25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რა ცვლილება განხორციელდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში

spot_img

🔎„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“,  2023 წლის 13 მარტს, პერმიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელი მოეწერა  (საქართველოს მთავრობის №97 დადგენილება) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.

აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისთვის სქემაში განსხვავებული პირობები განისაზღვრა. კერძოდ:

⏩⏩წამყვანი/მენტორის სტატუსის მინიჭება მოხდება უნარების გამოცდის შედეგებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;

⏩⏩უფროსს, რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორის სტატუსის მისაღებად დაწესებული ზღვარი, საშუალება ეძლევა, პორტფოლიოს შეფასება წარმოადგინოს ან წამყვანობაზე ან მენტორობაზე;

⏩⏩დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურებული საგნის გამოცდით, ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორობით, თავისუფლდებიან სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდისგან და მხოლოდ პორტფოლიოს საფუძველზე შეფასდებიან.

სიახლეები შეეხო აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებს.

⏩⏩ცვლილებები მოიცავს სხვადასხვა საკითხს – მასწავლებლები, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს 10 კრედიტზე, მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე და სხვა.

მნიშვნელოვანი სიახლეებია სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად:

სპეციალური მასწავლებლის სტატუსების ჩამონათვალს დაემატა მენტორის სტატუსი;

⏩⏩შეიცვალა წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზები – სტატუსის მოპოვება შესაძლებელი ხდება სპეციალური მასწავლებლობის მსურველების პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;

⏩⏩წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა გაიმართება 2023 წელს, ხოლო მენტორის – 2024 წლიდან დაიწყება.

⏩⏩სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების, მრავლობითი დარღვევების, სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, გაივლიან სპეციალურ სასერტიფიკატო კურსს.

 

⏩⏩⏩ცვლილების თანახმად, ახლებურად განისაზღვრა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გზა, იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები