21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სინ­გა­პუ­რის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი

spot_img
რე­ი­ტინ­გე­ბის ცხრილ­ში სინ­გა­პუ­რი უც­ვ­ლე­ლად მა­ღალ პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებს და არა­ერ­თი პა­რა­მეტ­რით სჯობ­ნის ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნებს, რო­გო­რე­ბი­ცაა კა­ნა­და, შვე­ი­ცა­რია და თვით ფი­ნე­თიც კი.
აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში სინ­გა­პუ­რის სის­ტე­მა ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მა­ინც რა არის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა?
ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი მრა­ვალ ფაქ­ტორს მო­ი­ცავს. თუმ­ცა, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ზო­გა­დად მი­მო­ვი­ხი­ლოთ, რო­გო­რია ეს სის­ტე­მა და რო­გორ მუ­შა­ობს ის.

                                                     🔹🔹🔹

👉🔹მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­დი­ან სა­ჯა­რო ან სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ სკო­ლებ­ში, სა­დაც გა­და­სა­ხა­დი ზო­მი­ე­რია. ბავ­შ­ვებს გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ანა­წი­ლე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მებ­ში — მა­თი უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. დაწყე­ბით კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი აბა­რე­ბენ გა­მოც­დას, რა­თა შე­მოწ­მ­დეს მა­თი ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბი ან­გა­რიშ­ში, წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. ეს პირ­ვე­ლი მიჯ­ნაა, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე გა­და­ლა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვებს ანა­წი­ლე­ბენ სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თ­ში. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: ექ­ს­პ­რეს-მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი მოხ­ვ­დე­ბი­ან; და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ნა­წილ­დე­ბი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ აკა­დე­მი­ურ ან ჩვე­უ­ლებ­რივ ტექ­ნი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში. ექ­ს­პ­რე­სი გან­კუთ­ვ­ნი­ლია სწრა­ფად და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბის­თ­ვის, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი კი მათ­თ­ვის, ვი­საც სა­შუ­ა­ლო ქუ­ლე­ბი აქვს ან ვი­საც ტექ­ნი­კუ­რი სფე­როს­კენ მი­უ­წევს გუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ისევ აბა­რე­ბენ გა­მოც­დებს, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც გან­საზღ­ვ­რავს, კო­ლე­ჯის შემ­დეგ ვის ექ­ნე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა. კო­ლე­ჯი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი გზაა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­სას­ვ­ლე­ლად, პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი კი უფ­რო პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. შემ­დ­გო­მი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის არ­ჩე­ვა თა­ვად მოს­წავ­ლე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი — კა­რი­ე­რუ­ლი სწრაფ­ვი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

რა გა­ნა­პი­რო­ბებს სინ­გა­პუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბას

👉🔹 სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი

აუცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ა­ლი­ე­ბი. 1965 წელს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი წი­ა­ღი­სე­უ­ლი არ იყო და წარ­მო­ე­ბა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და, გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი წინ­ს­ვ­ლის სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი გახ­და. მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ამ სის­ტე­მის და­ფი­ნან­სე­ბა, შე­ი­მუ­შა­ვეს სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სკო­ლე­ბის სის­ტე­მა 18 წლის ასა­კამ­დე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. გა­ნათ­ლე­ბა დღემ­დე პრი­ო­რი­ტე­ტულ სფე­როდ რჩე­ბა ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის. ამის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს წარ­მა­ტე­ბით სწავ­ლას.

👉🔹ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა

სინ­გა­პუ­რის მთავ­რო­ბას სურს, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა შე­ი­მუ­შა­ოს და ამ მიზ­ნის მისა­ღ­წე­ვად სა­ი­მე­დო პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მი შექ­მ­ნა.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სინ­გა­პურ­ში ერ­თი­ა­ნი და მოქ­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა აქვთ. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მხო­ლოდ გულ­მოდ­გი­ნე კვლე­ვი­სა და ტეს­ტი­რე­ბის შემ­დეგ იღებს, რა­თა ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იყოს. წარ­მა­ტე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა ანა­ლიზს იმი­სა, თუ რა გავ­ლე­ნა აქვს ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კას მოს­წავ­ლე­ე­ბის ქუ­ლებ­ზე, მათ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ვად მოს­წავ­ლე­ებს ცვლი­ლე­ბე­ბი.

ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, არა­მედ იმა­საც, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს მშობ­ლე­ბის მოთხოვ­ნებს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს და გა­ნა­პი­რო­ბებ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სკო­ლა, მშობ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­ნა­ი­რად იაზ­რე­ბენ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის რა­ო­ბას. ეს ამარ­ტი­ვებს კარ­გი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას და და­ნერ­გ­ვას.

გარ­და ამი­სა, სინ­გა­პუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა ძალ­ზე მოქ­ნი­ლია და იძ­ლე­ვა დრო­ის შე­სა­ბა­მის ცვლი­ლე­ბებ­თან ადაპ­ტი­რე­ბი­სა და კრი­ტი­კა­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

👉🔹მიზ­ნობ­რი­ვი და ზუს­ტი სას­წავ­ლო გეგ­მა

სინ­გა­პუ­რის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში დი­დი დრო ეთ­მო­ბა ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბის სწავ­ლას, რო­გო­რი­ცაა მა­თე­მა­ტი­კა, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ზა­ნია, „გა­აზ­რე­ბის დო­ნე­ზე“ კი არ იფიქ­რონ, არა­მედ და­ეხ­მა­რონ მოს­წავ­ლე­ებს, გა­ი­გონ „სწო­რი პა­სუ­ხი“ კონ­კ­რე­ტულ კითხ­ვა­ზე. მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს, ბავ­შ­ვებ­მა ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­დე­ბი ამ ძი­რი­თად საგ­ნებ­ში, რად­გან ეს ცოდ­ნა უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლია და დამ­საქ­მებ­ლე­ბიც ამას მო­ითხო­ვენ.

სას­წავ­ლო პროგ­რა­მა უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს მა­სა­ლის ღრმად და ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­წავ­ლას და თავს არი­დებს დი­დი მო­ცუ­ლო­ბის, და­უ­კავ­ში­რე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ მოს­წავ­ლე სა­სურ­ველ დო­ნეს ვერ აღ­წევს, მის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ინიშ­ნე­ბა, რომ და­ნარ­ჩე­ნებს არ ჩა­მორ­ჩეს.

თუმ­ცა, უფ­რო ზო­გა­დად თუ ვიტყ­ვით, სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც გან­საზღ­ვ­რავს სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მე­თოდს.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­ნიშ­ნუ­ლი აქვს „გა­ნათ­ლე­ბის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი“:

„თვით­შე­მეც­ნე­ბის კარ­გი შეგ­რ­ძ­ნე­ბა;

კარ­გი მო­რა­ლუ­რი კომ­პა­სი;

მო­მავ­ლის ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტად აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბი და ცოდ­ნა“.

ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რუ­ლი მი­ზა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უად­ვი­ლებს შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის და­გეგ­მ­ვა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბას.

 👉🔹სწავ­ლე­ბის მკაც­რი რე­ჟი­მი კლა­სებ­ში

სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ბევ­რი და­სავ­ლუ­რი სის­ტე­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სინ­გა­პუ­რის სის­ტე­მა­ში მი­ღე­ბუ­ლია კლას­ში იერარ­ქი­უ­ლი და დაღ­მა­ვა­ლი მიდ­გო­მა. გაკ­ვე­თი­ლე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი დო­მი­ნი­რებს სა­უბ­რი­სას. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლე­ბელს დი­დი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აქვს სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის შერ­ჩე­ვი­სას, იქ­ნე­ბა ეს აღ­მო­სავ­ლუ­რი, და­სავ­ლუ­რი თუ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი­კა.

ამ გა­რე­მო­ე­ბას, ძი­რი­თა­დად, გან­საზღ­ვ­რავს კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნათ­ლე­ბას აფა­სებს. ცნო­ბი­ლია, რომ მშობ­ლე­ბი ყო­ველ­მ­ხ­რივ ხელს უწყო­ბენ და ეხ­მა­რე­ბი­ან შვი­ლებს. სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტია. გარ­და ამი­სა, ბავ­შ­ვებს უჩ­ნ­დე­ბათ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა სა­კუ­თარ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ უფა­სე­ბენ არა მხო­ლოდ შე­დე­გებს, არა­მედ „ძა­ლის­ხ­მე­ვა­საც“.

მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში იერარ­ქი­ულ კონ­ტ­როლ­სა და დის­ციპ­ლი­ნას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ, მაგ­რამ სინ­გა­პუ­რის მა­გა­ლი­თი ადას­ტუ­რებს, რომ ეს ფაქ­ტო­რი გარ­კ­ვე­ულ როლს თა­მა­შობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რო­ცა სკო­ლე­ბი კარ­გა­დაა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი.

👉🔹სა­უცხოო მას­წავ­ლებ­ლე­ბი

სინ­გა­პუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხი. სა­უ­კე­თე­სო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მხო­ლოდ 5%-ს აქვს სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. მათ გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ ინ­ს­ტი­ტუტ­ში ას­წავ­ლი­ან. პე­და­გო­გე­ბის სწავ­ლე­ბას, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 100-ზე მე­ტი სა­ა­თი ეთ­მო­ბა და მათ ძალ­ზე მკაც­რად აფა­სე­ბენ. პე­და­გო­გე­ბი პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­ნი არი­ან, სა­უ­კე­თე­სოდ, სწო­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­ას­რუ­ლონ ის, რაც ევა­ლე­ბათ.

გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლებს სო­ლი­დუ­რი ანაზღა­უ­რე­ბა აქვთ, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია OECD-ს (ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) ქვეყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფას­ზე. სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებ­ზე შე­ღა­ვა­თე­ბი­ცაა და­წე­სე­ბუ­ლი და ჯილ­დო­ებ­საც იღე­ბენ კარ­გი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. ამის გა­მო, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, სწავ­ლე­ბა კა­რი­ე­რის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ვა­რი­ან­ტია. ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან არა მხო­ლოდ უწყ­ვე­ტი სწავ­ლი­თა და გან­ვი­თა­რე­ბით, არა­მედ მო­მე­ტე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დო­ე­ბით.

არის თუ არა სინ­გა­პუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სრუ­ლი­ად უნაკ­ლო

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა. აქაც არის ხარ­ვე­ზე­ბი. თუმ­ცა ამ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად გულ­მოდ­გი­ნედ მუ­შა­ო­ბენ.

👉🔹სტრე­სი და გა­დაღ­ლი­ლო­ბა

კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის – „სინ­გა­პუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სტრესს იწ­ვევს“ ან „ზედ­მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­მოც­დებ­ზე“ – პა­სუ­ხად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ა­უქ­მა სას­კო­ლო გა­მოც­დე­ბი იმ პე­რი­ო­დებ­ში, რო­ცა მა­თი აუცი­ლებ­ლო­ბა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად არ იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა დაწყე­ბით კლა­სებ­ში გახ­და 1-8.

რო­ცა აშ­კა­რა გახ­და, რომ სის­ტე­მა ბევრ მოს­წავ­ლე­ში სტრესს იწ­ვევ­და, და­ი­სა­ხა ახა­ლი სტრა­ტე­გია სა­ხელ­წო­დე­ბით – „ის­წავ­ლეთ ნაკ­ლე­ბი, ას­წავ­ლეთ მე­ტი“. აიკ­რ­ძა­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, რა­მაც შე­ამ­ცი­რა „კონ­კუ­რენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა“ მოს­წავ­ლე­ებს შო­რის.

სა­მო­მავ­ლოდ, ალ­ბათ, მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს და არა მო­ცუ­ლო­ბას.

👉🔹 უთა­ნას­წო­რო­ბა

გა­მო­ით­ქ­ვა შეშ­ფო­თე­ბა იმის გა­მო, რომ სის­ტე­მა­ში გაზ­რ­დი­ლია უთა­ნას­წო­რო­ბა. დაწყე­ბით სკო­ლა­ში ამას გა­ნა­პი­რო­ბებს ის, რომ უფ­რო შეძ­ლე­ბულ ოჯა­ხებს შე­უძ­ლი­ათ კერ­ძოდ მო­ამ­ზა­დონ შვი­ლე­ბი და მე­ტი რამ ას­წავ­ლონ რო­გორც სკო­ლამ­დე, ასე­ვე სკო­ლის წლებ­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ბავ­შ­ვებს სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში­ვე შე­ეტყოთ უთა­ნას­წო­რო გა­ნათ­ლე­ბა, რაც სკო­ლის წლებ­ში უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და. ეს გა­რე­მო­ე­ბა უყუ­რადღე­ბოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა, რად­გან მთავ­რო­ბამ ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ზო­მე­ბი მი­ი­ღო.

ნაკ­ლებ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის შვი­ლებს და­ე­ნიშ­ნათ სტი­პენ­დი­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, რა­თა მო­ეს­პოთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლებ­თან. გარ­და ამი­სა, მთავ­რო­ბას და­გეგ­მი­ლი აქვს, 2022 წელს, გა­ა­ორ­მა­გოს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა, რა­თა პრობ­ლე­მა სა­ერ­თოდ არ გაჩ­ნ­დეს.

👉🔹და­ზუთხ­ვა

სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ და­ზუთხ­ვა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს. არც ისაა სა­ი­დუმ­ლო, რომ სინ­გა­პურ­ში გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის გა­მო ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად მე­ქა­ნი­კუ­რად იზე­პი­რე­ბენ მა­სა­ლას. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს მოვ­ლე­ნა სულ მა­ლე წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა.

გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, 2023 წლის­თ­ვის, ყვე­ლა სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­მო­ი­ღოს გა­მო­ყე­ნე­ბი­თი სწავ­ლე­ბა (ALP), სა­დაც ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა ისეთ უნა­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა შე­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის­თ­ვის, რაც უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო მე­ქა­ნი­კურ სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა­ში. ეს მხო­ლოდ ერთ-ერ­თი ას­პექ­ტია პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტის პო­ლი­ტი­კა­ში.

                                                                       🔹🔹🔹

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მა­გა­ლი­თე­ბი ადას­ტუ­რებს მთავ­რო­ბის ღია პო­ლი­ტი­კას და უშ­რეტ ენ­თუ­ზი­აზმს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ისიც ცხა­დია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ცდი­ლობს, ბა­ლან­სი და­იც­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბას შო­რის, თა­ვი აარი­დოს უკი­დუ­რე­სო­ბებს და გა­მო­ი­ყე­ნოს ამ ორი სამ­ყა­როს სა­უ­კე­თე­სო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

ეს ცვლი­ლე­ბე­ბი დღე­საც გრძელ­დე­ბა. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ანა­ლიზ­დე­ბა შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და ტარ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

Tutor City-ში და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით

მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები