23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ას გა­აძ­ლი­ე­რებს

spot_img
2018 წლის 20 ივ­ლისს „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სპეც­მას­წავ­ლე­ბელს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის და­ან­გა­რი­შე­ბა, სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის მსგავ­სად, სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა (გა­ნათ­ლე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცია, სა­მუ­შაო სტა­ჟი და ა.შ.) და მა­თი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 400-500 ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში იქნება.
მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, სსსმ მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის ასე­ვე იც­ვ­ლე­ბა სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. კა­ნონ­ში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა, რაც ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის დამ­კ­ვიდ­რე­ბას, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის ამოქ­მე­დე­ბას და, ზო­გა­დად, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უწყობს ხელს.
რა პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს უნ­და ვე­ლო­დოთ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა, ამ და სხვა დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი.
— რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და კა­ნონ­ში, რო­მელ­მაც ხა­რის­ხი­ან ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას უნ­და შე­უწყოს ხე­ლი?
— კა­ნონ­ში ორი უმ­თა­ვა­რე­სი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, პირ­ვე­ლი — სპეც­მას­წავ­ლე­ბელს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა და მე­ო­რე — შე­იც­ვა­ლა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბა. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს და რა­ტომ არის წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი? აქამ­დე, რო­ცა სის­ტე­მა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ნერ­გავ­და, რა თქმა უნ­და, პირ­ვე­ლი საზ­რუ­ნა­ვი იყო, რომ ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლებ­ში ის­ხ­დ­ნენ და გა­რეთ გა­მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, რო­გორ­მე სკო­ლე­ბამ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა. სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვებ­ზე კეთ­დე­ბო­და ძი­რი­თა­დი ორი­ენ­ტი­რი — სსსმ მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, მათი სკო­ლა­მ­­დე მიყვანა და რე­სურსების შექმნა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც დღეს უკ­ვე გვაქვს რე­ა­ლო­ბა, რომ სხვადასხვა საჭიროების მ­ქო­­ნე ბავ­შ­ვე­ბს აქვთ საშუალება, იარონ სკოლებში.
სი­ახ­ლე, რო­მელ­საც კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბა მო­ი­ტანს, იქ­ნე­ბა მეტ­ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა ბავ­შ­ვის თა­ნა­ბა­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ არის მხო­ლოდ სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა. თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლას ჰყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თი შე­ხედ­ვით, არ აქვთ მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სი, მაგ­რამ, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ვერ ჯდე­ბი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, ვერ მიჰ­ყ­ვე­ბი­ან ზო­გად ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებს. ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი (ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში იმის გა­მო ვერ და­დი­ან, რომ მათ­ზე უმ­ც­როს და-ძმებს უვ­ლი­ან სახ­ლ­ში და ა.შ.). ამ დროს სის­ტე­მა მათ ვერც სსსმ მოს­წავ­ლის სტა­ტუსს ანი­ჭებს და ვერც სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბას უწევს. სის­ტე­მა მათ ვერ ხე­დავს იმის გა­მო, რომ არ აქვთ სსსმ მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი და, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, ძი­რი­თა­დად, სტა­ტუ­სის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია ის და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, რაც მათ მო­მა­ვალ­ზე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად აისა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი სკო­ლა­საც ვერ ამ­თავ­რებს.
ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა ძა­ლი­ან დრო­უ­ლი და სა­ჭი­როა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნი­სა და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც სტიგ­მა უფ­რო ღრმა­დაა ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი. მშობ­ლე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უარს აცხა­დე­ბენ მა­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის ასე­თი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე, მე­ტიც, არც კი მი­მარ­თა­ვენ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ ჯგუ­ფებს (ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნებ­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო). უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, თავს იმის გა­მოც იკა­ვე­ბენ, რომ მათ­თ­ვის სსსმ მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი შშმ პი­რის სტა­ტუს­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი.
ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში და­ბალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნაც გა­ნა­პი­რო­ბებს. ამ მი­ზე­ზით შექ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი რე­ა­ლუ­რად გვაქვს. რე­გი­ო­ნე­ბის გარ­და, მა­გა­ლი­თად, ორ­თა­ჭა­ლა­შიც არის სკო­ლა, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ქარ­თუ­ლად ხსნის ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თილს, კლას­ში ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა მოს­წავ­ლემ კი ქარ­თუ­ლი არ იცის და, თა­ვის­თა­ვად, ვერც სწავ­ლობს. ახა­ლი გან­მარ­ტე­ბით, „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არის გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის“, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს ხა­ზი გა­ვუს­ვათ იმას, რომ სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­მა მხო­ლოდ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან არ იმუ­შა­ოს, არ­ა­მედ გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მასწავლებელთან ერთად შე­ვა კლას­ში, მო­ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და შემ­დეგ ამ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.სტა­ტუ­სე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისევ იქ­ნე­ბა და მათ­თ­ვის ისევ იმუ­შა­ვებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი, თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ფო­კუ­სის არე­ა­ლი ამ­გ­ვა­რად გა­ფარ­თოვ­დე­ბა.
— უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­გორ უნ­და წარ­მარ­თოს სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­მა მუ­შა­ო­ბა და რა არის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი?
— რად­გან სპეც­მას­წავ­ლე­ბელს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მათ­თ­ვის უნ­და შე­იქ­მ­ნას პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა, რო­მელ­ზეც უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და მას­ში ჩარ­თ­ვა ისე­თი­ვე სა­ჭი­რო და სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საა უკ­ვე არ­სე­ბულ სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა. ამ ყველაფრის გათ­ვა­ლი­სწი­ნე­ბით, კა­ნონ­ში შე­ტა­ნილ­ი ცვლი­ლე­ბა სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, ასე ვთქვათ, საგნის გაკვეთილების ჩატარებას შეუზღუდავს.
იმის გა­მო, რომ სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წევ­რი იყო, ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხელ­ფა­სით და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის არ­ქო­ნით, სის­ტე­მა თვალს ხუ­ჭავ­და იმა­ზე, რომ ის მთე­ლი კლა­სის კონ­ტექ­ს­ტ­ში არ მუ­შა­ობ­და. მას ჰყავ­და მხო­ლოდ 1-დან 6-მდე სხვა­დას­ხ­ვა სსსმ მოს­წავ­ლე, ამავ­დ­რო­უ­ლად, უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ კლას­ში საგნის 10 სა­ა­თი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და და­მა­ტე­ბი­თი ანაზ­ღა­უ­რე­ბაც მი­ე­ღო. კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბით კი ეს შე­იც­ვა­ლა და სპეც­მას­წავ­ლე­ბელს და­მა­ტე­ბითი სა­ა­თე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აეკ­რ­ძა­ლა.
თავისთავად, ამ ცვლილებამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა , თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ პასუხებს ვერ ვცემთ, რად­გან დეტალები სწორედ ახლა მუშავდება. ძალიან ზოგადი გე­­გმა და ფართო სტრატეგია გვაქვს, რომელიც შედეგს რა­მ­დე­ნიმე წელიწადში მოიტანს, თუმცა ამ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მი­ვ­ყვებით.
დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, რო­ცა მათ­თ­ვის სქე­მა ამოქ­მედ­დე­ბა, ამას მოჰ­ყ­ვეს ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სპე­ცი­ფი­კას შეც­ვ­ლის და ის არა მხო­ლოდ რე­სურ­სო­თახ­ში ამე­ცა­დი­ნებს სსსმ მოს­წავ­ლე­ებს, არა­მედ იმ საკ­ლა­სო ოთახ­ში იმუ­შა­ვებს თა­ვის ძი­რი­თა­დ მოს­წავ­ლეს­თან, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, იმუ­შა­ოს არა მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­კ­ლუ­ზი­ა­ზე, არა­მედ სო­ცი­ა­ლურ­ზეც. იგი და­აკ­ვირ­დე­ბა საკ­ლა­სო ფონს, მოს­წავ­ლის გარ­შე­მო შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბას, ხომ არ არის რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს­თან ჩა­მორ­ჩე­ნა ან სხვა ტი­პის პრობ­ლე­მა და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ეც­დე­ბა გა­არ­კ­ვი­ოს მი­ზე­ზე­ბი. აკა­დე­მი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ნის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი კი საკ­მა­ოდ ბევ­რი გვყავს. მსგავ­სი მუ­შა­ო­ბის სტი­ლი არის რე­ა­ლუ­რად სპეც­მას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბის მო­დე­ლი და ამ ცვლი­ლე­ბით ჩვენც სწო­რედ აქეთ მივ­დი­ვართ.
თუ­კი ამის­კენ მივ­დი­ვართ და ვა­ღი­ა­რებთ, რომ ინ­კ­ლუ­ზია არის გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის და ამაში დიდია სპე­ც­მას­წავ­ლებ­ლის როლი, მა­შინ როდის უნ­და ჩა­ა­ტა­როს მან სა­ა­თე­ბი, როცა ამავ­დ­რო­უ­ლად, სქე­მა­შიც ჩა­ერ­თოს სრულ განაკვეთზე, მი­იღოს სრული განაკვეთის ანაზღაურება, რაც იური­დი­უ­ლა­დაც გაუმართავია. სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე ორი­ვე­გან ვერ იმუ­შა­ვებს.
თა­ვის­თა­ვად, მო­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­ფა­სიც (სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 400-დან 500 ლა­რამ­დე გა­ნი­საზღ­ვ­რა და პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის ხელ­ფას­თან გა­თა­ნაბ­რ­და) არ არის საკ­მა­რი­სი. ეს გა­თა­ნაბ­რე­ბა სრულ გა­ნაკ­ვეთ­თან იმი­ტო­მაც მოხ­და, რომ სხვაგ­ვა­რად რთუ­ლი იყო და­რე­გუ­ლი­რე­ბა, რად­გან სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ გაკ­ვე­თილს არ ჩა­ა­ტა­რებს, არა­მედ მთლი­ა­ნად სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი.
— ვინ უნ­და იყოს სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამას კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს, მაგ­რამ ხომ არ არის სპეც­მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტის შექ­მ­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა, რად­გა­ნაც რე­ა­ლუ­რად ამ­დე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს?
— ჩვენ არ გვაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბით შე­ვარ­ჩი­ოთ, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ვერ ამ­ზა­დე­ბენ კად­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, წელს სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­მაც ვერ გა­ი­ა­რა აკ­რე­დი­ტა­ცია. ამი­ტომ, ძი­რი­თა­დად, სპეც­მას­წავ­ლებ­ლად მო­ნა­თე­სა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მქო­ნე კად­რე­ბი აჰ­ყავთ, მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი, ფსი­ქო­ლო­გი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და ა.შ. შემ­დეგ მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბის სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა მთლი­ა­ნად მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ზე მო­დის.
— რა ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? პირ­ველ რიგ­ში, რამ­დე­ნი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას და რას აკე­თებთ მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის?
— პირ­ველ რიგ­ში, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის 120-სა­ა­თი­ან ტრე­ნინგ-კურ­სებ­ზე, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ექ­ვ­სი მო­დუ­ლის­გან — ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ვა­ლი კურ­სი. თა­ვის­თა­ვად, ეს არ არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ არის სა­ჭი­რო­ე­ბა, რად­გან რო­ცა სქე­მა ამოქ­მედ­დე­ბა, მათ­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა. ცხა­დია, 120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­ს­გავ­ლი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­რო იოლად ჩა­ა­ბა­რებს გა­მოც­დას, რად­გან, ძი­რი­თა­დად, სა­გა­მოც­დო მა­სა­ლა სწო­რედ ამ მო­დუ­ლებ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.
რე­გი­ო­ნებ­ში, ცენ­ტ­რ­თან მო­შო­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის გა­მო, ძა­ლი­ან გვი­ჭირს ჯგუ­ფე­ბის შეკ­ვ­რა. ამი­ტომ ვა­პი­რებთ, რომ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის­თ­ვის უფ­რო სტრუქ­ტუ­ი­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი მო­ვამ­ზა­დოთ, გეგ­მა­ში გვაქვს აუდი­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბიც, რო­მე­ლიც მათ ხელს შე­უწყობს, მო­ემ­ზა­დონ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის.
ად­რე მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ტრე­ნინ­გებ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია ცხად­დე­ბო­და, რა­ზეც წელს უარი ვთქვით. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი­დან გა­მო­ვითხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია იმ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც არ აქვთ გავ­ლი­ლი ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი და ამის მი­ხედ­ვით გან­ვ­საზღ­ვ­რეთ, სად შე­იძ­ლე­ბა შევ­კ­რათ ჯგუ­ფი. ტრე­ნე­რებს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით ვუშ­ვებთ და წელს უკ­ვე 6 ჯგუფ­თან ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ცე­სი გაგ­რ­ძელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გრა­ფიკს, მას მო­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვად­გენთ, მა­გა­ლი­თად, ერ­თი მო­დუ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მედღი­ან შეს­ვე­ნე­ბას ვაცხა­დებთ და შემ­დეგ მე­ო­რე მო­დულს ვაგ­რ­ძე­ლებთ.
რაც შე­ე­ხე­ბა სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, 1500-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, რაც, თა­ვის­თა­ვად, ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ მოთხოვ­ნებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს, რაც ქვე­ყა­ნა­შია. მა­თი დე­ფი­ცი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლი­სის სკო­ლებ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა, რად­გან არის სკო­ლე­ბი, სა­დაც ბევ­რი სსსმ მოს­წავ­ლეა, თუმ­ცა, მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო სკო­ლა არ იყ­ვანს და­მა­ტე­ბით სპეც­მას­წავ­ლე­ბელს. ურ­ჩევ­ნი­ათ იმ მას­წავ­ლე­ბელს და­უ­მა­ტონ ანაზღა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც უკ­ვე ჰყავთ. წე­ლი­წად­ში 6 სსსმ მოს­წავ­ლე­ზე მხო­ლოდ 350 ლა­რის ვა­უ­ჩე­რი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და თუ­კი მეშ­ვი­დე ან მერ­ვე მოს­წავ­ლე და­ე­მა­ტე­ბო­და, სკო­ლა ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლის აყ­ვა­ნას ამ თან­ხით ვე­ღარ ახერ­ხებ­და. არა­და, 7 ან 8 მოს­წავ­ლე ერ­თი სპეც­მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის უკ­ვე ძა­ლი­ან ბევ­რია. კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ახ­ლა ეს და­ფი­ნან­სე­ბაც გა­ი­ზარ­და და ვი­მე­დოვ­ნებთ, ბი­უ­ჯე­ტის ზრდას­თან ერ­თად (ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­ფი­ნა­ნა­სე­ბა 500 ლა­რი გახ­დე­ბა), ეს პრობ­ლე­მე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად მოგ­ვარ­დე­ბა.
— რამ­დენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა ტრე­ნინ­გი?
— ზოგადად, ცენტრს გადამზადებული ჰყავს 600-ზე მე­ტი სპეცმასწავლებელი, თუმცა ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით რამ­დენ­მა სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი, რად­გან უკ­ვე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დი­ნე­ბა ხდე­ბა. რო­გორც კი კად­რი ძლი­ერ­დე­ბა, სკო­ლას ტო­ვებს და უფ­რო მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურს პო­უ­ლობს, რომ არა ასეთი შემთხვევები, ჩვენ მიერ დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფარ­ვა გა­ცი­ლე­ბით მე­ტი იქ­ნე­ბო­და. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბის და­კა­ვე­ბა, თუმ­ცა იმე­დი გვაქვს, სქე­მა­ში ჩარ­თ­ვით მა­თი ხელ­ფა­სის ზ­რ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გა­იზ­რ­დე­ბა და ეს პრობ­ლე­მაც შემ­ცირ­დე­ბა.
— რო­გორც ცნო­ბი­ლია, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სკო­ლებს სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლა და რე­სურსსკო­ლე­ბი და­ერ­ქ­ვა. ეს მხო­ლოდ სა­ხე­ლის ცვლი­ლე­ბაა?
— სპეც­ს­კო­ლებს გა­სულ წელს ჩა­მო­არ­თ­ვეს სტა­ტუ­სი და გახადეს საჯარო სკოლები. ახ­ლა ამ სტა­ტუ­სის დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­და, უბ­რა­ლოდ, რე­სურსსკო­ლა იმი­ტომ და­ერ­ქ­ვა, რომ ეს ნა­კ­ლებ სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გარდა ამ­ისა, ამ სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ ძი­რი­თა­დი რესურსის ბაზა სხვადასხვა საჯარო სკოლაში ჩა­რიც­ხუ­ლი მოსწავლეებისთვის, საჭიროების მიხედვით.
— რამ­დე­ნად არი­ან სკო­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით?
— ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ზრუ­ნავს და, რამ­დე­ნა­დაც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ბეჭ­დავს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, მა­გა­ლი­თად, უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ბრა­ი­ლის შრიფ­ტით. ამის გარ­და, სკო­ლე­ბი თა­ვად ზრუ­ნა­ვენ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა­სა და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის რე­სურ­სის შე­ძე­ნა­ზე, რად­გან მათ სპეც­მას­წავ­ლე­ბ­ლის ხელ­ფა­სის გა­დახ­დის გარ­და, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, სკო­ლა და რე­სურ­სო­თა­ხი სა­ჭი­რო სას­წავ­ლო რე­სურ­სით აღ­ჭურ­ვონ. ეს არ კეთ­დე­ბა ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად, რად­გან ყვე­ლა სკო­ლა თა­ვად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის­გან მსმე­ნია, რომ დი­რექ­ტო­რი ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო რე­სურ­სის შე­ძე­ნა­ში, თუმ­ცა, ისიც გა­მი­გია, რომ ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ჭი­რო სას­წავ­ლო რე­სურ­სებს სა­კუ­თა­რი ანაზღა­უ­რე­ბით ყი­დუ­ლო­ბენ ან თა­ვად ქმნი­ან.
— თქვე­ნი აზ­რით, რა არის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა, რაც დღეს სპეც­მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­შე დგას, მხო­ლოდ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ხომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ხა­რის­ხი­ან ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას?
— პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო ის, რომ მათ­თ­ვის აქამ­დე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა არ არ­სე­ბობ­და და ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ ამ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის­თ­ვის უფ­რო მომ­წონს, ვიდ­რე იმის გა­მო, რომ მათ ამით ხელ­ფა­სი მცი­რე­დით გა­ე­ზარ­დათ. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­ვა. სხვა სი­კე­თეს­თან ერ­თად, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ხელ­ფა­სის ზრდის პერ­ს­პექ­ტი­ვა­საც გა­აჩენს, რაც მთა­ვა­რია, ამით სპეც­მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცია ამაღ­ლ­დე­ბა.
ჩე­მი აზ­რით, მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც დღეს სპეც­მას­წავ­ლე­ბელს სკო­ლა­ში აქვს, მათ მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. რო­გორც წე­სი, და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ (რა თქმა უნ­და, სკო­ლას გა­აჩ­ნია, მე უფ­რო ზო­გად ფონ­ზე ვსა­უბ­რობ). რამ­დე­ნი­მე სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ჩი­ვილს გა­გან­დობთ, ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად სკო­ლა­ში მათ ძი­ძე­ბად აღიქ­ვა­მენ და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ავა­ლე­ბენ, ბავ­შ­ვებს მი­ხე­დონ, რომ გაკ­ვე­თილ­ზე ხე­ლი არ შე­უ­შა­ლონ, იმის ნაც­ვ­ლად, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თონ. დი­დი იმე­დი მაქვს, სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­საც მო­ი­ტანს.
მე­სა­მე, ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი მა­თი კომ­პე­ტენ­ციაა, თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც ვაკ­ვირ­დე­ბი, ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე უფ­რო დი­დი პრობ­ლე­მა მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა არ იცო­დეს მე­თო­დი, რო­გორ იმუ­შა­ოს კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს­თან, მაგ­რამ თუ­კი მას სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რა­ღაც ის­წავ­ლოს იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვი შე­დეგ­ზე გა­იყ­ვა­ნოს, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სა­დაა საქ­მე, ვიდ­რე მა­შინ, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელს უფ­რო მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ცნო­ბი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ერ­თი სუ­ლი აქვს, რო­დის დამ­თავ­რ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლი.
— სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა?
— დი­დი იმე­დი მაქვს, სქე­მის და­ნერ­გ­ვა ამ სე­მეს­ტ­რ­ში და­იწყე­ბა. იმე­დია, ამ ცვლი­ლე­ბებს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა და­დე­ბი­თად აღიქ­ვამს, რად­გა­ნაც ხში­რად, რო­ცა რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში ნა­ბი­ჯებს ვდგამთ და სი­ახ­ლეს ვამ­კ­ვიდ­რებთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს, სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ახ­ლაც მოჰ­ყ­ვა გარ­კ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, და­მა­ტე­ბი­თი სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვის შეზღუდ­ვის გა­მო. ხან­და­ხან მას­წავ­ლებ­ლის და მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თ­მა­ნეთს არ ემ­თხ­ვე­ვა, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა მოს­წავ­ლის მხა­რეს იხ­რე­ბა. სწო­რედ ასე­თი შემ­თხ­ვე­ვაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან გა­მო­ხა­ტუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­ა­თე­ბის შე­თავ­სე­ბის აკ­რ­ძალ­ვის გა­მო. მაგ­რამ ეს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს არ ეხე­ბა, რად­გა­ნაც არი­ან სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ნა­ბიჯს ეთან­ხ­მე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ უმ­ჯო­ბე­სია მათ თავისი შესაძლებლობები მაქ­სი­მა­ლუ­რად სსსმ მოს­წავ­ლეს მო­ახ­მა­რონ და გაზრდილი ხელ­ფა­სიც ამაში აიღონ. იმ პე­და­გო­გებს, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ სხვა სა­ა­თე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც ახერ­ხებ­დ­ნენ, კიდევ ერთ­ხელ შევახსენებ, რომ მათი სამუშაო ბევრად საინტერესო გახდება, დაემატებათ სხვადასხვა სახის საქმე, რომელიც მე­ტად განავითარებს მათ. გუ­ლი დამ­წყ­დე­ბა თუ­კი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამავ­დ­რო­უ­ლად სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში, არ­ჩე­ვანს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არ გა­ა­კე­თე­ბენ. ჩვენ ამით ბევრ კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპეც­მას­წავ­ლე­ბელს დავ­კარ­გავთ. მე­ო­რე მხრივ კი, მა­თი სა­ხით, ამ რე­სურსს და­კარ­გუ­ლად არ ვთვლი — იდე­ა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბელს, იმავ­დ­რო­უ­ლად, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცია აქვს.
ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები