5 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2025

დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ებ­ზე

14 ნო­ემ­ბერს წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი – თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ე­ე­ბი – იწყე­ბა, რო­მელ­საც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ექ­ს­პო ჯორ­ჯი­ას XI პა­ვი­ლი­ო­ნი უმას­პინ­ძ­ლებს.
16 ნო­ემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით, მკითხ­ვე­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი თით­ქ­მის ყვე­ლა წამ­ყ­ვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, დი­დი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით, ჩვე­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და სხვა მრა­ვა­ლი სი­ურ­პ­რი­ზით ელო­დე­ბა. მათ შო­რი­საა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“, რო­მე­ლიც 31 წე­ლია მკითხ­ვე­ლს ანე­ბივ­რებს მსოფ­ლიო ბეს­ტ­სე­ლე­რე­ბად ქცე­უ­ლი წიგ­ნე­ბის ბრწყინ­ვა­ლე თარ­გ­მა­ნე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის პრო­ზა­უ­ლი და პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლე­ბით, ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბით, მას­წავ­ლებ­ლებს კი, მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­რო გა­მო­ცე­მებს სთა­ვა­ზობს.
არ­ჩე­ვა­ნის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად, ამ სტა­ტი­ა­ში გა­გაც­ნობთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინტე­ლექ­ტის“ რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მას, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლებს სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევთ.

„ვერ­ბა­ლუ­რი დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვა და მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის გზე­ბი“

ნა­თია გა­ბე­და­ვა, სო­ფიო ვიბ­ლი­ა­ნი, შო­რე­ნა მა­მუ­კა­ძე, მა­რი­ამ უგუ­ზაშ­ვი­ლი

თა­მარ გა­გო­ში­ძის ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­ის ცენ­ტ­რი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, გა­მო­ი­ცა წიგ­ნი, რო­მე­ლიც, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, გან­კუთ­ვ­ნი­ლია იმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც აქვთ დის­ლექ­სია, ვერ­ბა­ლუ­რი დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვა. „ვერ­ბა­ლუ­რი დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვა და მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის გზე­ბი“ ასე­ვე გან­კუთ­ვ­ნი­ლია მშობ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, რად­გან მო­ცე­მუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლე­ბენ უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­ხა­ლი­სო გა­ხა­დონ წე­რა-კითხ­ვის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცე­სი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, და­ეხ­მა­რონ მათ ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი კონ­კ­რე­ტუ­ლი სუს­ტი მხა­რე­ე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

წიგ­ნი მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ­ბა­ლუ­რი დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვი­სა და წე­რა-კითხ­ვის ათ­ვი­სე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ბა­ზი­სუ­რი უნა­რე­ბის შე­სა­ხებ. მო­ცე­მუ­ლია პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ უნა­რებ­ში გა­ვარ­ჯი­შე­ბას უწყობს ხელს; წარ­მოდ­გე­ნი­ლია უშუ­ა­ლოდ წე­რი­სა და კითხ­ვის ათ­ვი­სე­ბი­სა და ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი.

გა­მო­ცე­მა­ში ცალ­კე თა­ვი ეთ­მო­ბა იმის გარ­კ­ვე­ვას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ წიგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ეს წიგ­ნი გათ­ვ­ლი­ლია 5-6 წლის ასა­კი­დან ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

კრე­ბუ­ლი სა­მი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა, ესე­ნია:

  1. წე­რა-კითხ­ვის უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბის სა­ფუძ­ვ­ლად არ­სე­ბუ­ლი ბა­ზი­სუ­რი უნა­რე­ბი;
  2. კითხ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი;
  3. წე­რის სტრა­ტე­გი­ე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წე­რა-კითხ­ვის სა­ფუძ­ვ­ლად არ­სე­ბუ­ლი ბა­ზი­სუ­რი უნა­რე­ბის ნა­წილ­ში მო­ცე­მუ­ლია ის უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვ­მა წე­რა და კითხ­ვა შეძ­ლოს. ამ ნა­წილ­ში მო­ცე­მუ­ლია რამ­დე­ნი­მე ქვე­თა­ვი, რომ­ლებ­შიც დე­ტა­ლუ­რა­დაა გან­ხი­ლუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი უნა­რი: თქვენ ნა­ხავთ გან­მარ­ტე­ბებს, თე­ო­რი­ულ ას­პექ­ტებს, უახ­ლე­სი კვლე­ვის შე­დე­გებ­სა და პრაქ­ტი­კულ სა­ვარ­ჯი­შო­ებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებს ამ უნა­რე­ბის გა­ვარ­ჯი­შე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, წიგ­ნ­ში შე­ტა­ნი­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ დის­ლექ­სი­ი­სა და ვერ­ბა­ლუ­რი დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, არა­მედ ყვე­ლას­თ­ვის, ვინც ახ­ლა იწყებს წე­რა-კითხ­ვას.

 

„ჯი­ბის კა­ცუ­ნა და მწვა­ნე კუნ­ძუ­ლი“

ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი 

2007 წელს ფენ­ტე­ზის ჟან­რ­ში გა­მო­ი­ცა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი „ამ­ბა­ვი ლი­ლე ირო­ე­ლი­სა“. მი­სი ავ­ტო­რი ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც ქარ­თულ მი­თოს­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და­წე­რი­ლი პირ­ვე­ლი რო­მა­ნის შემ­დეგ, ირო­ელ­თა ქრო­ნი­კებს კი­დევ ექ­ვ­სი წიგ­ნი შეს­ძი­ნა. ამ­გ­ვა­რად გა­ა­ცოცხ­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა და მწე­რალ­მა ქარ­თუ­ლი მი­თუ­რი გმი­რე­ბი და მა­თი სამ­ყა­რო, რომ­ლი­თაც ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი სრუ­ლი­ად მომ­ნუს­ხ­ველ, და­უ­ვიწყარ, შთამ­ბეჭ­დავ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში შე­ი­პა­ტი­ჟა.

2024 წელს კი მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სე­რი­ა­ში – „გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კითხა­ვი“ – ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლის წიგ­ნი „ჯი­ბის კა­ცუ­ნა და მწვა­ნე კუნ­ძუ­ლი“ გა­მო­ი­ცა, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სი აღ­მოჩ­ნ­და. რას ვგუ­ლის­ხ­მობ?  იმას, რომ ამ წიგ­ნით ბავ­შ­ვე­ბი არა მხო­ლოდ კითხ­ვას შე­იყ­ვა­რე­ბენ, არა­მედ წე­რით უნა­რებს გა­ნი­ვი­თა­რე­ბენ და პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ვი­ანთ უშ­რეტ ფან­ტა­ზი­ას მის­ცე­მენ გა­სა­ქანს.

წიგ­ნის ანო­ტა­ცია გვამ­ც­ნობს, რომ „ჯიბის კა­ცუ­ნა და მწვა­ნე კუნ­ძუ­ლი“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნი არ უნ­და გვე­გო­ნოს, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ წა­ვი­კითხავთ, მე­რე კი  კლა­სე­ლებ­სა და მე­გობ­რებს ვუ­ამ­ბობთ. ამ წიგ­ნის ყვე­ლა მკითხ­ვე­ლი მი­სი თა­ნა­ავ­ტო­რი ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­ულს ძა­ლი­ან დი­დი მი­სია გვა­კის­რია: ჩვენ გა­რე­შე  ვერ გაგ­რ­ძელ­დე­ბა ჯი­ბის კა­ცუ­ნას თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რის გა­მოც შე­საძ­ლოა, მწვა­ნე კუნ­ძუ­ლი წიგ­ნის ფურ­ც­ლე­ბი­დან სა­ბო­ლო­ოდ გაქ­რეს.

ცალ­კე აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია ამ წიგ­ნის და­წე­რის წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მე­ლიც მწერ­ლის თავს გა­დახ­დე­ნილ ძა­ლი­ან თბილ შემ­თხ­ვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა: ერ­თხელ მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბი­სას ამ წიგ­ნის ავ­ტორ­მა, ნა­ტო და­ვი­თაშ­ვილ­მა, სა­თა­მა­შოს და­კარ­გ­ვის გა­მო ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი ცხვირ­სა­ხო­ცის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი თო­ჯი­ნა­თი გა­არ­თო, რო­მელ­საც ჯი­ბის კა­ცუ­ნა და­არ­ქ­ვა. შემ­დეგ ამ ის­ტო­რი­ას, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს უყ­ვე­ბო­და და ისი­ნი ამ მხი­ა­რუ­ლი გმი­რის შე­სა­ხებ სა­ხა­ლი­სო ზღაპ­რებ­სა და მოთხ­რო­ბებს იგო­ნებ­დ­ნენ და წერ­დ­ნენ, – ხან ზღვის პი­რას ათა­მა­შებ­დ­ნენ, ხან მთებ­ში მიჰ­ყავ­დათ, ხა­ნაც სა­ჰა­ე­რო ბურ­თით ასე­ირ­ნებ­დ­ნენ.

გა­ვი­და დრო და, ეს მო­ყო­ლი­ლი თუ და­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი წიგ­ნა­დაც გა­მო­ი­ცა, მაგ­რამ ამ წიგ­ნის ფურ­ც­ლე­ბი­დან ქრე­ბა მწვა­ნე კუნ­ძუ­ლის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რე­ბი, ჩა­ნა­წე­რებ­თან ერ­თად კი სახ­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბიც ქრე­ბი­ან. მათ და­საბ­რუ­ნებ­ლად ჯი­ბის კა­ცუ­ნას ჩვე­ნი, მკითხ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ჯი­ბის კა­ცუ­ნა ხან მწვა­ნე კუნ­ძუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ცი­სარ­ტყე­ლას ხი­დის აგე­ბას მოგ­ვ­თხოვს, ხან ნა­ყი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბას, ხა­ნაც ზღვის ფსკე­რი­დან ნივ­თე­ბის ამო­ტა­ნას. თუმ­ცა, თუ მე­გობ­რო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის ძა­ლის გჯე­რათ, და გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კითხავ წიგ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაც გიყ­ვართ, ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ! თა­ნაც, ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი­სა არ იყოს, მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბი სჩა­დი­ან სას­წა­უ­ლებს, რო­დე­საც წიგნს კითხუ­ლო­ბენ. აი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი კი გვარ­წ­მუ­ნებს, რომ ბავ­შ­ვე­ბი მა­ში­ნაც დიდ ჯა­დოს­ნო­ბებს სჩა­დი­ან, რო­დე­საც წიგ­ნის წე­რა­ში, მის კე­თი­ლად დას­რუ­ლე­ბა­ში იწყე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას.

 

„ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა. ტეს­ტე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის“

მა­თე წიკ­ლა­უ­რი

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­თე წიკ­ლა­უ­რი პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. 2023 წელს ჩა­ა­ბა­რა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა გა­ი­ა­რა. მა­ღალ შე­დეგ­ზე აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია. აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ებ­სა და რე­ცენ­ზი­ებს მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ, იყე­ნებს სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს, აღი­ა­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­სა და სა­კუ­თარ მა­სა­ლებს. მი­სი თქმით, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მა­სა და სწავ­ლე­ბის პრინ­ციპს სა­ჭი­რო­ებს. პო­ზი­ტი­უ­რი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო კი აუცი­ლე­ბე­ლი ას­პექ­ტია წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ეს დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად შე­იქ­მ­ნა. კრე­ბუ­ლი შე­ი­ცავს 30 ტესტს. თი­თო­ე­უ­ლი ტეს­ტი 60-ქუ­ლი­ა­ნია: ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბა – 16 ქუ­ლა; წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა – 10 ქუ­ლა; წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა – 34 ქუ­ლა.

წიგ­ნი 7 ძი­რი­თა­დი თა­ვის­გან შედ­გე­ბა:

1) ჰაგი­ოგ­რა­ფია;

2) “ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ – რუს­თა­ვე­ლის სა­რა­ინ­დო ეპო­სი;

3) იგავ-არა­კი;

4) რო­მან­ტიზ­მი;

5) რე­ა­ლიზ­მი;

6) იმ­პ­რე­სი­ო­ნიზ­მი;

7) სიმ­ბო­ლიზ­მი.

კრე­ბულს ასე­ვე თან ახ­ლავს პა­სუ­ხე­ბი და შე­ფა­სე­ბის სქე­მა.

ამას­თა­ნა­ვე, წიგ­ნის თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი იწყე­ბა იმ ძი­რი­თა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად, ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ის, რო­მან­ტიზ­მის, რე­ა­ლიზ­მის ან სიმ­ბო­ლიზ­მის შე­სა­ხებ უნ­და იცო­დეს.

 

„და­მა­ლუ­ლი გან­ძი. გზამ­კ­ვ­ლე­ვი ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში“

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი
ინ­გ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა ნი­ნო ქა­ჯა­ი­ამ

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი ამე­რი­კე­ლი ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა თე­რა­პევ­ტია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პი­ის თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის სა­თა­მა­შო თე­რა­პი­ას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის მე­თო­დით. ოკ­ლან­დე­რის წიგ­ნე­ბი, სტა­ტი­ე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი კლი­ნი­ცის­ტე­ბის­თ­ვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და და მთელ მსოფ­ლი­ო­ში მო­იც­ვა ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქარ­თუ­ლად ითარ­გ­მ­ნა და გა­მო­ი­ცა მი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნი „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“. სწო­რედ ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის მე­ო­რე წიგ­ნის ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა დაგ­ხ­ვ­დე­ბათ წიგ­ნე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ სტენ­დ­თან.

„დაე, მი­სი წიგ­ნი გავ­რ­ცელ­დეს მშვე­ნი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სა­სი­კე­თოდ“ – ვკითხუ­ლობთ წიგ­ნის ერთ-ერთ ანო­ტა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ალე­ვა ვავ­რო­ვას, ჩეხ ბავ­შ­ვ­თა და ოჯა­ხის გეშ­ტალტ-თე­რა­პევტს ეკუთ­ვ­ნის.

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი თა­ვი­სი მე­ო­რე წიგ­ნის წე­რას „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ გა­მო­ცე­მი­დან 28 წლის შემ­დეგ შე­უდ­გა. რო­გორც წიგ­ნის შე­სა­ვალ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ერ­თა­დერ­თი რამ იყო: „რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტექ­ნო­ლო­გია წინ წა­ვი­და („ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ „ჰერ­მე­სის“ პა­წა­წი­ნა, ხე­ლის სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე დავ­ბეჭ­დე, ახ­ლა კი გაპ­რან­ჭუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი მაქვს), მსოფ­ლი­ო­შიც უამ­რა­ვი რამ მოხ­და 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. მათ დღე­საც ტან­ჯავთ სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა, გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი, და­ნა­კარ­გი, გან­შო­რე­ბა და კი­დევ ბევ­რი, ბევ­რი სხვა რამ. ჩვენ, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებ­თან ვმუ­შა­ობთ, დღე­საც ჰა­ე­რი­ვით გვჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი მე­თო­დი, რა­თა და­ვეხ­მა­როთ ბავ­შ­ვებს გა­დარ­ჩე­ნა­ში, და­ვეხ­მა­როთ, რომ პრობ­ლე­მებს გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ და ისე გა­ჯან­საღ­დ­ნენ, რომ შეძ­ლონ ჩვენს სტრე­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა. ამ წლებ­ში მუ­შა­ო­ბას გან­ვაგ­რ­ძობ­დი და მივ­ხ­ვ­დი, რომ ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­თან გეშ­ტალტ-თე­რა­პი­უ­ლი მიდ­გო­მა დღე­საც ეფექ­ტუ­რია“.

იმის გა­მო, რომ მე­ო­რე წიგ­ნის და­სა­წე­რად ვერ იც­ლი­და, ასე­თი რამ მო­ი­ფიქ­რა: სა­თი­თა­ოდ ამ­ზა­დებ­და აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რებს, აღ­წერ­და თა­ვის მიღ­წე­ვებს და ახალ იდე­ებს, რომ­ლებ­საც მუ­შა­ო­ბი­სას იყე­ნებ­და. დრო­დად­რო წერ­და სტა­ტი­ებს, ფრაგ­მენ­ტებს სხვა ავ­ტო­რე­ბის კრე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის. უამ­რავ სე­მი­ნარ­ზე ატა­რებ­და სა­უბ­რებს და პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ბო­ლოს და­ას­კ­ვ­ნა, რომ სა­ჭი­რო იყო ამ ახა­ლი იდე­ე­ბის, მო­საზ­რე­ბე­ბის, აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ერთ წიგ­ნ­ში თავ­მოყ­რა. ასე და­ი­ბა­და „და­მა­ლუ­ლი გან­ძი“.

რო­გორც წიგ­ნის ერთ-ერთ ანო­ტა­ცი­ა­ში ვკითხუ­ლობთ, დოქ­ტო­რი ოკ­ლან­დე­რი „დამა­ლულ განძს“ თა­ვის „თე­მა­ტურ“ წიგნს უწო­დებს. იგი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს თა­ვის თე­რა­პი­ულ მო­დელს, გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­ას და იმას, თუ რო­გორ უნ­და ვი­მუ­შა­ოთ ბრაზ­ზე, რო­გორ უნ­და ვი­მუ­შა­ოთ მო­ზარ­დებ­თან, პა­ტა­რებ­თან, ჯგუ­ფებ­თან, ADHD ბავ­შ­ვებ­თან, დარ­დ­ზე, თვით­ზ­რუნ­ვა­სა და მუ­სი­კა­ზეც კი.

 

 

 „მე ვარ“

ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი
(ილუს­ტ­რა­ტო­რი: სო­ფო კირ­თა­ძე)

2024 წელს გა­მომ­ცე­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ გა­მოს­ცა ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა ფსი­ქო­დი­აგ­ნოს­ტი­სა და ფსი­ქო­კონ­სულ­ტან­ტის, ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის სა­დე­ბი­უ­ტო წიგ­ნი „მე ვარ“, რო­მე­ლიც სას­კო­ლო ასაკ­ში სამ ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბულ დი­აგ­ნოზ­ზე გვიყ­ვე­ბა. ესე­ნია: დის­ლექ­სია, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მი (ADHD) და ენის ბორ­ძი­კი. ამ წიგ­ნით სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა გა­ვი­გოთ, რა არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თი­თო­ე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზის­თ­ვის ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­თი მარ­თ­ვა. წიგ­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვია იმის გა­სა­გე­ბად, რას შე­იძ­ლე­ბა გრძნობ­დ­ნენ ამ დი­აგ­ნო­ზე­ბის  მა­ტა­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბი თუ მო­ზარ­დე­ბი და რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თონ მათ მხარ­და­სა­ჭე­რად მას­წავ­ლებ­ლებ­მა, მშობ­ლებ­მა და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა.

ზან­და ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­მა, რო­გორც ფსი­ქო­ლოგ­მა, სა­კუ­თარ მრა­ვალ­წ­ლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას მო­უ­ყა­რა თა­ვი და სა­მი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის: ნი­ნას, კოს­ტა­სა და მა­შოს დახ­მარ­ებით, მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მი­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი აამეტყ­ვე­ლა: „ამ წიგ­ნ­ში ჩვენ ვკითხუ­ლობთ უამ­რა­ვი ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას. მას­ში გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლია მა­თი ემო­ცი­ე­ბი, ფიქ­რე­ბი, სირ­თუ­ლე­ე­ბი და გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლია ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­ყო­ლით და არა ჩე­მი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით“.

სწო­რედ სა­და,  მარ­ტი­ვი, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ენით გვი­ამ­ბო­ბენ ნი­ნია, კოს­ტა და მა­შო, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ამ დი­აგ­ნო­ზებ­თან ერ­თად.

ეს წიგ­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საა, რომ­ლებ­საც აქვთ დის­ლექ­სი­ის, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მი ან ენის ბორ­ძი­კი, მაგ­რამ ასე­ვე არის:

„მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც ბევ­რი კითხ­ვა აქვთ – სურთ ესა­უბ­რონ ბავშვს ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზიტ­სა და დი­აგ­ნოზ­ზე“;

◊ „პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის,  რომ­ლე­ბიც გა­ეც­ნო­ბი­ან სპე­ცი­ფი­კურ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და მი­ნიშ­ნე­ბებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ვეხ­მა­როთ ბავშვს გაკ­ვე­თილ­ზე. არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ხში­რად პე­და­გო­გია მთა­ვა­რი მო­დე­ლი იმი­სა, რო­გორ მო­ექ­ცე­ვი­ან ერ­თ­მა­ნეთს ბავ­შ­ვე­ბი“;

◊ „სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბის­თ­ვის, მეტყ­ვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტე­ბის­თ­ვის, ნევ­რო­ლო­გე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, წიგ­ნი გა­მო­ი­ყე­ნონ დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლად თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის, თვით­რეფ­ლექ­სი­ის გაზ­რ­დი­სა და გა­მო­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში“.

მელანო კობახიძე

 

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება