21 დეკემბერი, შაბათი, 2024

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მო

spot_img
სოს­ლან სურ­მა­ნი­ძე
ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სსიპ დი­მიტ­რი ხოზ­რე­ვა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ტი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც ცნე­ბა, გუ­ლის­ხ­მობს ბავ­შ­ვე­ბის, მო­ზარ­დე­ბი­სა და ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გეგ­მი­თა და სივ­რ­ცით, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­ჭი­რო უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბი­სა და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის ხაზ­გას­მა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სუ­ლაც არ გუ­ლის­ხ­მობს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­გან მოწყ­ვე­ტას, უფ­რო მე­ტიც, იგი პირ­და­პირ აისა­ხე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა ისი­ცაა, რომ შე­და­რე­ბით უფ­რო დე­ტა­ლუ­რად და ამომ­წუ­რა­ვად ხერ­ხ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნის მი­წო­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის შე­სა­ხებ.

გვინ­და მო­გითხ­როთ ჩვენს სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­სა­ხებ:

1. 2019 წელს, მოს­წავ­ლე­თა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კლუ­ბი „რა, სად, რო­დის?“, რო­მე­ლიც ერ­თი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, კვი­რა­ში ერ­თხელ. ყო­ვე­ლი კვი­რის და­საწყის­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფა­ზე, კეთ­დე­ბო­და გან­ცხა­დე­ბა თა­მა­შის თე­მა­ტი­კის შე­სა­ხებ, შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი ემ­ზა­დე­ბო­და მო­მა­ვა­ლი თა­მა­შის­თ­ვის.

 

2. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის – 2020 წელს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა და პირ­ბა­დის ტა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბამ გა­ა­ჩი­ნა იდეა, გარ­კ­ვე­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვა მიგ­ვე­ცა მის­თ­ვის, სწო­რედ ასე და­ი­ბა­და დის­ტან­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შის იდეა – „უპა­სუ­ხე პირ­ბა­დეს“. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ელექ­ტ­რო­ნულ პირ­ბა­დე­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­კითხ­ვა გარ­კ­ვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწო­დებ­და მკითხ­ველს. თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ეძ­ლო ყვე­ლა მსურ­ველს, თუმ­ცა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ენი­ჭე­ბო­და.

3. „სა­დის­კუ­სიო ქსე­ლი“ – წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ხელს უწყობს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად გაგ­რ­ძე­ლე­ბას არა­ფორ­მა­ლურ სივ­რ­ცე­ში. მი­სი მი­ზა­ნია კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნილ და­ხუ­რულ ჯგუფ­ში (სხვა­დას­ხ­ვა პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით) მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა მათ მი­ერ წა­მოჭ­რილ ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე, საპ­როგ­რა­მო თუ არა­საპ­როგ­რა­მო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან. ინი­ცი­ა­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც მოს­წავ­ლე, ისე მას­წავ­ლე­ბე­ლი.

4. მოს­წავ­ლე­თა ში­და სას­კო­ლო კონ­ფე­რენ­ცია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის – მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს ჩვენს სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და მოს­წავ­ლე­თა პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ „დე­და­ე­ნის დღეს“ მი­ეძღ­ვ­ნა. მი­სი მი­ზა­ნი იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის შერ­ჩე­ვა, და­მუ­შა­ვე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა, პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ებს გა­და­ე­ცათ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. შეხ­ვედ­რა­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მო­ად­გი­ნეს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, კულ­ტუ­რი­სა და მეს­ვე­უ­რე­ბის შე­სა­ხებ. ერ­თი მოს­წავ­ლის თე­მა იყო „დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი და ენა“, მე­ო­რე მოს­წავ­ლის – „კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „ლი­რი­უ­ლი ინ­ტერ­მე­ცო“.

5. სას­კო­ლო კლუ­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის – სკო­ლა­ში მოქ­მე­დებს კლუ­ბი სა­ხელ­წო­დე­ბით „ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხე­ლოს­ნო“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წიგ­ნი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნე ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა და სწო­რედ ამ სი­სუს­ტის აღ­მოფხ­ვ­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კლუ­ბი. კლუ­ბი 1 წლის ვა­დით შე­იქ­მ­ნა, 2022 წლის 10 მარტს, შეხ­ვედ­რე­ბი ტარ­დე­ბა თვე­ში ორ­ჯერ, თიმ­სის პლატ­ფორ­მა­ზე. გან­ვი­ხი­ლავთ წა­კითხუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს. სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ შეხ­ვედ­რა­ზე წა­მო­იჭ­რა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პრობ­ლე­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს სურ­ვი­ლი, მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რის­გან. ასე დავ­გეგ­მეთ შეხ­ვედ­რა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის ელ­ჩ­თან აჭა­რა­ში, თა­მარ წი­თე­ლა­ძეს­თან. კლუ­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი: მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს ვგეგ­მავთ აქ­ტი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ჩვე­ნი ხე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე სკო­ლას­თან. ამ ეტაპ­ზე, ორი მოს­წავ­ლე და­რე­გის­ტ­რირ­და „მკითხ­ველ­თა და კრი­ტი­კოს­თა კლუ­ბის“ (ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ქალ­ბა­ტო­ნი მაია მე­ნაბ­დე) სა­ზაფხუ­ლო ბა­ნაკ­ში, სა­დაც არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბაა და­გეგ­მი­ლი (ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას).

2022-2023 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, ჩვენ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კის (სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის) რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბით, ვგეგ­მავთ საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბის შე­ჯა­მე­ბას, მით უმე­ტეს, რომ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე გვაქვს (სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კი უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მი­თა და მომ­ზა­დე­ბუ­ლი სივ­რ­ცით.

6. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცია, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა – მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახალ ესგ-ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პე­ტენ­ცია სწო­რედ მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ციფ­რუ­ლი მე­დე­გო­ბაა. ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ვი­ა­რეთ ტრე­ნინ­გი „დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც გა­მოწ­ვე­ვა“ და, მო­მა­ვა­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ვგეგ­მავთ მი­ნი-პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის (გვაქვს პრო­ექ­ტის გეგ­მაც), მი­ზა­ნი ერ­თია: მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ე­უფ­ლონ ნამ­დ­ვი­ლი და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­ჩე­ვის ხერ­ხებს, რა­თა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი.

7. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, კი­ბერ­ბუ­ლინ­გი – შეხ­ვედ­რა თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტ­თა სახ­ლის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში. 2020 წლის მარ­ტ­ში, თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტ­თა სახ­ლ­მა გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი აჭა­რის კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის. კონ­კურ­სის მი­ხედ­ვით, უნ­და წარ­გ­ვედ­გი­ნა იდეა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თე­მა­ზე და, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ფი­ნან­ს­დე­ბო­და ერ­თ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თ­ვის. ჩვენ წარ­ვად­გი­ნეთ თე­მა „სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის რის­კე­ბი და კი­ბერ­ბუ­ლინ­გი“. შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და 30 მა­ისს, ელ­ზა ლემ­სა­ძეს­თან ერ­თად. შეხ­ვედ­რა­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი სვამ­დ­ნენ კითხ­ვებს და ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რებ­დ­ნენ გა­მოც­დი­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის როლ­სა და უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე.

ამ­რი­გად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მომ­გე­ბი­ა­ნია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის პროგ­რე­სის­თ­ვის, ასე­ვე, თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი ინ­ტეგ­რი­რე­ბა ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან, რაც გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს სას­წავ­ლო პრო­ცესს და აამაღ­ლებს მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები