19 აპრილი, პარასკევი, 2024

სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია – ფიზიკა და მუსიკა

spot_img

სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვამ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ხა­და. მო­მიჯ­ნა­ვე და, მით უმე­ტეს, სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ფი­კის საგ­ნებს შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია აფარ­თო­ვებს მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის არე­ალს და ამა თუ იმ საგ­ნის ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი, გი­ორ­გი ლო­მი­ძე (ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა) და და­ვით ზა­თი­აშ­ვი­ლი (მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა), სწო­რედ ასეთ, ერ­თი შე­ხედ­ვით – უჩ­ვე­უ­ლო, ინ­ტეგ­რი­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­სა და მის კომ­პო­ნენ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, რა უპი­რა­ტე­სო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის ჭრილ­ში და­ნა­ხულ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით.

და­ვით ზა­თი­აშ­ვი­ლი: ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე ორ ან მეტ სა­გან­ში, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, იძენს ცოდ­ნას. აქ­ვე უნ­და გა­ვუს­ვათ ხა­ზი იმას, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც მო­მიჯ­ნა­ვე საგ­ნებ­ში, რო­გო­რიც არის მა­თე­მა­ტი­კა და ფი­ზი­კა, ქი­მია და ბი­ო­ლო­გია, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ფი­კის მქო­ნე საგ­ნებს შო­რის, მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კა და მუ­სი­კა ან ქი­მია და სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, რაც მოს­წავ­ლეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა კუთხით და­ი­ნა­ხოს ამ საგ­ნე­ბის სა­კითხე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი. ასე­ვე, ას­წავ­ლის მას სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას იმ ცოდ­ნი­სა, რო­მელ­საც ამ საგ­ნებ­ში იღებს.

გი­ორ­გი ლო­მი­ძე: მე რო­გორც ვი­ცი, მა­თე­მა­ტი­კა­სა და მუ­სი­კას შო­რის ბევ­რად მე­ტი სა­ერ­თოა, ვიდ­რე ფი­ზი­კა­სა და მუ­სი­კა­ში…

დ.ზ.: ვფიქ­რობ, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეტს ვი­მუ­შა­ვებთ, უფ­რო მეტ სა­ერ­თო­საც მოვ­ნა­ხავთ ამ საგ­ნებს შო­რის.

გ.ლ.: აქ­ვე ერ­თი-ორი სიტყ­ვა ვთქვათ STEAM-ზეც. ჩვენ აქ­ტი­უ­რად გან­ვი­ხი­ლავთ STEAM ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ექ­ტ­საც. STEAM – ეს არის: S – მეც­ნი­ე­რე­ბა, T – ტექ­ნო­ლო­გია, E – ინ­ჟი­ნე­რია, A – ხე­ლოვ­ნე­ბა და M – მა­თე­მა­ტი­კა, შე­სა­ბა­მი­სად, STEAM ტი­პის და­ვა­ლე­ბა, ზო­გა­დად, გუ­ლის­ხ­მობს ამ სფე­რო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნას, ანუ მოს­წავ­ლემ შე­საძ­ლე­ბე­ლია (ვთქვათ, ქი­მია-ფი­ზი­კა- ბი­ო­ლო­გი­ა­ში ან მა­თე­მა­ტი­კა-ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ინ­ჟი­ნე­რი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბი­სა და, რა თქმა უნ­და, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით), ამ საგ­ნე­ბი­დან, რო­მე­ლი­მე სა­მე­უ­ლის ან ოთხე­უ­ლის (არ არის აუცი­ლე­ბე­ლი რომ ყვე­ლა სა­გა­ნი შე­დი­ო­დეს) დახ­მა­რე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა შექ­მ­ნას.

დ.ზ.: ჩვენ ად­რეც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ რა­ტომ­ღაც გა­მორ­ჩე­ნი­ლია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი, იქ­ნებ ესეც რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ვავ­სოთ და, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, გა­ვა­კე­თოთ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. შე­ვე­ცა­დოთ, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბიც შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ.

გ.ლ.: გა­და­ვი­დეთ უშუ­ა­ლოდ ჩვენს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე. დღეს ფი­ზი­კა­სა და მუ­სი­კა­ზე ვსა­უბ­რობთ და ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­მოვ­ყოთ ერ­თი ნი­უ­ან­სი. ზო­გა­დად, რო­დე­საც პე­და­გო­გი ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას ნერ­გავს ან აპი­რებს, და­ნერ­გოს, აუცი­ლე­ბე­ლია, მო­ძებ­ნოს რა­ღაც სა­ერ­თო ამ ორ სა­განს შო­რის. ჩვენ რა გვაქვს სა­ერ­თო?

დ.ზ.: პირ­ვე­ლი, რაც ჩვენ სა­ერ­თო გვაქვს, ალ­ბათ, არის ბგე­რა. მე რო­გორც გა­ვი­გე, ფი­ზი­კა­ში ბგე­რა სა­კითხია, მუ­სი­კა­ში კი ბგე­რა სა­მიზ­ნე ცნე­ბაა. ასე რომ, ეს ორი არე­ა­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა და­ვამ­თხ­ვი­ოთ.

გ.ლ.: კლა­სე­ბიც ემ­თხ­ვე­ვა…

დ.ზ.: დი­ახ, ეს არის მე-11 კლა­სი, სა­კითხს – ბგე­რის აკუს­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც კარ­გად მო­ერ­გე­ბა ფი­ზი­კის სა­კითხებ­საც, ჩვენ გავ­დი­ვართ თე­მა­ში „დრო და სივ­რ­ცე“, მუ­სი­კა­ში.

გ.ლ.: ჩვენ კი გვაქვს თე­მა „რხე­ვე­ბი და ტალ­ღე­ბი“, სა­დაც, ჰარ­მო­ნი­უ­ლი რხე­ვე­ბის შემ­დეგ, სწო­რედ მე­ქა­ნი­კუ­რი ბგე­რე­ბი, ტალ­ღე­ბი მო­დის და აი, აქ თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­და­ვიკ­ვე­თოთ კი არა, მე თუ მკითხავთ, აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა, რომ ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა, მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად და პი­რი­ქით, მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, სა­ერ­თო გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ა­ტა­რონ. ისე­თი ნი­უ­ან­სე­ბია, ისე­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მელ­თა ახ­ს­ნა მხო­ლოდ ერ­თი საგ­ნის ცოდ­ნის ფარ­გ­ლებ­ში, ბო­ლომ­დე, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ არე­ალ­ში, ეს ორი სა­გა­ნი ერ­თ­მა­ნეთს ავ­სებს.

დ.ზ.: აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გვსურს, ეს საგ­ნე­ბი მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას და­ვუ­კავ­ში­როთ, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ძა­ლი­ან ხში­რად, მუ­ზი­ცი­რე­ბენ, უკ­რა­ვენ როკ-ჯგუ­ფებ­ში და ამ თვალ­საზ­რი­სით, ბგე­რის სა­კითხე­ბი ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ ხოლ­მე. ეს თე­მა საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია ამ ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

გ.ლ.: უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან კომ­პაქ­ტუ­რად და მოკ­ლედ ვთქვათ – აკუს­ტი­კურ გი­ტა­რას შე­ე­ხე­ბა. აქ შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტიც, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებ­მა გარ­კ­ვე­უ­ლი მო­დე­ლი უნ­და და­ამ­ზა­დონ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­უ­ბა­რია არა მთლი­ა­ნი გი­ტა­რის მო­დელ­ზე (ეს არ იქ­ნე­ბო­და მარ­ტი­ვი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლოს­ნოც კი დას­ჭირ­დე­ბო­და და სპე­ცი­ა­ლუ­რი ცოდ­ნა), არა­მედ შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი, გი­ტა­რის გრი­ფის მო­დე­ლის დამ­ზა­დე­ბა­ზე, შექ­მ­ნა­ზე, რაც მი­ნი­მა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დ.ზ.: მე­ო­რე მხრივ, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ეხ­მა­რე­ბა ბავშვს, მა­გა­ლი­თად, სა­თა­ნა­დო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შერ­ჩე­ვა­ში, თუ მას სურს რა­ი­მე ან­სამ­ბ­ლის შექ­მ­ნა, ეცო­დი­ნე­ბა რო­მე­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ჟღე­რა­დო­ბა რო­მელ კომ­პო­ზი­ცი­ას მო­უხ­დე­ბა.

გ.ლ.: ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­მე­ლი გი­ტა­რა რო­მელ კომ­პო­ზი­ცი­ას მო­უხ­დე­ბა…

დ.ზ.: მე რო­გორც მეს­მის, გა­მო­დის, რომ STEAM-იდან ეს არის: S – მეც­ნი­ე­რე­ბა, E – ინ­ჟი­ნე­რია და A – ხე­ლოვ­ნე­ბა – ჩვენს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში სა­მი­ვეა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

გ.ლ.: გი­ტა­რის გრი­ფის მო­დე­ლის დამ­ზა­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ტა­რა, 40-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ფიც­რით, რომ­ლის თავ­სა და ბო­ლო­ში, ერ­თ­მა­ნე­თის­გან თა­ნა­ბა­რი და­შო­რე­ბით, და­ვარ­ჭობთ ლურ­ს­მ­ნებს და გა­ვა­ბამთ აბ­რე­შუ­მის ძაფს ან ძუ­ას, რაც მოგ­ვე­პო­ვე­ბა სახ­ლ­ში. უნ­და შე­ვე­ცა­დოთ, რომ გაბ­მუ­ლი ძუ­ა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად იყოს და­ჭი­მუ­ლი, რო­გორც ეს გი­ტა­რის შემ­თხ­ვე­ვა­შია. ექ­ვ­ს­სი­მი­ა­ნი გი­ტა­რა შე­ვარ­ჩი­ოთ თუ შვიდ­სი­მი­ა­ნი?

დ.ზ.: ექ­ვ­ს­სი­მი­ა­ნი გი­ტა­რა უფ­რო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. მუ­სი­კის სა­გან­ში არის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის აღ­ნა­გო­ბას ეხე­ბა. რო­გორც უკ­ვე ვახ­სე­ნეთ, ეს და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს, შე­არ­ჩი­ოს რო­გო­რი ტი­პის გი­ტა­რა სჭირ­დე­ბა; ეცო­დი­ნე­ბა, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შერ­ჩე­ვის დროს, რას მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა და რა დე­ტა­ლე­ბი ახ­დენს გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას გი­ტა­რის ჟღე­რა­დო­ბა­ზე.

გ.ლ.: ფი­ზი­კის მხრი­დან, მოს­წავ­ლე­ებს გარ­კ­ვე­უ­ლი ნი­უ­ან­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევთ, მა­გა­ლი­თად – რა როლს თა­მა­შობს სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად და­ჭი­მუ­ლი სი­მი ბგე­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად გა­მო­ცე­მა­ზე.

დ.ზ.: რო­გორ აეწყოს, რა ინ­ტერ­ვა­ლე­ბი უნ­და იყოს სი­მებს შო­რის, რა მა­სა­ლის­გან უნ­და იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი (ამას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს)… ის, თუ რო­გო­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს გი­ტა­რის კორ­პუსს, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჟღე­რა­დო­ბა­ზე.

გ.ლ.: მო­დი, ვახ­სე­ნოთ კავ­ში­რი ფი­ზი­კი­სა და მუ­სი­კის სტან­დარ­ტ­თან. ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლებს, გა­ა­აქ­ტი­უ­როს სა­მიზ­ნე ცნე­ბა ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სი და შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ­დაგ­ვა­რი კითხ­ვე­ბის დას­მა, იმ­დაგ­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შერ­ჩე­ვა (კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს რა­საც ვე­ძა­ხით), რომ მოს­წავ­ლეს, მათ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, სა­მიზ­ნე ცნე­ბა ფი­ზი­კურ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ აღ­წე­როს, მა­გა­ლი­თად, რო­გორ მოძ­რა­ო­ბას ას­რუ­ლე­ბენ სი­მე­ბი, რო­დე­საც მათ თითს ჩა­მოჰ­კ­რავ; რო­გორ გა­მო­ი­ცე­მა ბგე­რა და რო­გორ მი­აღ­წევს იგი ადა­მი­ა­ნის ყუ­რამ­დე; რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სი­მის რხე­ვის ამ­პ­ლი­ტუ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­თი ცვლი­ლე­ბა და ზო­გა­დად, სა­მიზ­ნე ცნე­ბა ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სის მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გუ­ლის­ხ­მობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნა აღი­წე­რე­ბა ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით, რომ­ლე­ბიც ხა­სი­ათ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი სი­დი­დე­ე­ბით, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი პრო­ცე­სე­ბის აღ­წე­რა.

აქ ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას წინ უს­წ­რებს მი­ზე­ზი და აუცი­ლებ­ლად მოჰ­ყ­ვე­ბა შე­დე­გი. მეც­ნი­ე­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ამ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის გავ­ლე­ბა და ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი სი­დი­დე­ე­ბის აღ­წე­რაა დი­აგ­რა­მე­ბით, გრა­ფი­კე­ბით, ცხრი­ლე­ბით თუ სხვა მე­თო­დე­ბით და ეს არის მთა­ვა­რი გა­სა­აზ­რე­ბე­ლი, რაც სა­მიზ­ნე ცნე­ბა ფი­ზი­კურ პრო­ცესს ახ­ლავს თან. თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ამ ერ­თ­მა კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბამ ან ფი­ზი­კის ნა­წილ­მა და­ი­ტი­ოს ისე­თი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი, რომ­ლის და­მუ­შა­ვე­ბის დრო­საც ამ მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის დაუფლება ან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მოხ­დე­ბა მოს­წავ­ლის გო­ნე­ბა­ში. მუ­სი­კის მხრივ რო­გორ არის საქ­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

დ.ზ.: მუ­სი­კის მხრივ, მუ­შავ­დე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბა ბგე­რა და ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მოს­წავ­ლეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, კარ­გად გა­ი­აზ­როს ამ სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი – რა არის ბგე­რის თვი­სე­ბე­ბი? რო­გორ მოქ­მე­დებს ისი­ნი ჟღე­რა­დო­ბა­ზე და მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის შექ­მ­ნა­ზე? რო­გორ ეხ­მა­რე­ბა ბგე­რის თვი­სე­ბე­ბი მუ­სი­კის სტი­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბას? ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ნი­ხი­ლე­ბა ორი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი – აკუს­ტი­კუ­რი და კლა­სი­კუ­რი გი­ტა­რა, მა­თი ჟღე­რა­დო­ბა და რა სტი­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა შეს­რულ­დეს ამ გი­ტა­რე­ბით. ამა­ზე ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას და მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, სა­თა­ნა­დო დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნოს და სა­თა­ნა­დო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­არ­ჩი­ოს.

გ.ლ.: რო­გორ ვნერ­გავთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში – გარ­კ­ვე­უ­ლი რჩე­ვე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. რო­გორც წე­სი, ჩვენ მი­ერ ნი­მუ­შის სა­ხით შე­თა­ვა­ზე­ბულ დი­ზა­ინ­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი. პირ­ვე­ლი ეტა­პი პრო­დუქ­ტის ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბაა – ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ ხე­ლით კე­თე­ბის კომ­პო­ნენ­ტი და­ვა­ვა­ლეთ. ეს იყო გი­ტა­რის გრი­ფის მო­დე­ლის დამ­ზა­დე­ბა და თუ რა ფორ­მით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, რა ხელ­საწყო­ე­ბი დას­ჭირ­დე­ბა მოს­წავ­ლეს, ამა­ზე აუცი­ლებ­ლად უნ­და იქ­ნეს გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მოს­წავ­ლეს სა­ერ­თოდ არ აქვს წარ­მოდ­გე­ნა რა არის გი­ტა­რის გრი­ფი. მე­ეჭ­ვე­ბა, ასე­თი არ­სე­ბობ­დეს, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გრი­ფი ალ­ბათ ყვე­ლას უნა­ხავს, შე­იძ­ლე­ბა სა­ხე­ლი არ იცოდ­ნენ. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პიც ზუს­ტად ეს იქ­ნე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ებს ვაჩ­ვე­ნოთ გრი­ფის ფო­ტო ან ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ოს­ტა­ტი ცდი­ლობს გი­ტა­რის შექ­მ­ნას და ნა­ხოს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გი­ტა­რის გრი­ფი. შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ინ­ს­ტ­რუქ­ცი­აც მივ­ცეთ, რო­გო­რი თა­ნა­ბა­რი და­შო­რე­ბით ჩა­არ­ჭოს ლურ­ს­მ­ნე­ბი, რო­გორ გა­ჭი­მოს სი­მე­ბი ამ ლურ­ს­მ­ნებს შო­რის და სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ ასე­თი უბ­რა­ლო და პრი­მი­ტი­უ­ლი მო­დე­ლიც კი ჟღე­რა­დო­ბას გა­მოს­ცემ­დეს, რო­დე­საც თითს ჩა­მოკ­რავ. მოკ­ლედ, ასე­თია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი, სა­დაც უფ­რო პრო­დუქ­ტის ფორ­მა­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა. ახ­ლა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მე­ო­რე ეტა­პი, სა­დაც უკ­ვე ში­ნა­არ­ს­ზე გა­დავ­დი­ვართ…

დ.ზ.: მე­ო­რე ეტა­პი ეძღ­ვ­ნე­ბა ორი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შე­და­რე­ბას – კლა­სი­კუ­რი და აკუს­ტი­კუ­რი გი­ტა­რე­ბის, ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას ამ ორი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის დე­ტა­ლებ­ზე, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს ისი­ნი ჟღე­რა­დო­ბა­ზე, რა მა­სა­ლის­გან უნ­და იყოს სი­მე­ბი (ამა­საც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს) და რა სტი­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შეს­რულ­დეს აკუს­ტი­კუ­რი თუ კლა­სი­კუ­რი გი­ტა­რით.

გ.ლ.: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მე­ო­რე ეტაპ­ზე, სა­დაც ში­ნა­არ­ს­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი, და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს გან­ვი­ხი­ლავთ ნა­ბი­ჯე­ბად და ვცდი­ლობთ, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვი­საც გვქონ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცია, რო­გორ შე­ას­რუ­ლე­ბი­ნონ ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, ანუ რო­გორ გა­ი­ა­რონ ეს ნა­ბი­ჯე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და ამას დამ­ხ­მა­რე კითხ­ვე­ბის მა­გა­ლი­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­ხერ­ხებთ. დამ­ხ­მა­რე კითხ­ვებს შე­იძ­ლე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი ვუ­წო­დოთ და აქ თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ისე­თი კითხ­ვე­ბის ჩა­მო­წე­რა, გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხე­ბიც მიგ­ვიყ­ვანს, ზუს­ტა­დაც რომ, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე.

რას ვგუ­ლის­ხ­მობ? აი, ფი­ზი­კის კუთხით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი დამ­ხ­მა­რე კითხ­ვე­ბის დას­მა: რა არის ბგე­რა (და­ვიწყოთ ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რით)? შემ­დეგ, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პით – ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო კითხ­ვა წი­ნა კითხ­ვა­ზე პა­სუხს უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს; გა­ვარ­თუ­ლოთ ეს შე­კითხ­ვე­ბი და ცოდ­ნის აგე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიყ­ვა­ნოთ. შეგ­ვიძ­ლია ვი­კითხოთ – რო­გორ ვრცელ­დე­ბა ბგე­რა სა­ერ­თოდ? რა გა­რე­მო სჭირ­დე­ბა ბგე­რის გავ­რ­ცე­ლე­ბას? რა­ტომ გა­მოს­ცემს სი­მე­ბი ბგე­რებს? ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა ამა­ზე და­ფიქ­რე­ბა და სა­ერ­თოდ სი­მე­ბის მი­ერ ბგე­რის გა­მო­ცე­მის პრო­ცე­სის აღ­წე­რა, რო­გორ მი­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის ყუ­რამ­დე. აქ შე­იძ­ლე­ბა ბი­ო­ლო­გი­აც შე­მო­სუ­ლი­ყო – ყუ­რი, რო­გორც სმე­ნის აპა­რა­ტი და რო­გორ აღიქ­ვამს ადა­მი­ა­ნის ყუ­რი ამ ბგე­რებს, რო­გორ აწ­ვ­დის თა­ვის ტვინს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მოკ­ლედ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს და­ვა­ლე­ბა კი­დევ უფ­რო გან­ვავ­რ­ცოთ და კი­დევ უფ­რო დი­დი დო­ზით გახ­დეს STEAM და­ვა­ლე­ბა. მუ­სი­კი­დან რა დამ­ხ­მა­რე კითხ­ვე­ბი გვაქვს?

დ.ზ.: მუ­სი­კა­ში დამ­ხ­მა­რე კითხ­ვე­ბია შე­და­რე­ბა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჟღე­რა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით, რა დე­ტა­ლე­ბია გა­დამ­წყ­ვე­ტი, რა მოქ­მე­დებს ჟღე­რა­დო­ბა­ზე და რა – არა. შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი, აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რის მი­ხედ­ვი­თაც ად­გე­ნენ თუ რა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს ნა­წარ­მო­ე­ბი და რო­გორ იქ­მ­ნე­ბა მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ გა­ი­გო, რამ­დე­ნად დი­დი გავ­ლე­ნა აქვს ბგე­რის ტემბრს მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის შექ­მ­ნა­ში.

გ.ლ.: აქ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სია – ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სას­კო­ლო პროგ­რა­მებ­ში არ ის­წავ­ლე­ბა ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც უშუ­ა­ლოდ ამ პრო­ცე­სე­ბის დროს მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­გა­ლი­თად, მდგა­რი ტალ­ღა (რო­დე­საც სი­მი ირ­ხე­ვა). მას­წავ­ლე­ბელს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, მო­ი­ფიქ­როს გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა და მოს­წავ­ლე­ებს მი­ა­წო­დოს, თუნ­დაც, სტა­ტია ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცი­დან მდგა­რი ტალ­ღის შე­სა­ხებ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია პრო­ცე­სის გა­აზ­რე­ბა, რო­გორ ირ­ხე­ვა სი­მი და რო­გორ გა­მოს­ცემს ბგე­რებს. ზო­გა­დად, ამ თე­მა­შიც, რო­დე­საც გან­ვი­ხი­ლავთ რხე­ვებ­სა და ტალ­ღებს, უშუ­ა­ლოდ მივ­დი­ვართ ბგე­რე­ბამ­დე. ერ­თი კითხ­ვა მექ­ნე­ბო­და, და­ვით, თქვენ­თან – რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს და­ვა­ლე­ბა, ამ დო­ზით, ამო­წუ­რუ­ლი­ყო ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნი­დან და­ნა­ხუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა?

დ.ზ.: ვფიქ­რობ, ფი­ზი­კის საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში, ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და იმა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ რო­გორ იქ­მ­ნე­ბა ბგე­რის ტემ­ბ­რით მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ებ­ში მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე. ამა­ზე ბავ­შ­ვი იმ­ს­ჯე­ლებ­და, თუ­კი მას ეს კომ­პე­ტენ­ცია მუ­სი­კის სა­გან­ში ექ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი, რად­გან მარ­ტო ფი­ზი­კით ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ნამ­დ­ვი­ლად ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

გ.ლ.: მა­გა­ლი­თად, რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს თუნ­დაც სი­მის და­ჭი­მუ­ლო­ბის ძა­ლა გა­მო­ცე­მუ­ლი ბგე­რე­ბის ხმა­მაღ­ლო­ბა­ზე, ტო­ნის სი­მაღ­ლე­ზე და ა.შ. მუ­სი­კა, შე­იძ­ლე­ბა ამას, რო­გორც ფაქტს, იყე­ნებს, მაგ­რამ მი­ზე­ზე­ბი უფ­რო ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­დან მო­დის და ალ­ბათ, ამ ყვე­ლაფ­რის ფი­ზი­კის თვა­ლით და­ნახ­ვა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მივ­დი­ვართ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, ბუ­ნე­ბა­ში ვხვდე­ბით ისეთ მოვ­ლე­ნებს, რო­მელ­თა აღ­წე­რა  რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მე მგო­ნი, ყვე­ლა მოვ­ლე­ნა ასე­თია, უბ­რა­ლოდ, ჩვენ, რო­დე­საც სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს საგ­ნებს ვთა­ვა­ზობთ, ამ მოვ­ლე­ნებს ვუ­ნა­წევ­რებთ, გარ­კ­ვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბით შე­მოვ­საზღ­ვ­რავთ, რომ კონ­კ­რე­ტულ სა­გან­სა და კონ­კ­რე­ტულ ჩარ­ჩოს არ გას­ც­დეს, თო­რემ ბუ­ნე­ბა საგ­ნე­ბად არ იყო­ფა, ბუ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი და მთლი­ა­ნია, ჩვენ კი ვცდი­ლობთ, ნა­წი­ლე­ბად მი­ვა­წო­დოთ სკო­ლა­ში. რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას?

დ.ზ.: ვფიქ­რობ, ამა­ზე უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით მოს­წავ­ლე უფ­რო მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას­თან და მას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ ორ სა­გან­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა და­უ­კავ­ში­როს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას, ინ­ტე­რე­სებს.

გ.ლ.: პე­და­გო­გებ­საც მო­ვუ­წო­დებ­დი, რომ ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ნა­ხოს რა­ღაც სა­ერ­თო საგ­ნებს შო­რის, რის ფარ­გ­ლებ­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას შევ­ქ­მ­ნით და ვფიქ­რობ, ასე უფ­რო მე­ტად და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ მოს­წავ­ლე­ებს. აქ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი­ცაა, ყვე­ლა მოს­წავ­ლე ვერ იქ­ნე­ბა ჩე­მი საგ­ნი­სად­მი დი­დი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე, ყვე­ლას თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი აქვს და თი­თო­ე­ულს, დრო­დად­რო, შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­ვურ­ჩი­ოთ იმ სფე­როს­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რომ­ლის მი­მარ­თაც აქვს ინ­ტე­რე­სი და, შემ­დეგ უკ­ვე, ის (ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში) ფი­ზი­კის შეს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­საც და­ი­ნა­ხავს და მუ­სი­კის შეს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­საც. რო­დე­საც ბავ­შ­ვი, თა­ვის სა­კუ­თარ ინ­ტე­რეს­თა სფე­რო­ში სხვა კონ­კ­რე­ტულ დის­ციპ­ლი­ნას აღ­მო­ა­ჩენს, იმ დის­ციპ­ლი­ნის შე­სა­ხებ რა­ღა­ცის გა­გე­ბა მო­უნ­დე­ბა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები