24 ნოემბერი, კვირა, 2024

ომის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ომი არას­დ­როს მთავ­რ­დე­ბა

spot_img

„…უც­ნა­უ­რი ნის­ლი იცო­და ჩვენ სო­ფელ­ში, თით­ქოს მი­წი­დან ამო­დი­ო­და ცი­ვი ოხ­ში­ვა­რი­ვით და ყვე­ლა­ფერს ბუ­რავ­და, ყვე­ლა ჩქამს ახ­შობ­და. აქა-იქ თუ გა­მო­ის­მო­და დი­ლის ჩი­ტის ძა­ხი­ლი… მე ფან­ჯა­რა­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი. არა­ფე­რი ჩან­და, მაგ­რამ თვალს რომ ვუშ­ტე­რებ­დი, ვხე­დავ­დი, რო­გორ ნელ-ნე­ლა უფე­რულ­დე­ბო­და ნის­ლი. ხში­რად ვა­კე­თებ­დი ასე. თოვ­ლ­ში თუ თვა­ლებს არ და­ა­ხამ­ხა­მებ და სივ­რ­ცეს მი­აშ­ტერ­დე­ბი, ცა­ში გე­გო­ნე­ბა თა­ვი. ამ დროს უნ­და წარ­მო­იდ­გი­ნო, რომ ჩი­ტი ხარ, ან მოკ­ვ­დი და ღრუბ­ლებ­ში დაფ­რი­ნავ… თუ მცხუნ­ვა­რე მზეს მი­აშ­ტერ­დე­ბი, რა­საც გინ­და ყვე­ლა­ფერს და­ი­ნა­ხავ — რა­საც წარ­მო­ი­სა­ხავ, რა­ზეც ოც­ნე­ბობ, რა­საც შე­ნი ფიქ­რი გას­წ­ვ­დე­ბა“.

„გა­მოს­ვ­ლის წიგ­ნი“ — ასე ჰქვია ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის მცი­რე რო­მანს, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომს ეხე­ბა. ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც ომის დროს 11 წლის იყო, წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რია, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან და­ბა გან­თი­ად­ში იზ­რ­დე­ბა, დრა­მა­ტუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბის უწყ­ვეტ სე­რი­ას სწო­რედ ის გვიყ­ვე­ბა, მაგ­რამ რო­მან­ში არც ერ­თ­გან არ ის­მის მი­სი ხმა, დი­ა­ლოგ­ში არა­ვის­თან შედის, ჰყვე­ბა გა­გო­ნილ ამ­ბებს და იმ დღე­ებ­ზე, რაც გა­მო­ი­ა­რა — მხო­ლოდ დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლია და სხვა­თა ნათ­ქ­ვა­მის გამ­ტა­რი, გამ­ხ­მო­ვა­ნე­ბე­ლი. „11 წლის ბი­ჭი მე ვარ, რო­მე­ლიც ჩე­მი ბე­დის­წე­რის გა­მო ამ ომ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად. საკ­მა­ოდ ბევ­რი წე­ლი დამ­ჭირ­და იმი­სათ­ვის, რომ ომის დრო­ინ­დე­ლი ტრავ­მე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გად­მო­მე­ცა, ამ­ბე­ბი ერ­თად შე­მეკ­რა და წიგ­ნის სა­ხე მი­მე­ცა. აქ არის 11 წლის ბი­ჭის გან­ც­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ომ­ში მოხ­დეს და ბავ­შ­ვ­მა და­ი­ნა­ხოს, თავს გა­დახ­დეს ომის ტრა­გე­დი­ის და კოშ­მა­რუ­ლი დღე­ე­ბის პე­რი­ოდ­ში. მი­ვიწყე­ბუ­ლი, გა­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, სიზ­მა­რი, ცხა­დი ამო­ვი­ტა­ნე ზე­და­პირ­ზე, მცი­რე რო­მა­ნის სა­ხე მი­ვე­ცი. წიგ­ნი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია, მაგ­რამ მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა და ზო­გი ამ­ბა­ვი ცო­ტა შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლია, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია ან პი­რი­ქით“. — ამბობს მწე­რა­ლი.

ომი რომ ყვე­ლა ოჯახ­ში შე­იჭ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მზრუნ­ვე­ლი ბე­ბია და ბა­ბუა გა­დაწყ­ვე­ტენ, შვი­ლიშ­ვი­ლი რო­გორ­მე კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნას მო­ა­ცი­ლონ და სამ­შ­ვი­დო­ბოს გა­იყ­ვა­ნონ. „ვწრი­ა­ლებ­დი, ვშფო­თავ­დი, ცა­ლი ყუ­რი ბუხ­რის ოთა­ხის­კენ მქო­ნ­და, ვუს­მენ­დი ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვეტ სა­უ­ბარს. მეტ­წი­ლად სოფ­ლი­დან ჩემს გაყ­ვა­ნა­ზე ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ.“ მა­თი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დღი­თი დღე უფ­რო და უფ­რო რთუ­ლი ხდე­ბო­და…

წიგ­ნი აფხა­ზეთ­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მხრი­დან გვა­ნა­ხებს. მოთხ­რო­ბი­ლი ამ­ბა­ვი არ ეხე­ბა ომის შე­ფა­სე­ბას ან გა­და­ფა­სე­ბას, არც სი­მარ­თ­ლის საზღ­ვ­რებს სცდე­ბა, არც ერთ გმირს სა­ხე­ლი არ აქვს, ზო­გა­დია და ყვე­ლას ეხე­ბა.

„იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ წიგ­ნ­ში არც ერ­თ­გან არ არის ნახ­სე­ნე­ბი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი,   ქარ­თუ­ლი მხა­რის კრი­ტი­კა­ცაა, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სა­ჟე­ბიც. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე მოგ­ვე­და­ვოს კი­დეც, თუმ­ცა, რაც აღ­წე­რი­ლია, რე­ა­ლუ­რია. ად­ლე­რის აერო­პორ­ტ­ში მი­მა­ვა­ლი მთავ­არი გმი­რი და ბა­ბუა ერთ-ერთ რუ­სუ­ლი და­სახ­ლე­ბის სო­ფელ­ში წყლის და­სა­ლე­ვად შე­ჩერ­დ­ნენ. მას­პინ­ძელ­მა მათ დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზათ, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს მათ­თ­ვის სი­კე­თის კე­თე­ბა­საც თა­ვი­სე­უ­ლი ხელ­წე­რა აქვს, ჯერ კი­დევ წარ­სუ­ლის ტყვე­ო­ბა­ში მყოფ­მა ოჯა­ხის უფ­როს­მა რუს­მა მა­მა­კაც­მა არ და­მა­ლა, რომ   კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხი არ უყ­ვარს და მათ სამ­შ­ვი­დო­ბოს მხო­ლოდ ბავ­შ­ვის ხათ­რით გა­იყ­ვან­და,“ — „რა არ გას­ვე­ნებთ, რა არ მოგ­წონთ, რა კარგ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით, ყვე­ლა ერ­თად და შეხ­მატ­კ­ბი­ლე­ბუ­ლად, ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო ჩვე­ნი იყოო. …ყა­რა­ბა­ღი, აფხა­ზე­თი, სამ­ხ­რეთ ოსე­თი, ისევ ჩვე­ნი თავ­ში­სახ­ლე­ლია, ამ სუ­ლე­ლი და გა­უმ­აძღა­რი ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბიო“.

წიგ­ნ­ში შეხ­ვ­დე­ბით აფხაზ თა­ნა­ტო­ლებს, ახ­ლობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს და გა­ეც­ნო­ბით იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ და ის­ტო­რი­ულ ვი­თა­რე­ბას, რა­ზეც უფ­რო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ნა­წარ­მო­ე­ბი ის­ტო­რი­უ­ლი არ არის, მაგ­რამ, იმ პე­რი­ო­დის მა­ჯის­ცე­მა კარ­გად ჩანს. ეს არის წიგ­ნი უფ­რო­სე­ბის­თ­ვის, რა­თა კარ­გად და­ფიქ­რ­დ­ნენ თუ რა მო­აქვს ომს, და­პი­რის­პი­რე­ბას და რო­გო­რი ფსი­ქოტ­რავ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ომ­გა­მოვ­ლილ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც ომი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, სიზ­მ­რე­ბად, კოშ­მა­რე­ბად გრძელ­დე­ბა. ავტორის სურ­ვი­ლია, და­ფიქ­რ­დ­ნენ უფ­რო­სე­ბი, თუ რო­გორ ტრავ­მას აყე­ნე­ბენ არა მარ­ტო სა­კუ­თარ თავს და ქვე­ყა­ნას, არა­მედ ბავ­შ­ვებს, მათ ფსი­ქი­კას.

„გა­მოს­ვ­ლის წიგ­ნი“ სარ­კეა — ბავ­შ­ვი უფ­რო­სებს აჩ­ვე­ნებს, რომ ჩა­ი­ხე­დონ ამ სარ­კე­ში და და­ი­ნა­ხონ რე­ა­ლო­ბა, რად­გან ომი ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბის ნამ­დ­ვილ სა­ხეს გვა­ნა­ხებს. მო­ზარ­დი გვი­ამ­ბობს უამ­რავ პრობ­ლე­მა­ზე, მათ შო­რის, ძა­ლა­დო­ბის, ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი­სა და ომის სი­სას­ტი­კე­ზე. ბევრ სირ­თუ­ლე­სა და ტკი­ვილ­თან ერ­თად, ტრა­გე­დი­ის დროს გა­დახ­დე­ნი­ლი კე­თი­ლი ის­ტო­რი­ე­ბიც მრავ­ლა­დაა. ბევ­რი ამ­ბა­ვია მოთხ­რო­ბი­ლი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შეძ­ლეს ადა­მი­ა­ნებ­მა, სა­კუ­თა­რი სა­ხე არ და­ე­კარ­გათ.

„აქ დამ­ტო­ვე­თო. ვკვდე­ბი და ბა­რემ სა­საფ­ლა­ო­ზე მოვ­კ­ვ­დეო. თქვენ წა­დით, ვინ­მე მი­პო­ვის და მი­წას მო­მაყ­რი­სო, მი­წას არა­ვინ და­მაყ­ვედ­რი­სო. გა­და­ტე­ხილ ხავ­ს­მო­დე­ბულ საფ­ლა­ვის ქვას­თან მიწ­ვა… აქ რო­გორ დაგ­ტო­ვებ, რა პა­სუ­ხი გავ­ცე შენს ცოლს, შენც შვი­ლებ­სო. თა­ვი­სი ცო­ლი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ხუ­თი დღის წინ და­ე­მარ­ხა. სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, ტყე­ში, ძველ ფერ­მა­ში გა­ხიზ­ნა და ერთ კვი­რა­ში მე­ზობ­ლის ბავ­შ­ვ­მა ური­კით ჩა­მო­უს­ვე­ნა შინ. სა­მი­ვე ნა­წა­მე­ბი იყო. ხალ­ხი ამ­ბობ­და, სა­მი­ვეს ფეხ­საც­მ­ლის შა­ვი სა­ღე­ბა­ვით „ღო­რე­ბი“ ეწე­რა რუ­სუ­ლად ტან­ზეო. სა­მი­ვე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო. იმ ბიჭ­მა იმა­ვე სა­ღა­მოს მო­იკ­ლა თა­ვი“.

„ეს წიგ­ნი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, დი­დი ხა­ნი იწე­რე­ბო­და, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი წე­რა შევ­წყ­ვი­ტე, მი­ტო­ვე­ბუ­ლი მქონ­და… სი­რი­ე­ლი ბავ­შ­ვე­ბის უდი­დეს­მა ტრა­გე­დი­ამ, ზღვი­დან გა­მო­რი­ყუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ცხედ­რებ­მა მომ­ცეს ინ­ს­პი­რა­ცია, რომ წე­რა გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. ეს ის გან­ც­დე­ბია, რო­მე­ლიც მახ­სოვს, რო­მე­ლიც მეხ­სი­ე­რე­ბის ძა­ლი­ან ღრმა ან ზე­და­პი­რულ ფე­ნებ­ში დარ­ჩა, ზო­გი ცხა­დია, ზო­გი სიზ­მა­რია, ზო­გი — უკ­ვე კარ­გად და­ვიწყე­ბუ­ლიც კი. შე­ვე­ცა­დე, ორი მხრი­დან მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ომის სი­სას­ტი­კე. ომ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო მძაფ­რად ავ­ლე­ნენ ყვე­ლა­ზე ცუდ­საც და ყვე­ლა­ზე კარ­გ­საც. წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა „გა­მოს­ვ­ლის წიგ­ნი“ სიმ­ბო­ლუ­რია — გა­მოს­ვ­ლა აღ­თ­ქ­მუ­ლი მი­წი­დან, სა­მოთხი­დან, აფხა­ზე­თი­დან… და გა­მოს­ვ­ლა იმ ტკი­ვი­ლი­დან, ტრა­გე­დი­ი­დან, კოშ­მა­რე­ბი­დან… ომის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ომი არას­დ­როს მთავ­რ­დე­ბა, ისი­ნი ვერა­სო­დეს გა­მო­დი­ან ომის კოშ­მა­რი­დან. ამი­ტო­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვის შვე­ლის მცდე­ლო­ბა­ცაა, რომ ეს ამ­ბე­ბი მოყ­ვე, და­ი­ხარ­ჯო, გა­მოთ­ქ­ვა. ამ წიგ­ნით ვე­ცა­დე, ტრავ­მე­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. ასე ვთქვათ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის წიგ­ნი­ცაა — ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შვე­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის“. — გვი­ამ­ბობს ავ­ტო­რი.

„აფეთ­ქე­ბის სა­ში­ნელ ხმა­ზე თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე. აფეთ­ქე­ბის ხმას შუ­შე­ბის მსხვრე­ვის და ნგრე­ვის ხმა მოჰ­ყ­ვა. ერთ აფეთ­ქე­ბას მე­ო­რეც და­ე­მა­ტა. ჩქა­რა და­წე­ქი, და­წე­ქი, და­წე­ქიო, გან­წი­რუ­ლი ყვი­რო­და ბე­ბი­ა­ჩე­მი. მე თვა­ლე­ბის გა­ხე­ლის მე­ში­ნო­და. ექო­ებს გა­დაჰ­ქონ­და სა­ში­ში ხმა და ნელ-ნე­ლა შო­რე­ულ მთებ­თან ყუჩ­დე­ბი­და. ყვე­ლა ძირს იწ­ვა… ძა­ლი­ან დი­დი ჩან­და ჩვე­ნი ეზო მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი სახ­ლის გა­რე­შე, ამ­ხე­ლა თუ იყო ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი…“

ირაკლი წიგნს სა­კუ­თარ შვილს, ალექ­სან­დ­რეს, უძღ­ვ­ნის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­სე­თის მო­რი­გი უსას­ტი­კე­სი ომის დროს, 2008 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და წიგ­ნის დას­რუ­ლე­ბის დღეს, ზუს­ტად ამ წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რის ასა­კის შეს­რულ­და.

„მინ­და, რომ ხში­რად ვი­ფიქ­როთ ბავ­შ­ვებ­ზე, სწო­რედ ამი­ტომ ავა­ლა­პა­რა­კე წიგ­ნი ბავ­შ­ვის ხმით. ჩვენ­თან ხომ ბავ­შ­ვებს არა­ფერს ეკითხე­ბი­ან — რა სტკი­ვათ, რო­გორ სტკი­ვათ, სა­ი­დან მო­დის ეს ტკი­ვი­ლი, არ იცი­ან. ვზრდით, ვაჭ­მევთ, ვას­მევთ, სა­უ­კე­თე­სო გვინ­და მათ­თ­ვის, მაგ­რამ ბავშვს არ ვუს­მენთ, ბავ­შ­ვის ხმა არ გვეს­მის და ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში. მარ­თა­ლია, ჩვენ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო გვინ­და, მაგ­რამ არ გვეს­მის მა­თი ხმა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი პრობ­ლე­მაა. მე მინ­და ბავ­შ­ვის ხმა ის­მო­დეს ყველ­გან — ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში… ჩვენ უნ­და ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დეთ მათ სურ­ვი­ლებს, ინ­ტე­რე­სებს. ლი­ტე­რა­ტუ­რას და წიგნს შე­უძ­ლია დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლოს პი­როვ­ნე­ბის, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მე არ ვი­ცი მო­მა­ვალ­ში რას დავ­წერ, მაგ­რამ ვიტყ­ვი, რომ „გა­მოს­ვ­ლის წიგ­ნი“ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი წიგ­ნია, ეს იყო ყვე­ლა­ზე დი­დი სათ­ქ­მე­ლი, რაც ამ­დე­ნი ხ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში თან დამ­ქონ­და და მინ­დო­და მეთ­ქ­ვა“.             

„გა­მოს­ვ­ლის წიგ­ნ­მა“, რო­მე­ლიც ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდ­ში — ემიგ­რა­ცი­ა­ში და­წე­რა გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა (ქარ­თ­ველ­მა მკითხ­ველ­მა კარ­გად იცის, რომ ბო­ლო წლე­ბია ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე სტამ­ბულ­ში ცხოვ­რობს). ჯერ კი­დევ ფრან­კ­ფურ­ტ­ში, წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ი­მარ­თა წიგ­ნის უცხო­ე­ნო­ვა­ნი პრე­ზენ­ტა­ცია და   რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბაც და­ინ­ტე­რეს­და. ასე­ვე, იგეგ­მე­ბა სტამ­ბულ­ში თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნის წარ­დ­გი­ნე­ბა, რო­მე­ლიც მთარ­გ­მ­ნელ­მა ფარ­ნა-ბე­ქა ჩი­ლაშ­ვილ­მა თარ­გ­მ­ნა. ავ­ტო­რი იმედს გა­მოთ­ქ­ვამს, რომ გა­მომ­ცე­მელ­საც მა­ლე იპო­ვის. მწე­რა­ლი მი­იჩ­ნევს, რომ „წიგ­ნის უცხო ენა­ზე თარ­გ­მ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩვენ აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი მო­სა­გე­ბი გვაქვს არა მარ­ტო თურ­ქეთ­ში, არა­მედ ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში.“   მი­სი­ვე თქმით, წიგ­ნი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმ ტრა­გე­დი­ის გა­აზ­რე­ბა­ში, რომ­ლის წი­ნა­შეც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნ­და.

მწე­რალს ყო­ვე­ლი ახა­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა ძა­ლი­ან ახა­რებს და მო­უთ­მენ­ლად ელის რე­აქ­ცი­ას — რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა და რა ემო­ცი­ებს აღ­ძ­რავს მკითხ­ველ­ში.

„ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად შე­გახ­სე­ნებს თავს“ — ასეთ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს მცი­რე რო­მანს პრო­ზა­ი­კო­სი და ჟურ­ნა­ლის­ტი რუ­სუ­დან რუ­ხა­ძე: „ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი ამ­ბა­ვია, მძაფ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი და­მი­ტო­ვა. აქ გან­თი­ად­საც თა­ვი­სი სუ­ნი აქვს. ეს არის სუ­ნე­ბით, გე­მო­ე­ბით, ხმე­ბით შე­ნა­ხუ­ლი ამ­ბა­ვი. ვინც არ ყო­ფი­ლა მდუ­მა­რე ბავ­შ­ვი, მის­თ­ვის რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ატა­რო ასე­თი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბებს არა მხო­ლოდ გო­ნე­ბით, არა­მედ სხე­უ­ლი­თაც ინა­ხა­ვენ, მთლი­ა­ნად სხე­უ­ლის ენით არის მო­ყო­ლი­ლი ეს ამ­ბე­ბი. ვი­ზი­ა­რებ იმ ტკი­ვილს, რო­მე­ლიც ამ წიგ­ნ­შია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იწყებს წე­რას, ის წე­რას იწყებს ერ­თი დი­დი სათ­ქ­მე­ლით და ერ­თი ტექ­ს­ტით, ზო­გი ახერ­ხებს ამას. მი­ხა­რია რომ ირაკ­ლიმ შეძ­ლო ამ წიგ­ნის და­წე­რა და ტკი­ვი­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თუკი რამ აყა­ლი­ბებს ჩვენს სა­ერ­თო მეხ­სი­ე­რე­ბას ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­სა და თარი­ღებ­ზე, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, არის ლი­ტე­რა­ტუ­რა და მე ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ამ თა­რო­ზე მოხ­ვ­დე­ბა ირაკ­ლის წიგ­ნიც“.

მწე­რა­ლი ზვი­ად კვა­რაცხე­ლია ამ­ბობს: „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟი ბავ­შ­ვია. ის გვიყ­ვე­ბა ყვე­ლა­ფერს, რაც მის თვალ­წინ მოხ­და… ამ­ბე­ბი ერ­თი მე­ო­რეს ენაც­ვ­ლე­ბა. აქ მოთხ­რო­ბი­ლია აფხა­ზე­ბი­სა და ქარ­თ­ვე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი, ავ­ტო­რი ყვე­ლას ბედს სწვდე­ბა, ბავ­შ­ვის ენით ჰყვე­ბა და ვერ­სად იპო­ვით ყალბ სტრი­ქონს. წიგ­ნი ერ­თი ამო­სუნ­თ­ქ­ვით წა­სა­კითხია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „გა­მოს­ვ­ლის წიგ­ნი“ ირაკ­ლიმ მი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს და­წე­რა. ბევ­რი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად მან მო­ა­ხერ­ხა, მკითხ­ვე­ლი კი­დევ ერ­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნით გა­ე­ხა­რე­ბი­ნა“.

გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძე, მწე­რა­ლი და მთარ­გ­მ­ნე­ლი: „წიგ­ნ­მა ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დ­ი­ნა, კითხ­ვი­სა­გან ასე­თი ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა დი­დი ხანია არ მიმიღია. ეს არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უნი­კა­ლუ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი პა­ტა­რა ბავ­შ­ვის სამ­ყა­როს ნგრე­ვა­ზე, მოზღ­ვა­ვე­ბულ ბო­რო­ტე­ბა­ზე, გან­წი­რუ­ლო­ბა­ზე, იმა­ზე, თუ რო­გორ არ უნ­და და­ნებ­დე გა­სა­ჭირს. წიგ­ნი ირაკ­ლის ძა­ლი­ან ბევრ კე­თი­ლის­მ­სურ­ველს და ბევრ მო­შურ­ნე­საც გა­უ­ჩენს. ასე რომ: „ირაკ­ლი, გა­მაგ­რ­დი!“

დათო ტურაშვილი: „მისი მკითხველი ვარ და მას შემდეგ რაც ეს ირაკლი კაკაბაძე აღმოვაჩინე, ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობი მის შემოქმედებას, მაგრამ ეს მოთხრობა, ძალიან განსხვავებულია და ირაკლის სხვა ტექსტებს, უბრალოდ არ ჰგავს. თუმცა ის არ არის უბრალოდ მოთხრობა და სინამდვილეში ჩვენი უახლესი ისტორიაა, მაგრამ ის იმდენად ოსტატურადაა მოყოლილი, რომ ამ შთაბეჭდილებისგან, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავთავისუფლდები.
ფრაზა ეს ირაკლი კაკაბაძე კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ირაკლი კაკაბაძეს ვიცნობ და ერთი მათგანი, ჩემი ბავშვობის ტკბილი მეგობარია, რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და სწორედ მისი დახმარებით აღმოვაჩინე სამყარო, რომელსაც ჰქვია „Beatles” და რომელმაც ყველაზე ტკბილი მოგონება დამიტოვა საბჭოთა ბავშვობიდან. არის სხვა ირაკლი კაკაბაძეც – ჩვენი სტუდენტობის დროინდელი ზეენერგიული მეგობარი, ვინც ახლაც ისეთი მოუსვენარია, რომ ბოლოს ქორეოგრაფიასაც მიადგა და ალბათ იქ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევდა კიდეც, უკეთესი ნახტომიც რომ ჰქონოდა.
ეს მესამე ირაკლი კაკაბაძე კი, ყველაზე ბოლოს აღმოვაჩინე და ჯერ მისი ლექსები წავიკითხე და მერე მისი პროზა და სულ ბოლოს, სულ ახლახანს კი, ის ქართული კუნძულიც ვნახე თურქეთში, რომელსაც „გალაკტიონი“ ჰქვია და შუაგულ სტამბულშია, სადაც ქართული ლიტერატურის სუნიც კი იგრძნობა. ირაკლიც რომ ლიტერატურისთვის დაბადებული ადამიანია, ამაზე მისი „გამოსვლის წიგნიც“ მეტყველებს და მიუხედავად იმისა რომ უკვე მრავალი ითქვა ოთხმოცდაათიანი წლების შესახებ, ეს მაინც ძალიან მრავლისმთქმელი ტექსტია აფხაზეთის ომზე და ირაკლი კაკაბაძესაც კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ასეთი სიყვარულით აკეთებს…“

***

„…ჯერ კი­დევ ბნე­ლო­და, გზას რომ და­ვა­დე­ქით მე და ბა­ბუ­ა­ჩე­მი. ფე­ხით ვი­ა­რეთ გან­თი­ა­დამ­დე. მთე­ლი გზა დუმ­და, არა­ფე­რი უკითხავს, არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. მე ხარ­ბად ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი მი­და­მოს. თურ­მე რამ­დე­ნი რამ დამ­რ­ჩე­ნო­და დღემ­დე შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი ამ გზა­ზე… ყვე­ლა­ფე­რი უცხო, ახა­ლი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. არა­და, ვინ მოს­თ­ვ­­ლის, რამ­დენ­ჯერ გა­მივ­ლია ეს გზა. მე­გო­ნა თვალ­და­ხუ­ჭუ­ლიც გა­ვივ­ლი­დი. ამ გზ­ით დავ­დი­ო­დი ზღვა­ზე და ამა­ვე გზით ვბრუნ­დე­ბო­დი შინ…

…ცო­ტა­ხა­ნი სი­ჩუ­მე იყო. მე­რე ისევ სრო­ლის ხმამ გა­არ­ღ­ვია სი­ჩუ­მე. მივ­რ­ბო­დი, ჩქა­რა მივ­რ­ბო­დი, მივ­რ­ბო­დი და ვე­ცე­მო­დი. მხო­ლოდ ჩე­მი ქო­ში­ნის ხმა მეს­მო­და.

დათ­ვ­ლა და­ვიწყე“.

 

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები