24 ნოემბერი, კვირა, 2024

არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს გა­ნათ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია

spot_img

ლე­ი­ლა გო­გო­ხია

სსიპ მა­მია ფან­ცუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ვის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის VI კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი

 

 

პირ­ველ რიგ­ში, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს ეხ­მა­რე­ბა აკა­დე­მი­უ­რი თუ სხვა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში. ის არის შუ­ა­მა­ვა­ლი მოს­წავ­ლეებს, მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის სას­კო­ლო პრო­ცეს­ში. პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ატა­რებს სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თებს, რომ­ლის მი­ზა­ნია აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით-სა­ინ­ფორ­მა­ციო მუ­შა­ო­ბა, მშობ­ლე­ბი­სათ­ვის შვი­ლის ყო­ფაქ­ცე­ვი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გაც­ნო­ბა თვე­ში, მი­ნი­მუმ, ერ­თხელ, გაც­დე­ნა-დას­წ­რე­ბის აღ­რიცხ­ვა, სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და, აუცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ­თან და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა (მა­გა­ლი­თად, და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­მა­ტე­ბი­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა), ქცე­ვის პრობ­ლე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბი­თი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი სა­უბ­რე­ბი (სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლის ან ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თ­ვა), მშობ­ლებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და სა­ერ­თო შეხ­ვედ­რე­ბი, კლა­სი­სა და მოს­წავ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა, კლა­სის ში­ნა­გა­ნა­წე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა. დამ­რი­გე­ბელ­მა ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვას, სას­კო­ლო-სას­წავ­ლო (ასე­ვე კლას­გა­რე­შე და სკო­ლის­გა­რე­შე) აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და ა.შ.

მყავ­და სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში მოს­წავ­ლე, რომ­ლის დე­და ემიგ­რან­ტი იყო. მა­მას ჰქონ­და მკაც­რი, „ტრა­დი­ცი­უ­ლი“ აღ­ზ­რ­დის მე­თო­დე­ბი. გო­გო­ნა იყო გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში. ერ­თხელ, პირველ გაკ­ვე­თილ­ზე თმა­გა­წე­წი­ლი მო­ვი­და. აშ­კა­რა იყო, რომ მა­მა ხე­ლით შე­ე­ხო. არ შე­ვიმ­ჩ­ნიე და რო­ცა მარ­ტო დავ­რ­ჩით, და­ვე­ლა­პა­რა­კე. გა­ირ­კ­ვა, რომ მა­მას ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა არ მო­ე­წო­ნა, სცე­მა და აიძუ­ლა, სკო­ლა­ში წა­მო­სუ­ლი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა. შემ­პირ­და, რომ თა­ვი­სი ვარ­ცხ­ნი­ლო­ბით და ჩაც­მით შე­ეც­დე­ბო­და მა­მა არ გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა, რად­გან მა­მა­საც მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და. გვქონ­და არა­სას­კო­ლო გა­რე­მო­ში მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და სა­უბ­რე­ბი. ვე­სა­უბ­რე კლა­სე­ლებს და მე­გო­ბარს ( აშ­კა­რა იყო, რომ შე­ამ­ჩ­ნი­ეს), ვთხო­ვე თა­ნად­გო­მა. ჩა­ვა­ტა­რე მშო­ბელ­თა კრე­ბა თე­მა­ზე „მა­მე­ბი და შვი­ლე­ბი“,  კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და დე­დას­თან. შევ­ხ­ვ­დი ახ­ლო ნა­თე­სავ ქალ­ბა­ტონს და ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა.  ჩემ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და…

სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე მყავ­და მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც საგ­ნის პე­და­გოგ­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მა – „ნი­შანს აკ­ლებ­და“ და „ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ჰყავ­და“. საყ­ვე­დუ­რი მეს­მო­და მას­წავ­ლებ­ლის­გა­ნაც – „არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩემს მი­თი­თე­ბებს, ნი­შა­ნი უნ­და. ვერ შეძ­ლებს“. ვე­სა­უბ­რე მოს­წავ­ლეს და ვთხო­ვე, ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა „ექ­ს­პე­რი­მენ­ტი“. შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლის მი­თი­თე­ბა, მივ­ყო­ლო­დით მის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას და ისე გვე­მუ­შა­ვა. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. მომ­დევ­ნო წლებ­ში ამ „ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ზე“ გუ­ლი­ა­ნად ვი­ცი­ნო­დით. ამ მოს­წავ­ლემ წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა სკო­ლა.

დაწყე­ბით სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში მყავ­და მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც ჰქონ­და და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა. თან­და­თან ჩა­ი­კე­ტა სა­კუ­თარ თავ­ში. მარ­ტივ კითხ­ვებ­საც არ სცემ­და პა­სუხს. კლა­სიც მი­ეჩ­ვია იმას, რომ ამ მოს­წავ­ლემ არა­ფე­რი იცის, მას არ უნ­და ჰკითხო, მა­ინც არ გი­პა­სუ­ხებს. თით­ქოს მას­წავ­ლებ­ლე­ბიც შე­ეჩ­ვივ­ნენ ამ აზრს. ჩე­მი ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და მას­წავ­ლებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა. დავ­გეგ­მეთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი და შე­ვი­მუ­შა­ვეთ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი, შე­ფა­სე­ბის ფორ­მე­ბი მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის. კლას­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა და ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა. მათ და­ვუ­რი­გე მომ­ღი­მა­რი სმა­ი­ლე­ბი, რო­მე­ლიც უნ­და გა­ეკ­რათ კე­დელ­ზე მოს­წავ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის, კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის დროს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ისე­თი ხა­ლი­სით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ და ეს მოს­წავ­ლეც ცდი­ლობ­და უფ­რო ხში­რად „გა­ე­ხა­რე­ბი­ნა“ კლა­სე­ლე­ბი. ერთ თვე­ში კე­დე­ლი გა­ივ­სო მომ­ღი­მა­რი სმა­ი­ლე­ბით.

რო­გორც დამ­რი­გე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე­თა რან­ჟი­რე­ბას  არას­დ­როს ვი­ყე­ნებ, თუმ­ცა, მიდ­გო­მე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მე­ბი, რა თქმა უნ­და, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დია და აუცი­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა­დას­ხ­ვა  ფორ­მე­ბი. მოს­წავ­ლე­ებ­ს ისე­დაც ვაკ­ვირ­დე­ბი მა­თი ტი­პე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სათ­ვის.

ვფიქ­რობ, დღეს ბავ­შ­ვებ­ში უფ­რო მწვა­ვედ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ვაწყ­დე­ბით. მოს­წავ­ლე­თა დი­დი ნა­წი­ლის მშობ­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ბავ­შ­ვე­ბი მშობ­ლე­ბის გა­რე­შე იზ­რ­დე­ბი­ან. მშობ­ლე­ბის მხრი­დან „კომ­პენ­სი­რე­ბა ხდე­ბა“ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით, რაც სწყვეტს მო­ზარდს სას­წავ­ლო პრო­ცესს, ჩნდე­ბა თვალ­ში­სა­ცე­მი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, სო­ცი­უ­მი­სა­გან გა­რი­ყუ­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში. ამ პრო­ცე­სებს ხე­ლი შე­უწყო პან­დე­მი­ა­მაც…

თვით­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, თვი­თაღ­ზ­რ­დის, თვით­გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის დამ­რი­გე­ბელ­მა, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი. ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას სას­კო­ლო თუ თე­მის ცხოვ­რე­ბა­ში. ეფექ­ტი­ა­ნია ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

თუ დამ­რი­გე­ბე­ლი პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს, რა თქმა უნ­და, მი­სი ანაზღა­უ­რე­ბა მი­ზე­რუ­ლია. ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, სა­სურ­ვე­ლია სხვა სა­ხის მხარ­და­ჭერც. მა­გა­ლი­თად, ხში­რი შეხ­ვედ­რე­ბი ფსი­ქო­ლო­გებ­თან, ქო­უ­ჩებ­თან და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა. მე თა­ვად გა­ვი­ა­რე სას­წავ­ლო ქო­უ­ჩინ­გის კურ­სე­ბი და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ნდო­ბის აღ­დ­გე­ნა­ში/მო­პო­ვე­ბა­ში და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბას (ხე­ლოვ­ნე­ბის კლუ­ბი „გრა­და­ცია“) ვა­ტა­რებ, ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ თო­ჯი­ნე­ბის თე­ატრს. მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბით მოს­წავ­ლე იძენს თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის უნარს და მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა.

მოს­წავ­ლის პროგ­რე­სი­რე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს დამ­რი­გებ­ლი­სა და მშობ­ლის ჰარ­მო­ნი­ულ და სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას. ცხა­დია, რომ დღეს არც მას­წავ­ლებ­ლის, არც მშობ­ლის ცალ­კე აღე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არაა საკ­მა­რი­სი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­საზ­რ­დე­ლად.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ მიდ­გო­მე­ბი შე­საც­ვ­ლე­ლი აქვთ უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს, მშობ­ლებ­სა და გა­რე­მოც­ვას. სკო­ლა­ში, თა­ნა­ტო­ლე­ბის  მხრი­დან, სტიგ­მუ­რი მიდ­გო­მა ნაკ­ლე­ბია, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მცირ­დე­ბა არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მას­შ­ტა­ბე­ბი. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ სკო­ლებ­ში შე­დი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვილ­ნი არი­ან სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბი­თა და ცოდ­ნით.

ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბას­თან. ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ მო­ზარ­დის ფი­ზი­კურ, კოგ­ნი­ტურ და მენ­ტა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას, ამის­თ­ვის კი უამ­რა­ვი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტით აღ­ჭურ­ვაა სა­ჭი­რო…

ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს გა­ნათ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ვზრდით კარგ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლად, კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბით ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს სა­კუ­თა­რი თა­ვის, სო­ცი­უ­მი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები