24 ნოემბერი, კვირა, 2024

სკო­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მი­სი წარ­მა­ტე­ბის გზა ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­დის

spot_img

🔗 მა­მუ­კა ხამ­ხა­ძე – ქა­ლაქ რუს­თა­ვის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

სკოლის დირექტორი –  მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოხელე

მი­მაჩ­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სა­ხელ­მ­წი­ფოს ფუნ­და­მენ­ტუ­რი რგო­ლია, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი კი ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე, რო­მე­ლიც დიდ როლს ას­რუ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში. სკო­ლა და დი­რექ­ტო­რი ის პირ­ვე­ლა­დი რგო­ლია, რო­მელ­თა­ნაც უშუ­ა­ლო და ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი შემ­ხებ­ლო­ბა აქვს მოს­წავ­ლეს. პი­როვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა სკო­ლა­ში მოს­წავ­ლის ასა­კი­დან ყა­ლიბ­დე­ბა. ამ­დე­ნად, დი­რექ­ტო­რი ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სას­კო­ლო სის­ტე­მი­სა და კულ­ტუ­რის ხა­სი­ა­თი.

ხში­რად ხდე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან აც­დე­ნი­ლია, მაგ­რამ დი­რექ­ტორ­მა უნ­და მო­ძებ­ნოს ბა­ლან­სი არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს შო­რის, გა­და­ლა­ხოს უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა და სა­კუ­თარ თავ­ზე აიღოს დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. მარ­თა­ლია, ყვე­ლა­ფე­რი დი­რექ­ტორ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ დიდ­წი­ლად სწო­რედ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გან­საზღ­ვ­რავს სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ხა­სი­ათს და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბას. მას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, შე­უძ­ლია გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ცალ­კე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის მო­მა­ვალ­ზე, ხე­ლი შე­უწყოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბი­სა და სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ახალ­გაზ­რ­დებ­ში და სას­კო­ლო თემ­ში.

მაგ­რამ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად ამოქ­მე­დე­ბა სა­ჭი­რო­ებს სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან შე­სა­ბა­მის მხარ­და­ჭე­რას. ქმე­დი­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი რი­გი­თი ბი­უ­როკ­რა­ტია, რო­მელ­საც მხო­ლოდ სა­კან­ცე­ლა­რიო მო­ხე­ლის რო­ლი­სა და მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია.

მენეჯერი/საგანმანათლებლო ლიდერი

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თა­ვის თავ­ში მო­ი­აზ­რებს ორ უმ­თავ­რეს კომ­პე­ტენ­ცი­ას – მე­ნე­ჯე­რის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რის. ძნე­ლია იმის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო საქ­მე­ში, მაგ­რამ ერ­თი რა­მის თქმა ცალ­სა­ხად შე­იძ­ლე­ბა: სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბის გა­რე­შე მხო­ლოდ კარ­გი მე­ნე­ჯე­რო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ეფექ­ტი­ა­ნი შე­დე­გის მომ­ტა­ნი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან სკო­ლა­ში მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი მა­ინც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სია. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა დი­რექ­ტო­რი იყოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, მოქ­მე­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გი და გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლო­ბის რთუ­ლი გზა. თუ დი­რექ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის წვენ­ში არ მო­ხარ­შუ­ლა, რა­გინდ კარ­გი მე­ნე­ჯე­რი იყოს, ის ვერ იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან. მაგ­რამ მე­ნე­ჯე­რო­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის ერ­თ­დ­რო­უ­ლად წარ­მა­ტე­ბით შე­სას­რუ­ლებ­ლად გარ­კ­ვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბია სა­ჭი­რო. დი­რექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა არ უნ­და იყოს გა­დატ­ვირ­თუ­ლი ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით. მას უნ­და ჰქონ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ენერ­გია იმი­სათ­ვის, რომ მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა წარ­მარ­თოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დი­რექ­ტორს უნ­და ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი და­აღ­წი­ოს ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას და ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ჩარ­ჩო­ებს, არ უნ­და ეში­ნო­დეს, რომ თუ სკო­ლა­ში სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სებს მეტ დროს და­უთ­მობს, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მე გა­უ­ფუჭ­დე­ბა.

დღეს სის­ტე­მა­ში არი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბი და ლი­დე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც და­აგ­რო­ვეს პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა ეს მიღ­წე­ვე­ბი მა­ინც ცალ­კე­უ­ლი პერ­სო­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არ ატა­რებს სის­ტე­მურ ხა­სი­ათს. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბის ეფექ­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის კუთხით დე­ფი­ციტ­ში ვართ.

ხარისხიანი სასკოლო განათლება

ხა­რის­ხი­ა­ნი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია – დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს ამა­ზე. არის გა­დად­გ­მუ­ლი ცალ­კე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ვერც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვერც სა­ხელ­მ­წი­ფო და ვერც სას­კო­ლო თე­მი დღემ­დე ვერ თან­ხ­მ­დე­ბა იმა­ზე, თუ რა არის ეს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, რის­კე­ნაც ყვე­ლა მი­ის­წ­რაფ­ვის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ინ­დი­კა­ტო­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლია, ზო­გის­თ­ვის რე­პე­ტი­ტორ­თან წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, ზო­გის­თ­ვის კი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში, მათ შო­რის სას­კო­ლო თემ­შიც კი არის სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რას სწავ­ლო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში? – ეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვაა დღეს.

სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობს ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი – ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს ხა­რის­ხი­ა­ნი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტებს. სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს ამ მიზ­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ნერ­გ­ვა და შემ­დეგ შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა.

ჩე­მი აზ­რით, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ესაა გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­გო­რი­ცაა აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მზა­ო­ბა, პი­როვ­ნე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ესაა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ცე­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვი სკო­ლა­ში და აირ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში და მხო­ლოდ თან­მიმ­დევ­რუ­ლი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მე­ბით.

ჩემ­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იზო­მე­ბა მოს­წავ­ლეს­თან მიღ­წე­უ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი შე­დე­გით. ეს შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს მიღ­წე­ვე­ბი რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი სკო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან შე­მიძ­ლია ცალ­სა­ხად გან­ვაცხა­დო ერ­თი რამ: ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბით, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბით და ივი­თა­რებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა უნარ-ჩვე­ვებს, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და შემ­დ­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი ინ­დი­კა­ტო­რია რამ­დე­ნად და­საქ­მე­ბუ­ლია პი­როვ­ნე­ბა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და რამ­დე­ნად  რე­ა­ლიზ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, ასე­თი კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რაც გა­მო­ავ­ლენ­და სკო­ლის პირ­და­პირ თუ ირიბ გავ­ლე­ნას ახალ­გაზ­რ­დე­ბის სკო­ლის შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ზე.

წარმატებული სკოლა

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლა ნიშ­ნავს ისეთ სის­ტე­მას, სა­დაც შექ­მ­ნი­ლია უსაფ­რ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნი სას­წავ­ლო გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა და რე­ა­ლი­ზა­ცია; სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ზე და არა მხო­ლოდ სას­წავ­ლო შე­დე­გებ­ზე; სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ში­ნა­არ­სი თა­ნაბ­რად შედ­გე­ბა რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის, ისე ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­სი­ცოცხ­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის  ელე­მენ­ტე­ბი­სა­გან.

გუნდური მუშაობა

გუნ­დუ­რი მუ­შო­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია არა მხო­ლოდ პე­და­გო­გი­კა­ში, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ცალ­კე აღე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის შე­დე­გი ვე­რაფ­რით ვერ იქ­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე. სამ­წუ­ხა­როდ, გუნ­დუ­რო­ბა სკო­ლის სის­ტე­მის ძლი­ე­რი მხა­რე არ არის. მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილ­მა ვერ და­აღ­წია თა­ვი სტე­რე­ო­ტიპს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თით­ქოს მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა ცალ­კე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამას ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი – ჩვენ უფ­რო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტე­ბი ვართ, ვიდ­რე ჯგუ­ფუ­რად მუ­შა­ო­ბის­კენ მიდ­რე­კილ­ნი. მე­ოთხე სკო­ლის მა­გა­ლით­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, თუ რა­ი­მეს­თ­ვის მიგ­ვიღ­წე­ვია, მხო­ლოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბით და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით. პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და მის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში.

ჩე­მი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ზრუნ­ვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დეგ­ში: პე­და­გო­გე­ბის დარ­წ­მუ­ნე­ბა იმა­ში, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა მოს­წავ­ლეს­თან წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი გზაა; ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის უსაფ­რ­თხო სა­მუ­შაო და ემო­ცი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რა­თა მათ არ ეში­ნო­დეთ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის; უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მას­წავ­ლებ­ლის მიმ­ღებ­ლო­ბა და ეფექ­ტუ­რი უკუ­კავ­ში­რე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სათ­ვის, ასე­ვე პე­და­გო­გის ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ და წა­ხა­ლი­სე­ბა.

🔗 საჭირბოროტო კითხვები

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი დღეს მა­გო­ნებს მი­თო­ლო­გი­ურ მრა­ვალ­თა­ვი­ან არ­სე­ბას, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც კი სკო­ლა­ში ხდე­ბა და ყვე­ლა­ზე, ვინც კი სკო­ლა­ში საქ­მი­ა­ნობს. ერ­თი შე­ხედ­ვით ეს ბუ­ნებ­რი­ვია, აბა სხვა ვინ უნ­და იყოს პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თუ არა მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. მაგ­რამ თუ საქ­მეს უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შევ­ხე­დავთ, გაგ­ვიჩ­ნ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ლე­გი­ტი­მუ­რი კითხ­ვა: აქვს კი სკო­ლის დი­რექ­ტორს ამ­დე­ნი კომ­პე­ტენ­ცია და და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა? და მე­ო­რეც, აქვს თუ არა დი­რექ­ტორს ამ­დე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის  გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი? არის ის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად საკ­მა­რი­სად და­ცუ­ლი იმი­სათ­ვის, რა­თა თა­ვის თავ­ზე აიღოს ამ­დე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და რის­კი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით? ეს ის სა­ჭირ­ბო­რო­ტო კითხ­ვე­ბია, რომ­ლე­ბიც დღეს ყვე­ლა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს აწუ­ხებს.

🔗 რა სჭირ­დე­ბა დღეს სკო­ლის დი­რექ­ტორს

პა­სუ­ხი ცალ­სა­ხაა – დი­რექ­ტორს სჭირ­დე­ბა ისე­თი სას­კო­ლო სის­ტე­მა, რო­მელ­შიც ის შეძ­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სრუ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბას; სჭირ­დე­ბა მე­ტი ქმე­დი­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი; დი­რექ­ტორს სჭირ­დე­ბა ნაკ­ლე­ბი ბი­უ­როკ­რა­ტია და მე­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის მქო­ნე გუნ­დის არ­სე­ბო­ბა სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც მას სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა;  სა­ჭი­როა დი­რექ­ტო­რი უფ­რო ქმე­დი­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. და­ბო­ლოს, დი­რექ­ტორს სჭირ­დე­ბა მე­ტი მო­ტი­ვა­ცია და მე­ტი გა­რან­ტი­ე­ბი, რა­თა სის­ტე­მის ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში არ აღ­მოჩ­ნ­დეს გა­რე­მო­ე­ბე­ბის მსხვერ­პ­ლი. ბო­ლო წლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან გა­და­იდ­გა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი დი­რექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად და მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ არის.

🔗 გზა, რომელიც ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­დის

სკო­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მი­სი წარ­მა­ტე­ბის გზა ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­დის. ამი­ტო­მაც, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნებს და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კად­რე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბას რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ისე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის კუთხით. კად­რე­ბის ცვლა ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც  ემ­სა­ხუ­რე­ბა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას. მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი ისე უნ­და წა­რი­მარ­თოს, რომ ხე­ლი არ შე­ე­შა­ლოს კონ­კ­რე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბას, მდგრა­დო­ბას და უწყ­ვე­ტო­ბას.

ვფიქ­რობ, დი­რექ­ტო­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი დღეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო გა­მოწ­ვე­ვაა. გან­ს­ჯის სა­გა­ნია ვინ უნ­და იყოს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­გორ უნ­და შე­ირ­ჩეს ის, რა უნ­და იყოს დი­რექ­ტო­რის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია სკო­ლა­ში და ა.შ.

დი­რექ­ტო­რე­ბის კორ­პუ­სი, ისე­ვე რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა, ცალ­სა­ხად სა­ჭი­რო­ებს გა­და­ხა­ლი­სე­ბას, მაგ­რამ პრო­ცე­სი რომ შე­დე­გი­ა­ნი იყოს, სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა. კერ­ძოდ, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ უნ­და იყოს ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა ერ­თი სკო­ლი­დან თუ სამ­სა­ხუ­რი­დან მე­ო­რე­ში. რო­ტა­ცი­ის შე­დე­გი უნ­და იყოს სის­ტე­მის შე­დე­გი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა, რის­თ­ვი­საც სა­ჭი­როა მთე­ლი რი­გი  კომ­პ­ლექ­სუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ტე­მა­ში, კერ­ძოდ, დი­რექ­ტო­რის აღ­ჭურ­ვა ქმე­დი­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით.

შე­დე­გი­ა­ნი რო­ტა­ციისთვის აუცი­ლე­ბე­ლია ორი რამ: მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა, ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ამ ორი მდგე­ნე­ლის გა­რე­შე სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის რო­ტა­ცია არა­ე­ფექ­ტუ­რად მი­მაჩ­ნია. სკო­ლა ჩარ­ხი არ არის, რომ ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა ამო­ქო­ქოს. სკო­ლის წარ­მა­ტე­ბას ჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბის ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სი გუნ­დის შე­საქ­მ­ნე­ლად, შემ­დეგ კი მათ­თან ერ­თად და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში ჩნდე­ბა მთა­ვა­რი კითხ­ვე­ბი: თუ დი­რექ­ტო­რი ერთ სკო­ლა­ში არ ვარ­გა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად, რა სა­ჭი­როა მი­სი რო­ტა­ცია მე­ო­რე სკო­ლა­ში? და თუ დი­რექ­ტო­რი კარ­გი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში, მა­შინ რა სა­ჭი­როა მი­სი ად­გილ­მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა? რამ­დე­ნად არ­სე­ბო­ბენ სის­ტე­მა­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა?

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები