მანანა გიგინეიშვილის, ლაურა გრიგოლაშვილისა და ვახტანგ როდონაიას ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის ლეგენდარული სახელმძღვანელო ისევ მოქმედია
∇ სახელმძღვანელოში შეტანილი ცვლილებები, რაც ახალი სასწავლო გეგმის მოთხოვნებითაა განპირობებული, ძირითადად, სავარჯიშოებისა და დავალებების ნაწილში აისახა. სახელმძღვანელოს ახალი ვერსიის გასაცნობად ეწვიეთ გამომცემლობა „სწავლანის“ ვებგვერდს: www.stavlani.ge
∇ გვერდზე შესვლის შემდეგ, დააწკაპეთ ზედა პანელზე ღილაკს: სახელმძღვანელოები. გაიხსნება ფანჯარა, სადაც მარცხნივ (შუაში) იქნება წარწერა: მოსწავლის წიგნები/მასწავლებლის წიგნები. შესაბამის ღილაკზე (წარწერაზე) დაწკაპებისას გამოჩნდება სახელმძღვანელოები, მათ შორის X კლასის სახელმძღვანელოს ახალი ვერსია (პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი ივლისის ბოლოს გაივლის გრიფირების კონკურსს). როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის წიგნი წარმოდგენილია PDF ფაილების სახით, მათი არა მარტო საიტზე გაცნობა, არამედ გადმოწერაც შესაძლებელია.