2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ეს კონკურსი საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო ადვილად მივიტანოთ სათქმელი მათ ყურამდე, ვისი ჯერიც არს

spot_img

მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა” ქიმიის მასწავლებელი

✅ ფინალისტად დასახელებით, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, უზარმაზარი დადებითი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი.

✅  ახლა ერთი მოლოდინი მაქვს – როდის დადგება 5 ოქტომბერი.

✅  მასწავლებლისთვის უმთავრესია, მართალი იყო შენი მოსწავლეების მიმართ,  გიყვარდეს ბავშვები, იყო მათი უფროსი მეგობარი.

✅  ჩვენი პროფესია ძალზე რთული საქმიანობაა. როჯერსმა, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა მამამთავარმა, ხუმრობით თქვა – თუ ღმერთს ვინმეს დასჯა უნდა, მას მასწავლებლად ნიშნავსო.

✅  ქიმია ექსპერიმენტული მეცნიერებაა, ამიტომ ვცდილობ, სადაც ეს შესაძლებელია, ჩავატარო ლაბორატორიული სამუშაო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს  განვუვითარო კვლევითი უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას. მდიდარი კვლევითი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვრთავ მოსწავლეებს ლაბორატორიულ საქმიანობაში. ჩემი მიზანია, ქიმიური პროცესები მოსწავლეებმა ქმედებით ისწავლონ და პროცესებზე დაკვირვებით გამოიტანონ სათანადო დასკვნები. შექმნილი მაქვს სასწავლო რესურსი ,,მენდელეევის ტაბულა პაზლებში“ , რაც საკმაოდ სახალისოა, ამავდროულად, ხელს უწყობს ბავშვებს სისტემაში ელემენტების  მიერ დაკავებული ადგილის განსაზღვრაში,  თვისებების პერიოდული ცვლილებების დადგენასა და დამახსოვრებაში.

✅  თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა მშობლების ჩართულობა, მათი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე. ლაბორატორიული სამუშაოების დაწყებამდე, ჩემთვის მნიშვნელოვანია მშობლების თანხმობა და დასტური იმის შესახებ, რომ ბავშვებს აქვთ (არ აქვთ) ალერგია კონკრეტულ ნივთიერებებზე.

✅  ეს კონკურსი საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო ადვილად მივიტანოთ სათქმელი მათ ყურამდე, ვისი ჯერიც არს. გამარჯვების შემთხვევაში კი, შევქმნი ჩემი გამზრდელი „ნორჩ ტექნიკოსთა რესპუბლიკური ცენტრის“ მსგავს სასწავლო-შემოქმედებით ცენტრს.

                                      🔸 🔸🔸

მიხეილ ლაბარტყავა

დავამთავრე თბილისის 23-ე საშ. სკოლა (ოქროს მედალი), სკოლის პერიოდში ვმონაწილეობდი კონკურსში „ნორჩი ტექნიკოსები სამშობლოს“ (1965-1966წწ, ერთი პირველი და ერთი მეორე ადგილი, ჩემმა გაკეთებულმა მაკეტმა (ВДНХ-მოსკოვი, 1966) წელს 1 ადგილი დაიკავა);

1967-1972 წლებში თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი (წითელი დიპლომი); მესამე კურსიდან საზოგადოება „ცოდნის“ ლექტორი ვიყავი, IV-V კურსი – თსუ ორგანული ქიმიის კათედრის ლაბორანტი, 1971-1972წწ – ქიმიის ფაკ-ტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, 1972-1974 – “ნორჩ ქიმიკოსთა სკოლის” დირექტორი, 1972-1976 – თსუ ასპირანტი;

1974-1980 – მოსკოვი, მეცნიერ მკვლევარი (სსრკ ქიმ. მრეწველობის სამინისტრო, ელემენტორგანული ნაერთების ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი);

სტაჟირება – 1980-1982 – სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ორჯონიკიძის სახელობის ქიმიურ-ფარმაცევტული კვლევითი ინსტიტუტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის  თოფჩიევის სახ.  ნავთობქიმიის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი;

1980 – საკანდიდატო დისერტაცია, სპეციალობა – ორგანული ქიმია;

1976-1986 – ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიის რესპუბლიკური ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი);

1986-1998 – თსუ (უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი);

1982-1993 – ქიმიის პედაგოგი (169-ე საშ.სკოლა, 23-ე საშ.სკოლა);

1982-1988 – თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, ლექტორი, სპეცკურსი  -ქიმიური ამოცანების ამოხსნა;

26.05.1991- 19.08.1991 – ეროვნული გვარდიის ქიმიური სამსახურის უფროსი;

1991-2001 – საქართველოს ქიმიური საზოგადოების სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „სინთეზი“ გენერალური დირექტორი;

2006 წლიდან ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას (2006-2008 – სოხუმის უნივერსიტეტი, 2008-2009 – 34-ე საჯარო სკოლა);

2010-2013 – აკრედიტაციის ექსპერტი, ქიმია-ეკოლოგია;

2010-2018 –  „გეომედი“, ასოცირებული პროფესორი;

2015 წლიდან დღემდე – სდასუ-ასოცირებული პროფესორი;

2012-2017 – თბილისის 87-ე საჯარო სკოლა;

2017 წლიდან დღემდე „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ უფროსი მასწავლებელი, წამყვანი  პედაგოგი);

2020-დღემდე ახალი სკოლის პროექტის ექსპერტი ქიმიის მიმართულებით.

აღმოჩენილი მაქვს 2 ახალი ქიმიური რეაქცია და შექმნილი მაქვს 4 ორიგინალური ხელსაწყო. „აკადემიურ გამომცემლობასთან“ ერთად, ჩამოვაყალიბე „ქიმიის პედაგოგის ბიბლიოთეკა“ (30 წიგნი); ვმონაწილეობ საშუალო საფუხურის X კლასის ქიმიის სახელმძღვანელოს კონკურსში; ვარ პ. მელიქიშვილის სახელობის სქართველოს ქიმიური საზოგადოების წევრი; ვმონაწილეობ შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ კონკურსში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები