21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გან­გა­შის ზა­რე­ბი

spot_img
აზა ქა­და­რია
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

დღეს სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­მა ავი­ღე ხელ­ში კა­ლა­მი და დავ­წე­რე…

დავ­წე­რე თქვენ­თან გა­მო­სა­სა­უბ­რებ­ლად, ჩე­მო კო­ლე­გე­ბო, თქვე­ნი აზ­რის გა­სა­გე­ბად! ხომ არ დად­გა დრო, რომ ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლი  ვთქვათ, ერ­თხელ მა­ინც ხმა­მაღ­ლა გა­მო­ვაცხა­დოთ ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი თუ დარ­დე­ბი, ერ­თხელ მა­ინც გავ­ბე­დოთ და აღ­ვი­მაღ­ლოთ ხმა და ვი­ყოთ კრი­ტი­კუ­ლე­ბი ერ­თხელ მა­ინც! თუ ასე არ გა­ვა­კე­თეთ, ჩა­მოგ­ვემ­ხო­ბა თავ­ზე ქვე­ყა­ნა, მი­წა პირს და­ა­ღებს და ჩაგ­ვ­ნ­თ­ქავს კი­დეც. ცარ­გ­ვა­ლი და მი­სი მე­უ­ფე კი, ჩე­მი აზ­რით, უკ­ვე დი­დი ხა­ნია გან­რის­ხე­ბუ­ლია ჩვენ­ზე და, ვინ იცის, რას გვიმ­ზა­დებს, მაგ­რამ მე­ტი სას­ჯე­ლი რა­ღა გვინ­და: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ნა­ზო­ნი შე­უ­რაცხ­ყ­ვეს, 70 წლის მო­ნა­ზო­ნი!

მი­ზე­ზი სად ვე­ძე­ბოთ, თო­რემ შე­დე­გი აშ­კა­რაა! გულ­გაფ­ლე­თილ­მა ბევ­რი ვი­ფიქ­რე და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­კუ­თა­რი თა­ვი და­ვი­და­ნა­შა­უ­ლე და თქვენც, ჩე­მო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, თქვენც დაგ­დეთ ბრა­ლი სა­კუ­თარ თავ­თან ერ­თად! ვი­ცი, ძა­ლი­ან გა­მი­რის­ხ­დე­ბით, მაგ­რამ სა­ნამ ჯვარს მაც­ვამთ, გთხოვთ, კარ­გად მო­მის­მი­ნოთ! დი­ახ, ჩვენც ხე­ლი შე­ვუწყ­ვეთ ამ ვი­თა­რე­ბას და, ვაი, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა ქარ­თ­ველ დე­დებ­თან ერ­თად! ახ­ლა შე­ვეც­დე­ბი, ავ­ხ­ს­ნა ჩე­მი ფიქ­რე­ბი და თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ, თუ რა­ტომ მი­ვე­დი ამ დას­კ­ვ­ნამ­დე. მაგ­რამ ამის­თ­ვის მინ­და, გა­ვიხ­სე­ნოთ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ისი­ნი, რომ­ლე­ბიც გან­გა­შის ზა­რებს შე­მოჰ­კ­რავ­დ­ნენ ხოლ­მე, რო­ცა ერი, შექ­მ­ნი­ლი აუტა­ნე­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო, მო­ლი­პულ გზას და­ად­გე­ბო­და ხოლ­მე.

შე­გახ­სე­ნებთ იოვა­ნე სა­ბა­ნის­ძის „აბოს წა­მე­ბი­დან“ ორ ცი­ტა­ტას:

„მფლო­ბელ­თა ამის ჟა­მი­სა­თა, გან­დ­გო­მილ­თა ქრის­ტე­ის­გან, მრა­ვალ­ნი შე­აც­თუნ­ნეს და გა­დად­რიკ­ნენ გზი­სა­გან სი­მარ­თ­ლი­სა, და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­სა ქრის­ტე­ის სა­ხა­რე­ბი­სა­სა შე­ე­ცოდ­ნეს, რო­მელ­ნი ხუ­თა­სი წლი­სა ჟამ­თა და უწი­ნა­რე­ის-ღა შჯულ­დე­ბულ ყო­ფილ არი­ან წმი­დი­თა მად­ლი­თა ნათ­ლის­ღე­ბი­სა­ი­თა.“

და მე­ო­რე ცი­ტა­ტაც:

„აღ­ვე­რი­ე­ნით ერ­სა უცხო­სა, შჯუ­ლი­თა გან­დ­გო­მილ­თა ქრის­ტე­ის­გან, ნა­თე­სავ­სა სა­წუთ­რო­ი­სა ამის მოყ­ვა­რე­სა, თეს­ლ­სა ურ­წ­მუ­ნო­სა ძი­სა ღმრთი­სა­სა, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­სა ჩვენ­თა მა­გი­ნე­ბელ­თა, რო­მელ­თა­გან ვის­წა­ვე­ნით საქ­მე­ნი მათ­ნი და ვჰმო­ნებ­დით გუ­ლის­თ­ქ­მა­სა გულ­თა ჩვენ­თა­სა მი­ბაძ­ვი­თა მა­თი­თა, ვი­თარ­ცა უსა­სო­ნი ქრის­ტე­ის­გან და დამ­ვიწყე­ბელ­ნი სა­უ­კუ­ნო­ი­სა ცხოვ­რე­ბი­სა­ნი.“

ახ­ლა გი­ორ­გი მე­ფის აღ­სა­რე­ბას მო­ვუს­მი­ნოთ, სიკ­ვ­დი­ლის წინ რომ უთხ­რა პი­პას, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, დი­დი კო­წი­ას სატ­კი­ვა­რის ფა­რუ­ლი გაცხა­დე­ბაა: „ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ეგაა: სხვის ფან­დურ­ზე ბუქ­ნა­ო­ბა გვიყ­ვარს, ამი­ტო­მაც მუსრს ავ­ლებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვის ქვეყ­ნებ­ში ატე­ხი­ლი ჭი­რი.“

დი­ახ, მი­ბაძ­ვის დი­დი ნი­ჭი მოგ­ვ­დ­გამს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ცუ­დის გად­მო­ღე­ბა­ში ბა­და­ლი არა გვყავს ამ­ქ­ვეყ­ნად! და­ვაკ­ვირ­დეთ ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს, თუ მო­უდ­გამს ფე­ხი ასე მყა­რად უცხო აზრს სად­მე ისე, რო­გორც ჩვენ­თან!

მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თ­ვე­ლე­ბი რუ­სე­თის მი­ერ დაპყ­რო­ბილ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად ხე­დავ­დ­ნენ არა მარ­ტო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გ­ვას, არა­მედ უცხო თეს­ლის მცდე­ლო­ბას, გა­და­ეგ­ვა­რე­ბი­ნა ქარ­თ­ვე­ლი ერი და ამ მიზ­ნით კი, უპირ­ვე­ლე­სად, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ფა­რუ­ლი თუ აშ­კა­რა შე­ტე­ვა. რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე? იმი­ტომ, რომ, რო­ცა ერს წარ­სულს და­ა­ვიწყებ და ტრა­დი­ცი­ებს მო­უშ­ლი, თან ახალ­სა და ბილწს შე­ას­წავ­ლი, ის თან­და­თან შენ და­გემ­ს­გავ­სე­ბა, შე­იც­ვ­ლის თა­ვის იდენ­ტო­ბას, იაზ­როვ­ნებს და იფიქ­რებს შენ­სა­ვით, სწო­რად მი­იჩ­ნევს მარ­ტო იმას, რა­საც ფა­რუ­ლად, სხვა­თა დახ­მა­რე­ბით, ოღონდ ისევ მი­სი­ა­ნის სიტყ­ვი­თა თუ ხე­ლით, შე­ი­ტან და და­ამ­კ­ვიდ­რებ მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც პროგ­რე­სულ­სა და საღს — და მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა! მე­რე დაპყ­რო­ბი­ლი ერი იაზ­როვ­ნებს შენ­სა­ვით, და­ი­ვიწყებს „ჩვე­უ­ლე­ბი­სა­ებრ მა­მუ­ლი­სა სვლას“, გა­ნაგ­დებს ყვე­ლა­ფერ ძველს და და­კარ­გავს თა­ვის მე­ო­ბას! შემ­დეგ ეტაპ­ზე კი, რო­გორც გინ­და, ისე იმ­სა­ხუ­რებ! მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა!

ალ. ორ­ბე­ლი­ა­ნი, ძვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეს ტრუ­ბა­დუ­რი, ერთ-ერთ თა­ვის წე­რილ­ში სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რო­გორ და­უ­კარ­გეს რუ­სებ­მა ჩვენს სუფ­რას ძვე­ლი ლა­ზა­თი და ეშ­ხი! და ეს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თა­ვი­ან­თი დამ­ქა­შე­ბის ხელ­შეწყო­ბით, რო­მელ­თაც, თურ­მე, ფულს უხ­დიდ­ნენ, რა­თა ეს ბო­რო­ტი გან­ზ­რახ­ვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. ასე, მა­გა­ლი­თად, ვინ­მე მ.მ.-ს (რუ­სე­თის ერთ-ერთ და­ქი­რა­ვე­ბულ დამ­ქაშს) ერთ-ერთ ახალ­გაზ­რ­დულ სუფ­რა­ზე უთ­ქ­ვამს (დი­ახ, ახალ­გაზ­რ­დულ, რად­გან სწო­რედ ისი­ნი არი­ან ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი წევ­რ­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა): „ის ძვე­ლი, ქარ­თ­ვე­ლუ­რი თა­ვის მსმე­ლო­ბა აღარ უნ­და იყოს, უნ­და მო­ი­შა­ლოს… მე კარ­გი რამ მო­მი­გო­ნია ჩვე­ნი შექ­ცე­ვი­სათ­ვის“ — და შე­უ­თა­ვა­ზე­ბია სუფ­რის წევ­რე­ბის­თ­ვის: ტო­ლუმ­ბა­ში­სა და მი­სი მო­ად­გი­ლის არ­ჩე­ვა, ღვი­ნით სავ­სე სას­მი­სე­ბის ბო­ლომ­დე გა­მოც­ლა და უგო­ნოდ დათ­რო­ბა. რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, მას ყვე­ლა დას­თან­ხ­მე­ბია, რად­გან: „ბევ­რ­ჯელ ცუ­დი უფ­რო მოს­წონს კაც­სა, მი­ნამ პა­ტი­ოს­ნე­ბა. ეს სულ გარ­ყ­ვ­ნამ იცის,“ — ას­კ­ვ­ნის ალ. ორ­ბე­ლი­ა­ნი. დღეს კი ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ ოდეს­მე ქარ­თ­ვე­ლო­ბა­ში სუფ­რის ჩა­ტა­რე­ბის წე­სი სხვაგ­ვა­რი გახ­ლ­დათ. დი­ახ, ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა წვრილ­მა­ნე­ბი­დან, რა­მე­თუ ამ წვრილ­მა­ნე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა თვი­თონ ცხოვ­რე­ბაც. მთა­ვა­რია, შე­იც­ვა­ლოს ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფა, ძვე­ლი გა­მოცხად­დეს უვარ­გი­სად, სიბ­ნე­ლედ, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბად, გად­მო­ნაშ­თად და ეს მოხ­დეს უმ­თავ­რე­სად ახალ­გაზ­რ­დო­ბას­თან მუ­შა­ო­ბით, რა­მე­თუ სწო­რედ ისი­ნია ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი! ეს არის ის მზაკ­ვა­რი გზა, რო­მე­ლიც მი­იყ­ვანს მა­ვან­თა და მა­ვანთ გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე!

ახ­ლა აკა­კი წე­რე­თელს მო­ვუს­მი­ნოთ, თუ რას ამ­ბობს „თორ­ნი­კე ერის­თავ­ში“:

„მთვრა­ლო­ბა და „სადღეგ­რ­ძე­ლო“

სათ­ვი­თოო არ იცოდ­ნენ;

ჩვე­ნი ლხი­ნი რომ ენა­ხათ,

სირ­ცხ­ვი­ლი­თაც და­იწ­ვოდ­ნენ.

პირ­ველ სმა­ზე ახ­სე­ნებ­დ­ნენ

სა­ქარ­თ­ვე­ლოს და უფალ­სა,

დღეგ­რ­ძე­ლო­ბით თაყ­ვანს სცემ­დ­ნენ

მე­ფე­სა და დე­დო­ფალ­სა;

ბო­ლოს გმი­რებს იგო­ნებ­დ­ნენ,

მა­მუ­ლის­თ­ვის ომებ­ში მკვდარს,

და მღვდელ­მ­თავ­რის კურ­თხე­ვი­თა

ჰსვამ­დ­ნენ იმათ შე­სან­დო­ბარს…

სულ იმი­თი თავ­დე­ბო­და

მა­შინ­დე­ლი სადღეგ­რ­ძე­ლო,

თუმ­ცა მათ­ში მე­ტი იყო

სა­ქე­ბი და სა­სა­ხე­ლო.“

ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბის გარ­ყ­ვ­ნა სა­სა­ცი­ლო­დაც კი გეჩ­ვე­ნე­ბა, რო­ცა დღე­ვან­დელ სუ­რათს შეჰ­ყუ­რებ! დღე­ვან­დე­ლი ქარ­თ­ვე­ლი რას მო­ვა მა­შინ­დელ­თან! ჭეშ­მა­რი­ტად, მი­ლის ნა­ბი­ჯე­ბით მივ­დი­ვართ წინ!

ალ­ბათ მკითხავთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, მაგ­რამ ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რა შუ­ა­ში ვართ ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მულ­თა­ნო. მე კი მგო­ნია, რომ სწო­რედ რომ ვართ, რად­გან ყო­ვე­ლი­ვეს ჩუ­მად შევ­ყუ­რებთ და არც არა­სო­დეს არა­ფერს ვამ­ბობთ. სწო­რედ ასე, ჩვენს სა­ყო­ველ­თაო სი­ჩუ­მე­ში, ტარ­დე­ბა ჩვენს სკო­ლებ­ში ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი. ყო­ვე­ლი ახა­ლი მი­ნის­ტ­რი თა­ვის „ახალ“ სიტყ­ვას ამ­ბობს, ყო­ვე­ლი ახა­ლი რე­ფორ­მის წა­მომ­წყე­ბი ხმა­მაღ­ლა აცხა­დებს, რომ მხო­ლოდ მათ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი გზაა ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და მოს­წავ­ლის ცოდ­ნის მი­ცე­მი­სა თუ მი­სი გა­მოვ­ლე­ნის უება­რი სა­შუ­ა­ლე­ბა! სხვა და­ნარ­ჩე­ნი, წი­ნა, თურ­მე, ნუ იტყ­ვით, არას­წო­რი იყო! გა­ვიხ­სე­ნოთ: ერ­თ­მა თქვა: ლექ­სე­ბის ზე­პი­რად მი­ცე­მა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის რა სა­ჭი­როაო — და დღემ­დე ეს გა­მოთ­ქ­მა უტყუ­არ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. ამი­ტო­მაც, მა­გა­ლი­თად, „მე­რა­ნი“ რომ მის­ცე მოს­წავ­ლე­ებს ზე­პი­რად, დიდ ცოდ­ვად ჩა­გეთ­ვ­ლე­ბა! მე­ო­რემ თქვა: მოს­წავ­ლეს, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, შე­სა­ბა­მი­სი კითხ­ვე­ბით თუ შე­ა­მოწ­მებ­თო — და დღეს ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს გაბ­მუ­ლი თხრო­ბა უჭირთ. მე­სა­მემ თქვა: რა სა­ჭი­როა გრა­მა­ტი­კის ცალ­კე, გან­ყე­ნე­ბუ­ლად სწავ­ლაო — და ამო­ი­ღეს კი­დეც კარ­გა ხანს მი­სი სწავ­ლე­ბა, სა­ნაც­ვ­ლოდ რა შე­დე­გი გვაქვს, კარ­გად ხე­დავთ! ბავ­შ­ვე­ბი­ცა და დი­დე­ბიც სწო­რი ქარ­თუ­ლით ვერ მეტყ­ვე­ლე­ბენ! უფ­რო მე­ტიც, დღეს უკ­ვე წყა­ლი აქვს შე­ყე­ნე­ბუ­ლი ჩვენს ზმნას — ქარ­თუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის ხერ­ხე­მალს — და თუ რო­დის­მე შევ­ძ­ლებთ ამის დაძ­ლე­ვას, ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა!.. მე­ხუ­თემ ბრძა­ნა: მოს­წავ­ლეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­და მი­ე­ცეს სრუ­ლიო — და დღეს ისი­ნი — შინ თუ გა­რეთ — უფ­რო­სის შე­მოს­ვ­ლა­ზე ფეხ­ზეც კი არ დგე­ბი­ან. ხო­ლო ნ. დუმ­ბა­ძის სიტყ­ვე­ბი: მე ბა­ბუ­ა­ჩე­მი მი­მაჩ­ნია ყვე­ლა­ზე დიდ ინ­ტე­ლი­გენ­ტად, რად­გან ის პა­ტა­რა ბავ­შ­ვ­საც კი წა­მო­უდ­გე­ბო­და ხოლ­მეო — დარ­ჩა, რო­გორც „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა უდაბ­ნო­სა ში­ნა“. ცუ­დად გა­გე­ბულ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარე­სი არა­ფე­რია ამ­ქ­ვეყ­ნად! ლი­ბე­რა­ლიზ­მი არ ნიშ­ნავს უზ­ნე­ო­ბას, გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა­სა და უზ­რ­დე­ლო­ბას, არც ტრა­დი­ცი­ე­ბის და­ვიწყე­ბას გა­ვა­ლებს ვინ­მე, თუ შენ არ გა­მო­ი­დე მა­ინ­ც­და­მა­ინც თა­ვი „პროგ­რე­სუ­ლო­ბის“ გა­მოვ­ლე­ნა­ში! შევ­ხე­დოთ იაპო­ნი­ას, ჩი­ნეთს და თუნ­დაც ინ­გ­ლისს! რო­გორ შე­დე­გებს მი­აღ­წი­ეს ამ ქვე­ყ­ნებ­მა, მაგ­რამ თა­ვის ტრა­დი­ცი­ებ­ზე ხე­ლი არც ერთს არ აუღია. ასე­ვეა უამ­რა­ვი სა­ხელ­მ­წი­ფო მსოფ­ლი­ო­ში. მხო­ლოდ ჩვენ გა­მო­ვირ­ჩე­ვით ყვე­ლა ერებს შო­რის და დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლი­ბე­რა­ლიზ­მი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ეს­მით, რო­გორც უარ­ყო­ფით მოვ­ლე­ნებ­თან მავ­ნე შემ­გუ­ებ­ლო­ბა და შემ­რი­გებ­ლო­ბა! და სად ვართ ამ დროს ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ვი­ღებთ კი ხმას, ვაცხა­დებთ კი პრო­ტესტს? რა თქმა უნ­და, არა! რა­ტომ? იმი­ტომ, რომ დღეს მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში! ჩვენ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს მი­ვე­ცით უფ­ლე­ბე­ბი და და­ვა­ვიწყეთ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი! ასე ვი­ქე­ცით მა­სად, რო­მელ­საც „მორ­ჩილ უმ­რავ­ლე­სო­ბას“ ეძა­ხი­ან! დი­ახ, ჩვენ დღეს უფ­ლე­ბა არა გვაქვს ვი­სა­უბ­როთ ქრის­ტეს მცნე­ბებ­ზე, რაც, თა­ვის­თა­ვად, ნიშ­ნავს ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე. სა­ნაც­ვ­ლოდ კი ხელ­ში შეგ­ვ­რ­ჩა მო­ნაზ­ვ­ნის შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი და ტაძ­რის წამ­ბილ­წ­ვე­ლი! ამი­ტო­მაც ვართ დამ­ნა­შა­ვე­ნი ჩვენ, პე­და­გო­გე­ბი!

მაგ­რამ ასე­ვე დამ­ნა­შა­ვეა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლიც, რო­მელ­საც და­ვიწყე­ბია დი­დი ილი­ას მო­წო­დე­ბა:

„დე­დავ, ის­მი­ნე ქარ­თ­ვ­ლის ვედ­რე­ბა,

ისე აღ­ზარ­დე შენ შვი­ლის სუ­ლი,

რომ წინ გა­უძღ­ვეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა

უკან ჰრჩეს კვა­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი!“

რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა. ისიც ვი­ცი, რომ დღეს ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი გა­სუ­ლია საზღ­ვარ­გა­რეთ და იქი­დან არ­ჩენს ოჯახს, დღეს ქარ­თ­ვე­ლი დე­და დღის უმე­ტეს ნა­წილს გა­რეთ ატა­რებს, რა­თა არა­ფე­რი მო­აკ­ლოს პირ­მ­შოს, მაგ­რამ, აბა, გულ­ზე ხე­ლი და­ვი­დოთ და ვთქვათ: გვით­ქ­ვამს კი შვი­ლის­თ­ვის რო­დის­მე ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის ეს სიტყ­ვე­ბი, თა­ვის ერ­თა­დერთ პირ­მ­შოს რომ ეუბ­ნე­ბა: „ეს წუ­თი­სო­ფე­ლი ცო­დო და მად­ლის ჭი­დი­ლია, სხვა არა­ფე­რი. ზო­გი ცო­დოს იკი­დებს გულ­ზე და ტყვი­ა­სა­ვით მძი­მეა, ზო­გი მადლს და ბუმ­ბულ­სა­ვით სუ­ბუ­ქია“. შემ­დეგ კი… შემ­დეგ: „ადუ­ღე­ბულ კუპ­რის ზღვა­ზედ ბეწ­ვის ხიდს გა­გი­დებს (უფა­ლი). თუ კარ­გი ხარ, — გა­ივ­ლიო, მად­ლი მხრებ­ში შე­გიჯ­დე­ბა და გა­გა­ტა­რებ­სო: კაი კაცს არ ჩა­უწყ­დე­ბაო“.

არა მგო­ნია, ბევრს ეთ­ქ­ვას! სა­ნაც­ვ­ლოდ, ვიბ­რ­ძ­ვით კარ­გი ქუ­ლე­ბის­თ­ვის, გვინ­და ისი­ნი და არა­ფერ­ზე ვი­ხევთ უკან: არც მას­წავ­ლებ­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა­ზე, არც სკო­ლის დი­რექ­ცი­ას­თან ხმა­მაღ­ალი ტო­ნით სა­უ­ბარ­ზე! თქვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბო, ხში­რად გა­გი­გი­ათ კი მშობ­ლის­გან, რომ ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი შვი­ლის მყა­რი და ღრმა ცოდ­ნააო? რა თქმა უნ­და, ქუ­ლა მოს­წავ­ლის შე­დე­გის გამ­ზომ­ვე­ლია, მაგ­რამ ეს არ უნ­და იქ­ცეს თვით­მიზ­ნად! უფ­რო მეტს გეტყ­ვით. დღეს მოს­წავ­ლეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წ­რ­ფე­ლად შე­უძ­ლია, მო­გიტ­რი­ალ­დეთ და გითხ­რათ: „მე ქარ­თუ­ლი არ მჭირ­დე­ბა, საზღ­ვარ­გა­რეთ მივ­დი­ვარ სას­წავ­ლებ­ლა­დო“ — და, მარ­თ­ლაც, მი­დის! მი­დის და არ ბრუნ­დე­ბა! და არც არა­ვინ, არა­ვინ არის, რომ ეს პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­როს! პი­რი­ქით, ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უწყო­ბენ!

რა გახ­და ეს ერ­თი ცი­და ქვე­ყა­ნა, ვე­რა­ვინ რომ ვერ და­ა­ყე­ნა ფეხ­ზე! გა­ნა რა ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა ისე­თი, რომ 30 წლის მან­ძილ­ზე მი­სი წა­მო­ყე­ნე­ბაც კი ვე­რა­ვინ შეძ­ლო? მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ , ეს უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „ჩვენ“ აღარ ჩვე­ნობს, სა­ნაც­ვ­ლოდ, მო­გე­ცა ლხე­ნა, ,,მე ყელ­ყე­ლა­ობს, თა­ვი ამა­ყად აუწე­ვია და გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლა, მხო­ლოდ თა­ვის ჯამ­ში იყუ­რე­ბა, გა­უ­ზი­დავს ყვე­ლა­ფე­რი და და დღემ­დე ეზი­დე­ბა! ამ ზიდ­ვა­ში კი და­ვიწყე­ბია სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოც, მი­წა-წყა­ლიც, სათ­ნო­ე­ბაც, თა­ნალ­ბო­ბაც, ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბაც და ვე­რაფ­რით გამ­ძღა­რა! ყვე­ლა­ზე დი­დი უბე­დუ­რე­ბა კი ისაა, რომ შე­ჩე­რე­ბაც არ ძა­ლუძს! არ შე­იძ­ლე­ბა, აქ არ გა­გახ­სენ­დეს ჩვე­ნი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა:

„არა, თქვე სა­დი­ა­ცე­ნო,

რო ძრო­ხე­ბი­ვით სძღე­ბი­თა,

ღა­მე მაძღ­რე­ბი დას­წ­ვე­ბით,

დი­ლით მშივ­რე­ბი სდგე­ბი­თა,

თა­ვის ჯამს ჩას­ც­ქერთ, საქ­ვეყ­ნოდ

არც როს არ გა­მას­დ­გე­ბი­თა.

თა­ვი­სად სცოცხ­ლობთ, მცო­ნა­რედ

ლე­ში ალა­ღოთ, ჰკვებ­დი­თა,

გა­ი­გებთ კარ­გის გარ­ჯა­სა,

გწყინსთ და შუ­რი­თა ხდე­ბი­თა,

უქ­მად ჩა­მაჰ­ლევთ სი­ცოცხ­ლეს,

უქ­მად საფ­ლავ­ში სწვე­ბი­თა.

დაჰ­კარ­გავთ სა­ა­ქა­ო­სა

ვერც სა­ი­ქი­ოს სწვდე­ბი­თა,

არ იცით დას­ჩ­ნ­დით რი­სა­და,

ან რი­სათ­ვი­სა ჰკვდე­ბი­თა.“

დღე­საც ზა­რი­ვით რე­კავს ლელთ ღუ­ნი­ას სიტყ­ვე­ბი: „ერი და­ვარ­დ­ნილ, გა­ლა­ხულ არნ. ვრდო­მილ, კრთო­მილ. წარ­ხ­და ქარ­თ­ველ­თა სა­ხე­ლი… წარ­ხ­და, მო­ის­რ­ნა ქვე­ყა­ნაი“…

ასეთ ქვე­ყა­ნა­ში კი ჩვენ გვეზ­რ­დე­ბი­ან მო­ნას­ტერ­თა ამ­კ­ლებ­ნი და ბერ-მო­ნა­ზონ­თა შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელ­ნი! და ამა­ში დამ­ნა­შა­ვე ჩვენ ვართ, რად­გან ყვე­ლას გუ­ლი გვიმ­ძიმს, თუმც ხმა­მაღ­ლა ამის თქმას ვერ ვბე­დავთ სხვა­დას­ხ­ვა მი­ზეზ­თა გა­მო!

იქ­ნებ ამო­ვი­ღოთ ხმა და რა­ღაც ვუ­საშ­ვე­ლოთ ჩვენს ახალ­გაზ­რ­დო­ბას, ჩვენს მა­მულს! იქ­ნებ გა­მოვ­ნა­ხოთ რა­ი­მე გზა, ტაძ­რის­კენ მი­მა­ვა­ლი!

ჩემს ამ სტა­ტი­ას და­ვას­რუ­ლებ ისევ აკა­კის სიტყ­ვე­ბით ლექ­სი­დან „გა­მო­ტე­ხი­ლი სიტყ­ვა“:

„ყვე­ლა­ზე პირ­ველ მე ქარ­თ­ვე­ლი ვარ,

მე­რე, თუ გინ­და, სხვაგ­ვა­რი ის­ტი.

სხვი­სი თვა­ლი­თაც არ ვი­ყუ­რე­ბი,

არ გა­დამ­კ­ვ­რია ჩემ­სა­ზე ბის­ტი.

ვხე­დავ და ვი­ცი, რაც გვე­ჭირ­ვე­ბა

წყლულ­ზე მა­ლა­მოდ, მო­სა­შუ­შებ­ლად,

არ მწამს შე­ლოც­ვა მე შო­რე­უ­ლი…

რომ ჩე­მი­ა­ნი გავ­წი­რო მსხვერ­პ­ლად.

მთელ სა­უ­კუ­ნის ბა­ტონ-მო­ნე­ბამ

დაგ­ვი­ბორ­კი­ლა ხე­ლი და ფე­ხი,

და რჯულ­თან ერ­თად ეროვ­ნე­ბა­საც

საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ თავს დას­ცა მე­ხი.

აიმ­ღ­ვ­რა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წყა­რო

და აირია მით მო­ნას­ტე­რი!..

ვსწყევ­ლი და ვჟუ­ჟავ ავ­სულ­სა ბა­ტონს

და იმა­ვე დროს მი­წა­საც ვსტი­რი.

გზა­აბ­ნე­უ­ლი, რო­გორც რომ ცხვრე­ბი,

მივ­დი­ვართ, მივ­ხ­ტით, არა გვყავს მწყემ­სი,

დიდ­გუ­ლას თო­ფი ზარ­ბაზ­ნად მიგ­ვაჩნს

და დიდ მახ­ვი­ლად პა­ტა­რა ნემ­სი.

აღარ და­ვე­ძებთ ში­ნა­უ­რო­ბას,

სხვე­ბის­გან ვე­ლით სა­ი­მე­დოს, შორს…

ერ­თ­მა­ნეთს ვხო­ცავთ, ერ­თ­მა­ნეთს ვიკ­ლებთ,

და­ვემ­ს­გავ­სე­ნით „ოთო­თა­ანთ ქორს“.

მტერ­საც ეს უნ­და! ეს არის მხო­ლოდ

ბან­ზე ხელ­მარ­ჯ­ვედ ბურ­თის აგ­დე­ბა.

ჩვენ რომ ერ­თ­მა­ნეთს ყვე­ლა შე­ვაწყ­დეთ,

ამი­თი იმას რა და­აკ­ლ­დე­ბა?!

არა, ჩვენ უნ­და ჩვე­ნი ბორ­კი­ლი

შე­ერ­თე­ბუ­ლად ჯერ ავი­ყა­როთ

და მე­რე უნ­და „ძმო­ბა-ერ­თო­ბით“

და თან­ს­წო­რო­ბით ჩვენც გა­ვი­ხა­როთ.

ამას მო­ითხოვს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის

შე­უც­დო­მე­ლი გრძნო­ბა-გო­ნე­ბა

და ჯერ­ჯე­რო­ბით ამას სჯერ­დე­ბა

ვი­საც რწმე­ნა აქვს და გა­გო­ნე­ბა.“

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები