⏩ სკოლების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გთავაზობთ რეგიონების მიხედვით სკოლების რაოდენობას, სადაც სკოლის დირექტორთა კონკურსია გამოცხადებული:
თბილისი – 52
აჭარა – 157
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 165
კახეთი – 76
ქვემო ქართლი – 169
მცხეთა-მთიანეთი – 60
აფხაზეთი – 9
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 40
შიდა ქართლი – 65
სამცხე-ჯავახეთი – 138
იმერეთი – 221
გურია – 69
საერთო ჯამში, კონკურსი 1221 საჯარო სკოლაში გამოცხადდა.
როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია 19 თებერვალს დაიწყო და 29 თებერვალს 24:00 საათზე დასრულდება.
შეგახსენებთ: პირები, რომლებიც ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, კონკურსს შეუერთდებიან გასაუბრების ეტაპიდან. თუმცა, 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, მათ უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (იხ. ინსტრუქცია), რა დროსაც უნდა შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება.
ხოლო იმ პირებმა, რომლებიც არ ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (იხ. ინსტრუქცია), წარმოადგინონ კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება.
⏩კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს დირექტორობის მსურველმა პირმა:
🔃 ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით.
🔃 ტესტირების წარმატებით გავლისათვის დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს (48 ქულა).
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევის კონკურსის ტესტირების საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს (იხ. ტესტის ნიმუში).