საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (186) საქართველოში უალტერნატივო უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტის უპირატესობა საქართველოსა და მსოფლიო დასაქმების ბაზრებზე მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაა სპორტის ყველა სახეობის, მედიცინისა და რეაბილიტაციის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით. კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს პროფესიით (ზოგადი დასაქმების მაჩვენებელი — 95%, პროფესიით — 87%).
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ესპანეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ლიეტუვას, თურქეთისა და სხვა განვითარებული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან — ამჟამად უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი მობილობის გზით (მათ შორის, Erasmus + პროგრამით) სწავლობს ევროპის წამყვან სპორტის უნივერსიტეტებში.
დარგის წამყვანი მეცნიერებისა და პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩართულობისა და საერთაშორისო პარტნიორობის მეშვეობით, უნივერსიტეტი სტუდენტებს ხელს უწყობს განავითარონ თავიანთი ცოდნა და უნარები, რათა გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები და დასაქმდნენ, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიოს ბაზარზე. სპორტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები არიან.
აღსანიშნავია, რომ სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ვარჯიშობენ და ივითარებენ სპორტულ უნარებს, რათა მოიპოვონ ლიცენზიები სპორტის სხვადასხვა სახეობაში და 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა.
აირჩიე სპორტის უნივერსიტეტი (186) — ჩემპიონები სწავლობენ აქ!
რას სთავაზობს სპორტის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს?
✔ საინტერესო და მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას
✔ სწავლის საფასურის გადახდის ყველაზე მოქნილ სისტემას
✔ სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისათვის
✔ სასწავლო პროცესს, როგორც აუდიტორიებში, ისე, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალურ სპორტულ დარბაზებში, სტადიონებზე, კორტებზე, წამყვან სამედიცინო/სარეაბილიტაციო კლინიკებში და ცენტრებში და ა.შ.
✔ პროფესიულ პრაქტიკას — ყველა პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკის კომპონენტს, როგორც საუნივერსიტეტო ბაზებზე, ისე ფედერაციებთან, სპორტულ კლუბებთან და სარეაბილიტაციო ცენტრებთან თანამშრომლობით.
✔ წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე კვლევების განხორციელებას
✔ დასაქმებას — დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად.
✔ საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით, სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას.
✔ უნივერსიტეტი ორიენტირებულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობაზე.
საბაკალავრო პროგრამები
✔ ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი) — 2 250ლ
✔ ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია — 2 250ლ
✔ ბიზნესის ადმინისტრირება — 2 250ლ
სამაგისტრო პროგრამები
✔ სპორტის მენეჯმენტი — 2 250ლ
✔ ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი) — 2 250ლ
✔ ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია — 2 250ლ
ერთწლიანი (60-კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამა
✔ მასწავლებლის მომზადების პროგრამა (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი) — 1 850ლ
✔ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა — 2 250ლ
აირჩიე სპორტის უნივერსიტეტი (186) — ჩემპიონები სწავლობენ აქ!
ჩარიცხვის წესი
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდებით.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) საბაკალავრო პროგრამა
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი) საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ 2 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა) და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შიდა სპორტული ტურის ჩაბარება.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ! შიდა სპორტული ტური ითვალისწინებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმებას, რომელიც პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის წინაპირობაა. სპორტული ტურის ნორმატივები, რომელიც აბიტურიენტის საერთო ფიზიკური მომზადების შესაფასებლად გამოიყენება, განთავსებულია უნივერსიტეტის ვებსაიტზე (www.sportuni.edu.ge). ამასთან, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ნორმატივების პაკეტი განსხვავებულია.
უნივერსიტეტში შიდა სპორტულ ტურზე რეგისტაცია
2021 წლის 20 მარტიდან იწყება!
აირჩიე სპორტის უნივერსიტეტი (186) — ჩემპიონები სწავლობენ აქ!
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა
პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდებით.
დღეისათვის, მედიცინის ყველა დარგში, სწორედ რეაბილიტაციაა მყარი გამოჯანმრთელების, შრომისუნარიანობის აღდგენის, რეციდივის პრევენციისა და ინვალიდიზაციის მინიმალიზაციის საფუძველი.
რეაბილიტაცია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი დარგია. ფაკულტეტზე ისწავლება რეაბილიტაციაში გამოყენებადი თანამედროვე მიდგომები, მათ შორის, აპარატურული სარეაბილიტაციო მეთოდები, ფიზიოთერაპია და ფიზიკური ვარჯიშები.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდებით.
საგანმანათლებლო პროგრამაში აქცენტი კეთდება ისეთ სპეციფიკურ სასწავლო კურსებზე, როგორიცაა სპორტის მენეჯმენტი, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა, სპორტის სამართალი და სხვ. კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა, დასაქმდეს სპორტის ფედერაციებში, სპორტულ კლუბებში, სპორტული გუნდების მენეჯმენტში და სხვ.
მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის მომზადება, შესაბამისი საგნის სწავლებისათვის საჭირო თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარებით უზრუნველყოფა.
პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. 2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 30 ადგილი.
სპორტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე
ჩარიცხვა საერთო სამაგისტრო და შიდა გამოცდებით ხდება.
სტიპენდია
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრიორიტეტია ხარისხზე ორიენტირებულობა, შესაბამისად, წამახალისებელი აქტივობები ცოდნის და უნარების განვითარებაზეა მიმართული. სტიპენდია გაიცემა როგორც A, ასევე B შეფასებაზე (91-დან 100 ქულამდე სტუდენტებს (A შეფასება) — 150?, 81-დან 90 ქულამდე (B შეფასება) — 100?).
უნივერსიტეტში 700 სტუდენტი სწავლობს, მათგან 80 სტიპენდიანტია.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამავდროულად მაღალი მიღწევის მქონე სპორტსმენები არიან, შემუშავებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.