„დაწერე გაკვეთილების შემდეგ საკითხავზე“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ ახალ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს! კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასების მოსწავლეებს.
კონკურსის პირობა მარტივია – #დაწერე რეცენზია, ჩანახატი, ან ესსე „ინტელექტის“ სერია „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ ფარგლებში გამოცემულ წიგნებზე და 5 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნე ელექტრონულ მისამართზე – konkursi.intelekti@gmail.com
საკონკურსო ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას. „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ სერიის ფარგლებში გამოცემული წიგნები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/2lRKlHv
გამარჯვებულებს 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს. საუკეთესო ნამუშევრები ეტაპობრივად გამოქვეყნდება გამომცემლობის პარტნიორ ვებ-გვერდებზე.
საუკეთესო ათეული დაჯილდოვდება გამომცემლობის მიერ დაწესებული პრიზებით, ხოლო პირველი სამეული კი ფულად ჯილდოს მიიღებს:
I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 300 ლარი
III ადგილი – 200 ლარი
კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერია გაზეთი „ახალი განათლება“ https://bit.ly/425zv0o
წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 032 225 05 22