„ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამებს დანერგავს, მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით.
რაჭაში, Blauenstein-ის საფერმე მეურნეობის ტერიტორიაზე, სოფელ შარდომეთში მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
პარტნიორობის ხელშეკრულებას, „მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა, დევიდ ბლოდმა და Blauenstein Edu-ს დირექტორმა, თათია არაბიძემ.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება Blauenstein Edu-სა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის.
პროგრამის მიზანია საქართველოში დაინერგოს მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების თანამედროვე სასწავლო კურსები და შეიქმნას ღირებული დასაქმების შესაძლებლობა. ასევე, მეცხოველეობის სფეროში მოხდეს ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს USAID-ის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კოლეჯ „ერქვანის“, Blauenstein-ის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.
„პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების პირველი ეტაპი დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში, 2 წლის განმავლობაში კი 270-მდე სპეციალისტი მომზადდება და გადამზადდება, ავტორიზებული პროფესიული პროგრამები და სახელმძღვანელოები შვეიცარიელი (School of Agricultural, Forest and Food Sciences (HAFL) და Schweizer Fleisch-Fachverband (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდება – აცხადებს „ბლაუენშტაინ ედუს“ დირექტორი, თათია არაბიძე.
„მოხარული ვარ დავესწრო დღეს, რაჭაში, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ „ბლაუენშტაინ ედუსა“ და კოლეჯ „ერქვანთან“ პარტნიორობის გაფორმების ღონისძიებას, რომელიც მოიცავს შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული პროფესიული პროგრამების დანერგვას, მეცხოველეობის მიმართულებით. ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს აგრობიზნესის განვითარებას და შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს ახალგაზრებისთვის რაჭასა და მთელს საქართველოში“ – ამბობს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” დირექტორი, დევიდ ბლოდი.
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ მრავალი წელია მხარს უჭერს სხვა და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის პრიორიტეტული არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგა და განვიათრება. მოხარული ვართ, რომ „ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, დანერგავს ახალ პროფესიულ პროგრამებს მეცხოველების მიმართულები, ახალი პროფესიული კურსების დანერგვა ხელს შეუწყობს ახალგაზრების სწავლებას და დასაქმებას რაჭისა და მთლიანად საქართველოში – აცხადებს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი.
USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის.