ნასტასია არაბული
ჟურნალისტი
მიჭირს გავიხსენო ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღებული ისეთი დადებითი გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სისტემაზე – უფრო მგონია, რომ ყველა პრობლემა, რაც ამ სისტემას აქვს, წლიდან წლამდე ღრმავდება და მწვავდება. თუ მაინცდამაინც, კარგ გადაწყვეტილებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგების იდეა – სიმპტომატურია, რომ სახელმწიფომ ასეთი მარტივი ამოცანის შესრულებაც კი ვერ შეძლო, მინისტრი კი მხოლოდ ამ ინიციატივით დაგვამახსოვრდა.
რაც შეეხება ცუდ გადაწყვეტილებას, აქაც რთულია ერთის გამოყოფა, ვინაიდან მთავარ პრობლემად მიმაჩნია პოლიტიკური ნების არარსებობა უკეთესი განათლების შექმნისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სკოლების პოლიტიზება და ავტონომიურობის სრულად შეზღუდვაა – შეუძლებელი მგონია არათავისუფალ სივრცეში თავისუფალი მოქალაქეების გაზრდა.