2 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის „გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ – კომპლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა

spot_img

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი (კომ­პ­ლექ­სუ­რი) და­ვა­ლე­ბე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სამ აუცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენტს:

• პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე ქმნის;

• ძი­რი­თა­დი სა­კითხი(ები), რო­მელ­საც შე­ე­ხე­ბა და­ვა­ლე­ბა;

• შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ე­მარ­თე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბის მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებს.

შე­მოქ­მე­დე­ბით და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ორი ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტი: ცოდ­ნის ხა­რის­ხი და მოს­წავ­ლე­თა  მო­ტი­ვა­ცია. ბავ­შ­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ, რო­დე­საც ნაც­ნო­ბი, სა­ხა­ლი­სო კონ­ტექ­ს­ტია და აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან აქ­ტი­უ­რი შემ­ს­წავ­ლე­ლე­ბის როლ­ში, შემ­დეგ კი ქმნი­ან ახალ, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქტს.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­ვა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ნა­მუ­შევ­რის წარ­დ­გე­ნაა, სა­დაც მოს­წავ­ლე სა­უბ­რობს რა მიდ­გო­მე­ბი, გზე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა ან რას შეც­ვ­ლი­და თა­ვი­დან რომ იწყებ­დეს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მით რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა. ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათ ინ­ტე­რეს­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც ჩვენ გან­ვა­ვი­თა­რებთ. სწო­რად მი­ცე­მუ­ლი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მოს­წავ­ლეს უზ­რ­დის თვით­შე­ფა­სე­ბას, აჩ­ვე­ნებს რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს პრაქ­ტი­კა­ში სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი მა­სა­ლა და ა.შ.

გი­ზი­ა­რებთ მე-4 კლა­სის შე­მოქ­მე­დე­ბით (კომ­პ­ლექ­სურ) და­ვა­ლე­ბას თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რე­სურ­სე­ბი­თა და შე­ფა­სე­ბით.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი (კომ­პ­ლექ­სუ­რი) და­ვა­ლე­ბა

სა­გა­ნი: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა

კლა­სი: IV

სკო­ლა: სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩე­ლის №1 სა­ჯა­რო

პე­და­გო­გი: კე­სო ქო­ბა­ლია

ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი/ტექ­ს­ტი/: რ. ინა­ნიშ­ვი­ლი, „გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ (ტექ­ს­ტი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან, ავტ: ნ. გორ­დე­ლა­ძე, თ. კუ­ხი­ა­ნი­ძე; ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა)

თე­მა: თა­ნად­გო­მა

შე­საძ­ლო და­მა­ტე­ბი­თი თე­მა­ტი­კა: ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი

სა­მიზ­ნე ცნე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი:

(1) ტექ­ს­ტი – კო­მიქ­სი

  1. ში­ნა­არ­სი 2. აგე­ბუ­ლე­ბა-სტრუქ­ტუ­რა. ენა

სა­კითხი:

რ. ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბის – „გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ – ბო­ლო ეპი­ზო­დის სა­ფუძ­ველ­ზე, კო­მიქ­სის შედ­გე­ნა

ქვეც­ნე­ბე­ბი:

• პერ­სო­ნა­ჟის ხედ­ვის კუთხე;

• პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი.

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბი:

⇒  რო­გორ/რა სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შევ­ქ­მ­ნა კო­მიქ­სი, მოთხ­რო­ბის ბო­ლო ეპი­ზო­დის სა­ფუძ­ველ­ზე?

⇒  რო­მელ პირ­და­პირ და არა­პირ­და­პირ მი­ნიშ­ნე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით წარ­მო­ვა­ჩი­ნო თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის ხედ­ვის კუთხე  – მა­თი სიტყ­ვე­ბი, ფიქ­რე­ბი, გრძნო­ბე­ბი, ემო­ცი­ე­ბი?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა

გა­ი­აზ­რე მოთხ­რო­ბის ბო­ლო ეპი­ზო­დი, რო­მელ­შიც მთხრო­ბე­ლი ემ­შ­ვი­დო­ბე­ბა ორ კუს. და­ხა­ტე კო­მიქ­სი ამ ეპი­ზო­დის სა­ფუძ­ველ­ზე.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პე­ბი (აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რე­სურ­სე­ბი)

ეტა­პი 1. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის/და­ვა­ლე­ბე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბა.

და­ვა­ლე­ბის მოთხოვ­ნე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა:

• ახ­სე­ნით თქვე­ნი სიტყ­ვე­ბით, რას მო­ითხოვს და­ვა­ლე­ბა?

• რა ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­გად­გე­ბათ?

• რი­სი შეს­წავ­ლა დაგ­ჭირ­დე­ბათ?

ეტა­პი 2. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა

რე­სურ­სი: „გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“

აქ­ტი­ვო­ბე­ბი ტექ­ს­ტის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად, მა­გა­ლი­თად:

აქ­ტი­ვო­ბა №1. წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქ­მა სა­თა­ურ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით

აქ­ტი­ვო­ბა  №2. ვა­რა­უ­დე­ბით შუა ნა­წი­ლის აღ­დ­გე­ნა

მას­წავ­ლე­ბე­ლი წა­ი­კითხავს ტექ­ს­ტის I და II აბ­ზაცს, რო­მე­ლიც სრულ­დე­ბა სიტყ­ვე­ბით: „ჩამო­ვივ­ლი­დი და წა­ვიყ­ვან­დი“ და ტექ­ს­ტის ბო­ლო ნა­წილს, სიტყ­ვე­ბი­დან: „ისე მო­მე­წო­ნენ…“ მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და ივა­რა­უ­დონ და ზე­პი­რად გად­მოს­ცენ, რა მოხ­და ამ­ბის შუა ნა­წილ­ში.

შე­კითხ­ვე­ბი:

⇒ რო­გორ ფიქ­რობ, რა მოხ­და შუა ნა­წილ­ში?

⇒  რა­ტომ ფიქ­რობ ასე?

⇒ რა მი­ნიშ­ნე­ბებს ეყ­რ­დ­ნო­ბი?

⇒ გა­მარ­თ­ლ­და თუ არა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი?

აქ­ტი­ვო­ბა №3. კითხ­ვის სტრა­ტე­გი­ებ­ზე/ხერ­ხებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა

⇒ გა­ე­ცა­ნი ცხრილს და ქვე­მოთ მო­ცე­მულ კითხ­ვის ხერ­ხებს.

⇒ წა­ი­კითხე შე­კითხ­ვე­ბი, უპა­სუ­ხე და შემ­დეგ და­ფიქ­რ­დი, რო­მე­ლი ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნე თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად.

⇒ შე­სა­ბა­მის უჯ­რა­ში ჩა­წე­რე შერ­ჩე­უ­ლი კითხ­ვის ხერ­ხი და და­ა­სა­ბუ­თე შე­ნი არ­ჩე­ვა­ნი.

კითხ­ვის ხერ­ხე­ბი:

⇒ პა­სუ­ხი პირ­და­პირ ტექ­ს­ტ­ში მო­ვი­ძიე;

⇒ ერ­თ­მა­ნეთს და­ვუ­კავ­ში­რე მი­ნიშ­ნე­ბე­ბი და გა­მო­ვი­ტა­ნე დას­კ­ვ­ნა;

⇒ მი­ნიშ­ნე­ბე­ბი და­ვუ­კავ­ში­რე ჩემს ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბას და გა­მო­ვი­ტა­ნე დას­კ­ვ­ნა.

აქ­ტი­ვო­ბა №4. უჩ­ვე­უ­ლო კითხ­ვე­ბი და პა­სუ­ხე­ბი

აქ­ტი­ვო­ბა №5. ახალ/იშ­ვი­ა­თად გა­მო­ყე­ნე­ბულ სიტყ­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბა

• რო­მე­ლია თქვენ­თ­ვის უც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბი? ვის შე­უძ­ლია მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ამოც­ნო­ბა წი­ნა­და­დე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით?

• რო­გორ გეს­მით: „ფე­ხებ­გა­ფარ­ჩხუ­ლი“, „კი­სე­რაწ­ვ­დი­ლი“? სხვა­ნა­ი­რად რო­გორ იტყო­დით ამას?

• სხვა­ნა­ი­რად რო­გორ იტყო­დით: „ამა­ოდ“, „ფარ­ჩხავ­და“, „ასავ­სა­ვებ­და“?

• რო­გორ გეს­მით: „თო­ხი და­ვა­ყუ­დე“? სხვა­ნა­ი­რად რო­გორ იტყო­და ამ სიტყ­ვას მთხრო­ბე­ლი?

• რო­გორ გეს­მით „კუს შვი­ლიშ­ვი­ლებს მივ­გ­ვ­რი-მეთ­ქი“? სხვა­ნა­ი­რად რო­გორ იტყო­დით ამას?

აქ­ტი­ვო­ბა №6. ერ­თობ­ლი­ვი კითხ­ვა ქო­რო­ში/გუნ­დუ­რად, გაგ­რ­ძე­ლე­ბე­ბით კითხ­ვა და ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბა 5+1 მე­თო­დით

აქ­ტი­ვო­ბა №7. კითხ­ვა-პა­სუ­ხი

• ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟი მო­გე­წო­ნა? რა­ტომ? (ახ­სე­ნი შე­ნი მო­საზ­რე­ბა)

• რო­გორ შე­ა­ფა­სებ მთხრობ­ლის საქ­ცი­ელს? რა­ტომ შეც­ვა­ლა კაც­მა თა­ვი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მას ხომ კუს თან წაყ­ვა­ნა უნ­დო­და?

• რო­გორ შე­ა­ფა­სებ ორი კუს საქ­ცი­ელს?

• შე­ნი აზ­რით, მწყერ­ჩი­ტას პერ­სო­ნა­ჟით რი­სი გა­მო­ხატ­ვა სურს ავ­ტორს?

• რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ მი­აქ­ცია მწე­რალ­მა ყუ­რადღე­ბა ნა­თელ დღე­სა და მწყერ­ჩი­ტას გა­ლო­ბას?

აქ­ტი­ვო­ბა №8. ტექ­ს­ტის ეპი­ზო­დე­ბად და­ყო­ფა და ეპი­ზო­დე­ბის და­სა­თა­უ­რე­ბა

 

• რო­გორ დავ­ყო ტექ­ს­ტი ეპი­ზო­დე­ბად?

• რამ­დენ ეპი­ზო­დად და­ყოფ­დით ამ მოთხ­რო­ბას?

• რამ­დე­ნი ამ­ბის­გან, მოვ­ლე­ნის­გან შედ­გე­ბა იგი?

•  რო­გორ და­ა­სა­თა­უ­რებ­დით მათ?

 

 

 

 

 

 

აქ­ტი­ვო­ბა №9. პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხედ­ვის კუთხე­ზე მუ­შა­ო­ბა

 

 

 

 

რე­სურ­სი: კო­მიქ­სი­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ის ნი­მუ­შე­ბი

აქ­ტი­ვო­ბა №10. კო­მიქ­სის არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა

 

• რით ჰგავს და გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ეს ორი ნი­მუ­ში ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან?

• რა მი­ზანს ისა­ხავ­დ­ნენ ავ­ტო­რე­ბი მა­თი შექ­მ­ნი­სას?

• რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა კო­მიქ­სე­ბი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი­სა­გან?

 

 

 

აქ­ტი­ვო­ბა №11. მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზა (და­ფიქ­რე­ბა სტრა­ტე­გი­ებ­ზე, გა­და­სად­გ­მელ ნა­ბი­ჯებ­ზე)

• რო­გორ გარ­დავ­ქ­მ­ნა მოთხ­რო­ბის ეს ეპი­ზო­დი კო­მიქ­სად?

• რა მი­ნიშ­ნე­ბებს უნ­და და­ვეყ­რ­დ­ნო ხედ­ვის კუთხის ამოც­ნო­ბის­თ­ვის?

• რო­გორ ავ­სა­ხო კო­მიქ­ს­ში პერ­სო­ნა­ჟე­ბის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო?

აქ­ტი­ვო­ბა №12. კო­მიქ­ს­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა

აქ­ტი­ვო­ბა №13. და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ან კლა­სის წი­ნა­შე

შე­საძ­ლო რე­სურ­სი:

მსმე­ნე­ლის დღი­უ­რი:

და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნის დროს და შემ­დეგ და­სას­მე­ლი მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი ხა­სი­ა­თის შე­კითხ­ვე­ბის ბან­კი (შე­ირ­ჩე­ვა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ):

⇒ რა­ტომ ფიქ­რობ, რომ შენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტი ნამ­დ­ვი­ლად კო­მიქ­სია?

⇒ რა დაბ­რ­კო­ლე­ბებს წა­ა­წყ­დი და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში?

⇒ მსგავ­სი და­ვა­ლე­ბა თუ ოდეს­მე შე­გის­რუ­ლე­ბია?

⇒ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის რო­მელ ეტაპს გა­მო­არ­ჩევ­დი?

⇒ შე­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ნაშ­რო­მე­ბი­დან რო­მე­ლი მო­გე­წო­ნა, რა რჩე­ვას მის­ცემ­დი?

და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა: დი­ო­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბა

დი­ო­რა­მა არის ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნი­ლი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სცე­ნა. მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას, დე­ტა­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბას, ტექ­ს­ტის გა­ცოცხ­ლე­ბით კი მოს­წავ­ლე­ე­ბი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ, ვი­ზუ­ა­ლუ­რად აღიქ­ვა­მენ წა­კითხულს, სწავ­ლო­ბენ უცხო სიტყ­ვებს. ჩვენ ხში­რად ვი­ყე­ნებთ ამ სას­წავ­ლო მე­თოდს და ბავ­შ­ვებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ მას­ზე მუ­შა­ო­ბა, სწო­რედ ამი­ტომ, მოს­წავ­ლე­ე­ბის დი­დი სურ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ კო­მიქ­სის შემ­დეგ დი­ო­რა­მაც შეგ­ვექ­მ­ნა და ნა­მუ­შევ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გაგ­ვე­მარ­თა. ყვე­ლამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­დაწყ­ვი­ტა დი­ო­რა­მის შექ­მ­ნა. წი­ნას­წარ შე­ვი­მუ­შა­ვეთ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, ასე­ვე, სა­მუ­შაო მა­სა­ლა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი დაგ­ვიგ­როვ­და, პრე­ზენ­ტა­ცი­აც სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნ­და. მოს­წავ­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს და­დე­ბი­თი უკუ­კავ­ში­რი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

   IV კლას­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მი­ზა­ნი:

• მოთხ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კო­მიქ­სის შექ­მ­ნა;

• პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხედ­ვის კუთხის წარ­მო­ჩე­ნა;

• წი­ნა­და­დე­ბა­თა ში­ნა­არ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა;

• კონ­კ­რე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­მართ აღ­ძ­რუ­ლი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა.

რეფ­ლექ­სია

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რ. ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბის – „გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ – ბო­ლო ეპი­ზო­დის სა­ფუძ­ველ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს შე­ედ­გი­ნათ კო­მიქ­სი, რო­მელ­შიც გად­მოს­ცემ­დ­ნენ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხედ­ვის კუთხეს, წი­და­და­დე­ბა­თა შო­რის გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ აზ­რობ­რივ კავ­შირ­სა და თან­მიმ­დევ­რო­ბას, სწო­რად შე­არ­ჩევ­დ­ნენ სას­ვენ ნიშ­ნებს, გარ­და ამი­სა, კონ­კ­რე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­მართ გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ აღ­ძ­რულ ემო­ცი­ებს.

ბავ­შ­ვებ­მა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა დი­დი მონ­დო­მე­ბით და­იწყეს. პრო­ცე­სი მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და. და­ვა­ლე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად.

პირ­ველ ეტაპ­ზე, წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დე­ბი გა­მოთ­ქ­ვეს სა­თა­ურ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და შე­ავ­სეს შე­სა­ბა­მი­სი სქე­მა (ვა­რა­უ­დე­ბის ღრუბ­ლე­ბი). წა­ი­კითხეს მოთხ­რო­ბის I და II აბ­ზა­ცი, რო­მე­ლიც სრულ­დე­ბო­და სიტყ­ვე­ბით: „ჩა­მო­ვივ­ლი­დი და წა­ვიყ­ვან­დი“ და ტექ­ს­ტის ბო­ლო ნა­წი­ლი სიტყ­ვე­ბი­დან: „ისე მო­მე­წო­ნენ…“ მოს­წავ­ლე­ებ­მა ივა­რა­უ­დეს და ზე­პი­რად გად­მოს­ცეს, რა მოხ­დე­ბო­და ამ­ბის შუა ნა­წილ­ში. შემ­დეგ ეტაპ­ზე და­იწყეს ერ­თობ­ლი­ვი კითხ­ვა ქო­რო­ში/გუნ­დუ­რად, გაგ­რ­ძე­ლე­ბე­ბით და ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბა 5+1 მე­თო­დით. ტექ­ს­ტი ეპი­ზო­დე­ბად დაყ­ვეს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი და­ა­სა­თა­უ­რეს.

მე­ო­რე ეტაპ­ზე, გა­იხ­სე­ნეს კო­მიქ­სის არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, სტრუქ­ტუ­რა, შე­ად­გი­ნეს კო­მიქ­სის გეგ­მა, შემ­დეგ პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ე­ბი და გა­უ­ზი­ა­რეს ერ­თ­მა­ნეთს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ძვე­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და ახა­ლიც. https://www.gocomics.com/cathy/2024/06/30

შუ­ა­ლედ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზა, ასე ვთქვათ, „კად­რე­ბის უკან დატ­რი­ა­ლე­ბა“, რად­გან ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან, რო­გორ იქ­ცე­ოდ­ნენ ისი­ნი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დროს — ვინ რა ხერ­ხი, რა მიდ­გო­მა თუ სტრა­ტე­გია გა­მო­ი­ყე­ნა, რა სირ­თუ­ლე­ებს წა­აწყ­დ­ნენ, რამ შე­უწყო ხე­ლი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვას, რამ შე­ა­ფერ­ხა წინ­ს­ვ­ლა, რა ვერ და­იძ­ლია, რა შეც­დო­მე­ბი იქ­ნა დაშ­ვე­ბუ­ლი და რა­ტომ, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, რა ეგო­ნათ და რა აღ­მოჩ­ნ­და. ამ დროს, მოს­წავ­ლე­ე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სა­კუ­თარ სა­მუ­შაო მე­თო­დებს, აფა­სე­ბენ მათ ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, პო­უ­ლო­ბენ წარ­მა­ტე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზებს.

მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზე­ბის ჩარ­თ­ვა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ხელს უწყობს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, მო­ძებ­ნოს სა­კუ­თარ თავ­ში სიძ­ნე­ლე­თა დაძ­ლე­ვის ახა­ლი რე­სურ­სე­ბი, გახ­დეს უფ­რო ქმე­დი­თი წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად. ასეთ კონ­ტექ­ს­ტ­ში მკვეთ­რად იზ­რ­დე­ბა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია.

მე­სა­მე ეტაპ­ზე, თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, პირ­ვე­ლა­დი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს და სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლი გუ­ლის­ხ­მობ­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ა­სიტყ­ვეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს ეტა­პე­ბი, ისა­უბ­რეს რო­გორ გა­არ­თ­ვეს თა­ვი და­ვა­ლე­ბებს, რი­თი იყო ეს მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო, რა ახა­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნეს რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ეტა­პე­ბი მო­ე­წო­ნათ ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა მი­ნიშ­ნე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს კო­მიქ­სის შე­საქ­მ­ნე­ლად, რა გა­ახ­სენ­დათ, რა­ზე და­ა­ფიქ­რათ ნა­წარ­მო­ებ­მა, და­ეხ­მა­რათ თუ არა კო­მიქ­სის შექ­მ­ნა მოთხ­რო­ბის უკეთ გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა­ში. სა­მუ­შა­ოს პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას, სის­ტე­მა­ტუ­რად ვაძ­ლევ­დი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, კონ­კ­რე­ტულ რჩე­ვას ამა თუ იმ სა­კითხის შე­სა­ხებ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ და­ვა­ლე­ბამ ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, ცოდ­ნის ეტა­პობ­რივ კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით სი­ტუ­ა­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას, ამან მოს­წავ­ლე­ებს მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის /სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის/ ტი­პე­ბი და ფორ­მე­ბი, რაც მათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­სა და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ზოგ მოს­წავ­ლეს სრუ­ლად არ ჰქონ­და და­ცუ­ლი კო­მიქ­სის სტრუქ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, არ ჩან­და პე­რო­ნა­ჟე­ბის მი­მართ აღ­ძ­რუ­ლი ემო­ცი­ე­ბი და ში­გა­და­შიგ გა­მორ­ჩე­ნი­ლი იყო სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბიც, თუმ­ცა ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე ასა­ხუ­ლი იყო მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა, რო­მე­ლიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს. სა­მო­მავ­ლოდ, ვა­პი­რებ სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­ვას­წო­რო გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი რუბ­რი­კა

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე სწავ­ლის პრო­ცეს­ზე, მუდ­მივ წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ზე იყ­ვ­ნენ მი­მარ­თუ­ლი – ცოდ­ნის პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი აგე­ბის არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მოთხოვ­ნაა.

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი რუბ­რი­კა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, იმის შე­სა­ფა­სებ­ლად, თუ რამ­დე­ნად სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და­ე­უფ­ლა მოს­წავ­ლე სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­სას­წავლ სა­კითხს.

მოს­წავ­ლე­თა ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი რუბ­რი­კა, სა­კითხ­სა და ქვე­სა­კითხებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, დე­ტა­ლუ­რად, კონ­კ­რე­ტუ­ლად აღ­წერს, რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ მოს­წავ­ლის­გან მი­მარ­თე­ბით დო­ნე­ზე.

რუბ­რი­კა აფა­სებს ცოდ­ნის სიღ­რ­მეს სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­სა და მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით.

ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი 1. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა (კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი)

კო­მენ­ტა­რი – რა რჩე­ვა მი­ვე­ცი მოს­წავ­ლეს

შენ კარ­გად გა­ი­გე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა. კო­მიქ­სის და­სა­წე­რად სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნე მოთხ­რო­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი; გა­ით­ვა­ლის­წი­ნე მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მო­ე­ცი პერ­სო­ნა­ჟის ხედ­ვის კუთხე, მი­სი გან­ც­დე­ბი,ფიქ­რე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მო­ე­ცი მათ მი­მართ აღ­ძ­რუ­ლი ემო­ცი­ე­ბი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნე ტექ­ს­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი და და­ი­ცა­ვი კო­მიქ­სის აზ­რობ­რი­ვი კავ­ში­რი მოთხ­რო­ბას­თან, მომ­წონს შე­ნი წარ­მო­სახ­ვის უნა­რი და ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი. გირ­ჩევ, ნა­მუ­შე­ვა­რი მე­ტად გა­ამ­დიდ­რო ახა­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბით.

შე­ფა­სე­ბა სო­ლო ტაქ­სო­ნი­მი­ით

სოლო ტაქსონომია ანუ სად ვარ მე? – mastsavlebeli.ge

სო­ლო ტაქ­სო­ნო­მია, რო­გორც მოს­წავ­ლის სწავ­ლის გზა – „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი:

  1. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გზამ­კ­ვ­ლე­ვი. ქარ­თუ­ლი-1-4.pdf
  2. მე-4 კლა­სის ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (ავ­ტო­რე­ბი: ნი­ნო გორ­დე­ლა­ძე, თი­ნა­თინ კუ­ხი­ა­ნი­ძე).

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები