30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

გლობალური მოქალაქეობის განათლების განვითარება და ინტეგრირება საქართველოში

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, განათლების სექტორში მომუშავე უწყებებისთვის, გაიმართა კონფერენცია თემაზე „გლობალური მოქალაქეობის განათლების განვითარება და ინტეგრირება საქართველოში“.

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი. მან მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიებში და დისკუსიის ფორმატში ისაუბრა გლობალური მოქალაქეობის განათლების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობასა და გზებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებები, მასწავლებლები, სკოლები, უნივერსიტეტები, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გლობალური მოქალაქეობის განათლების პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, იმსჯელეს საერთო სასკოლო მიდგომის მნიშვნელობაზე გლობალური მოქალაქეობის განვითარებისთვის. განიხილეს მასწავლებლების, სკოლის, ლიდერებისა და მშობლების როლი და ჩართულობის ფორმები, ასევე გაეცნენ სასწავლო კურსების კარგ მაგალითებს და წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკას.

კონფერენცია ჩატარდა UNESCO-ს ეგიდით მოქმედ ორგანიზაციასთან „აზია-წყნარი ოკეანეთის განათლების ცენტრთან“ პარტნიორობით მიმდინარე სამწლიანი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გლობალური მოქალაქეობის განათლების დანერგვას, მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისა და მშობლებისთვის სატრენინგო პროგრამებისა და რესურსების მომზადებას, ტრენინგების ჩატარებასა და გამოცდილების გაზიარებას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები