14 მარტი, პარასკევი, 2025

საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

spot_imgspot_img

საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში   მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს  ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge.

რეგისტრაციის დროს მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი და სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება. თუ მონაწილე ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია ყველა მსურველს რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება