7 ივნისი, შაბათი, 2025

გა­ვი­მე­ო­როთ ნას­წავ­ლი

spot_imgspot_img

ლეილა ხონელიძე

ილ. ჭავჭავაძის სახელობის ფოთის №5 საჯარო სკოლის ქართულიენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა რომ ბევრ რა­მეს შეც­ვ­ლის, არა­ხა­ლია. არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი იმათ რიცხვს, ვინც ამ „სა­ში­ნე­ლე­ბის“ კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რ­ძალ­ვის მომ­ხ­რეა, პი­რი­ქით, მგო­ნია, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ბავ­შ­ვებ­მა იცოდ­ნენ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, ისიც, რომ , თუ მას ბრმად ენ­დო­ბი­ან, შეც­დო­მე­ბი­სა­გან ვერ იქ­ნე­ბი­ან დაზღ­ვე­ულ­ნი და შე­იძ­ლე­ბა ასე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბაც მი­ი­ღონ: „ძი­ძიშ­ვი­ლი მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა ალ­მას­ხიტ­ში, რა­თა ინა­ლი­ფას ლურ­ჯი ცხე­ნი მო­ი­პა­როს. ის ღა­მით მი­ი­პა­რე­ბა ინა­ლი­ფას ეზო­ში. ცხე­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვი­რია და მთელ კუთხე­ში ცნო­ბი­ლია, მიბ­მუ­ლია და სიფ­რ­თხი­ლეს სა­ჭი­რო­ებს. გმი­რი მოქ­მე­დებს ფრთხი­ლად. ცხე­ნის წაყ­ვა­ნის დროს იგი ხმა­ურს იწ­ვევს და ინა­ლი­ფა იღ­ვი­ძებს. ხმალს იღებს და ცდი­ლობს ქურ­დის და­ჭე­რას…“ და ა.შ. და ა.შ. ასე შე­ას­რუ­ლა ChatGPT-მ ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლის და­ვა­ლე­ბა და, რა­კი არც ბავშვს ჰქონ­და, რბი­ლად რომ ვთქვათ, ტექ­ს­ტი მთლად გულ­დას­მით წა­კითხუ­ლი, ასე შე­უს­წო­რებ­ლად მო­ი­ტა­ნა იგი მას­წავ­ლებ­ლამ­დე.

ჩე­მი სტა­ტი­ის მი­ზა­ნი არც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის კრი­ტი­კაა, არც მოს­წავ­ლე­თა საყ­ვე­დუ­რი, უბ­რა­ლოდ, გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ რა­ი­მე ფორ­მა მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა ისე­თი, რომ­ლი­თაც შევ­ძ­ლებ­დი, კი­დევ ერ­თხელ შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის მთე­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნას­წავ­ლი ტექ­ს­ტე­ბი, გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნათ ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა, ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბი, მწე­რალ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი და ა.შ. თუმ­ცა ისიც მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ­გ­ვა­რი აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბაა და ვი­ცი, რომ გა­ნათ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ნამ­დ­ვი­ლად  არაა ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა, რო­გორც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იყო, მით უფ­რო, რომ ისეთ  ციფ­რულ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, სუ­ლაც არაა აუცი­ლე­ბე­ლი რა­ი­მეს და­ზუთხ­ვა-და­მახ­სოვ­რე­ბა, რად­გან ე.წ. „გუ­გუ­ლი დე­ი­და“ (გუგ­ლი) ამას ჩვენ­ზე სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხებს, მაგ­რამ იქ­ნებ იმა­ში მა­ინც და­ეხ­მა­როთ, რომ ბრმად არ ენ­დონ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ და­ვა­ლე­ბას და ის უნა­რე­ბი შე­ი­ძი­ნონ, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

კლა­სი სამ ჯგუ­ფად დავ­ყა­ვი და რამ­დე­ნი­მე სა­ხის კონ­კურ­სი შევ­თა­ვა­ზე მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში გავ­ლი­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით:

№1 გა­მო­ი­ცა­ნით, რო­მელ მწე­რალ­ზეა სა­უ­ბა­რი:

1) ამ პო­ეტს არც სი­ცოცხ­ლე­ში სწყა­ლობ­და ბე­დი, არც სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ: არც ერ­თი ლექ­სი არ და­ბეჭ­დი­ლა მის სი­ცოცხ­ლე­ში, ვერც სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა შეძ­ლო, ვერც სიყ­ვა­რულ­ში იპო­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბა, არც სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და შე­სა­ფე­რი­სი, უცხო მი­წა­ზე მოკ­ვ­და და საფ­ლა­ვიც სამ­ჯერ გა­ითხა­რა მის­თ­ვის, ერ­თა­დერ­თი სუ­რა­თიც ფო­ტოგ­რა­ფის ატე­ლი­ეს­თან ერ­თად და­იწ­ვა. ვინ არის?

2) ჩვენ მას ფსევ­დო­ნი­მით ვიც­ნობთ; მის გარ­და, კი­დევ ორი მწე­რა­ლი გა­ი­ზარ­და მის ოჯახ­ში. კრი­ვი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მკლა­ვიც ერ­ჩო­და. პო­ე­ტუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი კა­ცი ამ ნიჭს სრუ­ლი­ად არა­პო­ე­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხარ­ჯავ­და, ოჯა­ხი რომ ერ­ჩი­ნა; ჭრა­ქის შუქ­ზე წერ­და და თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ხურ­ჯი­ნით მიჰ­ქონ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში. ვინ არის?

3) უშ­ვილ­ძი­როდ გა­და­ე­გო, მაგ­რამ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის მა­მად იქ­ცა, მწა­რე სი­მარ­თ­ლის თქმა ქვეყ­ნის სი­ძულ­ვი­ლად ჩა­უთ­ვა­ლეს და სას­ტი­კად და­სა­ჯეს. დღეს იგი წმინ­და­ნად შევ­რაცხეთ, მაგ­რამ იყო დრო, რო­ცა მი­სი სა­ხე­ლის მა­ქე­ბა­რი და მი­სი მადღეგ­რ­ძე­ლე­ბე­ლიც კი შე­ეძ­ლოთ, სას­ტი­კად ეცე­მათ. ვინ არის?

4) უმ­დიდ­რეს ოჯახ­ში გა­ნე­ბივ­რე­ბულს ზრდიდ­ნენ, რა უნ­და ენატ­რა, რომ არ ეყი­დათ მის­თ­ვის, თუმ­ცა უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში აღეს­რუ­ლა და, რო­გორც ერ­თ­მა მის­მა თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ეტ­მა აღ­ნიშ­ნა, ქარ­თ­ველ­თა წე­სი­სა­მებრ, „სი­ცოცხ­ლე­ში ატი­რეს“ და, რომ მოკ­ვ­და, ცხა­რე ცრემ­ლე­ბით და­ი­ტი­რეს. ვინ არის?

5) „რად უნ­და გერ­ქ­ვას ლო­ლია, ბი­ჭო, ქარ­თ­ველ კაცს რუ­სი ქა­ლის სა­ხე­ლი?“ — რო­მე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის ერ­თა­დერთ ვაჟს მი­მარ­თავ­და პო­ე­ტი მი­ხე­ილ ქვლი­ვი­ძე?

№2 და­აწყ­ვი­ლეთ გმი­რი და ნა­წარ­მო­ე­ბი:

 

№3 ვინ ვის ეუბ­ნე­ბა? (და­ა­სა­ხე­ლეთ დი­ა­ლო­გის მო­ნა­წი­ლე პერ­სო­ნა­ჟე­ბი, ავ­ტო­რი, ნა­წარ­მო­ე­ბი)

1) „ადა­მი­ანს მი­ნამ ხელ-ფე­ხი ერ­ჩის, მარ­ტო არ იქ­ნე­ბა, საქ­მეა ტოლ-ამ­ხა­ნა­გი მარ­ტო­ხე­ლი­სა. წუ­თი­სო­ფე­ლი ვის აც­ლის მარ­ტო­ო­ბი­სათ­ვის?“

2) „მაგ­რამ მარ­ტო უშიშ­რო­ბა

ძლე­ვი­სათ­ვის არა კმა­რა,

თუ სიფ­რ­თხი­ლეც გო­ნივ­რუ­ლი

დრო­ზე მას არ მი­ეხ­მა­რა.“

3) „წა­ვალ, შე­ვალ ქორ­წილ­ში… ულ­ვა­ში მაქვს, ქუ­დი მხუ­რავს და გუ­ლიც უნ­და დამ­მორ­ჩილ­დეს“.

4) „გა­ნა კაცს ქარ­თ­ვე­ლო­ბა მარ­ტო ტა­ნი­სა­მოს­ზედ შე­ეტყო­ბა?“

5) „დი­აც­ნო, ნუ ხართ ყბე­და­და,

მო­დით, მამ­ყე­ვით, ვი­დი­ნოთ,

ღმერთმ ეს გვარ­გუ­ნა ბე­და­და,

ჯვარს არ აწყი­ნოთ, თემს ნუ სწყევთ,

ნუ გა­დიქ­ცე­ვით ცე­ტა­და.“

6) „უიარა­ღოს აწ­ვა­ლებთ,

გუ­ლი რა­სა გრძნობს თა­ვა­და?“

7) „მა­გით და­დის? იმი­ტო­მაც არის შორს წა­სუ­ლი! ღმერ­თ­მა მშვი­დო­ბის მგზავ­რო­ბა მოგ­ცეთ. მე კი, სწო­რედ გითხ­რათ, თავს ვერ გა­მო­ვი­მე­ტებ­დი, რომ მა­გა­ში ჩავ­მ­ჯ­და­რი­ყავ. მშვი­დო­ბით! თუ შევ­ხ­ვ­დეთ კი­დევ ერ­თ­მა­ნეთს რო­დეს­მე, გთხოვთ, მიც­ნობ­დეთ! „

8) „ბა­ტო­ნის ოჯა­ხის პა­ტი­ვი და სა­ხე­ლი ერ­თ­გულ­მა ყმამ ქვე­ყა­ნას უნ­და მოს­დოს. ბა­რა­ქა­ლა! თუნდ ნაკ­ლუ­ლი იყოს, უნ­და სთქვა, რომ სავ­სეაო!“

9) „მე აბუ­ჩად წიგ­ნებს კი არა, ჩემს თავს ვიგ­დებ: არც უწიგ­ნო­ბა ვარ­გა და არც მარ­ტო წიგ­ნე­ბი­დამ გა­მო­ხედ­ვა!“

№4 უპა­სუ­ხეთ კითხ­ვებს:

1) რას უწო­დებს ავ­ტო­რი ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის სი­კე­თეს, რო­მელ­საც დე­და­კა­ცი მწა­რე სიტყ­ვე­ბის თან­ხ­ლე­ბით აკე­თებს?

2) რა არის ის, რაც გლე­ხე­ბი­სათ­ვის „მარ­თა­ლი მოს­ვე­ნე­ბაა, მარ­თა­ლი აღ­დ­გე­ნაა და­ხარ­ჯუ­ლი ღო­ნი­სა“, თა­ვა­დე­ბი­სათ­ვის კი – „ნე­ბი­ე­რო­ბაა, ღო­ნის გა­სი­ე­ბაა, დამ­ძი­მე­ბაა, წყალ­მან­კია“?

3) რა არის ის ორი რამ, რო­მე­ლიც, აკა­კის აზ­რით, ისე გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან, რო­გორც „ღვთის წყა­ლო­ბა და ღვთის რის­ხ­ვა?“

4) რა არის ის, რი­თიც ზო­მავს ილი­ას ოფი­ცე­რი ქვე­ყა­ნა­ში ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის დო­ნეს?

5) რას უწო­დებს ვა­ჟა ცო­ტა ხნით მო­სულ სტუ­მარს, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­თა ნა­წილს ატი­რებს, მე­ო­რე ნა­წილ­სა და ზოგ ნა­დირს კი ალა­ღებს?

6) რა არის ის, რაც, ილი­ას აზ­რით, „ჭკუ­ამ იცის და შე­საწყ­ნა­რე­ბე­ლია“ და ის, რაც ურ­ცხ­ვო­ბამ იცის და საწყე­ნია?

7) რა ეს­მის ვა­ჟას ასე: „გიყ­ვარ­დეს შე­ნი ერი, შე­ნი ქვე­ყა­ნა, იღ­ვა­წე მის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ნუ გძულს სხვა ერე­ბი და ნუ გშურს იმათ­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ნუ შე­უშ­ლი იმათ მის­წ­რა­ფე­ბას ხელს და ეცა­დე, რომ შე­ნი სამ­შობ­ლო არა­ვინ და­ჩაგ­როს და გა­უ­თა­ნას­წორ­დეს მო­წი­ნა­ვე ერებს?“

№5 შე­ავ­სეთ კროს­ვორ­დი ისე, რომ შუ­ა­ში მი­ი­ღოთ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნამ­დ­ვი­ლი გვა­რი.

1) ზედ­მე­ტი სი­თა­მა­მე, სი­თავ­ხე­დე

2) და­ლოც­ვი­ლი, იღ­ბ­ლი­ა­ნი

3) ზა­რის მთქმე­ლი, მოთ­ქ­მით მო­ტი­რა­ლი

4) მთის ბა­ლა­ხი

5) თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი

6) ვი­რის ან აქ­ლე­მის კურ­ტა­ნი, ზურ­გ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი, ტვირ­თის სა­ზი­და­ვად

7) იგი­ვეა, რაც ყა­ბა­ლა­ხი

8) ად­გი­ლი სო­ფელ­ში, სა­დაც იკ­რი­ბე­ბი­ან და ბჭო­ბენ მა­მა­კა­ცე­ბი

9) ტა­ლა­ხი

10) ტა­ნი­სა­მო­სი

11) მან­დი­ლი, ქა­ლის თავ­სა­ბუ­რა­ვი

 

იმე­დია, ეს კონ­კურ­სი ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის გა­მე­ო­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებს, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის მა­ინც აღარ შე­ეშ­ლე­ბათ, რომ ჯო­ყო­ლა და მუ­ცა­ლი ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რე­ბი არ არი­ან, რო­გორც ერ­თი მოს­წავ­ლე მიმ­ტ­კი­ცებ­და, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება