სა და მუ­შა­ო­ბას მო­ითხოვს. სწო­რედ ეს და­მა­ტე­ბი­თი დრო ხში­რად პრობ­ლე­მაა მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია რი­გი ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი­თა თუ არა­სას­კო­ლო სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბებ­ზე დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრობ­ლე­მით. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ბავ­შ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას არა­ფორ­მა­ლურ, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში, სა­დაც ბავ­შ­ვებს უქ­მ­ნი­ან მო­ტი­ვა­ცი­ას, იმოქ­მე­დონ და ის­წავ­ლონ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით. ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს იმას, თუ რა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ ბავ­შ­ვებს, რომ ზრდას­რუ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ად­გეთ. მა­გა­ლი­თად, პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რი, დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, გუნ­დუ­რო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გორც სა­გა­ნი, ცალ­კე შე­საძ­ლოა არ ის­წავ­ლე­ბო­დეს, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ამო­ცა­ნაა, გა­ნუ­ვი­თა­როს ბავ­შ­ვებს ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ირ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ად­გე­ბათ. ამი­ტომ, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ისე­თი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც აფა­სებს არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის ცოდ­ნას და, ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, ბავ­შ­ვებ­ში ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და უნა­რებს ავი­თა­რებს.

მშობ­ლე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქ­ვა­მენ წუ­ხილს ბავ­შ­ვის და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი­სა და ქცე­ვა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­მო, რო­გო­რი­ცაა, გა­მომ­წ­ვე­ვი, პრობ­ლე­მუ­რი ქცე­ვა, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­ში, თა­ნა­ტო­ლებ­თან ან უფ­რო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი და სხვ. სკო­ლა ძა­ლი­ან ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი სის­ტე­მაა. მოთხოვ­ნე­ბი ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ ხში­რად ხის­ტი და შაბ­ლო­ნუ­რია. ასე­თი ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი და მო­უქ­ნე­ლი გა­რე­მო ბავ­შ­ვებს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად და­ეხ­მა­რე­ბა. რა თქმა უნ­და, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უარი ვთქვათ ფორ­მა­ლურ სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ზე, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­ზა­ნია, რომ ის, თან­და­თა­ნო­ბით, უფ­რო მე­ტად გახ­დეს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის, უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ფორ­მით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლებ­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით და­ნერ­გ­ვა. მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და შეძ­ლონ გაკ­ვე­თილ­ზე ნას­წავ­ლი თე­მის, უნარ-ჩვე­ვე­ბის და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­ტა­ნა რე­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში. მათ უნ­და შექ­მ­ნან, თა­ვად აღ­მო­ა­ჩი­ნონ სამ­ყა­რო, რო­მელ­საც მარ­ტი­ვად აღიქ­ვა­მენ და ერ­გე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ცოდ­ნი­თა და კომ­პე­ტენ­ცი­ით. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშო­ბელ­თა რგო­ლის სას­კო­ლო თუ სკო­ლის გა­რეთ სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­სარ­თა­ვად.

გაკ­ვე­თი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ სცდე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩარ­ჩოს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სწო­რად და­გეგ­მი­ლი, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით, პე­და­გოგს შე­უძ­ლია ინ­ტე­რე­სის გა­მოწ­ვე­ვა და მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სას­კო­ლო-სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის გა­ი­ო­ლე­ბა. ამი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ და ეფექ­ტი­ან შე­საძ­ლებ­ლო­ბას სას­კო­ლო კლუ­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა იძ­ლე­ვა.

ჩე­მი პე­და­გო­გად მუ­შა­ო­ბის 28 წლის მან­ძილ­ზე, პირ­ვე­ლად (თუ, რა თქმა უნ­და, არ ჩავ­თ­ვ­ლით უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში საგ­ნობ­რი­ვი წრე­ე­ბის არ­სე­ბო­ბას სკო­ლებ­ში), 2019 წელს და­ვინ­ტე­რეს­დი საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბით, რო­დე­საც „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩა­ვერ­თე, საგ­ნის „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (იმ­სა-GAHE) ინი­ცი­ა­ტი­ვით, იმა­ვე დროს, სკო­ლებ­ში და­იწყო, ლი­დე­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო პრო­ექ­ტის და­ნერ­გ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მხარ­დამ­ჭე­რი ექ­ს­პერ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბა იყო. სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყ­ვი­ტე, სკო­ლა­ში შე­მექ­მ­ნა კლუ­ბი, სა­დაც ის­ტო­რი­ი­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ერ­თი­ა­ნებ­დი. ასე გავ­ხ­დი ორი კლუ­ბის კუ­რა­ტო­რი. ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებ­ში – კლუ­ბი „ამერ-იმე­რი“ და კლუ­ბი „ის­ტო­რი“.

მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ:

♦ კლუ­ბის ემ­ბ­ლე­მა;

♦ ლო­გო;

♦ სლო­გა­ნი;

♦ კლუ­ბის წეს­დე­ბა;

♦ კლუ­ბის წევ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბის ფორ­მა-შაბ­ლო­ნი;

♦ მშო­ბელ­თა თან­ხ­მო­ბის ფორ­მა;

♦ გან­ვ­საზღ­ვ­რეთ კლუ­ბის მი­ზა­ნი;

♦ მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი;

♦ დავ­გეგ­მეთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი;

♦ შე­ვად­გი­ნეთ კლუ­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა;

♦ ავირ­ჩი­ეთ კლუ­ბის ლი­დე­რი მოს­წავ­ლე.

კლუ­ბის მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­კან­ცე­ლა­რიო რე­სურ­სე­ბი მშო­ბელ­თა ინი­ცი­ტი­ვი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით შე­ვი­ძი­ნეთ.

კლუ­ბე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს ვა­სა­ჯა­რო­ებ­დით სკო­ლის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე. კლუ­ბე­ბი აქ­ტი­უ­რია და­არ­სე­ბის დღი­დან. მოს­წავ­ლე­თა მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მჯე­რა მი­სი სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვა­ახ­ლებთ კლუ­ბის წევ­რებს, წევ­რო­ბის მსურ­ველ მოს­წავ­ლე­თა კლუბ­ში მი­ღე­ბით.

უკ­ვე სა­მი წე­ლია, ჩვე­ნი კლუ­ბე­ბი სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა და დიდ სას­კო­ლო პრო­ექ­ტ­ში შეგ­ვაქვს ჩვე­ნი წვლი­ლი. 2020-21 სას­წავ­ლო წელს სკო­ლა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თო. კლუბ­მა „ის­ტო­რიმ“ იმუ­შა­ვა პრო­ექ­ტ­ზე „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი“ – მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია და გა­ვა­ცა­ნით სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ასე­ვე, გა­ვუ­ზი­ა­რეთ მე­ზო­ბე­ლი, მერ­ჯე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, რო­მე­ლიც, ამ დრო­ი­სათ­ვის, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­მო, სას­წავ­ლო პრო­ცესს ჩვენს სკო­ლა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ და შე­ვის­წავ­ლეთ: ქარ­თ­ველ­თა ჰი­გი­ე­ნა, ჩაც­მუ­ლო­ბა, კვე­ბა-გას­ტ­რო­ნო­მია, გა­რე­მოს დაც­ვა, წყლის რე­სურ­სე­ბი, ტყე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, ეპი­დე­მი­ე­ბი (სოფ. ანა­ტო­რი), შა­ვი ჭი­რის ეპი­დე­მი­ე­ბი, ჰი­გი­ე­ნა სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ებ­სა და გლეხ­თა ქო­ხებ­ში, ომის შემ­დ­გო­მი წე­სე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, დაკ­რ­ძალ­ვის წე­სე­ბი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი ზე­თე­ბი, შინ ბა­ნა­ო­ბის ტრა­დი­ცია, ნელ­საცხებ­ლე­ბი, უძ­ვე­ლე­სი აბა­ნო­ე­ბი, უძ­ვე­ლე­სი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, თრი­ა­ქის გა­მო­ყე­ნე­ბა, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნის ის­ტო­რია.

კლუ­ბის წევ­რე­ბის მი­ერ შექ­მ­ნილ რე­სურ­სებს ვი­ყე­ნებ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში.

2021-22 სას­წავ­ლო წელს, სას­კო­ლო პრო­ექ­ტის – „კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია“ – ფარ­გ­ლებ­ში, კლუ­ბის წევ­რ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს „ჩვე­ნი სოფ­ლის ვე­გა­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო“ – ჩა­ვი­წე­რეთ და და­ვამ­ზა­დეთ მი­ვიწყე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის ვი­დე­ო­რე­ცეპ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა: „ტყლა­პი­კა­ლია“, „კვა­ხი­წე­ლა“, „მან­ჭ­კუ­ა­ლა სო­კოს ჩი­რის წვნი­ა­ნი“.

კლუ­ბის წევ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მყავს ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ებ­რა­ულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პის რვა ქვე­ყა­ნა­ში (ვი­შეგ­რა­დის ქვეყ­ნე­ბი) ტარ­დე­ბა 2019 წლი­დან, სა­კონ­კურ­სო ვი­დე­ორ­გო­ლით „ებ­რა­უ­ლი სა­საფ­ლაო საჩხე­რე­ში“, და­ვი­კა­ვეთ მე­სა­მე ად­გი­ლი და მე­ოთხე ად­გი­ლი – ჟიურის სიმ­პა­ტია. მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ფუ­ლა­დი პრი­ზით, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი­თა და კი­ნოს ბი­ლე­თე­ბით დავ­ჯილ­დოვ­დით.

ჩვე­ნი კლუ­ბი აქ­ტი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა, კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბის, მენ­ტა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვით სა­კითხებს და უზი­ა­რებს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. ჩე­მი, რო­გორც კლუ­ბე­ბის კუ­რა­ტო­რის, მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დეს ფუნ­ქ­ცი­უ­რი და გლო­ბა­ლუ­რი უნა­რე­ბი, რომ­ლის ტრან­ს­ფერ­საც შეძ­ლე­ბენ რო­გორც არა­ფორ­მა­ლურ, ასე­ვე ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში და ზედ­მი­წევ­ნით უპა­სუ­ხე­ბენ 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის აუცი­ლე­ბელ კომ­პე­ტენ­ცი­ებს. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, თა­ვის­თა­ვად, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ტეგ­რირ­დე­ბა და ცალ-ცალ­კე უკ­ვე, პი­რა­დად მე, ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია. კლუ­ბებ­ში მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ: სო­ცი­ა­ლუ­რი, კოგ­ნი­ტუ­რი, სა­გან­თა­შო­რი­სი ინ­ტეგ­რი­რე­ბის უნა­რე­ბი, რაც და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე და ზრდის მათ ინ­ტე­რესს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მი­მართ. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშო­ბელ­თა რგო­ლის სას­კო­ლო თუ სკო­ლის გა­რეთ სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­სარ­თა­ვად.

აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, წელს, X-XII კლა­სებ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა – მუ­სი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა. ეს უკ­ვე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, რაც ძალ­ზე მი­სა­სალ­მე­ბე­ლი და დრო­უ­ლია ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები